მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > საღმრთო და ადამიანური სამართლიანიობა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
საღმრთო და ადამიანური სამართლიანიობა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)17-04-2015, 00:01 |
– წმიდაო მამაო, რას წარმოადგენს საღმრთო სამართლიანობა? – საღმრთო სამართლიანობა ის არის, როდესაც შენ აკეთებ იმას, რაც შენს მოყვასს სიმშვიდეს ანიჭებს. მაგალითად, როდესაც ახლობელს რამეს უყოფ. მას ნახევარს კი ნუ მისცემ, არამედ იმდენი გაიმეტე, რამდენსაც თვითონ ითხოვს. თავიდანვე ჰკითხე: "რამდენი გინდა, ნახევარი თუ მესამედი? წაიღე რამდენიც გსურს." სხვას კარგი მიეცი, შენთვის უარესი დაიტოვე, სხვა შემთხვევაში დიდი ნაწილი გაეცი, შენთვის კი მცირე იკმარე. წარმოიდგინე, რომ ახლა რომელიმე დამ ათი ქლიავი შემოიტანა. აქედან თუ მე რვას შევჭამ და შენ მხოლოდ ორს დაგიტოვებ, უსამართლოდ მოგექცევი: თუ ხუთს შევჭამ და შენ დარჩენილ ხუთს გარგუნებ, ეს ადამიანური სამართლიანობა იქნება, ხოლო თუ მივხვდები, რომ ქლიავებზე თვალი მიგივიდა, ერთს შევჭამ და გეტყვი: "ძალიან გთხოვ დანარჩენები შენ შეჭამე, დიდად არ მომ-წონს და თანაც მუცელი მატკიებს". – ეს უკვე საღვთო სამართლიანობა იქნება. – ანუ რა არის ადამიანური სამართლიანობა? – ადამიანური სამართლიანობა მაშინ ვლინდება, როდესაც ვინმესთ-ან რამის გაყოფისას, ნახევარს მას მისცემ და ნახევარს შენთვის დაი-ტოვებ. – წმიდაო მამაო, სულიერ ცხოვრებაში რა ადგილი უკავია ადამიან-ურ სამართლიანობას? – ადამიანური სამართლიანობა სულიერი ადამიანებისთვის კი არ არის დადგენილი, იმისათვის, რომ დაამუხრუჭო ამა ქვეყნის მკვიდრ-ნი. თუ სულიერი ადამიანი იმედს ადამიანურ სამართლიანობაზე ამ-ყარებს, ეს ნიშნავს, რომ ის ბრიყვია, იმიტომ, რომ საღმრთო სამართ-ლიანობასთან შედარებით ადამიანური სამართლიანობა ნულის ტოლ-ია. მაგრამ, თვით ერის ადამიანიც კი, რომელმაც ამ ცხოვრებაში რაღ-აცას მიაღწია, როდესაც ადამიანურ სამართლიანობას მიმართავს, ნამ-დვილ სიხარულსა და სულიერ სიმშვიდეს ვერ გრძნობს. ვთქვათ, ორი ძმა ფლობს მიწის ნაკვეთს 10 სტრემის ფართობზე. თი-თოეულმა მათგანმა ადამიანური სამართლიანობიდან გამომდინარე, თავისთვის 5 სტრემი უნდა აიღოს. მაგრამ საღმრთო სამართლიანობის მიხედვით, თითოეულმა უნდა აიღოს იმდენი, რამდენიც მისთვის აუ-ცილებელია. ანუ, თუ ერთ ძმას შვიდი შვილი ჰყავს, მეორეს კი მხო-ლოდ ორი; ანდა პირველს მაღალი ხელფასი აქვს, მეორეს კი დაბალი, მიწის უდიდესი ნაკვეთი მან უნდა აიღოს, ვისაც მეტად უჭირს. თუკი ასეთ შემთხვევაში ერთი ძმა იმდენივეს აიღებს, რამდენსაც–მეორე, ეს უსამართლობა იქნება. თუმცა ხშირად ერის ადამიანი, რაკი იგი სულ-იერ განსჯას მოკლებულია, არად აგდებს იმას, რომ მის ძმას თავი ძლივს გააქვს. ის საკუთარი ქმედების უსამართლობას ვერ აცნობიე-რებს. „ ოჯახის წევრებს უნდა აუხსნა, რომ შენს ძმას უჭირს, რათა ისინი მიწის უმეტესი ნაწილის გაცემაზე დაითანხმო" – ეუბნები ასეთ ადამიანს, ის კი გპასუხობს: „რატომ? მე ხომ მამულს შუაზე ვყოფ და მას უსამართლოდ არ ვექცევი." მაგრამ, ის რომ სულიერი ადამიანი ყოფილიყო, ცოლ–შვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, შეიძლება ოჯახის წევრები დაეყოლიებინა და გაჭირვებული ძმისთვის მამულის დიდი ნაწილი გადაეცა. თუ გაჭირვებული ძმა ეტყოდა: "შენ მხოლოდ ერთი სტრემა უნდა აიღო" – მას უხმოდ უნდა მიეღო მხოლოდ ერთი, რათა მას, იმის გამო, რომ უმეტესი ნაწილი დაიტოვა, თავი უხერ-ხულად არ ეგრძნო. როგორც არ უნდა შეხედო, განაწილება ყველაზე სამართლიანად სახარების მიხედვითაა შესაძლებელი. მე მანცვიფრებს აბრაამის დიდსულოვნება, როდესაც აბრაამისა და ლოთის მწყემსებმა საძოვრებისთვის ჩხუბი წამოიწყეს, აბრაამი მივი-და ლოთთან და უთხრა: "ჩვენ საჩხუბარი არაფერი გვაქვს, რომელი მხარე უფრო მოგწონს, მარჯვნივ გინდა წასვლა თუ მარცხნივ?" ლოთი ნაწილობრივ ადამიანური სამართლიანობით მოიქცა, მან აირჩია სოდ-ომი და გომორი, ანუ ის მხარეები სადაც მწვანე ველები იყო, საუ-კეთესო საძოვრები საქონლისათვის. და რა დაატყდა შემდეგში იქ მას?! ხოლო აბრაამს, რომელიც საღვთო სამართლიანობით იყო აღძრული, სურდა ლოთისათვის სიხარული მიენიჭებინა. ის, რომ ლოთი კარგ მინდორზე დასახლდა, აბრაამს სიხარულით ავსებდა.
წმიდა პაისი მთაწმინდელი
უკან დაბრუნება |