მთავარი > უახლესი ისტორიიდან > ჩაქვისა და კინტრიშ - ქობულეთის მოწამენი

ჩაქვისა და კინტრიშ - ქობულეთის მოწამენი


10-03-2015, 09:40

ჩაქვისა და კინტრიშ - ქობულეთის მოწამენი

 

   მე პატარა ვიყავი, ასე 6-10 წლისა ვიქნებოდი, როცა ოსმალები ბათ-უმის აქეთ წამოვიდნენ და ციხის ძირს მოადგნენ. ციხის ძირთან დიდძალი ხალხი გაუწყვიტეს ოსმალთ, მაგრამ ბოლოს მაინც გაჭირდა საქმე, ოსმალთა გვძლიეს და ციხის ძირს გადმოვიდნენ... მთელი კინ-ტრიშ-ქობულეთის მამაკაცები ერთ ალაგას დაიბარეს და გამაჰმად-იანება გამოუცხადეს. ხალხმა შესძახა:

   – არ შეგვიძლიან, ჩვენ არ გავმაჰმადიანდებით, დავიხოცებით და მა-გას კი არ ვიზამთ!

   ოსმალთ არ ჰქმნეს, არ შეისმინეს თხოვნა. ამ ჩხუბის დროს გუგუნ-ავა, დუმბაძე და ჭყონია მაჰმადიანებად აღმოჩნდნენ; ესენი წინადვე გამაჰმადიანებულიყვნენ ოსმალთ შესყიდვით. ამათ იყვირეს:

   – ბიჭო, ჩვენ გავმაჰმადიანდით და რა დაგვაკლდა? არაფერი. გირ-ჩევთ გამაჰმადიანდეთ თქვენცა, თორემ ბევრი დაიხოცებით, ხონთ-ქარი ძლიერია. ხალხმა მაინც არ ჰქნა. ოსმალთ მოთავე კაცები და-იჭირეს და ამათ სთხოვდნენ, რომ ხალხს გამაჰმადიანება ურჩიეთო. ამათ არ ჰქნეს და იმ დროის გამაჰმადიანებული თავდგირიძეები დი-დად ლანძღეს. ამაზედ ჩხუბი ასტყდა და ეს კაცები ერთი კვირის შემდეგ ჭახათის ზემოთ, ტყეში დაარჩეს და ეს დამრჩვალები რამდ-ენიმე დღეს თოკით ეკიდნენ ხეებზე. დიდი შლილობა მოხდა, დიდი სისხლის ღვრა; ოსმალნი ქრისტიანებს აქ არ აყენებდნენ და არც სხვაგან უშვებდნენ; ჩვენები კიდევ არ მაჰმადიანდებოდნენ და ამიტომ დღე და ღამე ხალხის ხოცვა იყო, დედაკაცებისა და ბავშვების ტირ-ილი და დიდი უბედურება.

