მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვაზე პასუხი

კითხვაზე პასუხი


24-02-2015, 13:24

 

   გიორგის შეკითხვა: პირველ რიგში გილოცავთ დიდმარხვის დაწყ-ებას მამა კონსტანტინე. ფრიად მნიშვნელოვან საკითხზე მინდა შეგე-კითხოთ თქვენის ნებართვით: უნათლავი ჩვილების ცხონება/არ ცხონების საკითხს ეხება ჩემი შეკთხვა. არ ვგულისხმობ მაინცდა-მაინც აბორტის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ბედს. ზოგადად, უნათლავად გარდაცვლილი ჩვილის სული ცხონდება თუ არ ცხო-ნდება? თუნდაც დედის მუცელშივე მოშლის შედეგად რა ბედი ელ-ის ბავშვს? ამ საკითხის შესახებ აზრი გაორებულია და ცალსახად მხოლოდ ერთი მოსახზრების მტკიცება, რბილად რომ ვთქვათ, არ მიმაჩნია მართებულად. ამიტომაც მაინტერესებს თქვენი მოსაზრება.

   პასუხი: მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება ამ საკითხთან მიმ-ართებაში ცალსახაა. შესაძლოა ვინმე ეკლესიის სწავლებაზე მაღლა აყ-ენებს თავის შეხედულებას, მაგრამ წმიდა წერილის, წმიდა გადმო-ცემის, წმიდა მამათა სწავლების თანახმად, ეკლესიის მიღმა არ არის ცხონება. საკითხს ართულებს ის გარემოება, რომ საქმე ჩვილებს ეხება, რაც შემდეგ კითხვას ბადებს: განა მუცელში მოწყვეტილა, ან თუგინდ დაბადებული ჩვილი ხომ უცოდველია, როგორ შეიძლება ის ჯოჯო-ხეთში აღმოჩნდეს? საქმე ისაა, ყველა ადამიანი პირველქმნილი ცოდ-ვით იბადება. წმიდა წერილი ამბობს, რომ ადამში ყველამ შესცოდა. ამდენად ჩვილიც არ არის დაზღვეული ამ ცოდვისაგან. აღნიშნული ცოდვისაგან განთავისუფლება მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩატარე-ბული ნათლისღების შედეგად ეპატიება.

   წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამ საკითხთან დაკავშირებით ფრთხი-ლად ამბობს, რომ უნათლავი ჩვილები არც ცხონდებიან და არც იტანჯებიანო. ჯოჯოხეთში არსებობს ადგილი, სადაც თავისი პირადი ცოდვების გამო არ იტანჯება ადამიანი, მაგრამ მისი ტანჯვა იმაში გამოიხატება, რომ ვერ ხედავს ღმერთს. ეს სახარებაში ხსენებული „აბრაამის წიაღის" მსგავსი მდგომარეობაა. ძველი აღთქმის მართლები სწორედ იქ იმყოფებოდნენ. მაგრამ ეს არ იყო სასუფეველი, ვინაიდან ქრისტეს ჯერ კიდევ არ ჰყავდა გამოსყიდული კაცობრიობა. ახალი ადამი, ანუ ქრისტე ჯერ კიდევ არ იყო მოსული ამქვეყნად. მაცხოვრის ჯვარცმისა და, აღდგომისა შემდეგ მან გამოიყვანა ყველა მართალი ჯოჯოხეთის წყვდიადიდან, რომელიც (აბრაამის წიაღი) ჯოჯოხეთის სხვა ადგილსამყოფელთან შედარებით, სამოთხედ ეჩვენებოდათ.

   ეს საკითხი კიდევ მრავალი საკითხის განხილვას მოითხოვს, კერძ-ოდ, ჯოჯოხეთის რაობის, ადამის ცოდვის არსის, ორიგენიზმისა და სხვა, რომლებიც, ჩვენი შეძლებისამებრ განვიხილეთ საიტზე.

   ჩემი რჩევაა: ნუ ვიქნებით ღმერთზე მოწყალე ქრისტიანები.

   P. S. ჰუმანისტური იდეებით გაჟღენთილი თანამედროვე ადამიანის-თვის კატეგორიულად მიუღებელია თეზა: ცხონება მხოლოდ მართლ-მადიდებელ ეკლესიაშია. სამწუხაროდ, დღეს სასულიერო პირებიც კი ამბობენ: ჩვენ არ ვიცით მართლმადიდბელი ეკლესიის მიღმა ვინ ცხონდება და ვინ არა. მაგრამ შეესაბამება კი ასეთი გამოთქმა მართლ-მადიდებლურ მსოფლხედვას? გვაქვს კი „არ ვიცი"-ს თქმის უფლება იქ, სადაც დედაეკლესია (წმიდა წერილი, წმიდა გადმოცემა, დოგმატ-ები, პატრისტიკა), ამბობს „ვიცით"? ან პირიქით, სადაც ეკლესია ამ-ბობს „არ ვიცი", მართლმადიდებლური სწავლების საპირისპიროდ გა-ნაცხადოთ „ვიცით".

  მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა არ არის ცხონება - ვიცით. თუ ვინმემ არ იცის, გაეცნოს ჭეშმარიტ სწავლებას, რომელიც შვიდი მსოფლიო კრების, - და მომდევნო დროის წმიდა მამებმა ერთხმად დაადასტურა. მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, მართლმადიდე-ბელი ეკლესიის წიაღში ვინ ცხონდება, ვინაიდან სულ სხვა სამს-ჯავროა ღვთისა, და სულ სხვა - ადამიანის.


უკან დაბრუნება