მთავარი > წერილები სულიერ შვილებს > სოფლისა და სახლეულის შესახებ
სოფლისა და სახლეულის შესახებ8-02-2015, 00:03 |
სოფელს მომხიბლავი იერი აქვს, ჩვენ კი მის გასამასხრებლად საჭი-როა სულელნი გავხდეთ, რათა ღვთის მიერ განვიბრძნოთ. მოციქუ-ლის სიტყვით, სოფლის სიყვარული ღვთის მტრობაა და სოფლის-მოყვარე ღვთის სიყვარულისაგან გაშიშვლებულია1. ჩვენ ზეცის დასაპყრობად ვართ მოწოდებულნი. საქმე საუკუნო მე-მკვიდრეობას, ღვთის მემკვიდრეობას ეხება. "რამეთუ ყოველივე მოგ-ვეც ჩვენ". ჰოი, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და მეცნიერების სიღ-რმე! განა რა მივეცით ღმერთს, რომ მის სანაცვლოდ თავისი უკი-დეგანო სასუფეველი მოგვმადლოს? ჩვენი ბოროტება? ჩვენი უღმერ-თობა და საერთოდ, განუზომლად დიდი და დანაშაულებრივი დაც-ემები? 2. დაე, ვიბრძოლოთ. მებრძოლებს საუკუნო ჯილდო ელით. დაიცავი ცხოვრების სიწმინდე. შეეცადე გონებიდან სოფელი განდევნო და გუ-ლი ზენა სოფელს მიუახლოო, სადაც საუკუნო სიხარული, მშვიდობა და ნეტარება სუფევს.
*** თქვენი დაძაბუნების, დაუძლურებისა და სულით დაცემისთვის სა-ტანა სხვადასხვაგვარ მახეს იყენებს. მაგრამ მისი ბოროტი ხრიკები გამოიცანით და საპირისპირო ზომები მიიღეთ. თქვენი გამოცდა ღვთისგანაა, უფალი ბრძოლისთვის გამზადებთ, ამიტომ გწვრთნით და გასწავლით. სასწავლებლებში ჯარისკაცებიც ვარჯიშობენ და ბრძოლის თეორიას ეუფლებიან. შემდეგ კი, როცა ნამდვილი ბრძოლის საყვირი გაისმის, გაწაფულები მიიჩქარიან ომში იმ შინაგანი შეგნებით, რომ ბრძოლა იციან და მზად არიან მიზნისა და იდეისთვის დადონ თავი. ახლა თქვენც ასე ხართ, რადგან მოგიწოდეს იესოს მეომრები გახდეთ და მის მტერთან იომოთ. ქრისტე გწვრთნით, რომ მისდამი თქვენს სიყვარულში დარწმუნდეს. "ვის ვუყვარვარ, თუ არა მას, ვინც ჩემს მცნებებს იცავს?"3 გამხნევდით, შვილებო. უერთგულეთ და მიეჯაჭვეთ მას, ვინც სრუ-ლი სიყვარულით შეგიყვარათ. ბრძოლის დაწყებამდე ოფიცრები მეომრებს სიმღერითა და საგმირო ამბებით ამხნევებენ და მათში თავგანწირვის გრძნობას აღვივებენ. ბრძოლაში კი ეს დიდ ძალასა და სიმხნევეს მატებს. წმინდანების მსგავსად ჩვენც მოწამეთა და ღირს მამათა ღვაწლზე ვიფიქროთ, როგორ დატოვეს მათ სოფელი და ახლობლები, რომ არაფერმა შეუშალათ ხელი იესოსკენ მიმავალ გზას შესდგომოდნენ. ამაზე ფიქრი თქვენს კეთილ ნება-სურვილსა და სწრაფვას გააძ-ლიერებს, რადგან ისინი, რომელთაც დაფარული მახეების შესახებ არაფერი იცოდნენ, შედრკნენ, მათი სულები კი საუკუნო ცხოვრების სასოებას განეშორნენ. იესოს სიყვარულზე იფიქრეთ. იესოს სიყვარული ყველა სხვა ჩვე-ულებრივ სიყვარულს გადაფარავს და რაც უფრო მეტზე ვიტყვით უარს, ღვთის მეტი სიყვარულით დავტკბებით. ზემოთ მივმართოთ მზერა, სადაც იესო მჯდომარეა მარჯვენით ღვთისა. დაე, მას უმზერდეს ჩვენი თვალები, რადგან მარადიული და დაუსრულებელი იქ არის და არა აქ, ქვემოთ, სადაც ყოველივე მიწა და მტვერია. ზეციურ ფუფუნებაზე იფიქრეთ. იქ ღვთის