მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (მიტრ. ანტონი სუროჟელის მატერიალიზმის გამოვლინებანი)
XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (მიტრ. ანტონი სუროჟელის მატერიალიზმის გამოვლინებანი)8-04-2015, 06:00 |
მიტრ. ანტონი სუროჟელის მსოფლმხედველობაში რწმენა წინ კი არ უძღვის გამოცდილებას, არამედ მოჰყვება მას. მიტროპოლიტის აზრ-ით, იმის დაჯერებაა შესაძლებელი, რაც უკვე განიცადე: „რწმენა უთუოდ უნდა იყოს დაფუძნებული რაღაც გამოცდილებაზე... ეს რწმენის სფეროა".1 მიტრ. ანტონი ეყრდნობა მას, რაც გაცხადებულია: სხეული, მატერია, ნივთიერება. ძნელია სასულიერო პირს, მღვდელმთავარს ბრალი და-სდო უსულო მატერიისადმი რწმენაში, მაგრამ ის პირდაპირ ამბობს: „ქრისტიანობა - მატერიალიზმია". შემდეგ აზრს შემდეგნაირად ავი-თარებს: „თუ ამ მატერიალურმა სამყარომ თვით ღმერთი დაიტია, თუ რომელიმე ამქვეყნიურ ფიზიკურ ნაწილაკს შეეძლო თვით ღმერთთან შეერთება და ამის შედეგად არ დაიწვა არ განადგურდა, არამედ დარჩა ხელუხლებელი, მაშინ მატერიაც ჩვენს თვალში ნამდვილად არნახ-ული მასშტაბით განვითარდება. ამიტომ ვამბობ, რომ ქრისტიანობა ერთადერთი მატერიალიზმია, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მატერიას, ისევე, როგორც ადამიანის ისტორიას; ღმერთის განხორ-ციელებით ის უეცრად ღებულობს მარადიულ განზომილებას. ღვთა-ებრივი განზომილება - ტრანცენდენტური განზომილება - არა მომა-ვალში, არამედ აქვე, რადგან ღმერთი ამ ისტორიაშია".2 ღმერთის განხორციელების საიდუმლოს შესახებ მიტრ. ანტონი მრავალგზის იმეორებს შემდეგს: „ყოველივე ჩვენს ნივთიერს - სხე-ულს, სისხლს, ძვლებს შეუძლია იყოს ღვთისმტვირთველი, შეერთდეს ღვთაებასთან და დარჩეს ინდივიდად; გაცხადდეს დიდებით, რომ-ელსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ხედავს ღმერთი, რისთვისაც ჩვენც და ყოველივე შექმნა".3 ამგვარ სარწმუნოებას ვერ ვუწოდებთ რელიგიურ, ღვთაებრივ, ზებ-უნებრივ, სასწაულებრივ რწმენას. თუ მატერიალურ სამყაროს „შეეძ-ლო" ღმერთთან შეერთება, მაშინ ღვთის განხორციელებაში არანაირი სასწაული არ ყოფილა. უმართებულო განსაზღვრებად მიგვაჩნია „ფი-ზიკური ნაწილაკების" ღვთაებრივთან შეერთების მტკიცებაც. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი დეტალურად განმარტავს: „ღმერთი არ არის შეერთებული სხეულთან, სამშვინველი და გონება შუამავლის როლს ასრულებს; ისინი სხეულთან თანაცხოვრობენ. ამდენად, ღვთის ხატება, ღვთაებრივი ბუნება შეერწყმის თავისი ბუნების მსგავსს, ამ თვისობრივად მსგავსის მეშვეობით ურთიერთობს სხეულთან".4 შემ-დეგ ბრძანებს: „ღმერთი შეერწყმის გონებას, ვით თვისებით უფრო მსგავსსა და მახლობელს, ხოლო შემდეგ უკვე სხეულს გონების მეშ-ვეობით".5 წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სწავლების თანახმად, ღმერთი არ არის შეერთებული სხეულთან, არამედ სამშვინველის, გონების მეშ-ვეობით ამყარებს კავშირს მასთან, რაც რადიკალურად ეწინააღმ-დეგება მიტრ. ანტონის შეხედულებას. გარდა ამისა, მიტრ. ანტონი აქ საერთოდ გადის რელიგიური აზროვნების საზღვრებიდან, რადგან იგი მატერიასა და ნივთიერს ფილოსოფიური ან საღვთისმეტყველო კუთხით კი არ განიხილავს, არამედ ვით უშუალოდ განცდისთვის მოცემულს. თუ სხეულს