მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი მტკიცებულებათა წინააღმდეგ

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი მტკიცებულებათა წინააღმდეგ


9-08-2020, 00:05

 

 

   პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი თავის სწავლებაში ლამობს რწმენა და ცოდნა პირადი გამოცდილებით ჩაანაცვლოს, ცდილობს სწორედ ეს დახატოს ერთადერთ "კრიტერიუმად ჭეშმარიტებისა". ამავე დროს, პრ. შმემანი ირაციონალურ ელფერს უნარჩუნებს თავის სწავლებას და ყველანაირად ხაზს უსვამს შემდეგს: მისი გამოცდილება არ იძლევა არანაირ ცოდნას ღმერთზე. ანუ: პრ. შმემანი ცდილობს დაარწმუნოს მკითხველი, რომ არც რწმენა, არც გამოცდილება მტკიცებულებას არ გამოდგება.

   აქაც, ისევე როგორც თავის სხვა სწავლებაში, პრ. შმემანი არაორიგინალურია. თავის დროზე ა. ხომიაკოვმა დაიწყო მიზანმიმართული პოლემიკა "მტკიცებულებათა წინააღმდეგ": "ყოველი, რომელიც ეძებს მტკიცებულებას, ეკლესიის ჭეშმარიტებაში თავის ეჭვს გამოხატავს და განაშორებს თავს ეკლესიისაგან"¹. შემდეგ ხომიაკოვი ამბობს: "გონებრივი ძალი ვერ აღწევს ღვთის ჭეშმარიტებას, და ადამიანის უძლურება ცხადდება მტკიცებულებათა უსუსურობით".²

   შმემანისთვის რწმენას არ გააჩნია საფუძვლები: "ჩვენ დროში რწმენის მტრები ცდილობენ სარწმუნოებასა და რელიგიაზე კამათი რაღაც მეცნიერულ პოლემიკამდე დაიყვანონ, გაანადგურონ მორწმუნენი მეცნიერული არგუმენტებით, თითქოს ბუნებრივი მოვლენების შეცნობაზეა საუბარი. ამავე დროს, ცრუმეცნიერულ პლანში, ყველაფერი რასაც ამტკიცებენ ქრისტიანები, ვით თავიანთი რწმენის არსს, ნამდვილად არ ექვემდებარება მტკიცებულებას".³

   ეს სიტყვასიტყვით არის კათოლიკური მოდერნიზმის ზუსტი თეზისი. პრ. შმემანის ბოროტმავნებლობა ძნელი შესაფასებელია. მოდერნისტული მსოფლხედვით, სახარება ისტორიული ფაქტორების მოწმობის ტექსტია, რომელშიც მოთხრობილია მაცხოვრის ამქვეყნიური მოღვაწეობა და ჯვარზე სიკვდილი. (საქმე 10. 39). მოდერნიზმში სახარება არა ჭეშმარიტი ღვთის სიტყვის სწავლებად, არამედ ადამიანების რწმენაზე საუბრის ტექსტად მოიაზრება, თან ისეთ რწმენაზე, რომელიც არ ფლობს თავისი ჭეშმარიტების მტკიცებულებას.

   პრ. შმემანი წერს: "რწმენა - ადამიანის ღვთისკენ ლტოლვის გამომხატველი პასუხია. ეს პასუხი გულისხმობს, რომ მათი ურთიერთობის ინიციატივა, რასაც ჩვენ რწმენას ვუწოდებთ, არა ადამიანს, არამედ ღმერთს ეკუთვნის. ღმერთი გაეხსნება ადამიანს, ადამიანი იღებს ამ გამოცხადებას, პასუხობს რა მას, პასუხობს ღმერთს. აი ამიტომ, მორწმუნეს არა აქვს დამაჯერებელი, ასე ვთქვათ, "ობიექტური" მტკიცებულება ურწმუნოს წინააღმდეგ. ამავე დროს, მორწმუნისათვის რწმენა გაცხადებულია ისე, როგორც თავად ღმერთი, რომლისკენაც ეს რწმენა არის მიმართული".

