მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (მიტრ. ანტონი სუროჟელის ქილიაზმი)

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (მიტრ. ანტონი სუროჟელის ქილიაზმი)


6-04-2015, 00:01

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (მიტრ. ანტონი სუროჟელის ქილიაზმი)

 

 

   უკვე აღვნიშნეთ, რომ მიტრ. ანტონის მსოფლმხედველობა საფუძვ-ლებშივე არარელიგიურია. შედეგად, მისთვის ამქვეყნიური ყოფა, ცხოვრებაა პირველყოვლისა მნიშვნელოვანი და ამას თავადაც აცხა-დებს. მის ნაშრომებში გამოხატულია აზრი, რომ ქრისტიანების მო-წოდებაა სასუფევლის შექმნა დედამიწაზე: „მაცხოვარი შემოვიდა სა-მყაროში და იღვწის, ჩვენც მოგვიწოდა გავხდეთ მონაწილენი ცხო-ვრების ფერისცვალებისა, სამყაროს, დედამიწის ზეციურ სასუფეველ-ად გარდაქმნისა".1

   შემდეგ მიტრ. ანტონის აზრი ჩვეული მეთოდით იცვლება: უფალმა ღმერთმა მეშვიდე დღეს შეწყვიტა შექმნა და იმ დღიდან მხოლოდ ადამიანები ქმნიან. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად კათოლიკე მოდ-ერნისტი ღვთისმეტყველის აზრს ციტირებს: „შემდეგ დედამიწა მია-ბარა ადამიანებს, ვენის კათოლიკე არქიეპისკოპოსი კენიგმას თქმით, მეშვიდე დღე ღვთის დასვენებისა გახლავთ, დღე და საათი ადამიანის შემოქმედებისა".2

  მიტროპოლიტის თანახმად, სწორედ ადამიანმა უნდა მიიყვანოს ღვთის საქმე „ბოლომდე". ადამიანმა უნდა მიიყვანოს ქმნილება სი-სრულემდე: „ღმერთმა სამყარო ექვს დღეში შექმნა, ხოლო მეშვიდე დღეს დაისვენა, სამყაროზე საზრუნავი ადამიანს მიაბარა. მთელი ისტორია, სამყაროს შექმნიდან ვიდრე მეორედ მოსვლამდე, ადამიანის დროა, ადამიანმა უნდა მოიტანოს შემოქმედებითი ნაყოფი, მიიყვანოს ქმნილება სისრულემდე, შეაერთოს ქმნილება შემოქმედთან".3

    ამგვარი განმარტებები ნათელყოფს მიტროპოლიტის მსოფლხედვას: „ღმერთი შემოდის სამყაროში და იღვწის". იგულისხმება, რომ ქრისტე გახდა ადამიანი და თუ ის ქმნის, მხოლოდ ადამიანური ბუნებით და არა ღვთაებრივით ქმნის, ვინაიდან მიტროპოლიტი საერთოდ უარ-ყოფს სამყაროს შექმნის შემდეგ, თავისი ყოვლისშემძლეობით, ყოვ-ლისმხედველობით ღმერთის მოქმედებას.

  მიტროპოლიტი განცდებით საუბრობს დედამიწაზე სასუფეველის დამკვიდრების შესახებ. მაგრამ აქაც მისი მსოფლხედვა შინაგანად წინააღმდეგობრივია.

   ის ერთი მხრივ ამტკიცებს, რომ ამქვეყნიური სამყარო ძალიან ცუ-დია, რომ მასში მტრობა და ცოდვაა: „კაცობრიობა დაეცა, სამყარო უსახური, მახინჯი, საშინელი გახდა; სიკვდილმა განუსაზღვრელი უფლებები მიიღო, ბოროტება თითქმის თავისუფლად მოქმედებს. ადამიანის საქმეა დაამარცხოს ბოროტება და დაუბრუნოს ღმერთს ის ქმნილი სამყარო, რომელიც ღმერთმა შექმნა და მიანდო ადამიანს, ხოლო ადამიანმა თავისი დაცემით უღალატა მას. ნგრევის ხელმ-წიფებას მისცა სამყარო ღმერთთან მობრუნებული ადამიანის დანიშ-ნულებაა უმკურნალოს მომხდარს და ქმნილება წაიყვანოს იქითკენ, სადაც უნდა მივიდეს - ღვთის სასუფეველში".4

