მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, მთავარი გვედის ფოტო > აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ

აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ


4-03-2015, 11:38

აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ

   

   ახალი - რომის კონსტანტინოპილისა და მსოფლიო პატრიარქი უწ-მინდესი იერემია, ღმერთის ქალაქ ანტიოქიის პატრიარქი უნეტ-არესი ათანასე, წმიდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქი უნეტარესი ქრისანთე, და ჩვენ თანა მყოფნი ყოვლადუსამღვდელოესი მღვდე-ლმთავარნი, ესე იგი არს მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და მთელი ქრისტიანული აღმოსავლეთის მართლ-მადიდებელი სამღვდელოება, დიდ ბრიტანეთში მყოფ ღირსადპა-ტივსაცემ და ქრისტეს მიერ საყვარელ მთვარეპისკოპოსებსა და ეპისკოპოსებს და მათს მთელს უპატიოსნეს სამღვდელოებას, ვუს-ურვებთ ყოველგვარ სიკეთესა და ცხოვნებას ღმრთისაგან.

   თქვენი ნაწერი მომცრო წიგნის სახით, რომლითაც თქვენის მხრი-დან პასუხობთ მანამდე თქვენდამი გამოგზავნილ ჩვენს პასუხებზე, თქვენი მოშურნეობისა და პატივისცემის შესახებ ჩვენი აღმოსავ-ლეთის ქრისტეს წმიდა ეკლესიისადმი, ფრიად განვიხარეთ და სათა-ნადოდ მივიღეთ თქვენი კეთილმსახური და სახიერი განზრახვა, თქვენი ზრუნვა და გულმოდგინება ეკლესიათა შეერთებისათვის. ასეთი ერთიანობა არის განმტკიცება ერთგულ მორწმუნეთა; მით სათნო-იყოფა უფალი და ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმან დაადგინა კიდეც თავისთან ერთობისა და თანაზიარობის ნიშნად თავის წმიდა მოწაფეთა და მოციქულთათვის ურთიერთსიყვარული, თანხმობა და ერთი აზრის ქონა. და ასე, თქვენი მოთხოვნით, ჩვენ ან მოკლედ გპასუხობთ, რომ ყურადღებით წავიკითხეთ რა თქვენი უკანასკნელი ნაწერი, ჩვენ გავიგეთ დაწერილის შინაარსი და სხვა არაფერი გვაქვს სათქმელი მასზე, თვინიერ იმისა, რაც უკვე ვთქვით მანამდე, როცა ჩვენი შეხედულება და ჩვენი აღმოსავლეთის ეკლე-სიის სწავლება გადმოვეცით. ახლაც, თქვენს მიერ ჩვენდამი გამოგ-ზავნილ ყველა წინადადებაზე ჩვენ იგივეს ვამბობთ, ანუ იმას, რომ ჩვენი აღმოსავლეთის ეკლესიის დოგმატები და (სარწმუნოებრივი) სწავლება ჯერ კიდევ ძველს დროშია გამოკვლეული, სწორად და კეთილმსახურად განსაზღვრული და დამტკიცებული წმიდა და მსო-ფლიო (საეკლესიო) კრებების მიერ; რაიმეს მიმატება მათთვის ანდა გამოკლება დაუშვებელია. ამიტომაც ვისაც სურს ჩვენთან თანახმი-ერი იყოს მართლმადიდებელი სარწმუნოების დოგმატებში, ისინი უბრალოებით, მორჩილებით, ყოველგვარი გამოკვლევისა და ცნო-ბისმოყვარეობის გარეშე უნდა მიჰყვნენ და დაემორჩილონ ყოვე-ლივეს, რაც განსაზღვრულია და დადგენილია (წმიდა) მამათა უძვე-ლესი გადმოცემით და რაც დამტკიცებულია წმიდა და მსოფლიო (საეკლესიო) კრებების მიერ, მოციქულთა და მათი მემკვიდრეების - ჩვენი ეკლესიის ღმერთშემოსილი მამების დროიდან. მართალია ეს პასუხებიც საკმარისია იმაზე, რასაც თქვენ გვწერთ, მაგრამ უფრო სრული და უცილობელი დარწმუნებისათვის, აი, ჩვენ გიგიზავნით კიდეც უვრცესი სახით ჩვენი აღმოსავლეთის ეკლესიის მართლმა-დიდებელი სარწმუნოების გადმოცემას, მიღებულს გულდასმითი გამოკვლევის (განხილვის) შემდეგ იმ კრებაზე, რომელიც კარგა ხნის წინათ შედგა (1672 წელს ქრისტეს შობიდან) და რომელიც იერუსა-ლიმის კრებად იწოდება; რომელი გადმოცემაც შემდგომში დაბეჭ-დილ იქნა კიდეც ბერძნულ და ლათინურ ენებზე პარიზში 1675 წელს და, შესაძლოა, იმ დროსვე თქვენამდეც მოაღწია და ამჟამად თქვენ ხელთ გაქვთ. მისგან თქვენ შეგიძლიათ შეიცნოთ და უეჭ-ველად გულისხმა-ჰყოთ მართლმადიდებელი ეკლესიის კეთილმ-სახური და მართლმადიდებელი აზრების წყობა. და თუკი თქვენ დაგვეთანხმებით, დაკმაყოფილებულნი იმ სწავლებით, რომელიც ჩვენ აწ გადმოვეცით, მაშინ ყოველივეში ერთნი იქნებით ჩვენთან და ჩვენს შორის აღარანაირი განყოფა არ იქნება. ხოლო რაც შეეხება სხვა საეკლესიო წეს-ჩვეულებებსა და რიგს, ლიტურგიის წმიდა წესთა აღსრულებას, ესეც, ღმერთის შეწევნით აღსრულებული მომავალი გაერთიანებისას, ადვილად და მოსახერხებლად შეიძლება გამოსწორ-დეს. რამეთუ საეკლესიო ისტორიული წიგნებიდან ცნობილია, რომ ზოგიერთი ჩვეულებანი და განწესებანი სხვადასხვა ეკლესიებსა და ადგილებში იყო და არის კიდეც სახეცვალებული. მაგრამ ერთიანობა სარწმუნოებაში და ერთი აზრი დოგმატებში (ყველგან) უცვლელი რჩება. მაშ, უფალიმც მოგვცემს - მეუფე და განმგებელი ღმერთი ყო-ველთა, „რომელსა ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხოვრებაი და მეცნიე-რებასა ჭეშმარიტებისას მოსვლაი" (I ტიმ. 2,4) – (იმას), რომ მსჯე-ლობა და გამოკვლევა ამ საგნის შესახებ წარიმართოს თანახატად და შესაბამისად მისი ღვთაებრივი ნებისა, სულის სარგო და მაცხოვ-ნებელი დამკვიდრებისათვის (ჭეშმარიტ) სარწმუნოებაში.

