მთავარი > წერილები სულიერ შვილებს > მოძღვრისადმი რწმენის, პატივისცემისა და სიყვარულის შესახებ

მოძღვრისადმი რწმენის, პატივისცემისა და სიყვარულის შესახებ


11-02-2015, 00:01
 

მოძღვრისადმი რწმენის, პატივისცემისა და სიყვარულის შესახებ

 

 

 

   სულიერი მოძღვრისადმი რწმენა და სიყვარული გააზრებულად, გუ-ლმოდგინებით დაიცავით, რადგან სულის სიცოცხლე და სიკვდილი ამაზეა დამოკიდებული. თუკი ღვთის სახის ხილვა გსურთ, ქრის-ტესმიერ მამას ნუ დაამწუხრებთ. ვინც მას ამწუხრებს, იცოდეს, რომ ქრისტეს ამწუხრებს და როგორღა იხილავს მას გარდაცვალების შემ-დეგ?

 

***

   მჯერა, შვილო, რაც დაგარიგე, იმაზე მეტს გააკეთებ. ნახავ, რა კარგ-ად იგრძნობ თავს! არასდროს დაუშვა, მტერმა მოძღვრის მიმართ ბო-როტი გულისსიტყვებით შემოგიტიოს, რადგან ისინი შხამით სავსე უხსენებლები არიან.

   მოძღვართან სრულ ერთობაში იყავი. მისი სიტყვა ისე ისმინე, როგ-ორც ქრისტესი.

   სიყვარული, მოკრძალება და სრული მორჩილება სათნოა მოძღვრი-სთვის. თუკი სათნოეყოფი მოძღვარს, სათნოეყოფი ღმერთსაც. რასაც მოძღვრის მიმართ აკეთებ, იმავეს აკეთებ ღვთისთვისაც.

 

***

   შვილო, რაც შენს თავს ხდება, არაფერში ეჭვი არ მეპარება. ნამდვილ სულიერ შვილს ასე უყვარს თავისი მამა, რომელმაც ღვთის მადლით ის სულიერად შვა.

   ვლოცულობ, ქრისტემ შენი გული მუდამ თავისი წმინდა სიყვარუ-ლით აავსოს, რაც მორწმუნეს, ქრისტიანს ყოველთვის განაახლებს.

 

***

   მორჩილისთვის მომაკვდინებელია, თუკი მოძღვრის წინაშე საკუთ-არ თავს სუფთად და გულწრფელად არ წარმოაჩენს. ავადმყოფი, რო-მელიც ექიმს ჭრილობას არ აჩვენებს ან დაავადების შესახებ დაუმა-ლავს, სნეულებისგან არ განიკურნება, არამედ სიცხე და ტკივილი გაუგრძელდება. ასევეა მორჩილიც, რომელიც სულიერ ექიმს თავისი სულის ჭრილობებს არ უმჟღავნებს. ის, რაც ხელს უშლის თავისი ტა-ნჯვის მიზეზი განაცხადოს, ეგოიზმია.

  მაშ, მოდით, შვილებო, ეს ურჩხული ფეხქვეშ გავთელოთ, წმინდა აღსარების ხანჯლით გავგმიროთ და სულიერი წამლების მიღებით გავანადგუროთ, რომელსაც სულიერი ექიმი - მოძღვარი საკურნებლ-ად მოგვცემს.

 

***

   ვიფხიზლოთ, შვილებო, ვაიძულოთ თავი. რას ველით? აღსასრული გვიახლოვდება და შეშფოთება გველის1. რაღა გვიშველის? ახლანდე-ლი თავის იძულება მოვალეობათა შესრულებისას, სათნოებების შე-ძენა, სულიერ მშობლებთან ერთობა კი იმ დიდ გასაჭირში განსაკუ-თრებით შეგვეწევა. ერთობას მაშინ მივაღწევთ, თუკი ჩვენი ცხოვ-რებით სათნოვეყოფით მათ. თუ ჩვენი ურჩობისა და განკითხვის გამო მოძღვრისგან სულიერად დაცილებულნი ვიქნებით, სიკვდილის ჟამს დემონებისგან როგორღა დავიცავთ თავს? მისი წმინდა ლოცვის მფა-რველობის გარეშე იესო ქრისტეს წინაშე როგორ წარვდგებით? საზ-ვერეების გავლისას ვისი ლოცვები გვიხსნის? წინამძღვრის? მაგრამ მისი ლოცვა - კურთხევა ხომ ვეღარ დაგვიფარავს, ვერ შეგვეწევა ჩვენს გასაჭირში, რადგან ცხოვრებაში მას ვამწარებდით.

