მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > თავის იძულების, სიმამაცისა და თავის უარყოფის შესახებ
თავის იძულების, სიმამაცისა და თავის უარყოფის შესახებ22-02-2015, 00:09 |
საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღეთ, რომ შემდეგ ის საუკუნო სას-უფეველში ჰპოვოთ! გულმავიწყობა ნუ დაგეუფლებათ. ეს თქვენი სუ-ლის სინოტივეს ბოლომდე გამოაშრობს, ასე გამოიფიტებით და მო-კვდებით ღვთისთვის. ქრისტეს მამაცი მხედრები გახდით. საქმით ნუ უარყოფთ მას. ადი-დეთ მისი სახელი. ყოვლადდასწაველ მსხვერპლად იქეცით, რომ უფ-ალმა თქვენი კეთილსურნელება იგრძნოს. თქვენთვის ვევედრები ღმერთს, თქვენთვის ვტირი, რადგან ჩემი ქრისტესმიერი შვილების სიყვარულისა და მათთვის ტანჯვის გარდა არაფერი ვიცი. ერთს ვითხოვ თქვენგან: ურთიერთსიყვარულს და ერ-თმანეთის წინაშე დამდაბლებას.
*** იღვაწე, შვილო, რომ სულმა ნაყოფი გამოიღოს, ვინაიდან თითოეუ-ლი გაწეული ღვაწლის მიხედვით დაიკავებს ადგილს იესოსთან. ნუ გეშინია. გავივლით ცეცხლსა და წყალში. ცეცხლში - როცა ჩვენზე მოწეული განსაცდელები თავისი მოქმედებით ცეცხლად გვეჩვენება. ეს სიძულვილის, შურისა და სიძვის უხამსი გულისსიტყვებია. ხოლო წყალს ვამბობ, რადგან უიმედობას, სასოწარკვეთის გულისსიტყვები თითქოს წყალში ძირავენ სულს. ცეცხლისა და წყლის გამოვლის შე-მდეგ ღმერთი იმ სულიერ განსასვენებელში აგვიყვანს, რომელსაც სა-მარცხვინო გულისსიტყვებისგან გათავისუფლებით შევიგრძნობთ, მა-დლის მიერ კი უვნებობას მოგვანიჭებს1.
*** შვილო, იყავი მდუმარე, თავმდაბალი და სიკვდილამდე მორჩილი. მზად იყავი მსხვერპლად შეეწირო საკუთარი ნების მოკვეთას, თუნ-დაც ეს ნამდვილ მოწამეობად მოგვეჩვენოს - სწორედ ამას ნიშნავს თავის უარყოფა. თუკი ამას დაიცავ, რაიმე ბოროტება ნუ შეგაშინებს, ნურც ეშმაკების, ნურც ადამიანების მხრიდან, რადგანაც ღვთის ბრძანებების შემსრუ-ლებელს ღმერთი ყოველგვარი ბოროტებისგან იფარავს. სიტყვა-პასუხში უკმეხი ნუ იქნები; როცა გამხელენ, თქვი: „შემინდე".
*** ეშმაკი გვაცდუნებს და გვავიწყდება, რომ თავის იძულება გვმარ-თებს, რადგან დღეები გადის, ნელ-ნელა სიკვდილს ვუახლოვდებით და სინანულიც უნუგეშო იქნება. თავი აიძულეთ, შვილებო, დრო გადის, საკუთარ თავს გაუფრთ-ხილდით. ეშმაკს არ სძინავს, ფხიზლობს და იბრძვის, ეძებს, ვინ შთა-ნთქას. შვილებო, ფრთხილად იყავით, არ დავღუპოთ ჩვენი უკვდავი სულები, რომლებიც უფრო ძვირფასია, ვიდრე მთელი სამყარო ერთად აღებული. ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე იფიქრეთ, მის წინაშე ყველანი მუხ-ლმოყრილნი წარვდგებით უკანასკნელი განაჩენის მოლოდინში, რომ-ელიც ჩვენს მომავალს საუკუნოდ განსაზღვრავს!
