მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > ხსენება ადამის განდევნისა, შენდობის კვირა (დიდი მარხვის აღება)
ხსენება ადამის განდევნისა, შენდობის კვირა (დიდი მარხვის აღება)16-03-2024, 16:21 |
აი, უკვე სამი შვიდეულია, რაც ეკლესიის თაღქვეშ გაისმის ცოდვით დაღალული ადმიანური გულის შეძახილი: „სინანულისა ბჭენი განმიხვენ, ცხოვრების მომცემელო!.." ხვალინდელი დღიდან ფართოდ იღება სინანულის წმინდა კარი... განსაკუთრებულად ღრმა და სერიოზული სიჩუმე შეიგრძნობა ჩვენს – ჩვეულებისაებრ ამაო – ცხოვრებაში... თავისი სულიერი შინაარსით დიდმარხვა საყოველთაო აღდგომამდე ადამიანის სიკვდილისშემდგომი მდგომარეობის წინასახეს წარმოადგენს... იგი ჩვენ გვასწავლის, თუ როგორ შეჰფერის მზადება სიკვდილისთვის... სიკვდილის სარეცელზე ადამიანს გადაულახავი სურვილი უჩნდება ყველასთან შერიგებისა; არ რჩება არც სიცრუე, არც თვალთმაქცობა. იგივე გულწრფელობა უნდა გვქონდეს ახლაც ვედრებისას... მომაკვდავზე არანაირი ზემოქმედება არა აქვს გარეგან შთაბეჭდილებებს – იგივე გულგრილობა გვმართებს ჩვენც ყოველივე ამსოფლიურისადმი... დიდმარხვაში სული თითქოს სხეულისაგან დამოუკიდებლობასა და განშორებულობას ეჩვევა და თვითშეგნების უფრო მაღალ საფეხურზე ადის... სული სიკვდილის შემდგომ საზვერეებს გადის, სადაც გამოიცდება ყველა საქმეში, სიტყვასა და აზრში, რომელნიც მის ზნეობრივ შინაარს შეადგენენ, მის დანაშაულსა და ღირსებას. წმინდა დიდმარხვა ჟამია ჩვენი სინდისის გამოცდისა, რომელიც მაცხოვნებელ ღვთის შიშსა და სულის მონანულ შემუსვრილებას ბადებს... გადის რა საზვერეებში სამსჯავროს სული ღვთის წინაშე მოიყვანება თაყვანისცემისათვის და სჭვრეტს მის დიდებას... იგივე ხდება მარხვასთან დაკავშირებით... სრული ნეტარება ჩვენ მხოლოდ აღდგომის შემდგომ მოგვენიჭება, რომლის წინასახეცაა ჩვენი პასექი... ვდღესასწაულობთ რა ქრისტეს აღდგომას, ჩვენ იმავ დროს ჩვენს აღდგომასაც ვდღესასწაულობთ... არ შეეფერება განა ჩვენი სააღდგომო ურთიერთამბორება ჩვენს მომავალ შეხვედრას საყოველთაო აღდგომის ჟამს?.. მაგრამ ნათელ სიხარულს მანამ ვერ მისწვდები, სანამ მძიმე, მაგრამ მაცხოვნებელ მარხვას არ გაივლი.
მარხვა ბოროტის წინააღმდეგ საბრძოლველი იარაღია ქრისტიანის დასაცავად. ქრისტიანები აღდგომის დიდი მარხვისთვის მზადებას რამდენიმე კვირით ადრე იწყებენ. ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე კი ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული ქრისტიანი. ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესიის წევრების მსგავსად ადამიანები ერთმანეთს შენდობას თხოვენ და მიუეტევებენ შეცოდებებს.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |