მთავარი > წერილები სულიერ შვილებს > მორჩილების, ურჩობისა და ნების მოკვეთის შესახებ

მორჩილების, ურჩობისა და ნების მოკვეთის შესახებ


10-02-2015, 00:03

 

მორჩილების, ურჩობისა და ნების მოკვეთის შესახებ

 

 

   ღვთისმეტყველება ლოცვის შედეგია, ეს უკანასკნელი - სრული მორ-ჩილებისა. რა თვისება და ნიჭიც უნდა ჰქონდეს მონაზონს, მორჩი-ლების გარეშე მალე დაეკარგება. ნამდვილი მორჩილი სულიწმინდის ყველა ნიჭის მრავალ ნაყოფს გამოიღებს და მდიდარია აწ და უკუ-ნისამდე.

 

***

   ვაი, რომ დაწყევლილია, რასაც მორჩილი მოძღვრის კურთხევის გარ-ეშე აკეთებს. ის ეშმაკს მიაქვს. ასე რომ, ჩვენ, მონაზვნებს, მხოლოდ მო-რჩილება გადაგვარჩენს.

  

***

  სახიერ ღმერთს ყოველთვის ამას ვთხოვ: მონაზვნური ცხოვრების ჭეშმარიტ გზაზე იაროთ. ნუ დაივიწყებთ, რა ბრძოლას ვეწევით და ვინ არის მტერი, რადგან ცხონებას ზედაპირულად არ უნდა ვეძიე-ბდეთ; აიძულეთ თავი; იფიქრეთ მიზანზე, რისთვისაც მონაზვნები გავხდით; მშობლები, ძმები, დები დავტოვეთ; მაგრამ თუ ჩვენს ნებას არ უარვყოფთ და მორჩილებას არ აღვასრულებთ, ესე იგი ჩვენი სუ-ლების განკითხვისას ღვთისგან წყალობის მიღება არ გვსურს. საუ-კუნო სატანჯველზე იფიქრეთ და სამოთხეს ნუ დაივიწყებთ, რადგან ამ ორიდან ერთ-ერთს მოვიმუშაკებთ. ჩვენ უღირსთათვის ქრისტემ ზეციური მამის, ასევე ხორციელი დედის, ყოვლადწმინდა ღვთისმშო-ბლისა და მართალი იოსებ დამწინდველისადმი სრული მორჩილება აღასრულა. რამდენად უფრო მოვალენი ვართ ჩვენ, ნება მოვიკვეთოთ და ჩვენი ცოდვების მოსატევებლად სულიერი მოძღვრის მორჩილება აღვასრულოთ.

  მოწამეები ღვთის წინაშე კეთილმორწმუნეობის ნაყოფად საშინელ სატანჯველებს წარადგენენ, აღმსარებლები - წმინდა აღმსარებლობას, წმინდა მღვდელმთავრები - ერესებთან ბრძოლაში გაწეულ შრომას, ღირსი მამები - ასკეტურ ღვაწლს; ჩვენ, პირველ რიგში კი მე, რას წა-რვადგენთ? თუმცა, თუ ქრისტეს სიყვარულისთვის მორჩილებას აღვა-სრულებთ და საკუთარ ნებას უარვყოფთ, ჩვენც გამოვიღებთ ღვთი-სთვის მისართმევ ნაყოფს, რომ მის წინაშე ზარმაცი მონებივით ხელ-ცარიელნი არ წარვდგეთ.

 

***

   თქვენს მორჩილებას გაუფრთხილდით. თუ კარგად გაირჯებით, მო-რჩილებით საუკუნო ცხოვრებას მოიპოვებთ, თუ იზარმაცებთ - ბოლო ჯოჯოხეთი იქნება. მაშ, გამოფხიზლდით გულმავიწყობისა და მცონა-რობისგან. დროა, უდებების ძილისგან გამოვერკვეთ. ჩვენი ცხოვრების დასასრული არ ვიცით და როდისღა გამოვიღვიძებთ, როცა მთავარ-ანგელოზი ჩვენი სულის წასაყვანად მოვა?! მაშინ გამოღვიძება ფუჭი იქნება. გვირგვინების დრო მომავალი ცხოვრებაა, აწმყო კი ღვაწლის, შრომისა და ბრძოლის ჟამია.

