მთავარი > წერილები სულიერ შვილებს > უდებების, შიშის, სიმხდალის, გამცემლობისა და ღალატის შესახებ

უდებების, შიშის, სიმხდალის, გამცემლობისა და ღალატის შესახებ


16-02-2015, 00:01

 

უდებების, შიშის, სიმხდალის, გამცემლობისა და ღალატის შესახებ

 

 

   მხდალი მეომარი დიდებას მოკლებული, კადნიერების არმქონე და შერცხვენილია; მეფის ყურამდე მისი ერთი თხოვნაც არ აღწევს, ხოლო მამაცი მხედრის სავედრებელს მეფე მისი სახელის გაგონებისთანავე შეისმენს.

   დიდებულია კადნიერება, რომელიც მამაც მოღვაწეს ამშვენებს. ვის არ სურს ჰქონდეს იგი?! უდებება კი, განსაკუთრებით ლოცვაში, ღვთის წინაშე კადნიერებას ქარს ატანს და ადამიანს განძარცულს ტოვებს.

   როგორი დიდება მოგველის სიმამაცისთვის ჩვენ, ვინც ანგელოზე-ბრივი საქმე შევიმოსეთ და მეფეთა მეუფეს უდებება და გაქცევა კი არა, მისთვის სიცოცხლე ან სიკვდილი ფიცით აღვუთქვით. ღვთისა და ჩვენი სულების მტრებზე სრული გამარჯვება ბრძოლითა და თავის იძულებით უნდა მოვიპოვოთ.

 

***

   შვილო, ვლოცულობ, რომ იბრძოლო. ნუ ივიწყებ მიზანს - ცხონებას. ეშმაკი ხახადაღებულია და ღრიალებს, რომ ვინმე შთანთქას1. ნუ თვლემ, დრო ჩვენს ხელში არ არის. ჩვენი ცხოვრება ბეწვზე კიდია. თავი აიძულე. მთელი ტანით წამოიმართე, აჩვენე, რომ ქრისტეს მონა ხარ და არა ეშმაკისა. განა არ იცი, უდებება ათას გულისსიტყვას მოგ-იტანს, რომ დაგატყვეოს? ტკივილითა და ცრემლით ილოცე. გამხ-ნევდი, ქრისტე არ მიგატოვებს. ცოტა აიძულე თავი და ეშმაკი გა-გეცლება. მადლი მზადაა შეგეწიოს, იგი შენს სურვილსა და თავის იძულებას ელოდება.

   უდებება, შვილო, ურწმუნოებასა და მოწყინებას შობს, ამ უკანასკ-ნელს კი ბოროტი და გამხრწნელი გულისსიტყვების კორიანტელი მოაქვს და მსხვერპლს სიბილწისკენ უბიძგებს. ადექი, იესოს ლოცვით შეიარაღდი და ღმერთი ადიდე. სძლიე მოწინააღმდეგე ეშმაკს, რო-მელიც შენს შთანთქმას ცდილობს. აიძულე თავი. განსაკუთრებით შე-ნთვის ვლოცულობ და ვტირი, ღვთისმშობელმა ბრძოლაში გაგაძლ-იეროს.

 

***

  მშვიდობის ღმერთმა ყველა გონებაზე აღმატებული2 ღვთაებრივი მშვიდობა და სიყვარული მოგმადლოს, შვილო. მთელი ცხოვრება ღვთის სიყვარულისკენ ისწრაფე.

   ისე გეშინოდეს უდებების, როგორც სასტიკი მტრის. ის ყველა ბორ-ოტების სათავეა. მონაზვნური მოვალეობების მიმართ უდებება ყველა სხვა სულიერ სიკეთეს ანადგურებს და საერთო გულგრილობის და აქედან მომდინარე დაცემის მიზეზი ხდება. მასზე გამარჯვებას ვპო-ვებთ იესოს უწყვეტი ლოცვით, რომელსაც ბაგეებით წარმოვთქვამთ ან გონებაში ვიმეორებთ. უდებების დაძლევა ასევე უეცარი სიკვდილის, ჯოჯოხეთის და სამოთხის ხსენებითაა შესაძლებელი. საჭიროა მოვა-ლეობების მიმართ თავის იძულება; განსაკუთრებით კი, მდუმარება ლოცვასთან ერთად.

 

***

   მცონარობას უფრთხილდით ლოცვაშიც და გულისსიტყვებთან მიმა-რთებაშიც. გამონაკლისი არც მღვიძარების ღვაწლში სიზარმაცეა. ნუ ზარმაცობთ, შვილებო, რადგან უდებება საშინელი ბოროტებაა, ყველა ბილწი გულისთქმის მშობელია, ჯოჯოხეთის წინამორბედია და საზ-არელი ტყვეობის მიზეზი.

   ნუ გძინავთ უდებების ძილით, რადგან ეშმაკი ფხიზლადაა, ანთებუ-ლი ჩირაღდანი უჭირავს და ცდილობს ცეცხლის ალში გაგვახვიოს და დაგვწვას. გაიღვიძეთ, პირუთვნელი, უწყალო სამსჯავრო გველი!

   ნუ დაკარგავთ მხნეობას. ხანდახან ღვთის მადლი - ჩვენი წმინდა გა-მზრდელი - მიგვატოვებს ხოლმე, და სასაცილო, შეუფერებელი გულ-ისსიტყვით, თუ სიტყვით ვეცემით. ეს იმიტომ ხდება, რომ დავმდ-აბლდეთ, თავი არ ავიმაღლოთ, არამედ საკუთარი უძლურება შევი-ცნოთ და გვჯეროდეს, რომ ღვთის მადლის გარეშე სიკეთის კეთება არ შეგვიძლია.