   ოსმალთ ბევრი ხალხი დახოცეს. მალე ჭახათისკენ, გემის საბამისკენ ქვის სარჩობელა და თავ-საკვეთი გააკეთეს და იქ ძლიერ ბევრი ხალხი ჩამოარჩეს, მაგრამ მაინც არ იქნა, ოსმალთ ვერ შეაშინეს აქაურები. ამ დროს ბებიაჩემი ხელმეორედ გაიქცა ოზურგეთისკენ და მეც თან წამიყვანა. მაშინ ვიქნებოდი 13 წლისა. მე და ერთი ჩვენსავით გამოქ-ცეული ქობულეთელი ჯაში გრ. გურიელის პაპასთან დაგვაყენეს და ბებიაჩემი ბატონ გურიელს ეხვეწებოდა, რომ ეს ბიჭი არავის მისცეთ, რომ არ გამიმაჰმადიანონო. ბებიაჩემი კი ისევ შინისაკენ დაბრუნდა და სთქვა: სადაც ჩვენები დაიხოცებიან, მეც იქ უნდა მოვკვდეო. ოსმალთ ხალხის გაუმაჰმადიანებლობა არ ჰქნეს და ამის გამო დიდძალი ხა-ლხიც დახოცეს: საქმე გაჭირდა. ბოლოს რამდენიმე მღვდელი და კაცი სიმონ გურიელთან მოვიდნენ და შველა სთხოვეს. სიმონმაც პირობა მისცა და ეს მალე სტამბოლში წავიდა, მეც მოსამსახურეთ თან წამი-ყვანა; მასთან სხვა თავადებიც იყვნენ. ამათ ხონთქართან მორიგება ჰქმნეს და ნება აიღეს, რომ ქობულეთის და ჩაქვის ქართველები არ გაამაჰმადიანონო. ამიტომ მალე წამოვიდნენ და აქაურ ფაშებთან ხო-ნთქრის ბრძანება ჩამოიტანეს და საქმე გაათავეს. ყველა დამშვიდდა, ყველა თავის სახლ-კარის გაკეთებას და გამაგრებას შეუდგა; ყველამ შეიტყო, რომ მორიგება მოხდა და ხონთქარმა ნება დაგვრთა, რომ ქრისტიანებად ვიქნეთო. ჩემი ბებია გადმოვიდა გურიაში და მეც უკან წამიყვანა ბატონისაგან, რადგანაც გამაჰმადიანების შიში აღარ გვაქვს ბატონის წყალობითაო. მეც წაველ, ჩვენსას წასვლა ძლიერ მიხაროდა.

   რადგანაც ჩვენში გამაჰმადიანებულნი აქა-იქ იყვნენ, ამიტომ ოსმა-ლის ფაშებმა აჭარიდან ხოჯები და მოლები გამოგზავნეს ჩვენში და ესენი ალოცებდნენ ახალ გამაჰმადიანებულ ქართველებს. მალე აქა-იქ სოფელ-სოფელ ჯამეების კეთება იწყეს, ჩვენ ხალხს ამაზე ძლიერ მოსდიოდათ ჯავრი. ხოჯა რომ "ლაილაჰეს" სათქმელად ავიდოდა ჯამეზე და დაიწყებდა ძახილს, ჩვენები ამაზე დიდად ჯავრობდნენ და ამბობდენ:

   – რას ყვირის ეგ უსჯულო, ეგაო და სხვანი. ხშირად ქვას, ტალახს და ხის ნაჭრებს ესროდნენ ხოლმე და გააჩუმებდნენ... თათრებსა და ქრი-სტიანებში ჩხუბი იმართებოდა ხოლმე და ერთმანეთს ხოცავდნენ. ქართველებს სჯულიდგან გასულები ძლიერ ეჯავრებოდათ. ხოჯა-მოლებმა ხონთქართან იჩივლეს, რომ გურჯები ჯამეებს გვიქცევენ, გვაგინებენ, "ლაილაჰეს" თქმას არ გვაცლიან და ახალ გამაჰმადია-ნებულთაც ხოცავენო. ამიტომ ხონთქრის ბრძანება მოვიდა ასე: რაც გურჯები არიან მანდა, ყველანი გაამაჰმადიანეთ და ვინც არ გამაჰ-მადიანდეს, დახოცეთ და ერთ კაცსაც ნუ დასტოვებთ გაუმაჰმადია-ნებლად, რომ საქმე მორჩეს და მოისვენოსო... ბრძანებასთან ერთად დიდი ჯარიც გამოეგზავნათ.

   ოსმალნი ბრძანების აღსრულებას მალე შეუდგნენ და დაიწყეს ხალ-ხის ხელმეორედ ხოცვა. ერთი სარჩობელაც ძველ ქობულეთში გა-აკეთეს, ყოველ სოფელს გარშემო ჯარი შემოუყენეს და დაუწყეს გამა-ჰმადიანებაზედ ლაპარაკი, მაგრამ ხალხმა უარი უთხრა და ამაზედ ჩხუბიც ატყდა; დიდძალი ხალხი დაიხოცა, ძლიერ ბევრნი აქეთ-იქით გაიქცნენ, ბევრნი დაიღუპნენ, მაგრამ მაინც ბევრი გაამაჰმადიანეს და ბევრი დარჩა ქრისტიანებად.

