მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > აღსარებისა და სულიერი ანგარიშგების შესახებ

აღსარებისა და სულიერი ანგარიშგების შესახებ


6-02-2015, 00:01

აღსარებისა და სულიერი ანგარიშგების შესახებ

 

  შენმა აღსარებამ სიხარული მოანიჭა ჩემს სულს, რადგან გაიხარეს ღმერთმა და ანგელოზებმა. ისინი მას წუთი წუთზე ელოდნენ. შენ ეშ-მაკის შერცხვენა მოახერეხე, რომელიც ძალიან ხარობს, როცა ვინმე თავის სულიერ მამას გულისსიტყვებს უმალავს.

  ხვრელიდან ამოსული გველი დასამალავად გარბის, რადგან გრძნ-ობს, რომ დაარტყამენ. ასევეა ეშმაკისმიერი გულისსიტყვაც. ის შხამი-ანი გველივითაა, რომელიც ადამიანის პირიდან გამოსვლისთანავე ქრება და უჩინარდება. აღსარება სიმდაბლეა. სატანა კი სიმდაბლის სუნსაც ვერ იტანს და განა მდაბალი და გულწრფელი აღსარების შე-მდეგ შესაძლებელია მისი მონანულთან დარჩენა?

   შვილო, გისურვებ კარგ დასაწყისსა და ყურადღებას. ჩემი ნუ შეგრ-ცხვება. ყველაფერი მითხარი არა როგორც ადამიანს, არამედ როგორც ღვთის წარმოგზავნილს, თუნდაც გულისსიტყვა ჩემს საწინააღმდეგოს გეუბნებოდეს. ეშმაკის ზემოქმედების გამოცდილება მაქვს და ვიცი, როგორ ებრძვის ადამიანს ბოროტი. ჩემს სულიერ შვილებს უბრალო გული აქვთ და თუ მათ ბოროტი გულისსიტყვები მოსდით, ამაში ეშ-მაკის ვერაგობა და შვილის ეგოიზმია დამნაშავე; მოძღვრის მიმართ ბოროტ გულისსიტყვებს ღმერთი იმიტომ უშვებს, რომ სულიერი შვი-ლი უფრო მეტად დამდაბლდეს.

  ამიტომ ნუ დარდობ. ყოველთვის გამიხარდება, თუ თავისუფლად და გულწრფელად დამელაპარაკები, რადგან გულახდილი აღსარების გა-რეშე სულიერი წინსვლა გამორიცხულია.

 

***

   ასე რომ, შვილო, ნუ ზრუნავ. შენი ტვირთი მე ვიტვირთე, მხოლოდ გევედრები - დაწყნარდი. შენ კალმით მწერ, მაგრამ მე ნაწერის ძალას, აზრს, არსს ვგრძნობ, შენი სიტყვების სულში ვაღწევ. გთხოვ, დამშვი-დდი. აღსარებისას ნათქვამი ყველაფერი შეგენდობა. სატანამ შენი ხა-სიათი გაიგო და სერიოზული მიზეზის გარეშე გტანჯავს. რასაც მწერ, ანუ მტანჯველი გულისსიტყვები, ეშმაკის ხელოვნებაა, რომ უიმედ-ობა და მწუხარება მოგიტანოს. დაივიწყე ყველაფერი, რაც მოხდა და ცხოვრების ახალი გეზი დასახე.

   თუ იმავეს ფიქრობ, ეშმაკების დასაცინი გახდები. მხოლოდ ერთს გთხოვ - მორჩილება გამოიჩინე. შენი აღსარებით ყველაფერი მიგეტე-ვა. ამრიგად, ძველი, გასტუმრებული ხელწერილების ხელახლა არევ-დარევა ნუ გსურს. იარას, რომელმაც ასე დაგტანჯა, ნუ იქავებ. გულ-ისსიტყვა, რომ დამნაშავე ხარ, ნუ გაცდუნებს. ექიმებთან რომ არ მი-გეყვანა და ყველა საშუალებისთვის არ მიგემართა, მაშინ ამგვარი გუ-ლისსიტყვები სამართლიანად შეგებრძოლებოდა. შენ შენი მოვალეობა შეასრულე. ღმერთმა ინება მისი ამ სოფლიდან გაყვანა იმ მიზნით, რომელიც მხოლოდ ღვთის უსაზღვრო სიბრძნემ იცის. შენ კი გგონია, რომ მოკალი! გაფრთხილდი, ამ გულისსიტყვამ შენს გულში არ დაი-ბუდოს. რადგან ეშმაკის ხელოვნება ზიანის მიყენებაა, როგორც ამ გამოცდილმა მაცდურმა იცის. მას უამრავი ადამიანი სასოწარკვეთ-ილების მეშვეობით ჯოჯოხეთის სიღრმეებში ჰყავს დანთქმული.

  ეშმაკის ხერხია - როცა რაიმე მოხდება და დაინახავს, როგორ წუხს ადამიანი, მაშინვე აზრების მთელი გროვა მოაქვს, თითქოს ასამართ-ლებდეს მას, რომ საწყალი აბობოქრებულ ზღვაში გადააგდოს და და-ნთქას. "არეულობა მელას ახარებსო", ნათქვამია. როცა ქარიშხალი გა-დაივლის, კაცი ხედავს, რომ "ერთ კოვზ წყალში" დახრჩობის საფრთხე ემუქრებოდა.