ისაზღვრო სიბრძნეა, იქ მიუწვდომელი მშვენიერებაა, იქ ანგელოზებრივი ჰანგებია, იქ ღვთა-ებრივი სიყვარულის სიმდიდრეა, იქ უჭირველი ცხოვრებაა, იქ არ იქნება ცრემლი და სულთქმა, იქ მხოლოდ სიხარული, სიყვარული, მშვიდობა, საუკუნო პასექი და დღესასწაულია, რომელიც არასოდეს დასრულდება. ჰოი, ღვთის სიმდიდრის და მეცნიერების სიღრმე! "რომელი თუა-ლმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მო-უხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა".4 ყურადღება მიაქციეთ იესოს ლოცვას. მლოცველნი იყავით. ლოცვა ყველაფერს მოაგვარებს. ოდნავაც ნუ მოდრკებით. თქვენს წმინდა მი-ზანს უერთგულეთ. იესოს მახლობლად დარჩით, რომ სულიერი ბე-დნიერება იგრძნოთ. არ არსებობს სხვა ბედნიერება ქრისტესმიერის გარდა. ქრისტეს გარეშე ეგრეთ წოდებულ "ბედნიერებას" არასწორად ეწოდება ბედნიერება, რადგან ის დანაშაულებრივი გზით მიიღწევა, ბოლო მალე მოეღება და ადამიანს საუკუნო უბედურებამდე მიიყვანს. იბრძოლეთ, შვილებო. ანგელოზები სამოთხის ყვავილებისგან გვი-რგვინებს წნავენ. ქრისტე ბრძოლას მოწამეობად შეგირაცხავთ. რა მშვენიერია, ეწამო ქრისტესთვოს!
*** შვილო, შენი წერილი მივიღე და შენმა მტკიცე სურვილმა, მონაზ-ვნობისკენ მშვენიერმა სწრაფვამ ყველა გაგვახარა. "ვირჩიე მე მივრ-დომაჲ სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროჲს ვიდრეღა რა დამკვიდ-რებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა".5 ქრისტეს სიყვარულს სხვა სიყვარული ნუ განგაშორებს. ქრისტე რომ მოიპოვო, ყოველივე ნაგევად ჩათვალე. ამ ცხოვრების ჭირი მომავალ დიდებასთან შედარებით, რომელიც მებრძოლებს მიეცემათ, არაფე-რია6. აწინდელი დრო ღვთისთვის ბრძოლის, მწუხარების, შრომის დროა, ხოლო მომავალი - მარადიული დიდების გვირგვინების, ჯილ-დოების, ქების, ღვთის უზენაესი საყდრის მახლობლად წმინდა ანგ-ელოზებთან ერთად მკვიდრობის ჟამია. ახალგაზრდობა უხმაუროდ გადის. წლები ნაკადულივით მშვიდად და შეუმჩნევლად მიედინება, საათები კვამლივითაა, რომელსაც ქარი ფანტავს. ასე მიდის და იკარგება ცხოვრება. უფლის მებრძოლნი დი-დების საუკუნო ჯილდოს მოიპოვებენ, ხოლო მცონარეთა და სოფ-ლისმოყვარეთა ხვედრი მარადიული სასჯელია ეშმაკებთან ერთად. ვინც ამსოფლიური სიკეთითა და სიამოვნებით ტკბება, თუ არ შეი-ნანებს, ყველაფერი საუკუნო მწუხარებად და ტკივილად გადაექცევა. მაშინ, როცა ღვთისმოსავ ადამიანებს მცირედზე უარის თქმა მარად-იული ბედნიერებით და ნეტარებით აუნაზღაურდებათ. ეს ნეტარება ზეცადაღტაცებულმა პავლემ იხილა და გაოცებულმა თქვა: "რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა".7 ნათესავების სიყვარული ნუ დაგაბრკოლებს; იფიქრე, რომ სიკვდი-ლის ჟამს მარტო იქნები და შემწედ ღმერთს ისურვებ. ის დაგეხმარება, თუკი ახლა შენს სახლეულზე მეტად მას შეიყვარებ. ხოლო თუ და-თმობაზე წახვალ, მწარე სინანულის ნაყოფს მოიმკი. მაშ ასე, ქრისტეს სიყვარულისთვის გადაწყვეტილება მიიღე და წინ გასწი.
