მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > თუ თავს არ იმართლებ ღმერთი გაგამართლებს (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

თუ თავს არ იმართლებ ღმერთი გაგამართლებს (წმიდა პაისი მთაწმინდელი)


11-04-2015, 00:01

თუ თავს არ იმართლებ ღმერთი გაგამართლებს (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

 

  – წმიდაო მამაო, ხშირად როდესაც შენიშვნას მაძლევენ, ვფიქრობ, რომ ახსნა–განმარტება აუცილებელია და ვიწყებ: "დიახ, ეს ასეა, თუმ-ცა არ ვიცი, თქვენ ხომ არ იფიქრეთ რომ..."

   – და რაში გჭირდება, ეს „თუმცა" და „ ხომ არ". სწორედ ეს რყვნის ყო-ველივეს; თუ შენიშვნას გაძლევენ, უპასუხე: "მაპატიე შენი ლოცვით მომავალში უფრო ფრთხილად ვიქნები".

  – წმიდაო მამაო, მაგრამ თუკი ვინმეს ჩემი საქციელიდან არასწორი დასკვნა გამოაქვს, უნდა ავუხსნა, რა მაიძულებს სწორედ ასე და არა სხვაგვარად?

   – თუ ამისათვის სულიერი ძალა, ანუ სიმდაბლე გაქვს, თავი დამნ-აშავედ სცანი და ნურაფერს აუხსნი, საკუთარი გამართლება ღმერთს მიანდე, შენ თუ არაფერს ეტყვი, მომავალში ღმერთი იტყვის შენს მაგივრად; გაიხსენე, როდესაც ძმებმა მონად გაყიდეს, იოსებს ვაჭ-რებისთვის არ უთქვამს: "მე მათი ძმა ვარ და არა – მონა, მამაჩემს ყველა სხვა შვილზე მეტად მე ვუყვარდი". დიახ, სიტყვაც არ წარმო-უთქვამს, სამაგიეროდ ღმერთმა მერე თქვა სიტყვა მის მაგიერ და მეფედ აქცია იგი. როგორ გგონია ღმერთი არ განუცხადებს ადამიანებს საქმის ნამდვილ ვითარებას?! თუკი ღმერთი შენს სასიკეთოდ გამოუ-ცხადებს ადამიანებს სიმართლეს, ეს კარგია, მაგრამ თუკი არ გამოუ-ცხადებს, ესეც შენს სასიკეთოდ იქნება. როდესაც ვინმე უსამართლოდ გექცევა, იფიქრე იმაზე, რომ ის ამას ბოროტებით კი არ აკეთებს, არამედ იმის გამო, რომ ყველაფერი ამ მხარიდან დაინახა. თუ ამ ადამიანში ბოროტება არ არის, დრო გავა და ღმერთი მას საქმის ნა-მდვილ ვითარებას გამოუცხადებს. და მაშინ ეს ადამიანი მიხვდება, რომ შენდამი უსამართლობა გამოავლინა და შეინანებს. ღმერთი მხო-ლოდ იმ შემთხვევაში არ გამოუცხადებს ადამიანს სიმართლეს, თუ მასში ბოროტებაა; იმიტომ, რომ ღმერთის რადიოსადგური მხოლოდ სიმდაბლისა და სიყვარულის სიხშირეზე მუშაობს.

   – წმიდაო მამაო, შეიძლება თუ არა, რომ ადამიანს თქვენ ორს შორის მომხდარ გაუგებრობასთან დაკავშირებით ახსნა–განმარტება მოსთხო-ვო?

   – შენ რა იმ ადამიანზე აზრი გაგიფუჭდა?

   – არა.

   – თუ მასზე აზრი არ შეგცვლია, აუცილებელი არ არის მისი ახსნა–გა-ნმარტება მოისმინო, მაგრამ თუ რამე გაეჭვებს, ცუდი არ იქნება გარ-კვეული განმარტება მოსთხოვო, რომ კიდევ უფრო მეტად არ შეგე-ცვალოს დამოკიდებულება.

   – მაგრამ, წმიდაო მამო, განმარტების მიცემა თავის მართლების მიზ-ნით კი არ გსურს, არამედ უბრალოდ უამბო შენი დამოკიდებულების შესახებ რაიმე საკითხთან დაკავშირებით და გსურს გააგებინო, რამ გიბიძგა, რომ ასე მოქცეულიყავი?

  – არც ეს სჭირდება ვინმეს. ჯობს თქვა „შემინდე"... და ყოველგვარი ახსნა–განმარტებისაგან თავი შეიკავო, გარდა იმისა, როცა ახსნა–გა-ნმარტებას ითხოვენ შენგან. ასეთ დროს სიმდაბლით უამბე, თუ რა როგორ მოხდა.

   – ანუ, წმიდაო მამაო, რა შემთხვევაშია ახსნა–განმარტება აუცილებე-ლი?

  – აუცილებელია მაშინ, როდესაც საქმე ეხება რაიმე გაუგებრობას, რომელიც სხვა ადამიანებს ეხება. ასეთ შემთხვევაში ადამიანი მოვა-ლეა განმარტოს ვითარება, რომ საქმე გამოსწორდეს. ხდება ისიც, რომ ადამიანი ზედმეტად მგრძნობიარეა, ეგოიზმიც საკმაოდ აწუხებს და ამის გარეშე შესაძლოა ტრამვირებული დარჩეს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, თუ ის განმარტავს თუ რამ უბიძგა ამა თუ იმ ქმედები-საკენ.

   – წმიდაო მამაო, ზოგჯერ ჩვენ ახსნა–განმარტებასა და თავის მართ-ლებას ერთმანეთისგან ვერ ვასხვავებთ.

   – თავისმართლება სულს ვერ ამშვიდებს, მაშინ, როდესაც ახსნა–გან-მარტებას სიმშვიდე და მყუდროება მოაქვს.

 

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი 


უკან დაბრუნება