მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > ამპარტავნების, საკუთარი თავის განკითხვისა და სიმდაბლის შესახებ

ამპარტავნების, საკუთარი თავის განკითხვისა და სიმდაბლის შესახებ


28-02-2015, 00:01

 

ამპარტავნების, საკუთარი თავის განკითხვისა და სიმდაბლის შესახებ

 

   თუ სიმდაბლის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ, ბრწყინვალე შესამოს-ლის მემკვიდრენი გავხდებით; თუკი სიყვარულიც გვექნება, სამოს-ელს მეტად გავამშვენებთ; თუკი მორჩილება ცნობისმოყვარეობის გარეშე მას ფერადოვნებას და ელვარებას შესძენს; განუწყვეტელი ლოცვით კი ის ძვირფასი მირონის კეთილსურნელებით გაიჟღინთება. როცა სრულვყოფთ სამოსელს, შევიმოსებით და ამ ზეციური მადლით მოსილნი კადნიერებით წარვდგებით ქრისტეს სამსჯავროზე. უფალი დიდებისა სულიერ კეთილსურნელებას შეიგრძნობს, მადლის ულევ საუნჯეს სიხარულით გაგვიხსნის და მაშინ მართლაც გავმდიდრ-დებით!

 

***

   შენ, შვილო, შენს თავს მიხედე. სიმდაბლე არ გყოფნის. შენი ამპარ-ტავნება და სიჯიუტეა იმ გულისსიტყვების მიზეზი, რომლებზეც მწერ. თუ დამდაბლდები, თუკი ყველა დაბრკოლებისას საკუთარ თავს დაარწმუნებ, რომ შენი ვნებები გტანჯავს, მოძღვარი და ძმები კი უდანაშაულო არიან, - უმალვე იგრძნობ გულისსიტყვების შემცირებას და შენი ჭრილობების განკურნება დაიწყება. სხვა საშუალებით (ანუ მოძღვრისა და ძმების შეცვლით) კურნებას ნუ ელი. ამაოდ გაირჯები. ბოროტება ფესვიანად უნდა აღმოიფხვრას. მისი ძირია ამპარტავნება, ეგოიზმი, სიჯიუტე, საკუთარი ნება, მრისხანება და სხვ. ამ ყველაფრის წამალი ერთია - ცოდვასა და განსაცდელში საკუთარი თავის დადა-ნაშაულება. ყოველთვის თქვი: "მე ვარ დამნაშავე, ჩემშია მიზეზი; ჩემი ვნებებისგან მემართება ყველაფერი. ჩემი უბედურების მიზეზი მხოლ-ოდ მე ვარ, სამგზის უბადრუკი, სხვა არავინ".

   დიახ, შვილო, ეს არის უზენაესი ჭეშმარიტება, უტყუარი სინამდვი-ლე. იმ გზით იარე, რომელსაც გიჩვენებ და მაშინ შენი სული უთუოდ გაჯანსაღდება და განიკურნება.

 

   ***

   შვილო, შევიყვაროთ თავმდაბალი აზროვნება. თუ უფალს ჩვენი სი-შიშვლის გამო შევებრალებით, ცოტაოდენი ლოცვის უნარს მოგვცემს და სულს ღვთაებრივი სამოსით შემოსავს. მაშინ უნდა გავფრთხილ-დეთ, რომ არ დავსვაროთ იგი დაუდევრობით, ანუ ამპარტავნებით, განკითხვით, უდებებით, ურჩობით, და ა.შ. ვეცადოთ, უფრო მეტად განვასპეტაკოთ ის კეთილი საქმეებით, განსაკუთრებით კი თავმდა-ბალი აზროვნებით და თავის დადანაშაულებით. ეს უფრო სათნოა ღვთისთვის, ვიდრე ცუდადმზვაობრობით შესრულებული დიდი საქ-მეები.