*** ჩემო სულიერო შვილო, გისურვებ შენს ცხოვრებას თან ახლდეს სი-მშვიდე და ღვთაებრივი სიხარული. ამინ. შენი წერილი მივიღე და შენი სიხარულიც დავინახე. გისურვებ, რომ ეს სიხარული ულევი სულიერი მოსავლისა და ღვთის სწორუპოვარი სიყვარულისთვის მთლიანად მიძღვნილი ახალი ცხოვრების საწყისი გახდეს. შენ სულის ნაყოფი გიხილავს. თუ მცირედის ხილვით ასე განმტ-კიცდი, რამდენად უფრო განმტკიცდები, როცა იმ გარემოში მოხვდები, რომელიც მთლიანად სულიერია! განსაცდელები ცხოვრების ბოლომდე ყველგან გველის, მონასტ-ერშიც, უდაბნოშიც, თუკი იქ ვიქნებით. თუმცა სოფლისგან მოშორე-ბით, გაშლილ ველზე ბრძოლის წარსამართად ხელსაყრელი პირობები გვექნება. იქ შევძლებთ მოვიკრიბოთ დამხმარე სულიერი ძალები იმ ტკბილი სასოებით, რომ საუკუნო გამარჯვების ზეციურ ჯილდოს მი-ვიღებთ, რისთვისაც ვართ მოწოდებულნი.8 აქ საცხოვრებლად ქალაქი არ გვაქვს, არამედ მომავალს, საუკუნოსა და დიდებულს ვეძიებთ.9 შვილო, მთელი ძალით იბრძოლე. სულიერი მოვალეობების დატო-ვებით სატანას ნუ ახარებ, არამედ მათი ზუსტი და გულმოდგინე შე-სეულებით გაამწარე ის. ეს სოფელი და მისი ხატება წარმავალია10, ხოლო კეთილისმოქმე-დი უკუნისამდე სუფევს. სატანა მრავალგვარი და განსაკუთრებით კი ბილწი გულისსიტყვე-ბის სახით შხამიან ისრებს სეტყვასავით დაგიშენს. ხოლო შენ მამაცი წინააღმდეგობა გაუწიე, რომ უხრწნელი გვირგვინი მიიღო. როგორც კი ბოროტი გულისსიტყვა გამოჩნდება, მაშინვე წაშალე წა-რმოდგენა, დაუყოვნებლივ თქვი ლოცვა და აჰა, ხსნაც მოვა. ომის შემხედვარე ნუ დაფრთხები, რომ ღირსება არ დაკარგო, არამედ ყოვლადძლიერ ღმერთს მოუხმე და უკიდურესად დაიმდაბლე თავი. ყველაზე უარესი ეპითეტებით აძაგე იგი და გულისსიტყვა დაარწ-მუნე, რომ მართლა ასეთი ხარ. და მაშინ ამ საწყისი წერტილიდან - თავის დამდაბლებიდან იესოს ლოცვით დაიწყე ბრძოლა. ფრთხილად იყავი, რადგან ბრძოლა, რომელსაც ვეწევით, უმნიშვ-ნელო არ არის. მთავრობათა და ხელმწიფებათა წინააღმდეგ უნდა ვი-ომოთ. ბრძოლის კეთილად წარსამართად კი კეთილგონიერება და სიფრთხილე გვჭირდება, რადგან სიკეთე სიკეთე არაა, თუ მართებუ-ლად არ შესრულდა. გისურვებ წარმატებულ ბრძოლას. სიფრთხილით შეარჩიე ის ადამი-ანები, ვის გარემოცვაშიც იქნები...
1 იხ. იაკ. 4, 4. 2 სადღესასწაულო, ნაღლისღების საკითხავი, წყლის კურთხევის ერთ-ერთი ლოცვა. 3 იხ. იოან. 14, 21. 4 1 კორ. 2, 9. 5 ფსალმ. 83, 11. 6 იხ. რომ. 8, 18.
7 1 კორ. 2, 9. 8 იხ. ფილიპ. 3, 14. 9 იხ. ებრ. 13, 14. 10 იხ. 1 კორ. 7, 31.
ბერი ეფრემ ფილოთეველი უკან დაბრუნება |