   მაშ, შვილებო, ვიზრუნოთ, რომ ღვთის ნების თანახმად ვიცხოვროთ, რათა სათნოვეყოთ მას და თავის წიაღში საუკუნოდ განგვისვენოს.

 

***

   შვილო, შენი პრობლემა უმთავრესიდან - მოძღვრის თემიდან მომ-დინარეობს. თქვენთვის ბევრჯერ მითქვამს, თუ როგორ ეშინია ეშმაკს წინამძღვრების. მოძღვართა მიმართ სიყვარული და რწმენა უმაღლესი გარანტიაა მათთვის, ვინც ღვთის სიყვარულის გამო მორჩილებას ას-რულებს. ხოლო ის, ვინც წინამძღვრის საკითხში ცდება, მაშინვე კარ-გავს უსაფრთხოების გარანტიას და სულიერი ნგრევა იწყება. ეშმაკმა ეს იცის და ამიტომ ბრძოლას წინამძღვრებიდან იწყებს - ცდილობს მათი სისუსტეები გაზვიადებულად წარმოაჩინოს, რომ მორჩილი მათ-თან ყოფნის უსარგებლობაში, მათ არასწოს ცხოვრებაში დაარწმუნოს და ა.შ. როცა ამას დააჯერებს, მის სულს მოიგებს. მაგრამ როცა მას მტკიცესა და შეურყეველს პოულობს, მიდის და ახალ ფრონტს ხსნის. იშვიათად, რომ მორჩილს ეს ბრძოლა არ გადახდეს.

 

***

  შვილო, იღუმენიას მიმართ სიყვარული და პატივისცემა გქონდეს. ვის არ აქვს სისუსტეები! საკუთარი ვნებების გამო ყველანი დამნაშ-ავენი ვართ. მაგრამ ეს სხვაა, სულიერი დედის მიმართ შენი მოვა-ლეობა კი - სხვა. დაინახე მასში ქრისტეს სახე. მისი ნდობა ღვთის ნდობად შეგერაცხება.

   არ მინდა თვალთმაქცი იყო. ყველაზე მეტად გულწრფელობა და პი-რდაპირობა მიყვარს. ჩემი შვილებისთვისაც ამას ვისურვებდი. თქვი ნამდვილი აღსარება. ისმინე და დაიჯერე, რასაც სულიერი დედა გე-ტყვის.

  თუკი მის ნათქვამს სარწმუნოებით არ მიიღებ, შედეგი განკითხვა, გულგრილობა, საბოლოოდ კი მასთან დაცილება იქნება. ეს შეუფე-რებელია შენთვის, როგორც მონაზვნისთვის, რომელიც სულიერი დე-დის მფარველობის ქვეშ იმყოფება.

   არ უნდა განვიკითხოთ და არ უნდა ვიყოთ გულგრილნი არც ერთი ადამიანისადმი, მეტადრე ჩვენი სულიერი დედის მიმართ.

   იბრძოლე, რომ გიყვარდეს და მასში ქრისტეს სახეს ხედავდე. სარ-გებელს შენი რწმენის მიხედვით მოიმკი. ყოველივე ეს შეასრულე და ჭეშმარიტებას იხილავ.

   ახლა, დიდ მარხვაში, მინდა თავი განსაკუთრებით აიძულო. მდუ-მარება დაიცავი, შინაგანი და გარეგნული. გამუდმებით, უცილობლად გახსოვდეს სიკვდილი. სიკვდილის ხსენების სარგებელი უდიდესია. გამუდმებით აიძულე თავი, იღუმენიასთან ერთობა გქონდეს. არას-ოდეს დაუშვა გულისსიტყვა, რომელიც მას განიკითხავს, რადგან ასეთ გულისსიტყვას მამები ახასიათებენ, როგორც დამწვრობას ან საშინელ შხამს. გაფრთხილდი, სულიერი დედისგან დაცილებული არ დარჩე, რადგან ეს მთელი შენი ბრძოლის პარალიზებას მოახდენს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1"აღსასრული მოახლებულ არს და გვეგულვების აღშფოთებად" - მარხვანი. ანდრია კრიტელის დიდი კანონი, კონდაკი.

 

 

 

 

 

ბერი ეფრემ ფილოთეველი  


უკან დაბრუნება