   აი, რა გვწამს და როგორ ვფიქრობთ ჩვენ, აღმოსავლეთის მართლ-მადიდებელი ქრისტიანები:

 

წევრი 1

   გვწამს ერთი ღმერთი ჭეშმარიტი, ყოვლისმპყრობელი და დაუსრუ-ლებელი - მამა, ძე და სულიწმიდა: მამა არაშობილი, ძე შობილი მამისაგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ერთარსი მისი (და) სული-წმიდა, მამისაგან გამომავალი და მამისა და ძისა ერთარსი. ამ სამ პირს (ჰიპოსტასს), ერთარსებას, ჩვენ ვუწოდებთ ყოვლადწმიდა სამებას, მარადის ღირსად კურთხეულს, განდიდებულს და თაყვანისცემულს ყოველი ქმნილებისაგან.

 

წევრი 2

   გვწამს, რომ საღმრთო და წმიდა წერილი შთაგონებულია ღმერთის მიერ. ამიტომ ჩვენ შეუსიტყვებლად უნდა გვჯეროდეს მისი, ამასთან, არა როგორღაც და თვითნებურად, არამედ სწორედ ისე, როგორც კათოლიკე-საყოველთაო ეკლესიამ განგვიმარტა და გადმოგვცა. რამე-თუ მწვალებელთა ფუჭი ბრძნობაც მიიღებს საღმრთო წერილს, ოღ-ონდ დამახინჯებულად განმარტავს მას, იყენებს რა ქარაგმულ და მსგავსი მნიშვნელობის მქონე გამოთქმებს და კაცობრივი სიბრძნის ხრიკებს, შეურევს რა იმას, რისი შერევნაც არ შეიძლება და ყრმათა მსგავსად ეთამაშება რა ისეთ საგნებს, რომლებთანაც ხუმრობა არ შეიძლება. სხვაგვარად, ნებისმიერი ადამიანი ყოველდღე რომ შესდ-გომოდა წმიდა წერილის თავისებურად (თვითნებურად) განმარტებას, მაშინ კათოლიკე-საყოველთაო ეკლესია დღესამომდე ვერ ჰგიებდა ქრისტეს მადლით იმგვარ ეკლესიად, რომელსაც, არის რა ერთი აზრის მქონე სარწმუნოებაში, ყოველთვის ერთნაირად და შეურყეველად სწამს, არამედ ურიცხვ ნაწილად განიყოფოდა და მწვალებლობებს დაექვემდებარებოდა, ხოლო ამასთან ერთად აღარ იქნებოდა წმიდა ეკლესია, სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა და შეიქნებოდა ეკლე-სიად მზაკვართა, ანუ, როგორც ეს უეჭველად უნდა ვივარაუდოთ, მწვალებელთა ეკლესიად, რომელთაც არა რცხვენიათ ისწავლონ ეკლესიისაგან, შემდეგ კი უსჯულოდ უარყონ იგი. ამიტომ ჩვენ გვწამს, რომ კათოლიკე-საყოველთაო ეკლესიის მოწმობას (საეკლესიო გადმო-ცემას) საღმრთო წერილზე არანაკლები ძალა აქვს. რამეთუ მიზეზი ერთისაც და მეორისაც არის ერთი და იგივე სულიწმიდა, ამდენად სულ ერთია - საღმრთო წერილისაგან განვისწავლებით თუ მსოფლიო ეკლესიისაგან. ადამიანი, რომელიც საკუთარი თავისაგან ლაპარაკობს, შეიძლება შეცდეს, მოატყუოს, ანდა მოტყუებულ იქნას, ხოლო მსო-ფლიო ეკლესიას, რაკი მას არასდროს არ უსიტყვია და არც ახლა იტყვის საკუთარი თავისაგან, არამედ - ღმერთის სულისაგან (რომ-ელიც მას განუწყვეტლივ ჰყავს და მარადის, საუკუნოდ ეყოლება თავის მოძღვრად), არაფრით არ ძალუძს შესცოდოს, მოატყუოს და მოტყუებულ იქნას, არამედ მსგავსად საღმრთო წერილისა იგიც უც-თომელია და მასაც სამარადჟამო მნიშვნელობა აქვს.



უკან დაბრუნება