   თავი აიძულეთ, ილოცეთ, უქმადმეტყველება შეწყვიტეთ, პირი გან-კითხვისგან დაიბეჭდეთ, მრავალსიტყვაობას კარი შეაბით და ურდუ-ლი დაადეთ. დრო გადის და აღარ ბრუნდება; ვაი ჩვენ, თუკი წლები სულიერი მონაგების გარეშე ჩაივლის. ამას გწერთ, ეს გამოიძიეთ, ასე იმოქმედეთ; ღმერთი სიყვარულისა იყოს თქვენთან, ჩვენმა ტკბილმა ღვთისმშობელმა განგამტკიცოთ, მოღვაწეობაში განგანათლოთ და გუ-ლმოდგინება მოგცეთ.

 

***

  წმინდა მამათა სწავლების მიხედვით ყველაზე კანონიერი ღვაწლი ისაა, რომლის მამოძრავებელი ძალაც აბსოლუტური მორჩილებაა; ეს არის მორჩილება ცნობისმოყვარეობის გარეშე - ბრმა მორჩილება. ეს ყველაზე სრულყოფილი და უსაფრთხო ბრძოლაა, რადგან მორჩილება თავის თავში სიმდაბლეს მოიცავს, ხოლო სადაც სიმდაბლეა, კანო-ნიერებაც და უსაფრთხოებაც იქ არის.

   შვილო, სრული მორჩილება და სიმდაბლე შეიყვარე და გეცოდინება, რომ სჯულიერად იღვწი. მორჩილება არ ნიშნავს მხოლოდ მორჩი-ლების საქმეს. მოძღვრის აზრის მორჩილებაა მთავარი, ანუ სულიერ ღვაწლში მოძღვრის რჩევას უნდა დაემორჩილო. არც ერთი ბრძოლა მოძღვრის გარეშე არ წამოიწყო. ძველად მორჩილები მოძღვარს წყლის ყოველი ყლუპის დალევასაც კი ეკითხებოდნენ. მას ყველაფერი უნდა სცოდნოდა, რომ მორჩილები საკუთარი ღვაწლით არ მოხიბლუ-ლიყვნენ და მათ შრომას ფუჭად არ ჩაევლო.

 

***

   მორჩილებაზე უკეთესი გზა არ არსებობს. მორჩილებაზე შეყვარებ-ული სიხარულს, სულის განსვენებას, საზრუნავის პასუხისმგებლობ-ისგან გათავისუფლებას, შენდობას და მრავალ სხვა სიკეთეს მიიღებს, უპირველესად კი მორჩილება მას სატანის მახეებში გაბმისგან დაი-ფარავს, რადგან მორჩილი მოძღვრის გამოცდილებით ხელმძღვანე-ლობს და სულიერი ცხოვრების გზაზე დაბრკოლების გარეშე მიაბ-იჯებს.

 

***

   მორჩილები, რომლებიც საკუთარ ნებას მოიკვეთენ და ყველაფერში სათნოეყოფიან მოძღვარს, ნებაყოფლობით მოწამეებად იწოდებიან, თუმცა მრავალფერ ხორციელ სატანჯველს არ განიცდიან. მოწამეთა უმეტესობა ხანმოკლე ტანჯვა - წამებით აღესრულა, ხოლო მონაზ-ვნური მორჩილების მოწამეობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძე-ლდება და სინდისის მოწამეობად ითვლება. ამიტომ გთხოვთ, თქვენს მორჩილებას გაუფრთხილდით; ამ მორჩილებას ღვთის წინაშე თქვენი მოძღვარი წარადგენს.

