მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > თავის მართლება სულიერ წარმატებას აბრკოლებს (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

თავის მართლება სულიერ წარმატებას აბრკოლებს (წმიდა პაისი მთაწმინდელი)


10-04-2015, 00:01

თავის მართლება სულიერ წარმატებას აბრკოლებს (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

 

 

  – წმიდაო მამაო, რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ წმიდა წერილში თავის მართლებას ვერსად შეხვდები?

   – იმას, რომ თავის მართლება თავისთავად გაუმართლებელია.

   – მე კი, წმიდაო მამაო, როდესაც თავს ვიმართლებ, თითქმის მაშინვე ვხვდები, რომ მონაზონს თავის მართლება არ შეშვენის.

   – და განა უბრალოდ არ შეშვენის ეს, არამედ თავისმართლებას არა-ფერი აქვს საერთო სულიერ ცხოვრებასთან. აუცილებელია მიხვედრა იმისა, რომ თავის მართლებისას სიცრუის მდგომარეობაში ვიმყოფები. ამ დროს ღმერთთან კავშირს ვწყვეტ და საკუთარ თავს საღმრთო მადლს ვაკლებ, საღმრთო მადლი ხომ არ მივა იმ ადამიანთან, რომე-ლიც სიცრუის მდგომარეობაში იმყოფება! იმ წუთიდან, როდესაც ადამიანი თავის მართლებას იწყებს, რასაც გამართლება არა აქვს, საკუ-თარი თავის ღვთისგან იზოლირებას ახდენს. სივრცეს ადამიანსა და ღმერთს შორის ავსებს საიზოლაციო მასალა – რაღაც სულიერი კაუჩ-უკის მსგავსი. განა ელექტრონი კაუჩუკში გაივლის? ვერა, ვერ გაივლ-ის! ის ხომ დენგაუმტარია. ასევე ღვთის მადლისათვის არ არსებობს უფრო ძლიერი საიზოლაციო მასალა ვიდრე – თავისმართლება. როდ-ესაც თავს იმართლებ, თითქოს აშენებ კედელს, რომელიც ღვთისაგან გამოგაცალკევებს და ამგვარად კავშირს გაწყვეტინებს მასთან.

   – წმიდაო მამაო, თქვენ ხშირად ამბობთ ხოლმე: „იმას მაინც ეცადეთ, რომ გამსვლელ სულიერ ქულაზე დაბლა არ აღმოჩნდეთ". რა არის ეს გამსვლელი სულიერი ქულა?

   – გამსვლელი სულიერი ქულა ეს არის  საკუთარი შეცდომების სიმ-დაბლით შეცნობა, თავის მართლებაზე უარის თქმა მაშინ, როდესაც ადამიანს მიუთითებენ, თუ რაშია იგი დამნაშავე და ის აცნობიერებს თავის დანაშაულს. მაგრამ, თუ ის თავს არ იმართლებს მაშინაც კი, როდესაც დამნაშავე არ არის – ეს უკვე ხუთიანია პლიუსით. ის, ვინც თავს იმართლებს, არა მარტო არ წარემარტება, არამედ შინაგან სიმშ-ვიდესაც ვერ პოულობს. ღმერთი არ დაგვსჯის ჩვენს მიერ ჩადენილი რაიმე შეცდომისათვის, მაგრამ არც ჩვენ უნდა ვიმართლოთ თავი ამ შეცდომის გამო და ის ბუნებრივად უნდა მივიჩნიოთ.

  – მაგრამ, თუ დაუდევრობისათვის მაძლევენ შენიშვნას და მე ვერ ვხვდები, რამდენად  დამნაშავე ვარ? უკეთესია, ვიკითხო ამის შესახებ, რომ აღარ გავიმეორო, თუ ყველა შემთხვევაში გაჩუმება სჯობს?

  – თუ ხუთი პროცენტით ხარ დამნაშავე, თავი ოცდახუთი პროცენ-ტით დაიდანაშაულე, განა ხეირში არ იქნები? ზედმეტად დასდე ბრა-ლი საკუთარ თავს, რომ დიდი თავის მტვრევა აღარ დაგჭირდეს. სწო-რედ ესაა ის სულიერი ღვაწლი, რომელსაც წესით უნდა აღასრულ-ებდე: საკუთარი ცოდვების ძებნა და საკუთარი თავისთვის დანაშ-აულის ადგილზე წასწრება. სხვაგვარად – შენს საკუთარ მესთან გან-შორება გაშინებს, ამართლებ მას, მაგრამ სულიერი სიმშვიდე არა გაქვს.

    – წმიდაო მამაო, მიიღებს ჯილდოს ის ადამიანი, რომელიც ჩვეულ-ების გამო იმართლებს თავს, მაგრამ შემდეგ აცნობიერებს თავის და-ნაშაულს და თავს იმტყუნებს?

  – ყოველ შემთხვევაში ასეთ ადამიანს გამოცდილება უგროვდება, თუკი იგი ამ გამოცდილებას ასე გამოიყენებს, როგორც საჭიროა, ჯი-ლდოს მიიღებს, ხოლო თუ ღმერთი იტყვის: „რადგანაც მან თავისი დანაშაული შეიგნო და შეინანა, მას რაიმე უნდა მიეცეს." მაშინ ეს ადამიანი მიიღებს შენგან რაიმე სახის „სუბსიდიას", მაგრამ ამჯერად უკვე სულ სხვა – სინანულის ფონდიდან.

 

 

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი 


უკან დაბრუნება