მთავარი > საცდურები > ზრახვები, რომლებიც განანათლებენ ადამიანს და ცბიერი ადამიანის ზრახვები (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

ზრახვები, რომლებიც განანათლებენ ადამიანს და ცბიერი ადამიანის ზრახვები (წმიდა პაისი მთაწმინდელი)


17-03-2015, 10:09

ზრახვები, რომლებიც განანათლებენ ადამიანს და ცბიერი ადამიანის ზრახვები (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

   – წმიდაო მამაო, ხვდება თუ არა წმიდა ადამიანი, ვინ არის ცბიერი და ვინ – არა? – დიახ, მას შეუძლია, შეიცნოს როგორც ცბიერი ადა-მიანი, ასევე – წმიდა. ის ხედავს ვინმეს მიერ აღსრულებულ ბოროტე-ბას, მაგრამ ამავდროულად ხედავს ბოროტების მოქმედს და მის „ში-ნაგან კაცსაც". ის ხედავს, რომ ეს ბოროტება მაცდურისაგან მოდის, რომ ის ადამიანში გარედან შევიდა. მას სულიერი თვალით დანახული საკუთარი ცოდვები დიდად ეჩვენება, ხოლო სხვათა ცოდვები – მცი-რედ. თანაც თავს კი არ იტყუებს, არამედ სხვათა ცოდვებს ნამდვილად უმნიშვნელოდ მიიჩნევს! მას შეუძლია, გაიგოს, რომ ვიღაცის მიერ ჩადენილი ქმედება დანაშაულია, მაგრამ, ამ სიტყვის კარგი გაგებით – ბოროტი ადამიანის მზაკვრობის გამართლებას ყოველთვის ახერხებს. მას არ სძულს ასეთი ადამიანები და საკუთარ თავზე უარესად არ მიაჩნია ისინი, და შესაძლოა, უკეთესებადაც კი მიიჩნევდეს მათ. უამრავი მიზეზის გამო, სრულიად შეგნებულად იგი ითმენს მათ მიერ აღსრულებულ ბოროტებას. მაგალითად: როდესაც ავაზაკის ბოროტე-ბას ხედავს, იგი თვლის, რომ ამ ავაზაკს არავინ დაეხმარა და ბოროტ-მოქმედამდე ამიტომ დაეცა. ამასთან, მას ესმის, რომ შესაძლოა, თვი-თონ აღმოჩინილიყო ამ უბედურის ადგილას, თუკი ღმერთი არ შეეწეოდა. ბოროტებასთან მსგავსი მიდგომით ასეთი ადამიანი დიდ მადლს იღებს. ცბიერ კაცს კი საწინააღმდეგო რამ ემართება. როდესაც მართლის სიწმინდეს ხედავს, მან არ იცის მისი კეთილი ზრახვების შესახებ, – ისევე, როგორც არაფერი უწყის მათ შესახებ ეშმაკმა.

   ის, ვინც სულიერ ღვაწლს აღასრულებს, სხვებს ყოველთვის ამართ-ლებს, საკუთარ თავს კი – არასოდეს. და რაც უფრო წარემატება სულიერად, მით მეტ თავისუფლებას მოიპოვებს, მეტად უყვარს ღმე-რთი და ადამიანები. მაშინ მას არ შეუძლია, გაიგოს, რას ნიშნავს ბოროტება, მისი აზრები გამუდმებით სუფთაა და ყველაფერს წმინ-დად და სულიერად უცქერს. მოყვასის დაცემაშიც კი ასეთი ადამიანი სარგებელს პოულობს. ამას საკუთარი თავისათვის საიმედო მუხრუჭ-ად იყენებს, რათა ყურადღება არ მოადუნოს და არ დაიმსხვრეს. და პირიქით:

   ადამიანი, რომელსაც ბოროტი აზრებისაგან არ განუწმენდია თავი, ირგვლივ ყოველივეს მზაკვრულად უცქერს. თავისი მზაკვრობით ის ლაფში სვრის ყოველივე კარგსა და კეთილს. სხვათა სათნოებებიც კი ვერაფერს არგებენ მას, რადგანაც კაცისმკვლელის (ეშმაკის) შავი წყვ-დიადით დაბნელებული, იგი სათნოებებსაც „მზაკვრული განმარტებ-ითი ლექსიკონით" განმარტავს. იგი გამუდმებით შფოთავს და თავისი სულიერი სიბნელით ახლობლებსაც აღაშფოთებს. თუ ასეთ ადამიანს გათავისუფლება სურს, მან უნდა გაიგოს, რომ აუცილებელია განწმე-ნდა სულისა, რათა სულიერი ნათელი, გონებისა და გულის სიწმინდე შევიდეს მასში. – წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ერთი და იგივე ად-ამიანი ხან მზაკვარია და ხან – კეთილი? – ასეთ შემთხვევაში იგი შესატყვის გავლენებსა და ცვალებადობას განიცდის. ადამიანი ადვი-ლად იცვლება, მზაკვრული აზრები შესაძლოა, ეშმაკისაგან მოდიო-დეს; თუმცა ისიც ხდება, რომ თვით ადამიანი განიზრახავს მზაკვ-რობას. ანუ – ხშირად მტერი განსაზღვრულ სიტუაციებს ქმნის, რომ ადამიანებში ბოროტი აზრები გამოიწვიოს. ერთხელ ჩემთან სენაკში ართი არქიმანდრიტი მოვიდა, მაგრამ მისი მიღება ვეღარ მოვასწარი; როდესაც მეორედ მოვიდა, მძიმედ ვიყავი ავად და კვლავ ვერ შევ-ძელი დავლაპარაკებოდი და კიდევ ერთხელ მოსვლა მეთხოვა. მაშინ ამ არქიმანდრიტმა გადაწყვიტა, რომ მისი ნახვა არ მსურდა, მის მი-მართ უარყოფითად ვიყავი განწყობილი. ის მივიდა იმ მონასტერში, რომელსაც ჩემი სენაკი ექვემდებარებოდა და მიჩივლა. ყოველივე ეს მტრის მზაკვრობით მოხდა.

 

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი 


უკან დაბრუნება