  რა სარგებლობას მოგვიტანს ერის, ნათესავების დატოვება, თუკი ღვთის წინაშე დადებულ აღთქმას არ ვასრულებთ? იქნებ უფლის-მიერი ცხოვრების აღთქმა ადამიანებს მივეცით? რას ვუპასუხებთ? მაშ, სრული მორჩილების გზას მთელი გულით შევუდგეთ და ჩვენი სუ-ლები ღვთის მადლით გადარჩებიან.

 

***

   ვინც სულიერი მამის სწავლებას იცავს, მისი ლოცვა - კურთხევა და-იფარავს, ხოლო ვინც არღვევს, მას მოძღვრის კურთხევა ამქვეყნადაც და მომავალ ცხოვრებაშიც განეშორება.

   ვინც მოძღვრის მითითებებს და დარიგებებს უგულებელყოფს, კან-ონად არ თვლის და მის შესრულებას არ ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ჯოჯოხეთი ელოდება!

   შვილო, მართალი მსაჯულის გეშინოდეს და სულიერი მამის დარ-იგებებს დაემორჩილე. მოძღვარს შენი სულის გადარჩენა სურს, ხოლო ეშმაკს უნდა პატივმოყვარეობით და ურჩობით ჩაგიგდოს ხელში.

 

***

   გთხოვ, მორჩილება ეჭვისა და ჭირვეულობის გარეშე აღასრულო. ეც-ადე, სათნოეყო სულიერ მამას. მასთან ცხოვრობ და მასთან იცხოვრებ; რად ამწუხრებ მას? შენ გამო მისი ამდენი ოხვრა შენს სულს არ არგებს. ის ასე ვერ აშენდება. თუ მორჩილებას არ ისწავლი, ბოლომდე ნან-გრევებად დარჩები.

   ნახე, როგორ გაბრწყინდნენ ძველი დროის მორჩილები: მათ ყველა-ფერი მორჩილების სამსხვერპლოზე მიიტანეს; სულიერ წინამძღვრებს სრული რწმენით, მორჩილებითა და სიყვარულით სათნოეყვნენ. შენ კი ჯერ მოძღვრის სიტყვებს განსჯი, შენში გულისსიტყვები აღიძვრება და შესაბამისად, ან მორჩილებას აღასრულებ, ან ურჩობ. ასეთი მორ-ჩილება "აიღე და წყალში გადააგდე". არა გულისსიტყვები, არამედ შრომა! არა შეპასუხება, არამედ სიკვდილი! სიკვდილი მორჩილე-ბისთვის! ღვთის წინაშე მორჩილების აღმასრულებელნი მხოლოდ ასე გავმართლდებით.

 

***

   ვითხოვ ღვთისგან, რომ მოძღვრის მორჩილებს კურთხევა და სულ-იწმინდის მადლი გქონდეთ, ღვთის სახე იხილოთ და ზეციურ ან-გელოზებთან ერთად საუკუნოდ დაემკვიდროთ. ვინც ურჩობს, ეპას-უხება, კამათობს და თავის სინდისს უგულებელყოფს, მას ღმერთმა "სცეს ყურიმალსა ზედა", რათა გამოსწორდეს და გონს მოეგოს, რადგან "იქ, სადაც არ ჭრის სიტყვა, ჭრის კვერთხი".

  დიდი მამობრივი სიყვარული, ტკივილი, რომ გამოსწორდეთ და სწრაფვა, რომ გადარჩეთ, მაიძულებს, თუკი სწორი გზიდან გადაუ-ხვევთ, მკაცრად მოგექცეთ. როცა ბოროტება მხილებისა და დასჯის გარეშე რჩება, ამისთვის პასუხს ორივე მხარე აგებს - წინამძღვარიც და მორჩილიც.

 

 

 

 

ბერი ეფრემ ფილოთეველი  


უკან დაბრუნება