 

***

   დამდაბლდი და ამიერიდან ცოდვები აღიარე, რადგან აღსარება უწ-მინდეს სიმდაბლეს მოიცავს, რომლის გარეშეც ვერავინ ცხონდება. ეშმაკს ძალიან უხარია, თუკი მოახერხებს დაარწმუნოს ადამიანი, რომ ბოროტი გულისსიტყვები დამალოს. და ეს იმიტომ, რომ ამ გზით კა-რგად მოფიქრებულ სულისგამხრწნელ მიზანს მიაღწევს.

 

***

   ხშირად ვთქვათ აღსარება ღვთისმოშიშებითა და სუფთა სინდისით. სულიერი მოძღვრის მითითებები დავიცვათ. განუწყვეტლივ ვილოც-ოთ. გვახსოვდეს სიკვდილი. ღმერთს ძალუძს, მომავალ ცხოვრებაში მის მახლობლად ყოფნის ღირსი გაგვხადოს და მოზეიმე ეკლესიაში წმინდანებთან ერთად ვიხაროთ.

 

***

   სინდისის შესახებ უკვე მოგწერე - უნდა მოვერიდოთ ისეთ საქცი-ელს, რის გამოც სინდისი გვამხელს და დაგვსჯის.

   გვახსოვდეს, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს და მისგან ვერაფერს დაფარავ. როგორ ვიტყვი ტყუილს ღვთის წინაშე? განა არ იცი, რომ სიცრუე ეშმაკისგანაა და თუ ამას ყურადღება არ მიაქციე, ჯერ ჩვევად, შემდეგ კი ბუნებად და ვნებად იქცევა, ხოლო 1?

   ღმერთის გეშინოდეს. ნივთიერი ძღვენით ღმერთს ვერ ვასიამოვ-ნებთ, თუკი ჩვენს გულს მზრუნველობას მოვაკლებთ. საჭიროა ერთიც ვაკეთოთ და მეორეც.

   იზრუნე სინდისზე, რადგან არ ვიცით, როდის დადგება სიკვდილის ჟამი. მევალეს ვალი თუ არ დავუბრუნეთ, საშინლად განგვიკითხავს, შეწყნარების გარეშე. მაშინ დადუმდება ჩვენი პირი, რადგან არაფერი გვექნება სათქმელი.

 

***

   ყოველღამე გამოიკვლიე, როგორ გაატარე დღე და დილით კი - რო-გორ გაატარე ღამე. შენი სულის ანგარიში გეცოდინება. თუ იზარალებ, ეცადე ლოცვითა და თავის იძულებით აანაზღაურო. ხოლო თუ მოი-გებ, ადიდე ღმერთი, შენი უხილავი თანაშემწე.

   ნუ მიუშვებ, სინდისმა გამხილოს, არამედ რასაც გთხოვს, სასწრაფ-ოდ მიეცი, რომ მსაჯულთან და საპყრობილეში არ წაგიყვანოს2. სი-ნდისი ლოცვის კანონის დაბრუნებას და მისი შესრულებისთვის ზრუნვას ითხოვს? მიეცი მას და აჰა, მსაჯულისკენ მიმავალ გზას ასცდები. სინდისის მაცხოვნებელ ხმას მის მიმართ უყურადღებობით ნუ დააუძლურებ, რადგან შემდგომში დანანება უსარგებლი იქნება.

 

***

   ეცადეთ, გულწრფელი იყოს თქვენი საქმე და სიტყვა, განსაკუთრე-ბით კი აღსარება. რადგან ღმერთი გულსა და თირკმელს გამოიკვ-ლევს3 ; მისი დაუძინებელი თვალისთვის დაფარული არაფერია.

   ღმერთის გეშინოდეთ. "ღმერთი არა შეურაცხ იქმნების"4იგი არას-ოდეს ტყუვდება. ამიტომ ფრთხილად იყავით: როცა ურჩობით და დაფარულად სცოდავთ, გამოააშკარავეთ აღსარებაში. ეგოიზმი ნუ გძლევთ და სიმართლეს ნუ დაფარავთ, რომ გამოუსწორებელი და ვნებიანი არ დარჩეთ.

   გაფრთხილდით: წლები გარბის, მიექანება. სიკვდილი მოულოდნ-ელად მოგვადგება და ასე მოუმზადებლები წავალთ, სინდისისგან და-სჯილნი, რომელიც ღვთის საშინელ სამსჯავროზე დაგვადანაშაულ-ებს.

   ყველაფერი გამოასწორეთ, თუ გსურთ კეთილი, უვნებო და მშვიდი დღეები იხილოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 კორ. 6, 9.

2 იხ. მათ. 5, 25.

3 იხ. ფსალმ. 7, 9.

4 გალ. 6, 7.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბერი ეფრემ ფილოთეველი   


უკან დაბრუნება