   მაგრამ, თუ არსებობს ღვთის გამოცხადება, ე.ი. არსებობს მტკიცებულებაც. როგორი გამოცხადებაცაა, ისეთივეა რწმენაც, ისეთივეა მტკიცებულებაც.

   პრ. შმემანის თანახმად, "თავად ქრისტე არაფერს ამტკიცებდა, არამედ მხოლოდ მოუწოდებდა ადამიანებს, მიეღოთ ის, რაც არ უხილავთ, არ მოუსმენიათ, არ მიუღიათ".5 მაგრამ მაშინ როგორ გავიგოთ სახარების სიტყვები: "ამენ, ამენ გეტყვი შენ, რამეთუ რომელი ვიცით, ვიტყვით, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ". (იონ. 3. 11). ალბათ იგნორირებას გვირჩევენ ზოგიერთები... როგორც ოსტატურად ახერხებენ ამას (იგნორირებას) პრ. შმემანი.

   "ქრისტე არაფერს ამტკიცებდა" - ამბობს შმემანი. მაგრამ წმიდა წერილში მრავალი ადგილი მოწმობს საპირისპიროს. მაცხოვარი ადუმებს სადუკეველებს წმიდა წერილიდან მოყვანილი მტკიცებულებით: "ხოლო აღდგომისათვის მკუდართასა არა აღმოგიკითხავსა თქმული იგი ღმრთის მიერ, რომელსა იტყვის: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი - ღმერთი მკვდართა, არამედ ცხოველთა". (მათ. 22. 31-32).

   მაცხოვარი კვლავ ბრძანებს: "ხოლო რომელმან შეურაცხყოს და არა შეიწყნაროს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თვისი: სიტყვასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკანასკნელსა დღესა". (იონ. 12. 48). ხოლო ვინც არ ირწმუნა მისი სიტყვების როგორც მტკიცებულება, თავის ქმნილ სასწაულებს სთავაზობს მათ: "გარქუ თქუენ, და არა გრწამს; საქმეთა რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, ესენი წამებენ ჩემთვის". (იონ. 10. 25).

   გარდა ამისა, საქმე მოციქულთაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ მაცხოვარი თავის მოწაფეებს მრავალი მტკიცებულებით გამოეცხადა: "რომელთაცა წარუდგინა თავი თვისი ცხოველი შემდგომად ვნებისა თვისისა მრავლითა სახითა, ორმეოცდა დღეთა ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათვის ღვთისა". (საქმე. 1. 3). შემდეგ ეუბნება მათ: "... და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალიმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა". (საქმე. 1. 8).

   მაცხოვრის სიტყვებში ცხადად ვხედავთ მტკიცებულებისა და დარწმუნების მითითებებს: "ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმა იგი შენი. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყვა. ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი". (მათ. 18. 15-17).

   აქ ნათელია და ცხადი მტკიცებულების დამაჯერებელი ძალა, მითითება ავტორიტეტზე, რომელიც პრ. შმემანისათვის საერთოდ არაფერია.

   ამრიგად, პრ. შმემანის მოსაზრება, რომ ქრისტიანული რწმენა დაუსაბუთებელი და დაუმტკიცებელია, უსაფუძვლოა, უნიადაგოა.

  თუ სახარებისეული ტექსტის ფაქტები პრ. შმემანის მსოფლხედვაში კარგავენ მტკიცებულების ძალას, რაღა უნდა ვთქვათ დოგმატებზე?!

 

 


 

 

 

¹Хомяков А.С. Cочинениябогословские.Т2. Прага 1867. გვ. 7.

²იქვე გვ. 8.

³Шмеман. А. О. Воскресные беседы. Paris. 1989. გვ. 12.

იქვე გვ. 227.

5იქვე გვ. 229.

 

 

 Мировозрение Протопресвитера Александра Шмемана. Р. Вершило. Антимодернизм - ру.

 
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინემ (ჯინჭარაძე) 

უკან დაბრუნება