 

***

   ნუ გეშინია, იბრძოლე, მხნეობითა და სიმამაცით აღიჭურვე. მხედ-ართმთავრად იესო გვყავს. ის ჩვენს ჯარს დიდებული გამარჯვებისკენ მიუძღვის! ოდნავადაც ნუ შეშინდები. შიში ბოროტისგანაა, რომ გან-გვაიარაღოს და დაგვატყვეოს. სასოებდე მას, რომელმაც თქვა: „არა და-გიტეო, არცა დაგაგდო შენ" 3. ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს ის არ დაუშვებს.

 

***

   შვილო, განსაცდელი გეწვია, რომ შენი განზრახვა გამოიცადოს. მისი მოსვლა შენს წინაგანწყობას [უწინდელი ცხოვრებიდან გამომდინარე მეხსიერებაში ძველი ცოდვების არსებობას] ეფუძნება. შენი ცხოვრება იყოს შენი ბრძოლის კეთილი მოწმობა. ჩვენი სულების საშინელი მტრის ნუ შეგეშინდება.

   ჩემო კარგო შვილო, იესო ქრისტე შენს ბრძოლას თვალყურს ადე-ვნებს და შენს მაჭირვებელს ნებას აძლევს შეგაწუხოს, რომ სასწაული აჩვენოს მას - თავისი ტკბილი მადლით ერიდან შენი გამოხსნის სას-წაული.

   შენი სულის მტერს ებრძოლე, შვილო და ნუ მისცემ ნებას, შენგან რაიმე მოიგოს, როგორც გტაცებდა ხოლმე ერში მუქთად.

   მტკიცედ შეეწინააღმდეგე მას, რომ ანგელოზებმა გაიხარონ და სიხ-არულისგან ათრთოლდნენ, რადგან ღვთის უხილავი მადლის შეწევ-ნით შენ უხორცო ეშმაკს სძლიე.

   შრომა, რომელსაც ყოველი ბრძოლის დროს ვეწევით, ჩაივლის, გამ-არჯვება კი დარჩება. თუ ადამიანმა განსაცდელის დროს „ჩამჩით არ იგემა" ჯოჯოხეთი, შეუძლებელია ღვთის მადლი იხილოს.

   იფიქრე სიკვდილზე, სხვა სამყაროში მივდივართ - ოჰ, რა მშვენიერი და სანატრელია იგი! ნეტავ გავხდებით ამ გასაოცარი სამყაროს მკვი-დრნი? ამ უნეტარესი ადგილის შესახებ დღედაღამ ვიფიქროთ, რომ ცრუ და მაცდური სოფლის უგულებელყოფა შევძლოთ.

   შვილო, განუწყვეტლივ ილოცე, ცოდვებზე იფიქრე და ცხარე ცრე-მლით იტირე; ეს დიდ შვებას მოგგვრის. სწორად მაშინ გლოვობ, როცა დუმხარ და არ იცინი.

 

***

   კურთხეულო შვილო, სახიერი ღვთის სიყვარულმა გაგახაროს, რო-მელიც როგორც მოამაგე მამა, ისე ზრუნავს ჩვენი სულების ცხონე-ბისთვის, თუნდაც თავისი სიბრძნით დაგვსაჯოს კიდეც.

   ჩვენ, შვილო, ხშირად გვაშინებს განსაცდელი, რაც ახლა გემართება და რაზედაც მწერ - რადგან არ გვესმის, რომ ზეციური მამის განგე-ბულებით შეგვემთხვევა ყველაფერი, ცუდიც და კარგიც, რათა სულ-იერი ცოდნით გავმდიდრდეთ. საქონელს (სულიერად გაუნათლებელ ადამიანებს) ღმერთი საიქიო განსასვენებელში არ შეიყვანს, იქ მხო-ლოდ ბრძენი, მორწმუნე, ეშმაკის ხრიკების მცოდნე და სხვადასხვა ცოდვაზე გამარჯვებული ადამიანები დამკვიდრდებიან.

  ბრძოლაში მხნეობა არ დაკარგო, შვილო; აქ, ცხოვრების ზღვაში, მრავალი ფათერაკისა და განსაცდელის გადალახვა მოგვიწევს, სანამ იმ მარადიული, ნეტარი ცხოვრების მყუდრო ნავთსაყუდელს მივაღ-წევთ. მას დასასრული არ ექნება. იქ არც ჭირი გველოდება და არც საფრთხე.

  უბიწოების საჭეს მყარად ჩაეჭიდე, რომ გვერდი აუარო საშინელი ჯოჯოხეთის წყალქვეშა რიფებს.

   ღმერთს სურს, რომ მისმა მოემრებმა და მიმბაძველებმა ღვთის სი-ყვარულისთვის არაფრად ჩააგდონ ყველაზე დიდი უბედურებაც კი და ამით ნამდვილი სიყვარული აჩვენონ. განსაცდელის დროს გამო-ჩნდება, თუ რამდენად უყვარს თითოეულ ადამიანს ღმერთი!

   ტკბილი იესო, შვილებო, სრულ სიყვარულს გვისურვებს. ერთ გუ-ლში ორი სიყვარული ვერ დაეტევა; ღვთისა და მამონას მსახურებას ერთდროულად ვერ შევძლებთ; მოვალენი ვართ სიყალბისგან განწ-მენდილი მთელი გული ღმერთს მივუძღვნათ, რომ თვითონაც მოგ-ვმადლოს თავისი უბიწო და ღვთაებრივი გული.

 

          

 

 

1 იხ. 1 პეტრ. 5, 8.

2 იხ. ფილ. 4, 7.

3 ებრ. 13, 5.

 

 

 

 

ბერი ეფრემ ფილოთეველი  


უკან დაბრუნება