მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, მთავარი გვედის ფოტო > აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე

აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე


22-03-2015, 06:39

აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე

 

წევრი 16

   გვწამს, რომ აუცილებელია წმიდა ნათლისღება, მცნებად მოცემუ-ლი (ჩვენდა) უფლის მიერ და აღსრულებადი წმიდა სამების სა-ხელით. რამეთუ უმისოდ ვერავინ ვერ ცხოვნდება, როგორც ამას უფალი ამბობს: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისას" (იოანე 3,5). ამიტომ იგი ყრმებსაც სჭირდებათ, რადგანაც ისინიც ექვემდე-ბარებიან პირველშობილ ცოდვას და უნათლისღებოდ ვერ მიიღებენ ამ ცოდვის შენდობას. უფალმაც, გვიჩვენებდა რა ამას, ყოველგვარი გამონაკლისის დაშვების გარეშე თქვა: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს", ანუ ქრისტეს მაცხოვრის (ამქვეყნად) მოსვლის შემდეგ, ყოველნი, ვინც კი ცათა სასუფეველში უნდა შევიდნენ, ხელახლა უნდა იშვნენ (ნათლისღების საიდუმლოში). ხოლო თუკი ყრმანიც საჭიროებენ ცხოვნებას, მაშინ მათ ისიც სჭირდებათ, რომ მოინათლონ. ისინი კი, ვინც ხელმეორედ არ იშვებიან და ამის გამო არც მიუღიათ პი-რველმშობელთა ცოდვის შენდობა, უსათუოდ ეწევიან საუკუნო სასჯელს ამ ცოდვისათვის, და მაშასადამე, ვერც ცხოვნდებიან. ამრიგად, ყრმათაც უსათუოდ ესაჭიროებათ ნათლისღება. ამასთან, ყრმანი ცხოვნდებიან, როგორც მახარებელ მათესთანაა ნათქვამი, ხოლო მოუნათლავი ვერ ცხოვნდება. მაშასადამე, ყრმები აუცილებ-ლად უნდა მოინათლონ; საქმე მოციქულთაშიც ნათქვამია, რომ ნა-თელ-იღო ყოველმა სახლეულმა (საპყრობილის მცველისა; - 16,33), ანუ მისმა ყრმებმაც. ამის შესახებ ცხადად მოწმობენ ეკლესიის ძველნი წმიდა მამები, კერძოდ კი: დიონისე (არეოპაგელი) წიგნში საეკლესიო იერარქიის შესახებ, და იუსტინე, რომელიც 57-ე კითხვაში ამბობს: „ყრმანი ღირსიქმნებიან ნათლობის გზით მონიჭებული სიკეთეებისა იმათი რწმენით, ვისაც ნათლის-ღებად მოჰყავთ ისინი". (ნეტარი) ავგუსტინე ასევე მოწმობს: „არსებობს მოციქულთამიერი გადმოცემა, რომ ყრმანი ნათლისღებით ცხოვნდებიან". და სხვა ადგილასაც (ამ-ბობს): „ეკლესია სხვათა ფერხთ აძლევს ყრმებს, რათა ისინი ვიდოდენ, (სხვათა) გულებს, რათა ირწმუნებდნენ, (სხვათა) ენას, რათა აღია-რებდნენ (ჭეშმარიტ სარწმუნოებას)". და კიდევ: „დედა ეკლესია დე-დობრივ გულს აძლევს მათ" (ყრმებს). ხოლო ნათლისღების საიდუმლოს ნივთიერებას რაც შეეხება, იგი არ შეიძლება იყოს არ-ანაირი სხვა სითხე, თვინიერ სუფთა წყლისა. აღესრულება იგი მღვდლის მიერ. ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება აღ-სრულდეს უბრალო ადამიანის მიერაც, ოღონდ უსათუოდ მართლ-მადიდებლისა. - ნათლისღების ქმედებანი მოკლედ შემდეგია: პირველ ყოვლისა, მისით მოგვემადლება შენდობა პირველმშობელთა ცოდვისა და ყველა სხვა ცოდვისაც, რომელნიც მონათვლადს ჩაუდენია. მეორედ, მონათვლადი თავისუფლდება საუკუნო სასჯელისაგან, რომელსაც ყოველი ადამიანი ექვემდებარება როგორც პირველშობილი ცოდვისათვის, ასევე საკუთარი მომაკვდინებელი ცოდვებისათვისაც. მესამედ, ნათლისღება გვანიჭებს ნეტარ უკვდავებას, რამეთუ ათავ-ისუფლებს რა ადამიანებს მანამდეც ჩადენილ ცოდვათაგან, შექნის მათ ტაძრებად ღმრთისა. არ შეიძლება იმის თქმა, თითქოს ნათლისღება არ შეგვინდობდეს უწინ ჩადენილ ცოდვებს და თითქოს ისინი, მარ-თალია, კვლავაც რჩება (ჩვენში), მაგრამ უკვე აღარ აქვთ ძალა. ამგვარი სწავლება არის უკიდურესი უკეთურება, ჭეშმარიტი სარწმუნოების უარყოფა, და არა მისი აღიარება. პირიქით, ყოველგვარი ცოდვა, არსებული ნათლისღების უწინარეს მოისპობა და ამიერიდან ითვლება თითქოსდა არარსებულად, ანუ იმად, რაც არც არასდროს ყოფილა. რამეთუ ყველა ის სახე, რომლებითაც ნათისღება წარმოგვედგინება, გვიჩვენებს მის განმწმედ ძალას, და წმიდა წერილის გამონათქვამებიც ნათლისღების შესახებ გვაძლევენ გულისხმისყოფას (იმისას), რომ მისი გზით ჩვენ ვიღებთ სრულყოფილ განწმედას, რაც ჩანს თვით სახელწოდებებიდან ნათლისღების (საიდუმლოსი). თუკი იგი არის ნათლისღება სულით და ცეცხლით, მაშინ ცხადია, რომ იგი სრულ-ყოფილ განწმედას გვანიჭებს, რამეთუ სული სრულყოფილად განს-წმედს (ადამიანს); თუკი იგი არის ნათელი, მაშინ ყოველგვარი სიბნელე განიფანტება მისი ძლით. თუკი იგი არის ხელახლა შობა, მაშინ ყოველივე ძველი წარვალს. ეს ძველი კი სხვა არაფერია, თუ არა ცოდვები. თუკი მოსანათლი განიძარცვავს ძველ კაცს, მაშინ იგი ცოდვასაც განიძარცვავს. თუკი იგი ქრისტეს შეიმოსავს, მაშინ მარ-თლაც (სინამდვილეშიც) უცოდველი შეიქნება ნათლისღების გზით; რამეთუ ღმერთი შორს დგას ცოდვილთაგან, და მოციქული პავლეც ცხადად ამბობს ამის შესახებ: „ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოხდეს მრავალნი, ეგრეცა ერთისა მის კაცისა მორჩილებითა მართალნი შემოვიდენ მრავალნი" (რომ. 5,19). ხოლო თუკი მართალნი არიან, მაშინ თავისუფალნიც (ყოფილან) ცოდვი-საგან; რამეთუ შეუძლებელია ერთსა და მიავე ადამიანში (ერთდ-როულად) ჰგიებდეს სიცოცხლეც და სიკვდილიც. თუკი ქრისტე ჭეშმარიტად მოკვდა (ჯვარზე), მაშინ აქედან გამომდინარე, ჭეშმა-რიტია ცოდვათა მოტევებაც სულიწმიდის მიერ.

