მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (მ. იოანე მეინდორფის მსოფლმხედველობა)
XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (მ. იოანე მეინდორფის მსოფლმხედველობა)26-03-2015, 18:37 |
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები
მამა იოანე მეინდორფი (1926-1992) - რუსი მოდერნისტი ღვთისმე-ტყველი ქ. მედონის იეზუიტურ კოლეჯში სწავლობდა. 1949 წ. და-ამთავრა პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი. ის გახლდათ მ. კიპრიანეს (კერნი) მოწაფე და ე. ჟილსონის მიმდევარი. მეინდორფი მონაწილეობდა „რუსი ქრისტიანი სტუდენტების" ცნობილ ეკუმენის-ტურ მოძრაობაში. ასწავლიდა ბერძნულ ენასა და ეკლესიის ისტორიას პარიზის საღვ-თისმეტყველო ინსტიტუტში (1950-1959 წ.წ.). იქვე დაიცვა სადოქ-ტორო დისერტაცია. 1959 წ. აშშ.-ს წმ. ვლადიმერის სემინარიის პრო-ფესორია, 1984 წლიდან - დეკანი. მან პრ. ალ. შმემანთან და არქ. იო-ანესთან (შახოვსკი) ერთად 1970 წ. დააფუძნა ამერიკის ავტოკეფ-ალური ეკლესია. მ. ი. მეინდორფი მრავალი წლის მანძილზე მონაწილეობდა ეკუმ-ენისტურ მოძრაობაში, აგრეთვე, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ე. მ. ს.) საღვთისმეტყველო დიალოგებში. ის გახლავთ ახალგაზრდა ეკუმენ-ისტური საზოგადოება „სინდესმოსის" დამფუძნებელი და აქტიურად წარმართავდა დიალოგს მონოფიზიტებთან. თავის პროგრამულ ნაშ-რომში „ქალკედონები და არაქალკედონები: ნაბიჯი ერთობისთაკენ" ღიად მოუწოდებდა მართლმადიდებლებს, რომ გადაეხედათ საეკლე-სიო კანონებისთვის და მოეხსნათ ამ კონფესიისადმი მიმართული ანათემები, დოგმატური დადგენილებები. მეინდორფი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლები და მონოფიზიტ-ები ერთსა და იმავე რწმენას აღიარებენ, ერთიან ეკლესიას წარმო-ადგენენ. მისი აზრით, მართლმადიდებლებს, კათოლიკებსა და მო-ნოფიზიტებს ერთი ფუნდამენტური ეკლესიოლოგია აქვთ. მეინდორფის ადოგმატური მსოფლმხედველობის თანახმად, მართ-ლმადიდებლებად და ერეტიკოსებად დაყოფის საკითხი მთლია-ნობაში მოგვარებული და გადაწყვეტილია. მისი აზრით, მართლმა-დიდებლობა ჭეშმარიტ აღმსარებლობად, ხოლო მონოფიზიტები ცალ-სახად მწვალებლებად არ შეიძლება ვაღიაროთ. ქალკედონის მსოფლიო კრების დოგმატური დადგენილების გამო: „ქალკედონელების ფორმულირება თავისთავად, წმინდა წერილის, ნიკეის მრწამსის მოშველიება, არ წყვეტს ყველა პრობლემას". მ. ი. მეინდორფი მონოფიზიტობაზე, საუბრობს არა როგორც ერესზე, არა-მედ როგორც განხეთქილებაზე. ის მხოლოდ ფორმულირებებისა და განსაზღვრებების სხვადასხვაგვარ გააზრებას ამჩნევს მონოფიზიტ-ებთან და დიოფიზიტებთან. აგრეთვე, დადებითად ეკიდება მართ-ლმადიდებლურ - მონოფიზიტური უნიის პროექტს, რომელიც არა-ოფიციალურ კონსულტაციაზე მიიღეს ბრისტოლში 1967 წელს.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ უკან დაბრუნება |