 

   ***

   სიმდაბლე საოცარი სათნოებაა, მისი მქონე კეთილსურნელებას აფრ-ქვევს. მდაბალს მორჩილებაც აქვს, სიყვარულიც, მოთმინებაც და ყვე-ლა სხვა სათნოება. როცა ვმრისხანებთ ან გულისწყრომა დაგვეუ-ფლება, როცა განვიკითხავთ ან ვურჩობთ, ცხადია, რომ შესაბამისი ამპარტავნება და ეგოიზმი გვაქვს. თუ სიმდაბლის გზაზე წარმატებით ვივლით, მაშინ ეგოიზმის ბოროტი ნაშიერები უკან დაიხევენ.

   მოდით, შვილებო, თავი დავიმდაბლოთ ჩვენთვის დამდაბლებული უფლისთვის. რა დიდი სიმდაბლე გვიჩვენა უფალმა, როცა ჯვარს ეცვა! ჩვენ კი, ბუნებით მდაბლებს, არ გვსურს თავი მოვუდრიკოთ ძმას და მხოლოდ საკუთარი ნების აღსრულება გვინდა?

   თუკი გვსურს, რომ იესომ ჩვენს გულებში დაიმკვიდროს, გვიყვარდ-ეს და დავმდაბლდეთ ისე, როგორც ქრისტე; მას ჩვენი ეგოიზმით ნუღარ დავამწუხრებთ. ნუღარ გავაკრავთ ჯვარზე ძმური სიყვარუ-ლისგან დაცლილი ნათქვამითა და ქცევით; ნუღარ გავამწარებთ უტკ-ბესი იესოს წმინდა გულს!

 

   ***

 

   ანგელოზები ზეცაში დიდებისმეტყველებდნენ და გალობდნენ, ადა-მიანები თავიანთ სასახლეებში ილხენდნენ, ღმერთი და შემოქმედი კი, როგორც უკანასკნელი ღატაკი, ერთ გამოქვაბულში, პირუტყვის ბაგა-ში იწვა!

   როგორი სიმდაბლე გვიჩვენა იესომ! თქვენც ასეთი სიმდაბლე შეიძ-ინეთ, შვილებო! თავმდაბლობა ყველაზე მშვენიერი სათნოებაა, ოქ-როქსოვილი სამოსელია. ნეტარია, ვინც მას შეიმოსავს, რადგან ამით ის ენით გამოუთქმელ სულიერ მშვენიერებას შეიძენს. და პირიქით, ყველაზე ბინძური ვნება ამპარტავნება და ეგოიზმია.

 

   ***

   თავი უკიდურეს ცოდვილად და ბიწიერად მიიჩნიე, რომ იესო ქრი-სტემ თანაგრძნობით მოგხედოს, შეგიწყალოს და აურაცხელი ცოდვა შეგინდოს.

   ყველა ძმას დაემორჩილე. ყველაზე უკანასკნელად, უვარგისად მიი-ჩნიე თავი, თუ გსურს ვნებებისა და უძლურებებისგან გათავისუ-ფლება. არასოდეს იმართლო თავი არც სიტყვით, არც გულისსიტყვით, არამედ ყოველთვის განაჩენი გამოუტანე საკუთარ თავს, როგორც და-მნაშავეს და პასუხისმგებელს.

 გწამდეს შენი მოძღვრის, მის სიტყვას დაემორჩილე, სიყვარული გქონდეს და გულწრფელად აღიარე ყოველი გულისსიტყვა, რადგან თავმდაბალ სულს სუფთა აღსარება ახასიათებს.

 

   ***

   წინ გასწით, ჩემო შვილებო! იესო ქრისტეს სიმდაბლის არდაგი მოი-რტყით წელზე და ყველაფერში დაემორჩილეთ, რომ თქვენს გულებში ყოველთა ღმერთი მიიღოთ. ქრისტე იმ სულში ვერ განისვენებს, რო-მელიც სიმდაბლის სურნელებას არ აფრქვევს და ამპარტავნების სი-მყრალის გამო განეშორება მას.

   მთელი გულით გთხოვთ, მოიძულეთ შეპასუხება, ურჩობა, კამათი, საკუთარი ნება, კადნიერება და ყველა სხვა ვნებიანი მდგომარეობა, რადგან ეს ყველაფერი სულისგან ღვთის სიყვარულს განაშორებს და მის ნაცვლად სიმწარე მოაქვს.

