მთავარი > საცდურები > საკუთარი წარმოსახვით სნეულნი (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
საკუთარი წარმოსახვით სნეულნი (წმიდა პაისი მთაწმინდელი)24-03-2015, 00:02 |
ყველაზე საშინელი ავადმყოფობა ისაა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ჩააგონებს, რომ ის რაღაცითაა დავადებული. ამ აზრის გამო-ისობით ადამიანს შფოთი აღრჩობს, აღაგზნებს, მადასა და ძილს უკ-არგავს, აიძულებს, რომ წამლები მიიღოს. მესმის, როდესაც ნამდვი-ლად ავადმყოფი ადამიანი მკურნალობს, მაგრამ არაფრით არ შემი-ძლია გავუგო მათ, ვინც სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაში წარ-მოიდგენს, ავად ვარო და მერე თავისივე წარმოდგენის გამო მართლაც ავად გახდება. მაგალითად, ადამიანი სულიერი და ხორციელი ძალე-ბითაა სავსე, მაგრამ არაფრის კეთება არ შეუძლია, იმიტომ, რომ, საკ-უთარ თავს ჩააგონა, ავად ვარო. შედეგად ის მართლაც უძლურდება, როგორც სულიერად, ისე ხორციელად. და ამასთან, კი არ ცრუობს, არამედ ნამდვილად ასე ჰგონია. როდესაც იჯერებს, რომ რაღაც სენი სჭირს, ადამიანი პანიკაში ვარდება, ნადგურდება და მერე უკვე აღ-არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამგვარად, სრულიად უმიზეზოდ იგი საკუთარ თავს ავადმყოფად აქცევს. ზოგჯერ ჩემთან სენაკში მოდიან სრულიად დათრგუნული ადამია-ნები. – ”ვგრძნობ, რომ შიდსი მჭირს”. – მეუბნებიან ამას და თანაც სჯერათ კიდეც. – "შენ რა, რაიმე ასეთი შეგემთხვა?” – ვეკითხები. – "არა, მსგავსი არაფერი ყოფილა.” – "მაშ, ტყუილუბრალოდ ღელავ, წადი, გამოიკვლიე, რომ ეგ აზრები დაძლიო.” – ვურჩევ მე. – "მაგრამ, ანალიზებმა რომ აჩვენონ, რომ ნამდვილად შიდსი მაქვს!” – შეში-ნებულები მპასუხობენ ისინი, ასე არ მიჯერებენ და თავს იტანჯავენ. ხოლო, ისინი ვინც მიჯერებენ და გამოკვლევაზე მიდიან, რწმუნ-დებიან, რომ არავითარი შიდსი არა აქვთ; უნდა ნახოთ, როგორ იცვლება მათი სახეები და ცხოვრების აზრი უბრუნდებათ. პირველნი კი, ამგვარი განწყობის გამო შესაძლოა ლოგინად ჩავარდნენ და ჭამაზედაც უარი თქვან. მაგრამ, კარგი, დავუშვათ, რომ ნამდვილად შიდსი გაქვს. ღმერთისთვის ხომ გადაუჭრელი პრობლემა არ არსე-ბობს. თუკი უფრო სულიერად იცხოვრებ, აღსარებას იტყვი, ეზიარები, ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდები, მაშინ ღმერთი შეგეწევა. – წმიდაო მამაო, რატომ იწყებს ადამიანი იმის ფიქრს, რომ ავად არ-ის? – ის ამას საკუთარ თავს თანდათანობით თვითონვე ჩააგონებს. ხშირად ასეთი ეჭვებისათვის შესაძლოა არსებობდეს კიდეც რაღაც მცირე, უმნიშვნელო საბაბი, რომლის საშუალებითაც საკუთარი წარ-მოსახვა ადამიანს ამგვარ რამეს აფიქრებინებს და ისიც ბუზისგან სპილოს ქმნის. როდესაც სტომიონში ვცხოვრობდი, კონიცაში იყო ერთი ცოლ–შვილიანი კაცი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ტუბერკულოზი სჭირდა. საკუთარ ცოლსაც კი არ იკარებდა სიახ-ლოვეს. – "არ მოხვიდე, თორემ გადაგედება.” – ეუბნებოდა მას. საწყალი ქალი გრძელი ჯოხის ბოლოზე კიდებდა კალათს და საჭ-მელს ისე აწვდიდა შორიდან. საბრალო, სრულიად გადაიქანცა და ჩამოხმა. უბედური ბავშვები შორიდან უცქერდნენ "ჭლექიან” მამას. მას კი სინამდვილეში არანაირი ჭლექი არ ჰქონდა. საქმე იმაში იყო, რომ მზეზე არასოდეს გამოდიოდა და მთელ დღეებს პლედში გა-ხვეული ოთახში ატარებდა. ამიტომაც სახე გაუყვითლდა და დაი-ჯერა, რომ ტუბერკულოზი ჭირდა. როდესაც ყოველივე ეს მიამბეს, რაღას ვიზამდი, ავდექი და სახლში მივედი. ჩემს დანახვაზე "ავად-მყოფმა” დაიკვნესა: "ახლოს არ მოხვიდე. მამაო, რომ შენც არ გადა-გედოს, შენთან, მონასტერში ხომ იმდენი ხალხი მოდის! ხედავ ჭლექმა სულ დამრია ხელი.” – "კი მაგრამ, ვინ გითხრა, რომ ჭლექი გაქვს?” – ვკითხე მე. ამ დროს ცოლმა გასამასპინძლებლად ბერძ-ნული კაკლის ნახარში მოიტანა. – "აბა ერთი პირი დააღე, – ვეუბ-ნები მე, – ახლა მე უნდა დამიჯერო”. რაღას იზამდა, დააღო პირი, მან ხომ არ იცოდა რას ვაპირებდი. მაშინ ავიღე ერთი ტკბილი კაკალი, ჩავუდე პირში, რამდენჯერმე დავატრიალე, მერე კი მე თვითონ შევჭამე, – "არა, არა, ნუ აკეთებ ამას, გადაგედება!” – იყვირა "ჭლექიანმა”. – "რა გადამედება, შენ ხომ არაფერი გჭირს, მე რა, გადარეული ვარ, რომ მართლა ჭლექი გქონდეს და ასე ვიქცეოდე?! აბა ეხლა წამოდექი და ჰაერზე გავიდეთ!” – შევუძახე მე, მერე მის ცოლს მივუბრუნდი და ვუთხარი: – "მოაშორე ეს წამლები და პლე-დი!” წამოვაყენე და ერთად გამოვედით ჰაერზე. სამწლიანი "პატი-მრობის” შემდეგ ის განცვიფრებული უმზერდა ქვეყნიერებას. მერე ნელ–ნელა სამუშაოზეც დაიწყო სიარული. აი, რა შეიძლება დაგ-მართოს თვითშეგონებამ, თუ მას ამის ნებას მისცემ.
წმიდა პაისი მთაწმინდელი უკან დაბრუნება |