მთავარი > საცდურები > როგორი ზრახვები ითვლება გმობად (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

როგორი ზრახვები ითვლება გმობად (წმიდა პაისი მთაწმინდელი)


19-03-2015, 00:01
 

როგორი ზრახვები ითვლება გმობად (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

 

   – წმიდაო მამაო, ვერ ვხვდები, როდის უნდა ჩავთვალო ჩემი აზრები გმობად.

   – როდესაც გონებაში წარმოგვიდგება ბილწი სურათები ქრისტესთან, ღვთისმშობელთან, წმიდანებთან, საღვთო და წმიდა საგნებთან, თვით ჩვენს სულიერ მოძღვართან დაკავშრებით და სხვა – ამის მსგავსი, ესაა გმობის ზრახვები. ასეთი ზრახვების თქმაც კი არ შეიძლება ვინმესთან.
   – არც მოძღვართან?

   – მოძღვართან საკმარისია თუ იტყვი: „გმობის ზრახვები მაქვს ქრის-ტეს, ღვთსმშობლის, ჩემი სულიერი მოძღვრის მიმართ." არცერთი ეს გმობა და ცოდვა ჩვენი არ არის, არამედ ეშმაკისაგან მოდის. ამიტომ სულაც არ არის საჭირო, რომ ეშმაკის ცოდვების გამოც ჩვენ ვწუხდეთ, როდესაც დამწყები ბერი ვიყავი, ეშმაკი რაღაც დროის განმავლობაში მინერგავდა გმობის აზრებს – ეკლესიაშიც კი. ეს მეტისმეტად მაშფოთ-ებდა: ბოროტი გმობის სიტყვებს ჩამაგონებდა წმიდანების მიმართ, იყენებდა ყველა იმ ბილწსიტყვაობას და გინებას, რასაც სხვებისგან ჯარში ყოფნისას ვისმენდი. „ეს ზრახვები ეშმაკისაგანაა – მარიგებდა ჩემი მოძღვარი – რადგან ადამიანს ასე აღელვებს გმობის აზრები, რომელიც წმიდანებთან დაკავშირებით მოსდის გონებაში, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს აზრები მას კი არ ეკუთვნის, არამედ გარედანაა შემოსული". მაგრამ მაინც ძალიან ვღელავდი; როცა გმობის აზრები შემომესეოდა, მივდიოდი წმ. იოანე ნათლისმცემლის სამლოცველოში, დავეცემოდი მისი ხატის წინაშე, რომელიც კეთილსურნელებას გამოს-ცემდა. როდესაც კვლავ ჩნდებოდა მსგავსი აზრები, მე ისევ წინამორ-ბედის ეკვდერში ვისწრაფოდი და ხატისაგან კვლავ კეთილსურნელება გამოდიოდა. ერთხელ საღვთო ლიტურგიის აღსრულებისას, ეკვდერ-ში ვლოცულობდი, როდესაც მგალობლებმა „წმიდაო ღმერთო" წამოი-წყეს, ჩემი ადგილიდან მეც ჩუმი ხმით ავყევი მათ, უეცრად დავინახე, მთავარი ტაძრის კარიდან როგორ ცდილობდა ეკვდერში შემოვარდნას უზარმაზარი, საშინელი ძაღლისთავიანი მხეცი. ურჩხულმა შემომხე-და და როდესაც ნახა, რომ "წმიდაო ღმერთოს" ვგალობდი, ორჯერ ბოროტად დამემუქრა თათით. მე მგალობელ ბერებს შევხედე, ვიფიქ-რე, რომ შესაძლოა, იმათაც დაინახეს მხეცი, არა! არავის არაფერი შეუმჩნევია... შემდეგ მომხდარის შესახებ მოძღვარს ვუემბე, "მაშ ნახე, ვინ ყოფილა ეს? – მომიგო მან – ეს სწორედ ისაა, ახლა დამშვიდდი?" 
   – წმიდაო მამაო, ადამიანი ყოველთვის ხვდება, რომ მისი აზრი გმო-ბაა?

  – იგი ხვდება ამას, თუკი ღვთის მიერ მიცემული თავით მუშაობს. მაგალითად, ზოგიერთები ასეთ კითხვას მისვამენ: "წმიდაო მამაო, როგორ შეიძლება, ჯოჯოხეთის სატანჯველი არსებობდეს, ჩვენ მაში-ნაც კი ვწუხვარ, როდესაც ადამიანს ციხეში ვხედავთ, რაღა ითქმის მათზე, ვინც ჯოჯოხეთში იტანჯება?" მაგრამ ასეთი მსჯელობა ღვთის გმობაა. ეს ადამიანები საკუთარ თავს ღმერთზე მართლად წარმოა-ჩენენ. ღმერთმა იცის, რასაც აკეთებს. გახსოვთ ის შემთხვევა, წმ. გრიგოლ დიოლოღოსი რომ მოგვითხრობს? ერთხელ ეპისკოპოსმა ფორტუნატემ ეშმაკეული ქალისაგან არაწმიდა სული განდევნა, გან-დევნილმა ეშმაკმა გლახაკის სახე მიიღო, ქალაქში დაბრუნდა და ეპისკოპოს მხილება დაუწყო: "ამ შეუბრალებელმა განმაგდო მე!" – ყვიროდა იგი. ერთმა ადამიანმა, რომელსაც ეს ყვირილი მოესმა, შეი-ბრალა "საბრალო": – "რა უსამართლობა იყო შენი გაგდება! როგორ იკადრა ამის ჩადენა! აბა, წამოდი და ჩემს სახლში მიგიღებ." – ეშმაკი შევიდა მის სახლში და მალე მოითხოვა: – "კერას შეშა დაუმატე, თორემ გავიყინები." მასპინძელმა ცეცხლზე მსხვილი მორები დაამატა, როდესაც კარგად გახურდა, ეშმაკი სახლის პატრონის შვილში შევიდა. შეტევის დროს ეშმაკეული ცეცხლში ჩავარდა და დაიწვა. მაშინ მას-პინძელი მიხვდა, ვინ განდევნა ეპისკოპოსმა. ფოპტუნატემ იცოდა, რას აკეთებდა, როდესაც ეშმაკეულისაგან არაწმიდა სულს აძევებდა.

 

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი  


უკან დაბრუნება