მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ზეციური სალაროს განძი (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

ზეციური სალაროს განძი (წმიდა პაისი მთაწმინდელი)


4-04-2015, 06:04

ზეციური სალაროს განძი (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

 

   – წმიდაო მამაო, მწყინს, რომ სხვებს ჩემზე კარგი აზრი არ შეექმნ-ებათ ხოლმე.

   – რა კარგია, ეს რომ მითხარი! დღესვე დავიწყებ ლოცვას იმისათვის, რომ სხვებს არასოდეს ჰქონდეთ შენზე კარგი აზრი. იმიტომ, რომ მათი კარგი აზრი, ჩემო თავქარიანო, არას გარგებს. ღმერთი ფიქრობს ჩვე-ნზე და ადამიანებს ნებას აძლევს, უსამართლოდ მოგვეპყრან და შეუ-რაცხვგყონ იმისათვის, რომ ამით რომელიმე ჩვენი ცოდვა გამოვის-ყიდოთ, ანდა მომავალი (სულიერი) ცხოვრებისათვის დავაგროვოთ კაპიტალი. მაგრამ ვერ ვხვდები, თქვენ რომელი სულიერი ცხოვრება გინდათ? ჯერ ისიც ვერ გაგიგიათ, რაშია თქვენი სულიერი გამორჩენა. გსურთ, რომ მთელი სულიერი „კაპიტალი" აქვე გაფლანგოთ, ზეცი-სათვის კი არაფერს იტოვებთ. რატომ იგებ ყველაფერს ასე? რა წიგნებს კითხულობ? კითხულობ „ევარგეტინოსს"? განა იქ არ წერია როგორ უნდა მოიქცე? სახარებას კი კითხულობ? ყოველდღიურად იკითხე.

  – წმიდაო მამაო, მე კი, როდესაც რაიმე კეთილ საქმეს გავაკეთებ, მწყინს ხოლმე, თუ მას სხვები არ აღიარებენ.
   – მისმინე, რომელი აღიარება გსურს: ადამიანებისგან თუ ქრისტესა-გან? განა არის რაიმე, რაც ქრისტესაგან აღიარებაზე მეტ პატივს მოგ-იტანს? და რა სარგებლობაა იმაში, ადამიანები ყურადღებას რომ გაქ-ცევენ? თუკი ადამიანები აქვე აღიარებენ შენს მიერ აღსრულებულ სიკეთეს, მაშინ შემდგომ ამისა, – მარადიულ ცხოვრებაში გეტყვიან: „მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა." უნდა გვიხაროდეს, თუ ჩვენი შრომა სხვათათვის შეუმჩნეველი დარჩება და (ადამიანური) მისაგე-ბლის გარეშე გვტოვებენ, იმიტომ, რომ უფალი იწირავს მას და მარა-დიული სასყიდლით მოგვიზღავს. რამდენადაც საღვთო საზღაური არსებობს, შევეცადოთ, რომ გარკვეული, – თუნდაც ძალიან მცირე განძი ღმერთის „შემნახველ სალაროში" დავაგროვოთ. ჩვენდამი გამო-ვლენილი უსამართლობა უდიდეს ლოცვა–კურთხევასავით უნდა მივ-იღოთ, რამდენადაც უსამართლობის სანაცვლოდ ჩვენს (სულიერ ბან-კში) ანგარიშზე გარკვეული თანხა – ზეციური კურთხევა ირიცხება.
   – წმიდაო მამაო, მაგრამ თუ ადამიანი უდრტვინველად იღებს ყოვე-ლგვარ უსამართლობას, მაგრამ არა იმიტომ, რომ მომავალ სამსჯავ-როზე ფიქრობს, არამედ იმის გამო, რომ იგი თვლის ასე უკეთესია, ასეთი საქციელი უფრო სწორია?

   – მაგრამ, განა აზრი ამის შესახებ, რომ ასე უკეთესია, ბოლოსდაბო-ლოს მომავალ სამსჯავროზე ფიქრთან არ მიიყვანს? ოღონდაც იგი უნდა გაფრთხილდეს, რომ ასე მხოლოდ იმიტომ კი არ იქცეოდეს, რომ „უბრალოდ კარგი ადამიანია" და რომ „ევროპელები სწორედ ასე იქც-ევიან", არამედ იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ღვთის ხატება არის თა-ვად და აუცილებელია, რომ ყველაფერში შემოქმედს ემსგავსებოდეს. თუკი ადამიანის საქციელი სწორედ ამ აზრით არის ნაკარნახევი, მაშინ ის სწორი მიმართულებით მოძრაობს, წინააღმდეგ შემთხვევაში არსე-ბობს საფრთხე, რომ იგი ევროპულ ჰუმანიზმში გადავარდება.

 

 

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი 


უკან დაბრუნება