*** ბრძოლის დროს ეშმაკი ძალას არ იშურებს, ისრებს გვესვრის და გვჭრის; ცდილობს, სული დაარწმუნოს, რომ ვნება უკან არ დაიხევს. ასე იმიტომ იქცევა, რომ მებრძოლი მოდუნდეს, ძალა დაკარგოს და დანებდეს. მაგრამ თუ მებრძოლი მზაკვრობას მიუხვდა, მოითმენს, გამხნევდება და იტყვის: „სიცოცხლე ან სიკვდილი". უმჯობესია ღვთისთვის სიკვ-დილი, ვიდრე უდებებითა და სინდისის ქენჯნით სიცოცხლე. და თუ ამგვარი ცოდნითა და სიმამაცით საბრძოლველად მოემზადება, ქვეს-კნელის ურჩხული, რომელიც თავისი მზაკვრობით მთელ მსოფლიოს შთანთქავს, გარკვეულ დრომდე უკან დაიხევს; არა იმიტომ, რომ ეშ-ინია, არამედ ხედავს მებრძოლის საღვთო მოშურნეობას და არ სურს, მისთვის გვირგვინების მოპოვების მიზეზი გახდეს.
*** შვილებო, საკუთარი ნებისა და სურვილების მსხვერპლად შეწირვით ომი უნდა გამოვუცხადოთ ეშმაკს, ამ სოფელს, ჩვენს ცუდ მიდრეკ-ილებებსა და უძლურებებს. ვნებიანმა ძველმა ადამიანმა ჩვენი გული უნდა დატოვოს, რომ უფლისმიერი ადამიანი, ანუ როგორც გულის, ისე სხეულის უვნებობა და სიწმინდე იშვას. იღვაწეთ მხნედ და ღვთისადმი სასოებით. ზოგჯერ ეშმაკი ამსოფლ-იური გულისთქმებით დაგესხმებათ თავს, მაგრამ თქვენ ფხიზელი მეომრის პოზიცია დაიკავეთ, რომ სულიერი რული არ მოგერიოთ და ეშმაკის მსხვერპლი არ გახდეთ. ფრთხილად იყავით, რადგან მტერი გაშმაგებული ღრიალებს, რომ ბილწი ვნებებით შებღალოს და დაგ-ლიჯოს ვინმე.
*** მუდმივი თავის იძულებაა საჭირო, სულელი ქალწულებივით ქრის-ტეს სასძლოს გარეთ რომ არ დავრჩეთ. სულიერ საქმეში თავის იძულებით ჩვენი სულის ლამპარი მუდამ ანთებული უნდა გვქონდეს, რომ ვიხილოთ სასძლოში შემავალი ქრისტე და მასთან ერთად ჩვენც შევიდეთ კრავის საუკუნო ქორწილში! გამხნევდი, შვილო! მტრის წინააღმდეგ თავი მაღლა გეჭიროს, რად-გან ჩვენ წმინდა გოლგოთის ფრონტზე ბრწყინვალედ გამარჯვებული დიდი მეუფის მხედრები ვართ. თუ დავმარცხდებით, ისევ წამოვდ-გეთ, იქვე შევიხვიოთ ჭრილობები და მხნედ, მტკიცე გულით კვლავ ავისხათ იარაღი. რადგან ასეთი ძლევაშემოსილი მთავარსარდალი გვყავს, ქრისტეს ძა-ლით ჩვენც გავიმარჯვებთ, ოღონდაც სიმდაბლე მკვიდრობდეს ჩვენს სულებში.
*** თავი აიძულეთ, შვილებო, სულიერი მოვალეობების შესასრულებ-ლად. თავის მაიძულებლები გამარჯვების გვირგვინებს მიიტაცებენ, ხოლო უდებები და მცონარები სირცხვილსა და ყვედრებას მოიმკიან! თავი აიძულეთ მოიპოვოთ ღვთის სასუფეველი. დღეები მიდის; რო-დისღა ვაიძულებთ თავს, რომ საფულე სულიერი ფულით გავივსოთ? სიკვდილი მოულოდნელად მოვა. სიცოცხლის ძაფი უეცრად გაწყდება და ვაი მას, ვინც ღვთის სასუფევლის ღირსი არ აღმოჩნდება. ისწ-რაფეთ, იჩქარეთ, შვილებო, სათნოების გზაზე; ნუ დაიღლებით. დაჰ-კარით ეშმაკს, შფოთი კი სიყვარულით განდევნეთ.
