მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ზრახვებთან მორიგება (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

ზრახვებთან მორიგება (წმიდა პაისი მთაწმინდელი)


29-03-2015, 00:01

 

ზრახვებთან მორიგება (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

 

 

   – წმიდაო მამაო, რატომაა, რომ მნასტერში სხვადასხვაგვარი ცუდი ზრახვები მისაფრდებიან, მაშინ, როდესაც ერში ამისთანა რამ არ მემართება? მე თვითონ ვაძლევ მათ ამის ნებას?

   – არა, შე ჩერჩეტო, გაუშვი, მოვიდნენ და წავიდნენ, განა თვითმფ-რინავები მონასტრის თავზე დაფრენენ და სიმშვიდეს გირღვევენ, ამის ნებართვას შენგან იღებენ? იგივე ხდება ზრახვებთან დაკავშირებით. ამ ზრახვებს ეშმაკი ჩაგაგონებს, იმედს ნუ დაკარგავ, ისინი გადამფრენ ფრინველებს გვანან, რომლებიც ცაში მოფრთხიალენი მეტად წარმ-ტაცად გამოიყურებიან, შენ კი პირდაღებული უცქერ და ტკბები. თუმცა როდესაც ეს ფრინველები ძირს დაეშვებიან, შენს სახლში ბუ-დეს გაიკეთებენ და ბარტყებს გამოჩეკენ, მთელ სახლს აბინძურებენ.

   - მაშ რატომაა, წმიდაო მამაო, რომ ასეთი აზრები მომდის თავში?

   - ეს ეშმაკი მუშაობს, მაგრამ თვით შენშიც არის რაღაც მღვრიე ნალე-ქი, რომლის გაწმენდაც ჯერაც არ დაგიწყია, მაგრამ თუ ამ ზრახვებს არ მიიღებ, არც პასუხისმგებლობას კისრულობ. მიუშვი ძაღლები, დაე გიყეფონ და ქვას ნუ დაუშენ მათ, რადგენ ვიდრე მათთვის ქვის სროლას არ შეწყვეტ, არც ისინი შეწყვეტენ ყეფას, მერე კი ამ ბევრი ქვისაგან თავისთვის „მონასტერს" ან სახლს აიშენებენ, – რამდენადაც ამისთვის სამშენებლო მასალა ეყოფათ, ბოლოს უკვე შენთვის აღარ იქნება ადვილი მათი აშენებულის დანგრევა.

   - წმიდაო მამაო, როდის ხდება შერიგება ზრახვებთან?

  - როდესაც მათ კარამელივით წოვ, შეეცადე რომ მათით არ დატკ-ბე, დიახ – მათით, გარედან შაქრის მინანქარით რომ არიან დაფა-რულნი, ხოლო შიგნიდან – მწარე შხამით სავსენი, თორემ შედეგად მწარე იმედგაცრუებას მიიღებ. ადამიანებისაგან ჩვენში დანერგილი ავი ზრახვები დიდი მღელვარების მიზეზი ნუ გახდება. მსგავსი ზრახვები ხომ მხოლოდ ანგელოზებისა და სრულყოფამდე ამაღლებ-ული ადამიანებისთვის არის უცხო. მღელვარება მაშინაა გამართლე-ბული, როდესაც ადამიანი მოასწორებს თავისი გულის ნაწილს და ამ აეროდრომზე მიიღებს „ვერტმფრენებს" ანუ – ეშმაკებს. თუკი ასეთი რამ მოხდა, საჭიროა დაუყონებლივ აღსარება, აეროდრომის გადახვნა და იქ ნაყოფიერი ხეების დარგვა, რათა გული კვლავ სამოთხის ბა-ღად გადაიქცეს.

 

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი  


უკან დაბრუნება