მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, მთავარი გვედის ფოტო > აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე

აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე


12-03-2015, 00:04

აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე

 

წევრი 8

   გვწამს, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ჩვენი ერთადერთი მეო-ხმყოფელი, რომელმაც თავი მისცა ყოველთა გამოსასყიდად, საკუ-თარი სისხლით შეიქნა შერიგებად ადამიანისა ღმერთთან, და (მარა-დის) ჰგიებს თავის მიმდევართა მზრუნველ დამცველად და მიმტე-ვებლად ჩვენი ცოდვებისა. ვაღიარებთ აგრეთვე, რომ წმინდანები მე-ოხგვმყოფელობენ ჩვენ თავიანთ ლოცვებსა და ვედრებებში მისდამი, ყველაზე მეტად კი ყოვლადუბიწო დედა ღვთაებრივი სიტყუისა, აგრეთვე ჩვენი მფარველი წმიდა ანგელოზები, მოციქულები, წინას-წარმეტყველნი, მოწამეები, მართალნი მორწმუნენი და ყოველნი, რო-მელნიც მან განადიდა ვითარცა თავისი ერთგული მსახურნი, რო-მელთა შორის შევრაცხავთ მღვდელმთავრებს, მღვდლებს, ვითარცა წინამდგომელთ წმიდა სამსხვერპლოსადმი (საკურთხეველისადმი), და მართალ მამათ, ცნობილთ თავიანთი სათნოებით. რამეთუ ჩვენ ვუწყით საღმრთო წერილიდან, რომ ჯერ-არს ვილოცოთ ერთმანე-თისათვის, რომ მართლის ლოცვას ბევრი რამ ძალუძს და რომ ღმერთი უფრო წმიდანთა ვედრებას შეისმენს, ვიდრე, იმ ადამიანებისას, რომელნიც კვლავაც ცოდვებში ჰგიებენ. ვაღიარებთ აგრეთვე, რომ წმიდანები შუამდგომელნი და მეოხმყოფელნი არიან ღმერთის წინაშე ჩვენთვის არა მხოლოდ აქ (ამქვეყნად), მათი ყოფნისას ჩვენს გვერ-დით, არამედ კიდევ უფრო მეტად სიკვდილის შემდეგ, როცა ისინი სარკის დამსხვრევის შემდეგ (რომელსაც მოციქული მოიხსენიებს) სრული სიცხადით ჭვრეტენ წმიდა სამებას და მის უსაზღვრო ნა-თელს. რამეთუ როგორადაც ჩვენ ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ წინასწარმეტყველნი, ჯერაც მოკვდავ სხეულში მყოფნი, ზეციურ საგ-ნებს ხედავდნენ, რის გამოც წინასწარმეტყველებდნენ კიდეც მომავ-ალს, ზუსტად ასევე ჩვენ არათუ სულ არ ვეჭვობთ, არამედ შეურ-ყეველნიც ასევე თითქოს ანგელოზებად შექმნილან, ცხადად ხედავენ უსაზღვრო საღმრთო ნათელში ჩვენს (ყველა) საჭიროებათ.

 

წევრი 9

   გვწამს, რომ ვერავინ ვერ ცხოვნდება სარწმუნოების გარეშე. სარწმუ-ნოებად კი ჩვენ ვხმობთ მართალ გაგებას ღმერთისა და საღმრთო საგნებისას. არის რა თანაშეწევნილი სიყვარულისაგან, ანუ, რაც იგი-ვეა, ღმერთის მცნებების შესრულებით, იგი (რწმენა) განგვამართლებს ჩვენ ქრისტეს მიერ, და მის (რწმენის) გარეშე შეუძლებელია სათნო-ვეყოთ ღმერთს.


უკან დაბრუნება