   მეორე მხრივ, ეს საშინელი სამყარო მიტროპოლიტისთვის უკვე სას-უფეველია ღვთისა: „დედამიწაზე მწუხარებისა და ტანჯვისათვის მა-დლიერება რომ გამოვხატოთ, უნდა განვჭვრიტოთ უფლის გამარ-ჯვება, უნდა დავინახოთ განდიდებული სამყარო, წინააღმდეგ შემ-თხვევაში მადლიერება მკრეხელური იქნება. ჩვენ უძლურნი ვართ, არ ძალგვიძს მადლიერების გამოხატვისთვის იმიტომ, რომ არ ვცხოვ-რობთ იმ მეუფებით, რომელსაც ვითხოვთ ლოცვაში".5

   ზუსტად იმავე პათოსით საუბრობს მიტროპოლიტი ცოდვილებზეც, რომლებიც თავისთავად მშვენიერები არიან: „შეხედე ადამიანს და შეიბრალე, რომ ბოროტი, შურისმაძიებელი და ცუდია ამა თუ იმ საკითხში. შეიბრალე და შემობრუნდი მისკენ შენი სულია ნათელი კუთხით, უთხარი მას: „შენ ვერ მომატყუილებ შენი საქციელით, როგორი ბოროტიც არ უნდა იყოს; ვიცი, რომ ღვთის ხატი ხარ, რომ ეს ხატება შებღალული და დამახინჯებულია, მე ეს ვიცი, მაგრამ შენში ვეთაყვანები ღმერთს, ხოლო შენ მიყვარხარ, როგორც ძმა".6

   როგორც ჩანს, მიტროპოლიტს უჭირს ზღვარის გავლება მართებ-ულსა და უმართებულოს შორის. ამგვარი აზროვნების შედეგია მისი მოწოდებაც ამქვეყნად სასუფეველის დამკვიდრების შესახებ, რაც წინააღმდეგობრივიცაა და ფარდობითიც. მაგრამ ეს ფარდობითობა თავის თავში უზარმაზარ დამანგრეველ ძალას შეიცავს. მომდევნო ფრაზებიდან ირკვევა, რომ ამქვეყნიური მეუფების დამკვიდრებას... ქრისტიანები უშლიან ხელს.

   მიტროპოლიტი სვამს კითხვას: ვისი ბრალია, სამყარო რომ ცუდია? აღმოჩნდა რომ ქრისტიანების, ვინაიდან მათ ვერ უცვალეს ფერი სამყაროს. ამის გამო მიტრ. ანტონი ღიად და მტრულად ეკიდება მართლმადიდებელ ეკლესიას: „ქრისტესთან ერთად და ქრისტეს მსგა-ვსად ფერი უნდა უცვალოთ სამყაროს... ქრისტეს მსგავსად, გვმართებს ვიყოთ ნათელნი, რომელიც გამსჭვალავს ბნელს, რაც ართმევს წყვ-დიადს თავის სიბნელეს, უხილავობას. დასავლელი სულიერი მწე-რალი (კვლავ კარდინალ კენინგზეა საუბარი - ავტ.) ამბობს, რომ ქრისტიანი ის ადამიანია, რომელსაც ღმერთმა დააკისრა ზრუნვა სხვა ადამიანებზე, სამყაროზე, ყველაფერზე".7

   მიტრ. ანტონი ქრისტიანებისაგან ითხოვს „სულიერად გარდაიქმნან, მოერგონ სამყაროს, სხვანაირები გახდნენ. მისი აზრით, ქრისტიანების ბრალია, რომ ისინი ვერ ხედავენ ამქვეყნიურ სამყაროს, ვით ღვთის სასუფეველს. ქრისტიანები ბრალს დებენ სამყაროს, როცა „ბრალდება არ არის ჩვენი საქმე; ჩვენ უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ვიდრე მათ, ვინც არასწორად ცხოვრობს. ვისაც მეტი მიეცა, ამბობს უფალი, მას მეტი მოეთხოვება. ჩვენ ძალიან ბევრი მოგვეცა, ბევრიც მოგვეთხოვება. ჯვარზე გაკრული ქრისტე სხვებზე ლოცულობდა: „მიუტევე მათ, უფალო, რამეთუ არა იციან, რასა იქმან".

   მიტრ. ანტონის ინტერპრეტაციის თანახმად, ეკლესიას მოეთხოვება ძალიან ბევრი, ხოლო ეკლესიის მიღმა მყოფთ ფაქტიურად არაფერი: „მონა, რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება და არ აღასრულებდა, მეტად ივნება, ხოლო რომელმაც არ იცოდა და სასჯელის ღირსია, ნაკლებად ივნება".8 სახარების სიტყვისამებრ (ლუკ. 12. 47-48).

   აქ მიტროპოლიტი ცნობილ და მოარულ გამოთქმას ეყრდნობა: „არ ცოდნა - არცოდვაა". ან უმართებულოდ რატომ ციტირებს წმიდა წერილს ავტორი ნეტავ?..

