მთავარი > წერილები სულიერ შვილებს > მდუმარების, უქმადმეტყველებისა და კადნიერების შესახებ

მდუმარების, უქმადმეტყველებისა და კადნიერების შესახებ


26-02-2015, 00:01

მდუმარების, უქმადმეტყველებისა და კადნიერების შესახებ

 

 

  თავი აიძულეთ, რომ მდუმარება დაიცვათ. ესაა ყველა სათნოების მშობელი. დადუმდით, რომ ილოცოთ. მოლაპარაკე ადამიანი განა შეძლებს თავი დააღწიოს უქმადმეტყველებას, რომელიც შობს სულის დამამძიმებელ ბოროტ სიტყვებს? თითოეულ ასეთ სიტყვაზე ადამიანი პასუხს აგებს.

   მუშაობის დროს საუბარს მოერიდეთ. მხოლოდ ერთი-ორი მოზომი-ლი სიტყვა თქვით, ისიც, როცა საჭიროა. ხელებმა ხორცისთვის იშრო-მონ, გონებამ კი ქრისტეს უტკბესი სახელი იმეოროს, რომ უზრუნველ-ვყოთ სულის მოთხოვნილება, რომელსაც წუთითაც არ უნდა ვივი-წყებდეთ.

 

***

  ვერ ვცხონდებით, თუკი ცხოვრების დღეებს უქმადმეტყველებაში გავატარებთ ან დაუდევრად ვიცხოვრებთ. ენას და გონებას გაუფრთ-ხილდით, რადგან მათი დაცვა სულს ღვთიური ნათლით აღავსებს. ვინც საკუთარ ენას ლაგამს არ ამოსდებს, მის სულში უწმინდურება დაგროვდება.

 

***

  დადუმდით. მდუმარება ყველაზე დიდი სათნოებაა. თუ გსურთ, რომ თქვენმა ლოცვამ ცრემლისა და მადლის საშუალებით ღვთის წინაშე კადნიერება შეიძინოს, მოერიდეთ უქმ სიტყვებსა და სიცილს.

   უფრთხილდით ვნებიან გულისსიტყვებს, რომელთაც წარმოსახვები მოსდევს. გამოჩენისთანავე განდევნეთ ისინი, რადგან მათი შეწყნა-რება საფრთხეში ჩაგაგდებთ - უბადრუკი სულის სიკვდილს მოგი-ტანთ.

   იესოს ლოცვა დაბეჯითებით, მოშურნეობით, მგზნებარედ, გამუდ-მებით იმეორეთ. მხოლოდ ასე გაძლიერდებით სულიერად. ნებისმი-ერი მსხვერპლის ფასად მოერიდეთ უქმ სიტყვებს, რადგან ისინი აუძლურებენ და ბრძოლის უნარს უკარგავენ სულს.

   სულიერი სარგებლის მოპოვების დროა და არა ოცნების. ვინ მოგვ-ცემს გარანტიას, რომ ძილისგან ისევ გამოვიღვიძებთ? ამიტომ, ვაი-ძულოთ თავი.

 

***

   როცა ვინმე დუმს, მას ლოცვისა და გონების მოკრების დრო და საშ-უალება ეძლევა, ხოლო როცა უყურადღებოთ ატარებს საათებს, ლოცვისთვის დრო აღარ რჩება, დაუდევარი საუბრები კი სხვადასხვა ცოდვას შემატებს. ამიტომ წმინდა მამებმა მდუმარების სათნოებათა მწვერვალი უწოდეს, რადგან მის გარეშე შეუძლებელია ადამიანის სუ-ლში რაიმე სხვა სათნოება დამკვიდრდეს.

   მაშ ასე, მდუმარება, ლოცვა, მორჩილება. როცა, ღვთის შეწევნით, ამ სათნოებებს შეიძენ, შენი სული ქრისტეს ნათელს შეიცნობს.

 

***

   სიტყვები კეთილგონიერებით წარმოთქვი, ჯერ დაფიქრდი და შემ-დეგ ილაპარაკე. ენას ნუ მისცემს უფლებას წინ გაგისწროს, სანამ სა-თქმელს მოიფიქრებდე.

  ნუ გათამამდები, შვილო, უკეთურ კადნიერებას ბევრი ბოროტება მოსდევს. გაექეცი მას, როგორც ცეცხლს და შხამიან გველს!

 

***

   მოთმინება, სიმდაბლე და სიყვარული იქონიე, შვილო. ენა დაიცავი, რადგან როცა ადამიანს ენა ამარცხებს, ის დაუოკებელ ბოროტებად იქცევა მისთვის, სხვებსაც ჩაითრევს თავის დინებაში და ცოდვის უფ-სკრულში გადაჩეხს.

  ჰო, შვილო, დაიცავი პირი, რომ გულიც წმინდად დაიცვა. სუფთა გულში უფალი მოდის და იქ მკვიდრდება. მაშინ იგი ღვთის ტაძრად იქცევა, ანგელოზებს კი უხარიათ ასეთ გულში დავანება!

   ბილწი გულისსიტყვები შერისხე და ლოცვით განდევნე. ლოცვა ცეც-ხლია, რომელიც წვავს და დევნის ეშმაკებს.

 

***

   ენას გაუფრთხილდი, უფრო კი - შენს გონებას. არ მისცე უფლება ბო-როტ აზრებს საუბარი გაგიბან. ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, რომელმაც, შესაძლოა, შენს ძმას ჭრილობა მიაყენოს.

  კეთილსურნელოვანი სიტყვები წარმოთქვი - ნუგეშის, სიმხნევისა და სასოების სიტყვები. ადამიანის სიტყვებიდან მისი შინაგანი ბუნება, შინაგანი კაცი ჩანს.

 

***

   შვილო, რამდენადაც ძალა შეგწევს, იბრძოლე თავის იძულებისთვის. ყველაფერში აიძულე თავი, განსაკუთრებით კი მდუმარებასა და ცრე-მლიან გლოვაში! როცა გულისხმისყოფით დუმილი ცრემლით განმტ-კიცდება, მაშინ დაიდება მონაზვნობის საძირკვლის ქვა, რომელზეც მომავალში საიმედო სახლი აიგება. იქ სული ნუგეშსა და სიხარულს იპოვის.

   თუ მდუმარებას არ ვიმარხავთ, ეს სულის ცუდი მომავლის ნიშანია, რადგან რასაც მოიხვეჭს, მაშინვე განაბნევს. მონაზონი, რომელიც ენას თავისუფლებას აძლევს, ყველაფერში მოუწესრიგებელია. ამიტომ შვი-ლო, ყოველმხრივ აიძულე თავი, რადგან კარგი დასაწყისი საქებარია, ხოლო უდები - გასაკიცხი, რადგან მისი ბოლო სავალალოა.

  მდუმარებისას გვეძლევა დრო შინაგანი და ღვთის ნების მაუწყებე-ლი ლოცვისთვის, ნათელი აზროვნებისთვის. ეს კი გონებასა და გულს ნათლით აღავსებს.

 

 

 

 

ბერი ეფრემ ფილოთეველი  


უკან დაბრუნება