მთავარი > უახლესი ისტორიიდან > ლივანას მოწამენი

ლივანას მოწამენი


11-03-2015, 00:01

ლივანას მოწამენი

 

   ოსმალებმა ლივანა დაიჭირეს, ლივანა არ ემორჩილებოდა, ამისათვ-ის ლივანელებმა ბევრი სისხლი დაღვარეს. ლივანაში ოსმალთა კაც-ები გამოგზავნეს და მორჩილება ითხოვეს. ლივანელთ უარი შეუთ-ვალეს და ამათ შეკრეს ჩხალის ხეობა, გაამაგრეს ამ ხეობაში მდებარე თამარ მეფის ციხე, გაამაგრეს მაქრიალის გზები და მოემზადნენ ოსმალთა საჩხუბრად. გაიმართა ჩხუბი, ორსავე მხარეს ბევრი ხალხი გაწყდა, ჩვენები სჯობნიდნენ ოსმალთ, ჩვენის მხრიდგან ქალებიც ომობდნენ თურმე. ბოლოს საქმე მაინც გაჭირდა, ლივანელნი იძლი-ვნენ, ოსმალთ გაიმარჯვეს და ლივანა აიღეს, მალე ხარჯიც დაადეს ლივანელებს...

   პირველ ხანებში ოსმალნი ოსტატურად მოექცნენ ხალხს, ხარჯს გარ-და გამაჰმადიანება არავის უთხრეს, ამაზედ ძალას არ ატანდნენ. რა-მდენიმე ხნის შემდეგ კი დაატანეს ძალა, მაგრამ ვერაფერი ჰქნეს. ამბობენ, რომ ერთს დღეს მარადიდში ოთხას კაცს მოსჭრეს თავი გა-მაჰმადიანების გულისთვისაო. მარადიდის დიდი ეკლესიაც დააქციეს და მარადიდის ხიდიც დასწვეს, რომ ხალხი აჭარაში არ გაქცეულიყო...

 

ნაამბობი სოფ. ნადარბაზევის მცხოვრებ მაჰმადიან მოხუც თიკანაძის მიერიგივე სოფიოშვილი 

 

 

  

   ბევრი ჩხუბი მოხდა ლივანაში, ბევრი სისხლი დაიღვარა ქართველ-ებისა, მაგრამ ბოლოს მაინც ოსმალთ დაიმორჩილეს და ყველანი გაამაჰმადიანეს. ვინც არ გამაჰმადიანდა და წინააღმდეგობდნენ, ისინი დაიჭირეს და მაქრიალის ციხეში სულთან სელიმს მოჰგვარეს. სუ-ლთან სელიმმა იმათ ჰკითხა:

   – რატომ არ მაჰმადიანდებით თქვენა, რატომ არ გინდათ, რომ ჩვენი წმინდა სჯული მიიღოთ?

   ხალხმა უარი განუცხადა:

   – ვერა, ვერ მივიღებთ. ჩვენ ქართველები ვართ, ქრისტიანები და ასეც უნდა დავიხოცნეთ; სხვა რაც გენებოთ, ის გვთხოვეთ, ერთგული მო-ნობა და სხვანი, მაგრამ სჯულს კი ვერ გამოვიცვლით.

   – მაშ ყველას თავები მოგეჭრებათ, – უთხრა სულთანმა.

   – ნება თქვენი გახლდეს, მიუგო ხალხმა. სულთან სელიმმა საჩქაროდ ბრძანება გასცა, მოვიდნენ ჯალათები და მტკიცე ქართველი ქრის-ტიანები მიიყვანეს მაქრიალის ციხის თავ-საკვეთთან, და ყველას მოსჭრეს თავები, მერე ტანი ზღვაში გადაჰყარეს; და თავებს კიდევ სარებზედ აგებდნენ და ახმობდნენ სხვადასხვა ადგილებში შესვლის დროს ქრისტიან ქართველების შესაშინებლად.