  მიტროპოლიტი ასკვნის, რომ ეკლესია ჩაიკეტა საკუთარ თავში: „როგორ ჩავიკეტეთ! ქადაგებაც, სიხარულიც, სიყვარულიც ცხოვრებაც ჩვენს სულში ჭკნება, იღუპება, ვინაიდან არა აქვს მას გასაქანი".9

   მიტრ. ანტონის მსოფლმხედველობის თანახმად, ეკლესიას არ შეუ-ძლია თავისი ამოცანის შესრულება სამყაროს ფერისცვალება. ამიტომ ამ დაცემული სამყაროს მოწონება გვმართებს. თუმცა ავტორისთვის სულაც არ არის ის დაცემული, პირიქით, ძალიან ნორმალურია. მსგავს აპოლოგიას ვერ ვპოულობთ წმიდა მამათა ნაშრომებში.

   გარდა ამისა, ეკლესია მიტრ. ანტონმა გააიგივა უძღები შვილის იგ-ავში ნახსენებ უფროს ძმასთან. იგი წერს: „ჩვენს წინაშეა მამა, მაგრამ რაოდენ სამწუხაროა, რომ მასთან (ღმერთთან) იმყოფება გულქვა, გამომშრალი, თითქოს მკვდარი სული - უფროსი ვაჟი, რომელიც ყოველთვის იყო მამის სახლში. ახლა კი არ სურს უცხოს მიღება".10

    სულ სხვაგვარად განმარტავენ ამ იგავს წმიდა მამები. უძღები შვილი ყველა მონანული ადამიანია, რომელიც უბრუნდება მამისეულ სახლს ანუ ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიას. უფროს ძმაში მოიაზ-რებიან იუდეველები, რომლებიც თავიდან იყვნენ მამის წიაღში და შემდეგ განუდგნენ მას.

   თავად ეკლესია, მიტრ. ანტონის აზრით, არა ისტორიული და სულ-იერი, არამედ „კოსმოსური" მოვლენაა: „ეკლესია, საბოლოო ჯამში კოსმოსური მოვლენაა, რომელიც მოიცავს ღმერთსაც, ადამიანსაც, მთელ ნივთიერ სამყაროსაც. ყველა ჩვენგანი ღვთის მადლის ძალით, ადამიანის გადასარჩენად ერთმანეთზე ურთიერთზრუნვით ვარსებ-ობთ".11

   ამ ლოგიკის საპირისპიროდ მართლმადიდებელი ქრისტიანები სწო-რედ რომ აკოსმოსურები ვართ. მსგავს „კოსმოსურ ეკლესიაში" მარ-თლმორწმუნენი არანაირად არ იგულისხმებიან პარადოქსულად მსჯელობს მიტროპოლიტი. ერთ-ერთ საუბარში ის ამბობს, ქრისტ-იანები არ არიან ქრისტიანებიო:

  „შესაძლოა, პესიმისტურად ვუყურებ მგდმომარეობას, მაგრამ ჩვენ ხომ არა ვართ ქრისტიანები. ვაღიარებთ სიმბოლოებს... ჩვენ შევცვ-ალეთ ჯვარი ჯვრის ხატით, ჯვარცმა - გამოსახულებით; საშინელი ამბავია, რომ ღვთისმსახურება პოეტურ - მუსიკალური რიტმებით შეიცვალა. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ადამიანებამდე მიღწევის მიზნით ხორციელდება, მაგრამ, ამავე დროს, ადამიანი ტკბება ამ საშინელებით, განიცდის კიდეც მას სიღრმისეულად, ანცვიფრებს და აწყნარებს ეს ყველაფერი. ამ დროს ცოცხალი ადამიანი, რომელსაც სულიერად კლავენ, სულ სხვაგვარია".12

   მომდევნო განცხადებები კიდევ უფრო მძიმე გახლავთ. მიტრ. ანტ-ონი პირდაპირ საუბრობს ქრისტეს გარეშე ცხონების შესახებ:

   „ღმერთი მთელ სამყაროში მოქმედებს. შესაძლოა მან მხოლოდ კათ-აკმეველები აცხონოს, თუ ღვთის ხმა აღწევს სხვებამდე და არა ჩვენამდე. ეს გარემოება გაცილებით უფრო მდიდრულია, ვიდრე ჩვენ აღვიქვამთ: თითქოს არსებობს რაღაც მადლმოსილი მეუფება, ხოლო დანარჩენი - უდაბნოა, ჩრდილოეთ პოლუსის მსგავსი...