   დიდი ამბები მოხდა, ქრისტიანებს ძლიერ გაუჭირდათ საქმე; აქ აღ-არავის უშვებდნენ, რომ ქრისტიანად დაშთენილიყვნენ და ყველას ხოცავდნენ. ეს რომ ნახეს და აღარც ძალა ჰქონდათ ბრძოლისა, მაშინ ყველანი გამაჰმადიანდნენ, ისე რომ აღარსად სოფელში კაცი არ დარ-ჩენილა გაუთათრებელ მოხუც ქალებს გარდა. ჩვენც მაშინ გავმაჰ-მადიანდით, მე მაშინ ვიქნებოდი 16-17 წლისა.

  თუმცა გავმაჰმადიანდით, მაგრამ ეკლესიებს და ხატებს კი პატივს ვსცემდით... ეს ამბები ხოჯებმა ხონთქარს აცნობეს და მალე იქიდგან ბრძანება მოვიდა, რომ ეკლესიები ან დააქციეთ და ან ჯამეებად გა-დააკეთეთო. ჩვენში ეს ამბები წინადვე შეიტყეს. ამიტომ ერთ დღეს, დილა ადრიან, მამაჩემმა გააღვიძა თავისი ძმები, მეც გამეღვიძა, რა-დგანაც მაშინ ბევრი ვაი-ვაგლახისაგან ძილი გამკრთალი გვქონდა. მამაჩემმა თავისი ძმები და მეც აჭყვის მთავარანგელოსის ეკლესიაში წაგვიყვანა. ეკლესიის კარები გააღეს, შიგ ბევრი რამ იყო: წიგნები, ხატები, ფული, ჯვრები და სხვანი, ყველა ესენი ერთად შეკრიბეს და ეკლესიის ზეით ერთი დიდი ორმო გათხარეს და შიგ ჩააწყეს, ზევიდამ ხეები დააყარეს და მერე მიწა მიაყარეს და იქ დამარხეს, რომ ოსმალთ არ წაიღონო. ზევიდან კიდევ პატარა ღობე შემოავლეს, რომ ნადირი ან სხვა ვინმე არ მივიდეს იმ ალაგზე და არ დაიპილწოსო. ეს საეკლესიო ნივთები დღევანდლამდე იქ მარხიაო. ადგილიც დამანახვა.

                                                                                                                

ნაამბობი . აჭყვისთაველის 120 წლის ქამჯარაძისაგან 

 

 

   ჩვენი ხალხის გამაჰმადიანება, შენი ჭირიმე, დიდის წვალებით მო-მხდარა... სოფელ ჩაქვის ხალხი გამაჰმადიანების გამო მთლად გა-წყვეტილა ოსმალთან ბრძოლაში; ყველას პირზედ ის ეკერა, რომ არ გავმაჰმადიანდებით და არაო. ამის გამო ოსმალებს მთელი ჩაქვი გა-უწყვეტიათ, მაგრამ მაინც ვერაფერი გაუწყვიათ: თვით ჩვენი ძველები იტყოდნენ და მეც მოვსწრებივარ იმ კაცებს, რომ კინტრიში გაამა-ჰმადიანეს, ქობულეთსა და ჩაქვის ხეობაში კი ჩუმად ინახავდნენ ქრისტიანობასა, რადგანაც ხალვაშენების და გორგაძნეების გვარში მღვდლებს ჩუმად ინახავდნენო. ამათ მღვდლები საერო ტანსაცმლით ჰყავდაო, ამათაც ბოლოს ოსმალებმა შეუტყეს და ერთ დღეს კინაღამ დახოცეს ყველანი. როგორც ამბობენ, ჩვენი ძველები ქრისტიანობაზედ ძალიან მაგრა მდგარან, ძლიერ ბევრი უშრომიათ მის შენახვაზედ და ბევრიც უწვალნიათ და უტანჯნიათ გამაჰმადიანების გამო. ვერ ნახავთ ვერც ერთ ოჯახს ჩვენი ძველებისას, რომ იქ გათათრების გამო დიდი სისხლი არ იყოს დაღვრილი.

 

მოხუცი მჟავანაძის ნაამბობი 


უკან დაბრუნება