   იყავით გულწრფელნი თქვენს ყველა მოქმედებასა და სიტყვაში. ნუ იცრუებთ, სიმართლე ილაპარაკეთ. თქვენი თანამოღვაწე ძმების სუ-ლიერ უძლურებებს ნუ გამოიძიებთ, რადგან ეს საკმაოდ დაგაზი-ანებთ. ღვთის გულისთვის თანაგრძნობით დახუჭეთ თვალი მათზე, რომ ღმერთმა თქვენს უძლურებას თანაგრძნობით მოხედოს.

   ნურასოდეს გექნებათ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, თქვენმა მფარველმა ღვთის მადლმა რომ არ მიგატოვოთ და დიდ განსაცდელში არ აღმოჩნდეთ.

  ყველა სათნოებაზე მეტად, მთელი გულით შეიყვარეთ სიმდაბლე, რადგან მას ხორციელი შრომის გარეშეც ძალუძს ღვთის ძეობის მა-დლი მოგვანიჭოს; და პირიქით, ხორციელი შრომა ამაო და უსარ-გებლო იქნება, თუ არ გავაცნობიერებთ საკუთარ არარაობას.

 

   ***

   დამდაბლდი და თავი დაიდანაშაულე. თუნდაც ბოლომდე მართალი იყო, ნუ გაიმართლებ თავს, რადგან თავის მართლება ჩვენი სნეული სულის განკურნებას დააბრკოლებს.

   ჩემო გოგონა, სათნოეყავი დედა იღუმენიას და ღვთის საფარველის ქვეშ მოექცევი. ქრისტეს თავმდაბალი სასძლო გახდი. უმშვენიერეს სი-ძეს - იესო ქრისტეს სძულს ეგოისტი. სიძე - მდაბალი და მშვიდი, ხო-ლო სასძლო - ამპარტავანი და მრისხანე სული?

   თუ გსურს, კეთილსურნელებას გამოსცემდე, თავმდაბალი, წრფელი, მორჩილი და მშვიდი სული შეიტკბე, ხოლო ეგოიზმი ისე მოიძულე, როგორც სიმყრალე და სიბრიყვე.

   კარგად იქცევი, ყველაფერს საკუთარ თავს რომ აბრალებ. ეს მამათა გზაა. ასეა, შვილო, ღრმად დაიმარხე იგი და უდიდესი სარგებელი გე-ქნება.

 

 ***

 

   რა არის თავის იძულებაზე უფრო მშვენიერი! მას ნამდვილად დაფ-არული, მაგრამ სრულყოფილი სიხარული მოაქვს წმინდა იმედისმო-მცემ მომავალთან ერთად.

   ამიტომ, შვილო, იბრძოლე, რომ წმინდა თავის განკითხვა მოიპოვო. მუდმივად დაიდანაშაულე თავი. იმეორე: "ტკბილო იესო, ამაშიც მე ვარ დამნაშავე; არც ეშმაკია დამნაშავე, არც ადამიანი, ეს მხოლოდ ჩემი ბოროტების ბრალია, რადგან უყურადღებოდ დავდივარ ცხოვრების გზაზე. მოჰფინე ნათელი ჩემი ცხოვრების ბილიკს, სიმდაბლის ცვა-რით დამინამე გული, რომ შევიგრძნო მშვიდი და მდაბალი იესო. ანგელოზთა სიხარულო, ჩემს ცრემლებს ნუ უგულებელყოფ, არამედ კეთილსურნელებად მიითვალე და რასაც გულით ვითხოვ, მომმა-დლე, რომ ტკივილი დამიამდეს და ყმაწვილური თავდავიწყებით დი-დების ჰიმნები გიგალობო".

   ჩაუღრმავდი საკუთარ თავს და ყველაფერს მარტივი თვალით შეხ-ედე, როგორც რაიმე ისეთს, რაც შენთვის საინტერესო არ არის.

   იშრომე ძალისაებრ და სუფთა სინდისით. ილოცე საკუთარი თავის-თვის და ყველა ძმისთვის. დაე, შენმა სიყვარულმა დაფაროს ყველა-ფერი, რომ მახეებს მონავარდე არწივივით გადაევლო თავზე.

 

 

 

ბერი ეფრემ ფილოთეველი  


უკან დაბრუნება