მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > კეთილი ზრახვების ძალა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

კეთილი ზრახვების ძალა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)


14-03-2015, 14:07

კეთილი ზრახვების ძალა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

   წმიდაო მამაო, ძველ აღთქმაში მაკაბელთა მეოთხე წიგნში ნათქვამია: „ვნებებს იგი (გონება) არ სპობს, არამედ მხოლოდ გასაქანს არ აძლევს მათ".რას ნიშნავს ეს? - შეხედე: ვნებები ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენში. მაგრამ კეთილი, ღვთისმოსაური ზრახვა გვეხმარება, რომ არ დავემონოთ მათ. როდესაც ადამიანი გამუდმებით ამუშავებს კეთილ ზრახვებს, თავის ამ კეთილ მდგომარეობაში მტკიცდება და სიმყარეს იძენს. მასში ვნებები აღარ მოქმედებენ და თითქოს აღარც არსებობენ ისინი. ანუ, კეთილი ზრახვები ვერ აღმოფხვრიან ვნებებს, მაგრამ ებრძვიან და მის განრიდებას ახერხებენ. მაკაბელთა წიგნში აღწე-რილია წამება, რომლის დათმენაც შვიდმა წმიდა ყრმამ შეძლო. მათ დედას - წმიდა სოლომონიდასა და მათ მასწავლებელს - წმიდა ელი-აზარს ღვთისმოსაური ზრახვები ჰქონდათ.2

   ერთი კეთილი ზრახვა თავისი ძალით მრავალსაათიან ღამისთევის ლოცვას უთანაბრდება! მას უდიდესი ძალა აქვს. დღეისათვის არსე-ბობს ისეთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც ლაზერული სხივებით ასაფრენ მოედანზევე ანადგურებენ მტრის რაკეტას და აფრენის საშიშროებას - ეშმაკის „აეროდრომიდან", რომელზედაც მათი „ბაზებია განლაგებული" და მათ ჰაერში ასვლის საშუალებას არ აძ-ლევენ. ამიტომ, რამდენადაც შეძლებთ, შეეცადეთ, თვითონვე განსა-ზღვროთ და კეთილი ზრახვები ჩაინერგოთ, რათა გული საყვავილედ გექცეთ და თქვენს ლოცვას თქვენივე გულის კეთილსურნელება სდევდეს თან.

   თუ ადამიანი რაიმესთან დაკავშირებით თუნდაც „მცირეოდენ მემა-რცხენე", ანუ ბოროტ ზრახვებს ფლობს, რა ღვაწლსაც უნდა აღას-რულებდეს იგი, იქნება ეს მარხვა, მღვიძარება თუ რაიმე სხვა, ყველა-ფერი ამაოდ ჩაუვლის.

   რას უშველის მას ასკეზი, თუ ბოროტ ზრახვებს კი არ ებრძვის, არ-ამედ - იწყნარებს?! რატომ არ სურს მას, რომ ჯერ ცხიმის ბინძური ნალექისაგან გაწმიდოს ჭურჭელი, რასაც მხოლოდ საპნით თუ შეძ-ლებს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაასხას მასში სუფთა ზეთი?! რატომ ურევს სუფთას ბინძურში და ამით სუფთასაც აბინძურებს?!

   ერთი სუფთა, კეთილი ზრახვა უმეტეს ძალას ფლობს, ვიდრე - ნებ-ისმიერი ასკეტიკური ღვაწლი. მაგალითად, ყმაწვილის წინაშე ეშმაკი უწმინდურ ბოროტ ზრახვებს აღძრავს. მათგან თავის დასახსნელად ყმაწვილი ღამისთევის ლოცვას აღასრულებს, მარხულობს, სამი დღის განმავლობაში საჭმლისა და წყლისგან თავს იკავებს. მაგრამ ერთი სწორად ამუშავებული კეთილი ზრახვა მეტ ძალას ფლობს, ვიდრე - მთელი ეს მღვიძარება და მარხვა და მას გაცილებით ქმედითად ეხმარება.

- როდესაც „წმინდა ზრახვებზე" საუბრობთ, ამ სიტყვაში მხოლოდ ასკეტიკურ აზრს დებთ,

თუ უფრო ვრცელი მნიშვნელობით ხმარობთ მას?

   - ვრცელსაც. როდესაც ყველაფერს კეთილი ზრახვით უცქერს, ადამ-იანი განიწმიდება და ღვთის მადლს იღებს. ხოლო „ბოროტი", მემა-რცხენე ზრახვებით კაცი განიკითხავს და უსამართლოდ აწყენინებს ხოლმე სხვებს, ღვთის მადლის მოვლინებას აბრკოლებს, რის შემდე-გაც მოდის ეშმაკი და ტანჯავს მას.

   - წმიდაო მამაო, ანუ - სხვათა განკითხვით ადამიანი ეშმაკს ნებას აძ-ლევს, რომ ტანჯოს იგი?

   - დიახ, ყველაფრის საფუძველი კეთილ ზრახვაშია. სწორედ ის აღა-მაღლებს ადამიანს და უკეთესობისაკენ ცვლის მას. იმ დონემდე მი-სვლაა საჭირო, საიდანაც ყველაფერი სუფთად ჩანს. ეს სწორედ ისაა, რის შესახებაც თქვა ქრისტემ: „ნუ სჯით თუალ-ღებით, არამედ, სამა-რთალი სასჯელი საჯეთ".3 მერე კი ადამიანი ისეთ მდგომარეობაში შედის, როდესაც ყველაფერს ადამიანური თვალით, მაგრამ სულიერი ხედვით ხედავს. იგი, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ყველაფერის გამა-რთლებას პოულობს.

   ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეშმაკის მზაკვრული დეპეშები არ მივიღოთ. მათი მიღებით ჩვენ ვბილწავთ საკუთარ თავს, რომელიც არის „ტაძარი... სულისა წმიდისა".4 ღვთის მადლი განგვეშორება და შედეგად - სულიერად ვბრმავდებით. ხოლო, როდესაც თქვენს გულს სუფთასა და უზაკველს ხედავს, სულიწმიდა მოდის და სახლდება მასში. სულიწმიდას ხომ უმწიკვლო სიწმიდე უყვარს, სწორედ ამიტომ მოივლინა იგი მტრედის სახით.5

 

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

14 მაკაბ. 1, 6.

2 2 მაკაბ. 6, 7.

3 იოან. 7, 24.

4 შეად. 1 კორ. 6, 19; და 3. 16.

5 იხილე მათ. 3, 16; მარკ. 1, 10; ლუკ. 3, 22; და იოან. 1, 32.


უკან დაბრუნება