მთავარი > წერილები სულიერ შვილებს > სიკვდილის ხსენების, ჯოჯოხეთისა და სამსჯავროს შესახებ

სიკვდილის ხსენების, ჯოჯოხეთისა და სამსჯავროს შესახებ


12-02-2015, 06:56

 

სიკვდილის ხსენების, ჯოჯოხეთისა და სამსჯავროს შესახებ

 

   გონებით მისწვდი ქრისტეს საშინელ სამსჯავროს. რას ვუპასუხებთ სამსჯავროზე, როცა ჩვენი საქმეები განისჯება? რა საშინელია ჟამი, როცა შიშით აღვსილი სული განაჩენს ელის, - სად წავა საუკუნოდ დასამკვიდრებლად! სიტყვა "მარადისობა" შემზარავია! იმისთვის, რომ ოდნავ მაინც გაიგო, რას ნიშნავს მარადისობა, ერთ მაგალითს მოვ-იყვან: წარმოიდგინე, რომ მთელი დედამიწა გრანიტის კლდეა, მაგარი ქვაა და ათას წელიწადში ერთხელ მოფრინავს ჩიტი და ამ მთაზე ნისკარტს ილესავს. როცა ეს მთა ჩიტის ნისკარტის ალესვით გაილევა, მაშინ მივხვდებით, რა უსუსური წარმოდგენა გვაქვს მარადისობაზე და რომ შეუძლებელია ჩავწვდეთ, რა არის მარადისობა, უკვდავება, დაუსრულებელი სიცოცხლე! მაშ ასე, დედამიწაზე ჩვენი ცხოვრება მარადისობისთვის კამათლით თამაშს ჰგავს - სამოთხე ან ჯოჯოხეთი! როგორი სიფრთხილე გვმართებს!

 

 

   ***

   ამდენი წელი ითმენდი. დრომ სიზმარივით გაიელვა. ათასი წელიც რომ ვიცოცხლოთ, ისიც სიზმარივით გაირბენს. ოჰ, რა ამაოა ყოველ-ივე, რაც ამ ამაო სოფელს ეკუთვნის! სიცოცხლეს სიკვდილი ენაცვ-ლება. სიკვდილი ეწოდება ადამიანთა გადანაცვლებას ამ სოფლიდან სხვა - უკვდავ და მარადიულ სოფელში.

   მნიშვნელოვანი არ არის, თუ ვინმე სააქაო ცხოვრებას დაკარგავს: ერთ დღეს მაინც მოვკვდებით. მნიშვნელობა არ აქვს, რომ უკვდავი, უსასრულო ცხოვრება არ დავკარგოთ. დაუსრულებელი ცხოვრება ჯოჯოხეთში - რა საშინელი რამაა! ღმერთო ჩემო, ყველა გვიხსენი.

 

***

   როცა ღვთით გვითენდება, ვიფიქროთ, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი დღეა და რომ მზის ჩასვლის შემდეგ ღვთის სამსჯავროზე წარვდ-გებით! როგორ უნდა გავატაროთ ჩვენი უკანასკნელი დღე? მდუმა-რებით, ლოცვით, მორჩილებით, ცრემლით, სინანულითა და ღვთისა-დმი ვედრებით, რომ შეგვიწყალოს.

   ღამითაც ასევე ვიფიქროთ, რომ იგი ჩვენთვის უკანასკნელი იქნება, საწოლი საფლავად გვექევა! როგორ გავივლი საზვერეებს? - დაფიქ-რდეს თითოეული. შევძლებ კი მათ გავლას? ვინ იცის, რა შემიშლის ხელს! როგორ შევხედავ მართალი მსაჯულის [მკაცრ,] საშინელ სახეს? როგორ მოვისმენ მის შემზარავ და მამხილებელ ხმას? რა ძრწოლა მიმოცავს, სანამ საუკუნო განაჩენს შევიტყობ! და თუ წარვწყმდი! და სამართლიანადაც, ვაი, ჩემს უბადრუკ სულს. ეშმაკებთან ერთად წარ-წყმედილი წყვდიადსა და სიმყრალეში როგორ შევძლებ დავითმინო სატანჯველი? არც სინათლე, აღარც ნუგეში, მხოლოდ ეშმაკების ცქერა და სხვა არაფერი!

   ამრიგად, ეს და ამაზე მეტი უნდა ვიფიქროთ ყოველდღე და ყოვ-ელღამ, თითქოს უკანასკნელი დღე ან ღამე იყოს! ვინაიდან არ ვიცით, როდის მოვა უწყება ღვთის დედაქალაქიდან, ზეციური იერუსალი-მიდან.