   ჩნდება კითხვა: ე.ი. ქრისტეს გარეშეც შეიძლება ცხონება? მე ვიტყ-ოდი - კი; გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები, რომ წარმართნი ხელმძღანელობენ ღვთის რჯულით, რომელიც მათ გულშია; იუდევე-ლები ხელმძღვანელობენ მოსეს მოცემული რჯულით, ქრისტიანები - ქრისტეს კანონებით მიდიან".13

   აქ მიტრ. ანტონი ორიგენიზმიდან მოხერხებულად გადადის ეკუმ-ენიზმამდე. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მას სულაც არ ანაღვლებს, ვი-ნაიდან ცხონება, მისი აზრით, არაქრისტიანებსაც გადაეცემა: „მაცხო-ვარი იტყვის: ამ ვენახიდან ნაყოფს ვეღარ ავიღებთ, ეს ვენახი კვდება; ის უნდა გამოხმეს და დაიწვას... მიმოიხედავს უფალი და მისცემს თავის ცხოველმყოფელ, ჭეშმარიტი ცხოვრების სიტყვას მათ, რომლე-ბმაც არ იციან ის, რაც ჩვენი ღობის მიღმაა, მდიდრის კარიბჭესთან მცხოვრები ჩვენი ღატაკი ლაზარეს მსგავსად ისინი მოიტანენ ნაყოფს და განადიდებენ ღმერთს და იმასაც, რაც მან მათ მისცა. ყოველივე ამას არა კანონზომიერებად, არამედ მოულოდნელ სიხარულად, მიუწვ-დომელ წყალობად აღიქვამენ და მადლიერებით იცხოვრებენ, ღვთის სახელი განდიდდება ადამიანებს შორის... ღვთის სამსჯავრო, ღვთის სახლიდან დაიწყება".14

   როგორც ჩანს, მიტრ. ანტონი განსაკუთრებულად ეახლობლება პრო-ტესტანტებს, მაგრამ მათგან მეტწილად რიტორიკულ ხელოვნებას სესხულობს. სულ სხვა დამოკიდებულებაა კათოლიკე (თან არატრა-დიციულ) ღვთისმეტყველთა მიმართ, როგორებიც არიან კენიკი ან კარლ რანერა. სწორედ მათგან სწავლობს მართლმადიდებელი მიტ-როპოლიტი სამყაროს მიმართ ეკლესიის დამოკიდებულებას. სარწმუ-ნოებრივ და ფილოსოფიური თვალსაზრისით კი იუდეველებს დაე-სესხება ხოლმე. განსაკუთრებით ხშირად ციტირებს მიტროპოლიტი ქრისტეს მოძულე მაიმონიდს, ასევე ხასიდ მარტინ ბუბერს".15 იგი ამბობს: „მე არ ვარ ანტისემიტი, სიღრმისეული შემართებით ვკითხუ-ლობ ძველ აღთქმას. დიდი ინტერესით ვსწავლობ, რაღაც დოზით გავეცანი ებრაულ მწერლობას".16

   სამწუხაროდ, ეს სრული სიმართლეა. მიტრ. ანტონი იუდეველებს არა რაიმე განყენებულ, მეორეხარისხოვან საკითხებში ეფუძნება, არ-ამედ მათ შეხედულებებს თავისი სწავლების საძირკველშივე დებს.

 

 

 

Р. Вершило. О Мировозрении митр. Антония Сурожского. М. 2015. Антимодернизм. Ру. 

 

თარგმნა და მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინემ (ჯინჭარაძე) 

 

 

 

1Антони (Блюм) митр. Проповеди и беседы. М. Либрис. 1991. გვ. 39.

2იქვე გვ. 66.

3Антони (Блюм) митр. Проповеди. Даниилов Мужск. Монастирь. 1993. М. 133.

4Антони (Блюм) митр. Проповеди и беседы. М. Либрис. 1991. გვ. 67.

5იქვე გვ. 10.

6Антони (блюм) митр. Во имя Отца и Сына и Светого Духа. Проповеди. М. 1993. გვ. 16.

7Антони (Блюм) митр. Проповеди и беседы. М. Либрис. 1991. გვ. 65.

8Антони (Блюм) митр. Проповеди. М. 1993. გვ. 37.

9იქვე გვ. 37.

10Антони (Блюм) митр. Проповеди и беседы. М. 1991. გვ. 18.

11Антони (Блюм) митр. Беседы о вере и Церкви. М. СП. 1991. გვ. 128.

12Антоний (Блюм) митр. О Встрече. СП. 1994. გვ. 76.

13იქვე გვ. 166.

14Антони (Блюм) митр. Проповеди и беседы. М. 1991. გვ. 41.

15იქვე გვ. 191.

16Антони (Блюм) митр. Проповеди и беседы. М. 1991. გვ. 58.



უკან დაბრუნება