შეუძლია შეერთდეს ღვთაებრივთან, მაშინ არანაირი სა-სწაული არ არსებობს, რწმენაც უსარგებლო ხდება. თავის მსოფლმხედველობაში სასწაულებრივი ელემენტის შეტანის მიზნით, მიტრ. ანტონი მატერიას, სხეულს, ნივთიერს „ასულიერებს". მისი აზრით, სულის მდგომარეობა შეიძლება გაიზომოს სხეულის მიხედვით: „სული და სხეული მყარი და ურყევია იმიტომ, რომ სხეულს სიმყარე გააჩნია; სულის სფერო კი ძალიან ხშირად შეიძლება გადაფასდეს და სხეულის მდგომარეობით გაიზომოს. სულის კანონის შესახებ ნაკლები ცოდნაა, მაგრამ მის შესახებ შეგვიძლია ბევრი ვი-სწავლოთ ადამიანის სხეულზე მსჯელობისას".6 მიტრ. ანტონის მსოფლხედვაში, მატერია ღმერთში ცხოვრების საფ-უძვლადაა მიჩნეული: „მატერია ცოცხლად უნდა წარმოვიდგინოთ, მას შეუძლია ღმერთთან კავშირის დამყარება, რომელიც ღვთისგანაა შექმნილი. ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატერიის მეშვეობით და თავად მატერიაში, რომლისგანაც შექმნილია ადამიანი, პიროვნება ამყარებს კავშირს ღმერთთან. ამრიგად, ის არა მარტო მა-ტერიალური არსებობის სუბსტანციაა, არამედ ღმერთში ადამიანის სრული ცხოვრების საფუძველი. სული, ცხადია, თავისი სიმყარით სხეულზე მეტად შედის ღმერთში. ამდენად, მორწმუნენი თავისი გამოცდილებით, თავისი მსოფლმხედველობის საზღვრებში ამტკიც-ებენ, რომ ღვთაებრივი ქმედება მატერიალური ზემოქმედებით მოდის ადამიანებამდე".7 მატერიის ღმერთამდე ამაღლების შემდეგ, მიტრ. ანტონი იმავე პათ-ოსით მსჯელობს ეკლესიის საიდუმლოებებზე. მისთვის ეკლესიის საიდუმლო - „მატერიის მატერიაზე ზემოქმედებაა": „აქაც საიდუმ-ლოა, (იგულისხმება ნათლისღების საიდუმლო - რ. კ.), ანუ მატერიის მატერიაზე ზემოქმედება; შეეხო სულს და გამოიხატა სულიერებაში, რომელმაც ბოლომ აღიქვა და გაითავისა მომხდარი".8 ზებუნებრივი მოვლენების უგულებელყოფის მცდელობა მიტროპო-ლიტის ნაშრომებში ხშირად შეინიშნება. თუ ქრისტიანისთვის მა-ცხოვრის ფერისცვალება ღვთაებრივი ბუნების გაცხადებაა, მიტრ. ანტონისთვის „ფერისცვალების დღესასწაული გვიაშკარავებს ღვთის მიერ შექმნილი ქმნილების სიდიადეს".9 წმიდა მამების მიერ პირველ მსოფლიო კრებაზე მიღებული სამების დოგმატს მიტრ. ანტონი შემდეგ კომენტარს უკეთებს: „ქრისტეს, ღვთის სიტყვის განხორციელება გვაუწყებს, რომ ადამიანი იმდენად დიდია, შეუძლია იყოს არა მარტო ტაძარი ღვთისა, ღმერთის დამკვი-დრების ადგილი, არამედ შეუძლია შეუერთდეს მას (ღმერთს), ისე როგორც ეს გაცხადდა განხორციელების სასწაულით. ეს საიდუმლო, აგრეთვე, მთელი შექმნილი სამყაროს სიდიადეს გვი-ხსნის იმიტომ, რომ ძე ღვთისა გახდა არა მხოლოდ ძე ადამიანისა, არამედ სიტყვა განხორციელდა; ღმერთი არა მხოლოდ ადამიანი გახდა, არამედ ჩვენი ქმნილი სამყაროს ნივთიერებასთან შეერთდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ქმნილება იმგვარადაა შექმნილი ღვთისგან, რომ არა მხოლოდ ტაძრად ღვთისა შეუძლია გახდეს, არამედ შეუერთდეს თვით ღვთაებას".10 სამპიროვან ღმერთზე საუბრის ნაცვლად, რასაც ითხოვს პირველი მსოფლიო კრების წმ. მამათა ხსენების დღესასაულის შინაარსი, სა-უბარია ადამიანისა და მთელი შექმნილი სამყაროს სიდიადეზე. გარდა ამისა, მიტრ. ანტონი აქ ყველა ზღვარს სცილდება, როდესაც ამბობს, რომ ქმნილება შეიძლება იყოს არა მხოლოდ ტაძარი ღვთისა, არამედ შეუერთდეს თვით ღვთაებას. გააზრებაც კი საშიშია, ღმერთისა და მთელი ქმნილი სამყაროს რაგვარ შეერთებაზე საუბრობს მიტროპ-ოლიტი! ხატთაყვანისცემის დოგმატი მიტრ. ანტონისთვის ძირითადად ადა-მიანის თაყვანისცემას გულისხმობს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არაფერი მსგავსი დოგმატში არ არსებობს. მართლმადიდებლობის ზეიმი მიტროპოლიტს შემდეგნაირად აქვს აღწერილი: „რადგან ჩვენ ვდღესასწაულობთ, რომ ღვთაებრივ სისავ-სეს შეუძლია სხეულით ცხოვრება ჩვენს ქმნილ სამყაროში, რომ ღმერთი შეიძლება გამოიხატოს ხატობრივად, რომ ხატების ცქერით, პირველ ყოვლისა, ცოცხალი ხატების, როგორიც ადამიანია, შეგვი-ძლია უარვყოთ ადამიანური უძლურება, რომელიც აბნელებს ხილუ-ლი თვალით ხედვას; ადამიანური უძლურების მეშვეობით ღვთის ხატებას დავინახავთ მასში, შეგვიძლია თაყვანი ვცეთ ცოცხალ ღმერთს ადამიანებს შორის, ადამიანებში. შემთხვევით არ თქვეს წმიდა მამებმა: „ვინც იხილა თავისი ძმა, მან თავისი ღმერთი იხილა". ამიტომ ერთ-მანეთისადმი მოკრძალებული დამოკიდებულება გვმართებს, ვინაი-დან ჩვენ - მოვლენა, ხატება, ხატი ვართ ღვთისა; დაე, კეთილკრ-ძალულებით დავიცვათ ხატთაყვანისცემის დოგმატის რწმენა, რომე-ლიც გამოხატავს უდავო რწმენას, რომ ღმერთი გახდა ადამიანი".11 შემდეგ მიტრ. ანრტონი წერს: „ზაქეს შესახებ ნათქვამია, რომ მან არა მხოლოდ „ირწმუნა ქრისტესი", არამედ ისიც, რომ მან ირწმუნა საკ-უთარი თავის, მან დაიჯერა ადამიანის სიდიადის, სიწმინდისა და ად-ამიანური მოწოდების საოცრების".12 სრულიად აშკარაა ადამიანის სხეულის პათოლოგიური თაყვანის-ცემა. მსგავსი პათოსით საუბრობს მიტროპოლიტი მიცვალებულის წესის აგებაზე: „ჩვენ კეთილმოწიწებითა და სიყვარულით ვუგებთ წესს ადამიანის სხეულს; ამ სხეულით ადამიანი შევიდა სამყაროში, ამ სხეულით აღიქვა მან ყოველივე, რითაც მდიდარია სამყარო, საშინ-ელიც და საკვირველიც. ამ სხეულით ეზიარა ღვთაებრივ საიდუმლოებებს - ნათლისღებას, მირონცხებას, ზიარებას, ზეთისცხებას. სასწაულებრივ მოქმედებებს, რომლითაც ღმერთი ადამიანის სხეულსაც, სამშვინველსაც და სულსაც ანიჭებს მარადიულ ცხოვრებას. სხეულის მეშვეობით გამოიხატებოდა სითბო და სიყვარული, სხეული აღასრულებდა ქრისტეს მცნებებს".13 ამრიგად, მიტრ. ანტონი სუროჟელის მსოფლმხედველობა ვერანაი-რად ვერ თავსდება მართლმადიდებლური, მეტიც, საერთოდ რელიგი-ურ ჩარჩოებში. ეს - ტიპიური მატერიალიზმია, სადაც ადამიანის სხე-ული, მატერია, ნივთიერებაა „გასულიერებული."
Р. Вершило. О Мировозрении митр. Антония Сурожского. М. 2015. Антимодернизм. ру.
თარგმნა და მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ
1Антоний (Блюм). Митр. Проповеди и Беседы. М. Либрис. 1991. გვ. 89. 2Антоний (Блюм). Митр. Беседы о вере и Церкви. М. СП. 1991. გვ. 13. 3იქვე გვ. 14. 4Григорий Богослов. св. Послание к пресвитеру Кледонию. Собрание Творений. Т2. М. 1994. გვ. 12. 5იქვე გვ. 13. 6Антоний (Блюм). Митр. Проповеди и Беседы. М. Либрис. 1991. გვ. 56. 7იქვე გვ. 57. 8იქვე გვ. 58. 9Антоний (Блюм) митр. Проповеди. М. 1993. Дашилов мужской монас-тырь. გვ. 18. 10იქვე გვ. 135. 11იქვე გვ. 101. 12იქვე გვ. 90.
13იქვე გვ. 59. უკან დაბრუნება |