 

***

   ფრთხილად იყავი, შვილო, დრო უნაყოფოდ, სულისთვის უსარგე-ბლოდ ნუ გაგყავს, რადგან სიკვდილი ქურდივით მოდის და თუ მცონარობასა და უმოქმედობაში გვიპოვის, მთებისა და ბორცვების დასატირი შევიქნებით. მაშინ, კეთილი საქმეები თუ არ აღმოგვაჩნდა, ჯოჯოხეთი საუკუნოდ დაგვმწყემსავს!

   შვილო, რატომ უნდა გავხდეთ უბედური შემთხვევის მსხვერპლნი, როცა ღვთის შეწევნით მისი თავიდან აცილება და ღვთის სასუფევლის მაცხოვნებელ ნავთსაყუდელში გადარჩენა შეგვიძლია! ვიცი, რომ სა-შინელ მტრებთან მოგველის ბრძოლა. შრომა დიდია, მაგრამ ღვთის ძალის წინაშე, როცა მას ადამიანის განზრახვა და თავის იძულება ახ-ლავს თან, ყველაფერი უკან იხევს.

 

***

   იხილე სიკვდილი, შვილო, ყველას რომ ცელავს. ყოველივე ადამი-ანური სანთელივით ქრება და დნება. მხოლოდ ღვთის საქმეები, ანუ ღვთის სიყვარულისთვის შესრულებული საქმეები ენთება მუდამ და მათ აღმასრულებელს გზას გაუნათებს, ღვთის საყდარს რომ მიაღ-წიონ.

   მაცხოვნებელი საქმეები დიდ შრომადაც რომ დაგიჯდეს, უნდა აღა-სრულო. ეს ბრძოლად, ღვაწლად, ეშმაკისთვის წინააღმდეგობის გაწ-ევად ჩაითვლება და უეჭველად მოგეგება სასყიდელი.

   აიძულე თავი, გახსოვდეს შენი სულის გასვლა, სიკვდილი, საზვე-რეები და ღვთის საშინელი სამსჯავრო.

   იფიქრე, შვილო, ჯოჯოხეთსა და წარწყმედილებზე, შენი თავიც ერთ მათგანად მიიჩნიე. მაშინ მთელი შენი მწუხარება არაფრად მოგეჩ-ვენება და ტკბილი ნუგეში ერთიანად მოიცავს შენს სულს.

 

***

   შვილო, იმაზე იფიქრე, რომ სიკვდილის მოსვლის დრო დაფარულია. საშინელ ეშმაკებსა და საზვერეებს შორის გაივლის ჩვენი მდაბალი სული! რა საშინელი სამსჯავრო ელის! ის შიშისა და ძრწოლისგან აცახცახდება! დემონებსა და მტანჯველ ჯოჯოხეთზე იფიქრე. ის მარ-ადიული და უსასრულოა!

   საუბედუროდ, შვილო, ბოროტი ეშმაკი ყოველ მაცხოვნებელ ფიქრს გვტაცებს, რომ სარგებელი არ მივიღოთ და ჩვენი სულის შესაგი-ნებლად ბოროტი მოგონებები მოაქვს. რაკი მისი მახეები ვიცით, იესოს ლოცვაში და სასარგებლო სულიერ განსჯაში ვაიძულოთ თავი, რომ სული განუწყვეტლივ სარგებელს პოულობდეს და განიწმინდებოდეს.

 

***

  ნუ შეწყვეტ ფიქრს ჯოჯოხეთზე, რადგან მისი ხსოვნა მრავალ ნაყ-ოფს მოგცემს. ვის შეუძლია საუკუნო ცეცხლზე ცრემლის გარეშე იფ-იქროს? იტირე, შვილო, რომ შენი გული და სხეული ყოველგვარი ვნებისგან განიწმინდოს, უბიწოების დღეები იხილო და სიწმინდის სიმდიდრით გაოცდე.

***

   ჩვენი ცხოვრება ფასდაუდებელია, რადგან ამ ცხოვრებით ღმერთს ან მოვიპოვებთ, ან - არა. თუ ბრძენი ვაჭრებივით ჩვენთვის მოცემულ დროს სულიერი საქმეებისთვის გამოვიყენებთ, უეჭველია, სამსჯა-ვროზე მადლსა და წყალობას მივიღებთ.

   ვაი მას, პირველ რიგში მე, ვინც ძვირფას დროს უაზროდ გაფლა-ნგავს. მისთვის უიმედო, უწყალო, საუკუნო გლოვის ჟამი დადგება! და ამ უიმედო ცხოვრებაში მოიმკის იმას, რაც აწმყოში დათესა.

   ვერ ვხვდებით, რომ მაცდური ეშმაკი თავისი მრავალგვარი ხრიკ-ებით ფარულად გვძარცვავს და დრო უდებებასა და უმოქმედობაში გადის.

