მთავარი > მნიშვნელოვანი თემები > აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე
აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე10-03-2015, 00:01 |
წევრი 6 გვწამს, რომ პირველი ადამიანი, შექმნილი ღმერთის მიერ, (ცოდვით) დაეცა სამოთხეში იმ დროს, როცა დაარღვია ღმერთის მცნება, და-უჯერა რა გველის მზაკვრულ რჩევას, - და რომ აქედან გავრცელდა მემკვიდრეობით პირველმშობელთა ცოდვა მთელს შთამომავლობაზე (კაცთა მთელს მოდგმაზე), ისე, რომ ხორციელად შობილ (ადამი-ანთაგან) ერთიც კი არ არის, რომელიც თავისუფალი იქნებოდა ამ ტვირთისაგან და არ განიცდიდა (ცოდვით) დაცემის შედეგებს აწინ-დელს (ქვეყნიურ) ცხოვრებაში. ხოლო ტვირთად და შედეგად დაცე-მისა ჩვენ ვხმობთ არა თვით ცოდვას, როგორიცაა: უკეთურება, ღვთისგმობა, მკვლელობა, სიძულვილი და ყოველივე სხვა, რაც ბო-როტი ადამიანური გულისაგან აღმოცენდება საწინააღმდეგოდ ღმერ-თის ნებისა და არა - ბუნებისაგან (რამეთუ მრავალნი მამამთავარნი, წინასწარმეტყველნი და სხვანი ურიცხვნი მართალნი მორწმუნენი როგორც ძველი აღთქმისა, ასევე ახალი აღთქმისა, აგრეთვე ღვთაე-ბრივი წინამორბედი (უფლისა) და უპირატესადრე დედა სიტყუა-ღმერთისა და მარადის ქალწული მარიამი არ იყვნენ თანაზიარე-ბულნი ამგვარ და მათს მსგავს სხვა ცოდვებს), - არამედ (ტვირთად და შედეგად დაცემისა ჩვენ ვხმობთ) ადვილად მიდრეკილებას ცოდვი-სადმი და იმ უბედურებათ, რითაც საღმრთო მართლმსაჯულებამ ადამიანი დასაჯა მისი ურჩობისათვის, როგორიცაა: გამთანგავი შრო-მა, მწუხარებანი, სხეულებრივი უძლურებანი, სალმობანი შობისა, გა-რკვეულ დრომდე მწირობის მძიმე ცხოვრება ამქვეყნად, და ბოლოს, სხეულებრივი სიკვდილიც.
წევრი 7 გვწამს, რომ ძემ ღმრთისა, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაიმდაბლა თავი თვისი ანუ მიიღო თავის საკუთარ ჰიპოსტასში კაცობრივი ხო-რცი (სხეული), ჩასახული სულიწმიდისაგან ქალწულ მარიამის სხეუ-ლში და განკაცდა; რომ იგი იშვა ხორციელად მისი დედის მარიამის ტკივილისა და ურვის გარეშე, მისი ქალწულობის დაურღვევლად, - (რომ) იგი ევნო, დაეფლა, აღდგა დიდებით მესამესა დღესა მსგავსად წერილისა, ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა და კვალად მოვალს, როგორც ჩვენ მოველით, განსჯად ცოცხალთა და მკვდართა. უკან დაბრუნება |