*** ნუ გადავდებთ ჩვენს გამოსწორებას, რომ სიკვდილმა არ მოგვისწ-როს. მაშინ ვიტირებთ და უნუგეშოდ ვიგლოვთ, პირველი მე, იმ იმედის ნაპერწკლის გარეშე, რომ ეს უბედურება როდისმე შეიცვლება. თავი აიძულეთ. აჰა, მარხვის დროც დადგა. მაგრამ ახლა, დიდ მარ-ხვაში ხორციელზე მეტად ენის, გონების, გულის, გრძნობების მარხვას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მოდით, ასეთი მარხვის გზით შინაგანად განვიწმინდოთ, რადგან იქ ბუდობენ სულიერი გველები. ისინი ჩვენი სულის სულიერ ცხოვრებას გესლავენ და სულიერ ძალას მოაკვდინებენ, ამიტომ ჩვენი შინაგანი გამოსწორება და ფერისცვალება შეუძლებელი ხდება. ახლა, დიდ მარხვაში, განსაკუთრებით აიძულეთ თავი, სიჯიუტე გა-მოიჩინეთ. თავის იძულებისთვის ეს სიჯიუტე წმინდაა და არა ეგო-ისტური. ნახავთ, რამდენ სულიერ სარგებელს მიიღებთ. იმისთვისაც კი, რომ შედარებით დაცხრეს ვნებები და თავი ავარიდოთ ზოგიერთ ცოდვას, ღირს სიჯიუტით ვუპასუხოთ ეშმაკის სიჯიუტეს, რომელიც მუდამ ერთი და იმავე ცოდვით დაგვცემს.
*** ნუ იქნებით უმოქმედონი. თავი აიძულეთ, რომ არ დაისაჯოთ, რო-გორც ისინი, ვინც სჯულს ისმენს და არ ასრულებს. რადგან თუკი ღვთის სიტყვას ეძიებთ, მაშინ ძიება ამ სიტყვის აღსრულების პირობ-ასაც გულისხმობს. მაშ, იღვაწეთ. შვილებო, იღვაწეთ. ქრისტესთან ერთად ყველაფერს დავითმენთ. სოფელი მოგვიძულებს, რადგან პირველად ჩვენი საყვარელი და სათ-აყვანო იესო მოიძულა. ქრისტე შეიყვარეთ, ქრისტეთი ისუნთქეთ. იესო აქციეთ თქვენი სუ-ლის თანამკვიდრად. ნურავისი გეშინიათ, რადგან ღმერთს ვეკუთ-ვნით, მეფეთა მეუფემ სასახლის კარის მსახურებად დაგვადგინა. ბოროტი ვერ შეგვეხება, რადგან ჩვენ ქრისტეს ვემსახურებით - ყვე-ლაფერი კი მას ემორჩილება!
*** ვლოცულობ, ღვთის მადლი გფარავდეს და შესაბამისი ძალაც მოგ-ცეს, რომ უბოროტეს ეგოიზმს - მრავალგვარი ბოროტების ყველა უკ-ეთური ქმედების საშინელ სათავეს გაუმკლავდე. შვილო, ეშმაკის ძალდატანების ნუ გეშინია. ღვთის ძალა ყოვლის-შემძლეა და შეეწევა მასთან ერთად ბრძოლის მსურველებს. ეშმაკის ძალა ანგარიშგასაწევია, მაგრამ ღმერთი სასწაულებრივად იფარავს სა-ბრალო ადამიანს. გამხნევდი, შვილო, ბრძოლაში. შეისწავლე საღვთო სჯული. იესოს ლოცვა იმეორე, რომელიც განგვწმენდს და გვაცხოვნებს. საკუთარი თავი ბრძოლის ცეცხლში ჩააგდე და ღმერთი ბრძოლის ჯილდოდ შვებას მოგანიჭებს - როგორც არაერთხელ მომხდარა აქამდეც - იმ ნათელი იმედით, რომ ბრწყინვალე საუკუნო მომავალი გექნება. ნუ შეუშინდები რაიმე საეშმაკო ვნებას, რაც უნდა დიდი და უსა-შველო მოგეჩვენოს ის, რადგან ბოროტის წინააღმდეგობა ღვთის ჩა-რევით დაიძლევა.