 აქედან ჩანს, რომ ყოველნი ყრმანი, მომკვდარნი ნათლისღების შემდეგ, უეჭველად მიიღებენ ცხოვნებას, იესო ქრისტეს სიკვ-დილის ძლით. რამეთუ თუკი ისინი განწმედილნი არიან ცოდვი-საგან, - როგორც საერთოსაგან, იმიტომ, რომ განიწმიდებიან (პირ-ველშობილი ცოდვისაგან) ღვთაებრივი ნათლისღებით, ასევე თა-ვიანთი საკუთარისაგანაც, რამეთუ ვითარცა ყრმათ ჯერეთ არა აქვთ თავისუფალი ნებელობა და ამიტომ ვერც სცოდავენ, - მაშინ ყოველგვარ ეჭვგარეშეა, რომ ისინი ცხოვნდებიან. ნათლისღება წარუხოცელ ბეჭედს გვასვამს. რამეთუ შეუძლებელია ერთხელ სწო-რად მონათლულის ხელახლა მონათვლა, დაე, თუნდაც მან ამის შემდეგ ათასი ცოდვა ჩაიდინოს, ანდა თუნდაც თვით სარწმუნოება უარყოს. უფლისადმი მოქცევის მსურველი დაკარგულ ძეობას მიი-ღებს სინანულის საიდუმლოს მეშვეობით.


უკან დაბრუნება