მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > კეთილი ზრახვების გამომუშავება (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
კეთილი ზრახვების გამომუშავება (წმიდა პაისი მთაწმინდელი)25-03-2015, 00:01 |
- წმიდაო მამაო, კეთილი ზრახვები თავისით მოდის თუ უნდა გა-მოვიმუშაოთ ისინი? - ისინი უნდა გამოიმუშაოთ. საკუთარ თავს უნდა დააკვირდეთ, გა-აკონტროლოთ ის. როდესაც მტერი ბოროტ, ცუდ ზრახვებს მოგიტანს, უნდა ეცადო, განდევნო და კარგი, კეთილი ზრახვშედეგად კეთილ ზრახვებს მოიხვეჭენ. თუ ამგვარად იღვაწებ, თავადვე შეიმუშავებ საკუთარ შინაგან განწყობილებას და კეთილად აქცევ მას. მაშინ, როდესაც შენს კეთილ განწყობას ნახავს, ღმერთი გულმოწყალებით გადმოგხედავს და დაგეხმარება, რის შედეგადაც ავი ზრახვები შენში ადგილს ვეღარ იპოვიან. ისინი წავლენ და კეთილი ზრახვები შენს არსებაში უკვე სრულიად ბუნებრივად დაიმკვიდრებენ ადგილს. ამ-გვარად, კეთილ ჩვევებს გამოიმუშავებ, გულში კი სიკეთე დამკ-ვიდრდება. და მაშინ კი შესძლებ შენს შინაგან ტაძარში მიიღო ზე-ციური სტუმარი – ქრისტე. თუმცა ეს ერთი–ორი დღის საქმე როდია, საჭიროა დრო და განუწყვეტელი ბრძოლა იმისათვის, რომ სული გამარჯვების გვირგვინით შეიმკოს. როდესაც ეს აღესრულება, მაშინ ბრძოლა საბოლოოდ დამთავრდება. თავისთავად ბრძოლა ხომ საკუ-თარი ზომაგადასული შინაგანი განხეთქილების გამოვლინებაა, რომლითაც მტერი სარგებლობს. - წმიდაო მამაო, ესე იგი კეთილად მზრახველმა ადამიანებმა ამ მდგომარეობას ბრძოლით მიაღწიეს? - ეს თვით ადამიანზეა დამოკიდებული. ზოგს სულიერი ცხოვრების დასაწყისშივე კეთილი ზრახვები აქვს და წინ მიიწევს, სხვები, თავ-დაპირველად კეთილი ზრახვები რომ ჰქონდათ, სიფხიზლეს კარგავენ და „მემარცხენე" ზრახვებით იძლევიან. სხვებს თავდაპირველად კი აქვთ „მემარცხენე" ზრახვები, მაგრამ საკუთარ თავს სიფრთხილით ეპყრობიან, ახსოვთ, რამდენჯერ დაუცდათ ფეხი და ამიტომ საკუთარ თავს უნდობლობას უცხადებენ, შედეგად კეთილ ზრახვებს მოიხ-ვეჭენ. ერთსა და იმავე ადამიანს შესაძლოა, ზრახვების ნახევარი კეთილი ჰქონდეს და ნახევარი–ბოროტი. ზოგში შესაძლოა, კეთილმა ზრახვებმა გაიმარჯვონ, ზოგში ბოროტმა. მაგალითად ადამიანი ბე-რობას აპირებს. ამისდამიხედვით, თუ რა მდგომარეობასა და პირო-ბებში ცხოვრობდა იგი ერში, მას სხვადასხვაგვარი კეთილი და ბო-როტი ზრახვები ექნება: შესაძლოა ათი, ოცი ან სულაც სამოცდაათი პროცენტი მისი ზრახვებისა „მემარცხენე" იყოს. სულიერი შრომის და საკუთარი თავის კონტროლის დაწყებისთანავე ასეთი ადამიანი ბო-როტი ზრახვების განდევნასა და კეთილის შემუშავებას ცდილობს. ამ მცდელობის განმავლობაში, იგი გარკვე-ული ხნის შემდეგ აღწევს იმას, რომ მხოლოდ კეთილი ზრახვები აქვს. ბოროტი ზრახვების გან-სადევნად საჭირო დროის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დიდხანს ატარებდა ბოროტ ზრახვებს იგი ერში. გარკვე-ული პერიოდის შემდეგ კეთილი ზრახვები ასევე თანდათანობით ქრება და ადამიანს რაღაცნაირი სიცარიელის გრძნობა იპყრობს, ამ ეტაპზე მას არც კეთილი და არც ბოროტი ზრახვები აღარ აქვს და ამ მდგომარეობას მის არსებაში გარკვეული შფოთი შემოაქვს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი იგი იწყებს კითხვების დასმას: – რა არის ეს? რა ხდება ახლა? თავდაპირველად ბოროტი ზრახვები მქონდა, მაგრამ მათ დამტოვეს და ადგილი კეთილ ზრახვებს დაუთმეს, ახლა კი საერთოდ აღარანაირი ზრახვები აღარ მაქვს, – არც ცუდი და არც კარგი. ყოველივე ამის შემდეგ კი დაცარიელებულ გონებას საღმრთო მადლი ავსებს და საღმრთო განათლება მოდის. - წმიდაო მამაო, და რას ნიშნავს ეს – საღმრთო მადლით აღვსება? - იმ ადამიანისთვის, ვისაც ვარსკვლავიც კი არ უნახავს, ძალიან ძნე-ლია ახსნა იმის, – მზე რანაირია, ვინმეს მზე რომ დაახლოებით მაინც წარმოადგენინო, ამისთვის მას ვარსკვლავი მაინც უნდა ჰქონდეს ნა-ნახი. - წმიდაო მამაო, როგორ მიიღწევა თქვენს მიერ აღწერილი სიცარი-ელის განცდა?
- ამაში ეხმარება სულიერი საკითხავები, განიწყვეტელი ლოცვა, მდუმარება, ღვთისმოსაური ღვაწლი – ასკეზი. ადამიანი, რომელიც მხურვალედ იბრძვის ბოროტი ზრახვების წინააღმდეგ, შეძლებს გაც-ილებით უკეთეს მდგომარეობას მიაღწიოს, ვიდრე ის, ვისაც ბოროტი ზრახვები თითქმის არ ჰქონია. ანუ, ისეთმა ადამიანმა, რომელსაც მოღვაწეობის დასაწყისშივე ოთხმოცდაათი ბოროტი და ათი კეთი-ლი ზრახვა ჰქონდა, შესაძლოა, მოიპოვოს უმეტესად აღმატებული სულიერი მდგომარეობა, ვიდრე იმან, ვისაც ოთხმოცდაათი კეთილი და ათი ბოროტი ზრახვა ჰქონდა.
წმიდა პაისი მთაწმინდელი
უკან დაბრუნება |