მთავარი > უახლესი ისტორიიდან > სხალთის ხეობის მოწამენი

სხალთის ხეობის მოწამენი


13-03-2015, 08:33

სხალთის ხეობის მოწამენი

 

   ამ ხეობაზედ ქართველებს დიდი ხანია შეუნახავთ თავი ქრისტიან-ობით, მაგრამ ბოლოს გამაჰმადიანებულან... დარჩა გაუმაჰმადიანე-ბელი მხოლოდ სოფელი ყინჩაური. ყინჩაურელებმა დიდხანს იმაგრეს თავი ქრისტიანობით; ამისი მიზეზი იყო სოფ. ყინჩაურის მღვდელი, რომელიც მეტად მწიგნობარი ყოფილა, მქადაგებელი და ქრისტია-ნობის მოყვარე. ეს მღვდელი ამაგრებდა თავის ხალხს, ეს მღვდელი წინამძღვრობდა მათ... თავის სოფლის ხალხს გარდა სხვა სოფლის ახალს გამაჰმადიანებულს ქართველებშიაც კი ჰქადაგებდა ქრისტეს სჯულს, მათ ასმენდა და არცხვენდა საიდუმლოდ, რომ თქვენ ოსმა-ლოს ბრძანებას დაემორჩილეთ ჩვენი ბეგიების მოტყუებით და სჯუ-ლი გამოიცვალეთ, გამაჰმადიანდითო. რიგიანი ქართველი სჯულს არ გამოიცვლისო, თქვენ არავინ დაგხოცდათ და თუ დაიხოცებოდით, ეს უკეთესიც იქნებოდა და სჯულიდან კი ხელი არ უნდა აგეღოთო... ამ მღვდლის მეოხებით ბევრი ახლად გამაჰმადიანებული ქართველი მობრუნდა მამაპაპის სჯულზედ და საიდუმლოდ დაიწყეს ქრისტი-ანობის აღსარება.

 

 

ნაამბობი სხალთის უსუფ ყარა მემედ ოღლი ბოლქვაძისა  


უკან დაბრუნება