*** შვილო, მინდა, რომ ღვთის მადლით, ბრძოლაში გაიმარჯვო. წინა-აღმდეგობა სიკვდილამდეა საჭირო. უკან დახევა აღარ შეიძლება, მხოლოდ წინ უნდა იარო. სიკვდილი გამუდმებით გვემუქრება, მზად უნდა ვიყოთ და სისხლის დაღვრამდე ვიბრძოლოთ. მე შენ გვერდით ვიქნები, შენთან ერთად ვიბრძოლებ, სანამ ქრისტე აღდგომის დრო-შით ზეიმით გაიმარჯვებს. ერთად ვივლით ცხონების გზაზე, ქრისტესმიერი ცხოვრების აღმა-რთზე მე მოგეხმარები, ყველაფერი წარმავალია და განქარდება. ზეცას მიაპყარი მზერა. მთელი გულით მოინდომე უბიწოებით ცხოვრება. სიწმინდე ან სიკვდილი!
*** ჩემო კურთხეულო შვილო, ნუ შეშინდები ბრძოლაში. სიმხნევითა და სასოებით ასაზრდოე სული. ეშმაკების წინააღმდეგობას ყურად-ღება არ მიაქციო. ნახავ, რომ ყოველი ბრძოლა წარმატებით დაგვი-რგვინდება. ღვთის წინაშე არაფერი იკარგება, ძალიან ხანმოკლე თავის იძულებაც კი კარგია. ოდნავადაც ნუ შეშინდები. მამაცად იბრძოლე, „წნეხში გაატარე" საკუთარი თავი, აიძულე იგი, რადგან დაწურული მტევნიდან გულის გასახარელი მშვენიერი ღვინო დგება. გამხნევდი, შვილო, და ღმერთთან ერთად გავიმაჯვებთ. ღმერთი ჩვენთვის იბრძოლებს, ჩვენ კი მშვიდად ვიქნებით.
*** ქრისტიანული ბრძოლა სასახელოა, რადგან ჯილდო რაიმე წარმავ-ალი კი არა, ზეცაში მარადიული დიდება იქნება! მაშ, ნეტარია ის, ვინც ღვთისთვის ბრძენი გამოდგება, რადგან როცა ღმერთი უხმობს და მი-წიერი ცხოვრების შესახებ პასუხს მოჰკითხავს, გამოუვალ მდგომარე-ობაში არ აღმოჩნდება. დროს დაუნანებლად ვფლანგავთ. როცა ამ სოფლიდან წავალთ, მაშ-ინ მივხვდებით, დროის ხელიდან გაშვებამ როგორი ზიანი მოგვიტანა. დღეები ანგარიშმიუცემლად გადის. ისიც კი მაცხოვნებელი იქნება ად-ამიანისთვის, სიცოცხლის ბოლოს მაინც რომ გააცნობიეროს ეს.
*** ნუ დაკარგავთ სიმხნევეს ახალი ბრძოლისთვის და წინ აღუდექით სიმხდალისა და ლაჩრობის ყოველ გულისსიტყვას. ჩვენს ძალებს მუდმივი განახლება სჭირდება, ასევე საჭიროა წინაა-ღმდეგობის გაძლიერება. ეშმაკიც ამგვარად იქცევა. უნებლიე დაცემის გამო სასოწარკვეთა ნუ დაგეუფლებათ, თუნდაც ეს მუდმივად მეორდებოდეს. ჩვენი მიზანია, ზურგი არ ვუჩვენოთ მტერს, რომ ღვთის წინაშე არ იტრაბახოს და უფალი არ დავამწუ-ხროთ. სიმხნევე და სიმამაცე შვენის მებრძოლებს, როცა არა წარმავალი და ჭკნობადი, არამედ საუკუნო და უჭკნობი გვირგვინებისთვის იბრძ-ვიან. ნეტარია, ვისაც ანთებული ექნება ზეთით სავსე ლამპარი. ასეთები მხიარულებითა და სულიერი ტკბობით აღსავსენი ქრისტესთან ერთ-ად საუკუნო ქორწილში შევლენ.
1„განვლეთ ჩვენ ცეცხლი და წყალნი, და გამომიყვანენ ჩუენ გან-სასუენებელად" - ფსალმ. 65, 12.
ბერი ეფრემ ფილოთეველი
უკან დაბრუნება |