 

***

   დაე, შენმა ლოცვამ ჩემი საწყალობელი სულის სახლი განამტკიცოს. არავითარი სიკეთე არ არსებობს ჩემში. ამიტომ, როცა ამ სოფლის დატოვებას და ზეცისკენ გამგზავრებას ვიგონებ - ვტირი, რადგან აუცილებელი საგზლის გარეშე ვარ. ვაიმე, რომ ახლა შემიძლია მისი მოპოვება, მაგრამ მუდამ ვზარმაცობ, რის გამოც საუკუნოდ ვინანებ.

  განა ჭეშმარიტება არ არის?! ოჰ, რა ძვირფასია ახლანდელი დრო, ძვირად ღირებულია თითოეული წამი. მაგრამ გვისხლტება ეს ჯან-საღი ფიქრი, ასე მიფრინავს ძვირფასი დრო და მის უკან დაბრუნებას ვეღარ შევძლებთ.

 

***

  ყოველთვის იფიქრე სიკვდილზე, თითქოს ყოველი დღე, რომელიც თენდება, შენთვის უკანასკნელი იყოს და თქვი: "აბა, სულო ჩემო, შენი ბოლო დღეა. მოდი, ვეცადოთ, რომ ეს დღე მაინც გავატაროთ ბრძო-ლასა და სინანულში და საღამოს, როცა ჩვენი საშინელი მსაჯულისა და ღვთის წინაშე მუხლმოყრილნი შემზარავ სამსჯავროზე აღმოვჩნ-დებით, იმედი მაქვს, ვპოვებთ წყალობას.

   სულო ჩემო, დადუმდი, ილოცე, შეურიგდი, შეიყვარე, ტკივილით იტირე შენს მრავალ ცოდვაზე, რადგან მოვიდა აღსასრული და ჩვენგან დამწუხრებულ ღმერთს მზის ჩასვლისას მაინც გამოვთხოვოთ წყა-ლობა".

  სანამ დრო გვაქვს, თავი ვაიძულოთ, რადგან ეს დაგვრჩება, სხვა ყველაფერ ამსოფლიურს კი ქარი ოთხივე მხარეს გაფანტავს.

 

 

   ***

  სიკვდილის ხსენება ჭეშმარიტების ძიებაში საუკეთესო მეგზურად გვექცევა. "რას იუნჯებ, რას ამპარტავნებ, რას იქადი ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას, ცოდნას! როცა მოვალ, - ამბობს სიკვდილი, - რისი ღირსნიც ხართ, იმას მოგაგებთ! როცა ბნელ სამარეში აღმოჩნდებით, მაშინ მიხვდებით მიწიერ სიკეთეთა სარგებელს!"

   შვილებო, გრძნობადზე აღმატებულ სამყაროში მივდივართ; ამ სოფ-ელში, რომელიც სიმწრით, ჭირით, ცოდვითა და ტანჯვითაა სავსე, არ დავრჩებით. იქ, უჭკნობ ცხოვრებაში უფალი ღმერთი ცხონებულებს თვალზე ცრემლს შეუშრობს, იქ აღარ იქნება ჭირი, ურვა და სულთქმა, არამედ ერთი დაუღამებელი დღე, სიცოცხლე დასასრულისა და სიკ-ვდილის გარეშე! შვილებო, მთელი სულით მხურვალედ ვისურვოთ, რომ ღვთის შეწევნით მოვიპოვოთ ის ცხოვრება და საშინელ სატან-ჯველს გადავურჩეთ.

 

***

   ამ ამაო სოფელში ყველაფერი დასრულდება. ეს სოფელი, ცხოვრება სავაჭროა და ყოველი ადამიანი საუკუნო ცხოვრებას თავისი სიცო-ცხლის ფულით ვაჭრობს. რამდენად ბრძენი აღმოჩნდება ის, ვინც ფულს - სიცოცხლეს - გონივრულად გამოიყენებს და იმას შეიძენს, რაც სიკვდილისა და ღვთის სამსჯავროზე წარდგომის დროს გამოადგება!

   ძვირფასეულობა შევიძინოთ: აღსარება, სიმდაბლე, სულისა და ხო-რცის უბიწოება, ღვთისმიერი სიყვარული - ის, რაც მოსწონს დიდე-ბულ მეუფეს. განვეშოროთ განკითხვას, უქმმეტყველებას, სიცრუესა და სხვას. როცა ყოველივე ამას დავეუფლებით, მაშინ ღვთის ნეტარ სამყოფელში მდიდრები აღმოვჩნდებით.

 

 

 

 

ბერი ეფრემ ფილოთეველი 


უკან დაბრუნება