მთავარი > უახლესი ისტორიიდან > აჭარისა და ხულოს მოწამენი
აჭარისა და ხულოს მოწამენი9-03-2015, 15:54 |
ოსმალნი ლაზისტანში შემოვიდნენ და მთლად დაიჭირეს იქაურ-ობა; მაქრიალის ციხეში ფეხი გაიმაგრეს, იქიდამ აჭარლებზედ მოინ-დომეს გამოლაშქრება და გამაჰმადიანება. აჭარელებმა მაშინვე თავი-ანთი დიდი კაცები შეკრიბეს და ლაპარაკი დაიწყეს, თუ საქმეს რა ვუყოთ, რაგვარ მოვაგვაროთო. დედაკაცებმა უთხრეს, რომ ჩვენ ძა-ლი არა გვაქვს, ტყუილად წავიხდენთ თავს, ამიტომ უმჯობესი იქნე-ბა, რომ ჩვენ წავიდეთ იქა და მაჰმადიანობა გამოუცხადოთ. ხალხის უმეტესი ნაწილი უარზე დადგა: ჩვენ მათ ვერ ჩავბარდებით და, გინდ რომ ჩავბარდეთ, სჯულს მაინც არ გამოვიცვლითო. ასეთი პი-რობა გავგზავნოთ, რომ ჩვენ თქვენი დიდი ერთგულები ვიქნებით, ხარჯს გადავიხდით, მხოლოდ გთხოვთ, რომ სჯულს კი ნუ შეგვაც-ვლევინებთო. ამ გარდაწყვეტილების წაღება იქ ვერავინ გაბედა. ოს-მალნი პასუხს უცდიდნენ. ბოლოს ორმა მღვდელმა წაიღო ეს ამბავი და მივიდნენ მაქრიალში. იქ ამათი ამბავი მოისმინეს ოსმალთ და პა-სუხად მოგვცეს, რომ არ შეიძლებაო. ეს ამბები იქიდგან მღვდლებმა კი არ მოიტანეს, არამედ ოსმალოს კაცებმა, მღვდლებს მაშინათვე თა-ვები დასჭრეს. ამის შემდეგ კიდევ წავიდნენ მოსალაპარაკებლად მღვდლები, მაგრამ იქ ნებას არ აძლევდნენ, იჭერდნენ ამათ და თავ-ებს აყრევინებდნენ...
ს. აგარის მაჰმადიანთ დევაძეების გვარში დარჩენილი
აჭარაში გათათრების საქმე ერთობ გაძნელებულა. ზოგიერთი მოხ-უცებული კაცები და ნამეტურ დედაკაცები ქრისტიანობაზედ მტკი-ცედ იდგნენ და თან ოსმალოს მოლა-ხოჯებსაც ეკამათებოდნენ და ედავებოდნენ; ამ მოხუცებულებს ყოველთვის და ყველგან სულ ქრი-სტიანობაზედ ჰქონდათ ლაპარაკი. ახალგაზრდებს ყოველთვის იმას ელაპარაკებოდნენ, რომ ეგების ოდესმე თქვენის ძველების სჯულ-ზედ გადახვიდეთ თქვენაო. ასეთ მოხუცებულთ რიცხვი აჭარაში დიდი ყოფილა; ამათ თურმე მოლა-ხოჯებს გაუჭირეს საქმე. ბოლოს მთავრობისგან ასეთი ბრძანება გამოსულა, რომ ყველა ეგენი დაი-ჭირეთ და გაათათრეთო, თუ არ გათათრდნენ, მერე დახოცეთო. მა-ლე აჭარის მოხუცებულნი შეუკრებიათ და აქა-იქ ციხეებში დაუმწ-ყვდევიათ, საპატიმროებში ხოჯები მიუგზავნიათ და ხოჯებს ლოც-ვები დაუწყიათ. ზოგიერთი მოხუცებულები მიუზიდნიათ მაჰმადი-ანობაზედ და ზოგნი კი ვერა. ვინც ვერ მოაქციეს, ესენი აჭარწყლის შესართავთან მიურეკიათ, სადაც ძველად თამარ მეფის ხიდი ყოფი-ლა და რომელ ხიდის ნიშნებიც დღესაც სდგას. ამ ხიდზედ დაუდ-ვიათ თავ-საკვეთი, მოხუც ქრისტიანებს თავს სჭრიდნენ, მერე ენის წვერსა და ფაშას უგზავნიდნენ, თავსა და ტანს კი ჭოროხში ჰყრიდ-ნენო. ეს საქმეები მომხდარა... 1790 წლებში.
ჩაქვისთაველის ღრმად მოხუც ყად ს. ჩიჯძავაძის ნაამბობი უკან დაბრუნება |