მთავარი > უახლესი ისტორიიდან > სოფელ ვაიოს და ქედის მოწამენი
სოფელ ვაიოს და ქედის მოწამენი14-03-2015, 00:01 |
ქრისტიანობისათვის დიდი ტანჯვა და ვაება სოფ. ვაიოს ხალხს გამ-ოუცდია. ზოგნი ამბობენ, რომ "ვაიო" მიტომ დაერქვა იმას, რადგანაც გამაჰმადიანების დროს ხალხი სულ "ვაის" ჰყვიროდაო... ზოგნი ამბ-ობენ, რომ როცა ქართველებს ამაჰმადიანებდნენ, მაშინ ბევრნი არ გამაჰმადიანდნენ და ცოცხალნი დარჩნენ, თავიანთს ნათესავებს ჰგლოვდნენ და ტიროდნენ და ჰყვიროდნენ, "ვაიო, ვაიო", და ამიტომ დაერქვაო. ვაიოს შემდეგ, სატანჯველ ალაგად ქედა ყოფილა დანიშნული. პირ-ველ ხანებში, ვინც არ თათრდებოდა, დაიჭერდნენ, ქედაში მიიყვა-ნდნენ, პარასკევ დღეს, ლოცვის დროს, ჯამეში შეიყვანდნენ, ვინც თა-თრობას მიიღებდა, ის ცოცხალი შთებოდა, ვინც არა და იმას კარში გამოიყვანდნენ და ლოცვის შემდეგ ხეზე ჰკიდებდნენ და ახრჩობდნენ. დამხრჩვალები სამ დღეს ეკიდნენ ხეზედ და ახლად გათათრებულ ქართველებს აყურებინებდნენ, ერთ ჯუმა (პარასკევი) დღეს, ქედაში 50კაცი და დედაკაცი ჩამოჰკიდეს ხეებზედ და დაახრჩეს სჯულის გამო, 1765 წლებს.
დევრიშ ბეგ ბეჟანიძის ნაამბობი
უკან დაბრუნება |