მთავარი > მნიშვნელოვანი თემები > აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე

აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე


6-03-2015, 11:57

აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე

 

წევრი 3

   გვწამს, რომ ყოვლადსახიერმა ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა დიდე-ბისათვის ისინი, ვინც საუკუნითგან აღირჩია; ხოლო სხვანი, რომელ-ნიც უარყო, განიკითხა, ოღონდ არა იმიტომ, რომ ამგვარად ისურვა მან ერთთა განმართლება, სხვათა კი მიტოვება და უმიზეზოდ განსჯა, რამეთუ ეს არ ახასიათებს ღმერთს, საერთოს ყველასათვის და არაპ-ირმოთნე მამას, „რომელსა ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებას ჭეშმარიტებისასა მოსვლაი" (I ტიმ. 2,4), არამედ რაკი იგი წინასწარ ხედავდა, რომ ერთნი კარგად გამოიყენებენ თავიანთ თავი-სუფალ ნებას, სხვანი კი - ბოროტად, ამიტომ ერთნი წინასწარ განსა-ზღვრა დიდებისათვის, სხვანი კი - განიკითხა. თავისუფალი ნების გამოყენების შესახებ ჩვენ შემდეგნაირად ვმსჯელობთ: რადგანაც ღმერთის სახიერებამ ღვთაებრივი და განმანათლებელ-განმწმედელი მადლი მოგვანიჭა, რომელსაც ჩვენ ასევე წინამსწრობელს ვუწოდებთ, რომელიც სინათლის მსგავსად განანათლებს სიბნელეში მავალთ და წინამძღვრობს ყველას, ამიტომ ვისაც სურს თავისუფლად დაემორ-ჩილოს მას (რამეთუ იგი თანაშეეწევა მის მეძიებელთ, და არა მის მო-წინააღმდეგეთ) და შეასრულოს მისი ბრძანებანი, ისინი ამის გამო განსაკუთრებულ მადლს მიიღებენ კიდეც, რომელიც, ხელს უწყობს რა, განამტკიცებს და განუწყვეტლივ სრულყოფს რა მათ ღმერთის სიყვა-რულში, ანუ იმ კეთილ საქმეებში, რასაც ღმერთი ჩვენგან მოითხოვს (და რასაც მოითხოვდა აგრეთვე წინამსწრობელი მადლი), - განამარ-თლებს მათ და შექმნის წინასწარგანსაზღვრულებად. ისინი კი, რომ-ლებსაც, პირიქით, არ სურთ დაემორჩილონ და შეუდგნენ მადლს და ამიტომ არ აღასრულებენ საღმრთო მცნებებს, არამედ სატანის შეგო-ნების მიდევნებით ბოროტად იყენებენ თავიანთ თავისუფლებას, ბო-ძებულს მათთვის ღმერთისაგან იმად, რომ მათ საკუთარი ნებელობით ექმნათ სიკეთე, - ესევითარნი საუკუნო სასჯელს (განკითხვას) მიეცე-მიან.

   ხოლო ღვთისმგმობი მწვალებელნი რომ ამბობენ, თითქოსდა ღმერ-თი წინასწარ განსაზღვრავს ანდა განიკითხავს ისე, რომ სულაც არ უყურებს წინასწარგანსაზღვრულთა თუ განკითხულთა საქმეებს, - ამას ჩვენ უგუნურებად და უკეთურებად მივიჩნევთ; რამეთუ ამ შე-მთხვევაში (ასე რომ ყოფილიყო, მაშინ) საღმრთო წერილი თავის თავს შეეწინააღმდეგებოდა. იგი კი გვასწავლის, რომ მორწმუნე რწმენითა და თავისი საქმეებით ცხოვნდება, და ამასთანავე ღმერთს წარმოგ-ვიდგენს ერთადერთ მიზეზად ჩვენი ხსნისა და ცხოვნებისა, რადგანაც, ესე იგი, ღმერთი წინდაწინ გვანიჭებს განმანათლებელ-განმწმედ მადლს, რომელიც ადამიანს შეაძლებინებს ღვთაებრივი ჭეშმარიტების შეცნობას და ასწავლის მას თანახატ-ექმნას მას (თუკი ადამიანი არ ეწინააღმდეგება) და ღმერთისათვის სათნო სიკეთე აკეთოს, რათა ცხო-ვნება მიიღოს, ისე, რომ არ იქნას მოსპობილი ადამიანის თავისუფალი ნება, არამედ სწორედ მის არჩევანზე იყო დამოკიდებული - დაემო-რჩილოს თუ არ დაემორჩილოს მის (საღმრთო მადლის) მოქმედებას. ამის შემდეგ განა უგუნურება არ არის, სრულიად უსაფუძვლოდ მტკი-ცება, რომ ღმერთის სურვილია მიზეზი განკითხულთა უბედურე-ბისა?! განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საშინელი ცილისწმება წარმოი-თქმება ღმერთზე? განა ეს საშინელი უსამართლობისა და გმობის წარმოთქმას არ ნიშნავს ზეცის მიმართ? ღმერთი არ არის თანაზიარი არანაირი ბოროტებისა, და მას ყველას ცხოვნება სურს, მასში არ არის ადგილი თვალღებისათვის (პირმოთნეობისათვის). ამიტომაც ჩვენ ვა-ღიარებთ, რომ იგი სამართლიანად განიკითხავს იმათ, ვინც თავისი გარყვნილი ნებისა და შეუნანებელი გულის გამო უკეთურებაში ჰგი-ებს. მაგრამ ჩვენ არასდროს, არასდროს არ ვუწოდებდით მას და არც ვუწოდებთ მიზეზს საუკუნო სასჯელისა და ტანჯვისა და თითქოსდა კაცთმოძულეს, - ღმერთს, ვინაც თავად თქვა, რომ ცათა შინა ერთი მონანული ცოდვილისათვისაც კი განიხარებენ ხოლმე. ამგვარად რწმენას თუ ფიქრს ჩვენ ვერასდროს ვერ გავბედავთ, ვიდრე ცნობი-ერება გვაქვს. - იმათ კი, ვინც ასე ამბობს და ფიქრობს, ჩვენ საუკუნო ანათემას გადავცემთ და ყველა ურწმუნოზე უარესად მივიჩნევთ.


უკან დაბრუნება