მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ვინც მართებულად გამოიძიებს საკუთარ თავს, ის თავს არ გაიმართლებს (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
ვინც მართებულად გამოიძიებს საკუთარ თავს, ის თავს არ გაიმართლებს (წმიდა პაისი მთაწმინდელი)13-04-2015, 00:01 |
– წმიდაო მამაო, რატომ ხდება, რომ მაშინაც კი, როდესაც საკუთარ სულიერ სისუსტეს ვგრძნობ, მაინც თავის მართლებას ვცდილობ? – სწორედ იმიტომ იმართლებ თავს, რომ საკუთარი სულიერი სის-უსტე კარგად ვერ გიგრძვნია. რომ გეეგრძნო, თავს აღარ გაიმართ-ლებდი. ჩვენ საკუთარი თავის მოყვარულ ხალხს ხომ სირთულეები არ გვიყვარს. ხშირად გვინდა ხოლმე ისე გავმდიდრდეთ, რომ თითი თითზე არ დავაკაროთ. ის მაინც უნდა გავაცნობიეროთ, რომ საგ-ნებთან ასეთი დამოკიდებულებით ჩვენ ორივე ფეხით ვკოჭლობთ. ამის შეცნობამ კი უნდა დაგვამდაბლოს. მაგრამ სად იპოვი?! ჩვენ ხომ არც ღვაწლი და არც საკუთარი უძლურების შეცნობის ნატამალი არ გაგავაჩნია. – შეიძლება თავს იმართლებდეს ადამიანი, რომელიც საკუთარი თა-ვის შეცნობას, გამოძიებას ცდილობს? – ვინც სწორად შეიმეცნებს საკუთარ თავს, ის თავს ვერ გაიმართ-ლებს. აბა შეხედე, ხდება ხოლმე, რომ ზოგიერთი ჭკვიანი ადამიანი ბოლოს და ბოლოს საშინელ სისულელეს ჩაიდენს, ეს იმის გამო ხდება, რომ მას უფრო მოხერხებულად მოწყობის სურვილი უჩნდება. „როგორ მოვეწყო უფრო მოხერხებულად, როგორ მოვიქცე, რომ უკეთ ვიგრძნო თავი?!" – ფიქრობს იგი. – წმიდაო მამაო, ვინც თავს იმართლებს, ის სულიერ ცხოვრებაში სა-კუთარ დაცემებს ვერ ამჩნევს? – ეშმაკი ასეთ ადამიანს ატყუებს ყოველგავარ საქმეში, რასაც უნდა აკედებდეს იგი; და ეს ადამიანი ყოველგვარ საკუთარ მოქმედებას გამართლებას უძებნის. ის ამართლებს საკუთარ თვითნებობას, სიჯი-უტეს, ეგოიზმს, სიცრუეს. – მაგრამ თუკი ასეთი ადამიანი როგორც სარკეში ისე შეაფასებს საკ-უთარ თავს წმიდა მამათა თხზულებებისა და განსაკუთრებით – წმიდა წერილის მიხედვით, განა ეს მას არ უშველის? – იმ ადამიანს, ვინც სწორედ აზროვნებს, წმიდა მამათა წიგნები და წმიდა წერილები ყოველგავარ პრობლემას გადაუჭრის. მას გარკვევით და აშკარად ესმის წაკითხულის აზრი. მაგრამ, თუკი ადამიანი სუ-ლიერ ღვაწლს შედგომილი არ არის და მისი სული არ განწმენდილა, მაშინ მას წმიდა წერილიც ვერ უშველის, რადგანაც წაკითხული უკ-უღმართად ესმის. მისთვის უკეთესია თუ საკუთარ ზრახვებს მოძღ-ვარს ეტყვის და წაკითხულის განმარტებას თავად არ შეეცდება. მა-გალითად, როდესაც ძველ აღთქმას კითხულობს, ასეთმა ადამიანმა შესაძლოა ბევრი რამ მზაკვრული სულით განმარტოს და (სულიერი) ინფექციით დაავადდეს. შევნიშნე, რომ ზოგიერთი სულიერ წიგნებში წაკითხულს ისე განმარტავს, როგორც თვითონ აწყობს. მიზეზი ის კი არ არის, რომ მათ წარმოსახვა არ ჰყოფნით, ანდა წაკითხულის აზრს სწორედ ვერ იგებენ, არა... ასე იმიტომ განმარტავენ, რომ თავი იმარ-თლონ. საშინელი საქმეა! ამასთან ისიც შევნიშნე, რომ ასეთი ხალხი ხშირად ვერც იმ სულიერ დარიგებებსა და რჩევებს იღებს სწორად, რასაც სულიერი ადამიანები აძლევენ. მაგალითად: მსურს, რომ მათი ყურადღება რაღაცას მივაპყრო, ამისათვის რაიმე შემთხვევას ვუამბობ და კონკრეტულ საკითხს ვუსვამ ხაზს. მაგრამ ისინი სიტყვას მაწ-ყვეტინებენ და ცდილობენ მასში აღმოაჩინონ რაღაც სხვა, რითაც რომელიმე საკუთარ ქმედებასა თუ შეცდომას გაამართლებენ. ანუ ყოველივე ამას საკუთარი ვნებების გასამართლებლად აკეთებენ. რო-დესაც ვუამბობ ვინმეს შესახებ, ვინც საკუთარი უყურადღებობის გამო უკიდურეს დაცემამდე მივიდა, ისინი მოისმენენ ისტორიას, არც კი დაუფიქრდებიან მას და იტყვიან: „თუკი ასეთ საშინელ მდგომარე-ობაში მყოფი ადამიანები არსებობენ, აბა, ჩვენ ქების მეტს რას ვი-მსახურებთ!" ასე იმართლებენ თავს ისინი. თავის გასამართლებელს ეშმაკი ყოველთვის მოძებნის.
წმიდა პაისი მთაწმინდელი
უკან დაბრუნება |