 

ნაამბობი სოფ. ჩხალელის ჰაჯი ხოჯასაგან 

 

 

  

   ლივანაში, ბორჩხის ზემო, ჩხალის ხეობაში, ძველად ქალების მონა-სტერი ყოფილა. გამაჰმადიანების დროს თათრებს მოლოზნებისათვის ხმა არ გაუციათ. მღვდლები და ბერები კი სულ გამოურეკიათ. რა-მდენიმე დღის შემდეგ ამ მონასტერს დასცემიან თათრები და მონ-ასტერი მთლად გაუძარცვავთ და მოლოზნებიც სულ მოუტაცნიათ; ერთი მოხუცი დედა მოლოზონი კი დაუტოვებიათ. მოტაცებული მოლოზნები ტრაპიზონში გაურეკიათ და ზოგი იქ დაუყიდნიათ თათრებზე და ზოგი სხვაგან. მონასტერში დარჩენილი მოხუცი მო-ლოზონი მონასტერს არ შორდებოდა; იმან დიდი გაჭირვება გა-მოიარა, ხშირად თავდასხმა და გაძარცვაც, მაგრამ მაინც აქაურობას არ შორდებოდა. ნაცვლად ამისა, იგი ოჯახებში დადიოდა და ახალ გამაჰმადიანებულ ქართველ ქალებს ქრისტიანობაზედ დარიგებას აძლევდა...

   ეს ამბები ლივანის ბეგმა შეიტყო. ამან მოლოზონს განუცხადა, რომ მაგ ალაგს თავი დაანებე, თორემ მოგკლავენო. მოლოზონმა შეუთ-ვალა:

  – სიკვდილი ყველგან დამხვდება, მე აქედგან არსად წავალ, ამ ეკ-ლესიას უნდა ვუპატრონოო.

   რამდენიმე დღის შემდეგ ამ ქალების მონასტერს ოსმალები დაეცნენ. მოხუცი მოლოზონი მოჰკლეს და თუ რამე ჰქონდა, ისიც ყველაფერი მოსტაცეს. ამ დროს ქალებში ჩუმი ქრისტიანები კიდევ ყოფილან და ამათ ძალიან უგლოვნიათ მოკლული მოლოზონი და თვით ამ ქა-ლებსვე დაუმარხავთ მიცვალებული.

  ლივანაში ყველა ლაპარაკობდა ამ 30 წლის წინად, რომ მარადიდში, ბორჩხაში და ამის ზევით თავსაკვეთი კოშკები იყო გამართული და იქ თავებს სჭრიდნენ, არჩობდნენ იმ ქრისტიან ქართველებს, რომლებიც არ მაჰმადიანობდნენო. აქ ბევრი ქალებიც დაურჩვიათ და თავი მოუ-ჭრიათ ხოლმე და ტანი ჭოროხში ჩაუგდიათ. უწყიან, რომ ერთხელ სოფ. წითურეთის კოშკსაც კი ხმარობდნენ საპატიმროდ და თავსა-კვეთად.

 

დევესქელის ხეობაში ნაამბობი სოფ. პეტრულის მამასახლისისაგან 

 

 

  

   ლივანის გამაჰმადიანება ყველაზე მეტად კახაბრისა და ჩაქვის სოფ-ლებს ეწყინა. ქართველნი ძლიერ სწუხდნენ ამაზედ. ბევრს მღვდელს მოსდიოდა ჯავრი, რომ ამდენი ხალხი გაამაჰმადიანეს; ამ დროს მა-ხინჯაური გურიას ეკუთვნოდა და აქ სულ ქრისტიანობა იყო; ქრის-ტიანებს თავიანთი ეკლესიაც ჰქონდათ, მღვდლად ყოფილა ვიღაც კეკიძე. ამას ხალხში გამოუცხადებია, რომ მე მარადიდში უნდა გა-დავსახლდე, იქაურს დიდს ეკლესიას უნდა ვუპატრონოთო.

  მღვდელი გადასახლდა მარადიდში. ოსმალთ შეიტყეს, მარადიდში ყოფნა აღუკრძალეს, მღვდელი შეწუხდა. მაშინ აქ სცხოვრებდნენ მა-ხინჯაურელი ხალვაშენები, რომლებმაც კეკიძე მღვდელს ფაშასთან დახმარება აღმოუჩინეს, თხოვნა მისცეს ფაშას და ფაშამ ახალ გა-მაჰმადიანებულთა პატივსაცემად მღვდელს ნება მისცა მარადიდში დარჩენისა და მხოლოდ ეკლესიის პატრონობისა, სხვა არაფერი. თუ ვნახეთ, რომ ამ ეკლესიაში, ან გარეშე ვინმეს ალოცებს, მაშინ იცოდეს, ცოცხალი არ დარჩებაო! ამ დროს საიდუმლო ქრისტიანთ რიცხვი აქ დიდი ყოფილა. ესენი თურმე ძლიერ ჩუმად დაიარებოდნენ მღვდე-ლთან და ლოცულობდნენ. მღვდელი აქეთ ბარე 30 წელიწადს და-რჩენილა და ამას ბევრს გამაჰმადიანებულებში მტკიცე საფუძველზე დაუმყარებია ქრისტიანობა. გამაჰმადიანებულთ ისე შეაყვარა ქრისტი-ანობა, რომ ესენი მღვდელს ეუბნებოდნენ:

   – ჩვენ თავებს დავიკლავთ და ქრისტიანობას კი არ დავტოვებთო! ეს ამბები მარადიდის ხოჯამ შეიტყო. ამან შეკრიბა ყოველისფერი და-წვრილებით და აცნობა ფაშას; ფაშამ კაცები გაგზავნა მღვდლის და-საჭერად და მასთან წასაყვანად. მღვდელს კეკიძეს ეს ამბავი საიდუ-მლო ქრისტიანებმა წინადვე აცნობეს. მღვდელი ერთ ღამეს მარადი-დიდამ გაიქცა, მაქრიალისკენ წავიდა. თან გამოუდგნენ ფაშისაგან გამოგზავნილი კაცები. ამათ მაქრიალში დაიჭირეს, თავი მოჰკვეთეს უღვთოდ. ამით გათავებულა მარადიდში ქრისტიანობის საქმე.

 

მარადიდში ახმედ ეფენდი-ხალვაშის ნაამბობი 

 

 

  

   ქვედა მარადიდში ერთხელ ასეთი შემთხვევა მოხდა: ხოჯას დაუჭ-ერია ხალხი ღორის ხორცის ჭამაზედ. ამაზედ დიდი დავიდარაბა ამტყდარა. ხალხი სამართალში მიუციათ და ბოლოს აღმოჩენილა, რომ ესენი ჩუმად ქრისტიანები ყოფილან. მათ თავიანთი მღვდელიც ჰყოლიათ. მღვდელი ერის კაცის ტანთსაცმლით ყოფილა; ამათ ღორის ხორციც უჭამიათ, ღვინოც უწურიათ და მით ზიარებულან კიდევაც. ამ ამბების შეტყობის შემდეგ მთელი ეს ხალხი მიურეკიათ ჭოროხის ნაპირზედ, ამათში ქალებიც ყოფილან ბევრნი; უკან ხმალ ამოღებული ოსმალები დასდგომიან და მოლებს დაუყვირნიათ:

  – სთქვით, რომ დღეიდან თათრები ხართ, ქრისტიანობაზე ხელს იღებთ და ღორის ხორცს აღარ სჭამთო.

   – არ შეგვიძლიანო, დაუყვირნიათ ერთად ყველას.

   ოსმალებს მიუგია:

   – რაკი არ შეგიძლიათ, მაშ შედით მაგ ჭოროხში და ვინც შიგ გაცუ-რდება, გაღმა გავა, ის დარჩება ქრისტიანად, ვინც არ შევა, იმას ხმალი დახვდება უკან. ამაზე ბევრნი შეშინებულან და განუცხადებიათ, რომ დღეიდგან ნამდვილი მაჰმადიანები ვიქნებით და ყველაფერს ბრძანე-ბას შევასრულებთო. ვინც წინააღმდეგნი ყოფილან, ისინი სულ შესუ-ლან ჭოროხში; ჭოროხი ამ დროს დიდი ყოფილა და ყველა ეს საბ-რალოები შიგ დამხრჩვალან და ერთიც არ გასულა გაღმა. ამ დროს ქვედა მარადიდში 50 კომლი იყო და ყველა ესენი ჭოროხში ისე დაიღუპნენ ქრისტიანობის გულისათვის, რომ სოფელში 5 კომლიღა დარჩაო და აი ამ მიზეზით მოისპნენ ამ სოფლის მცხოვრებნიო. შე-მდეგ თურმე დასცინოდნენ მათი შთამომავალნი, რომ ჩვენმა ძველ-ებმა ღორის ხორცის ჭამის გულისათვის თავები ჭოროხში დაიხრ-ჩვესო... ჩვენ კარგათ ვიცით, რომ მარადიდელნი ქრისტიანობის გუ-ლისათვის ოსმალების წინ ეწამნენ, დაიტანჯნენ, მათგან დედაკაცებიც კი ებრძოდნენ ოსმალებს და გათათრების გულისთვის სისხლს ღვრი-დნენ...

 

სოფ. მერისელის ქართველ მაჰმადიანის მოხუცის ერისთავის ნაამბობი და სხვების  


უკან დაბრუნება