მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > ცოდვის, სინანულის, გლოვისა და ცრემლის შესახებ
ცოდვის, სინანულის, გლოვისა და ცრემლის შესახებ5-02-2015, 00:02 |
ადამიანი დაეცეს და დაშავდეს, ჩვეულებრივი რამაა, რადგან ერთი დღეც რომ გრძელდებოდეს დედამიწაზე მისი ცხოვრება, გონება და-ბადებიდან ბოროტებისკენ აქვს მიდრეკილი1. მაგრამ დაცემა და ამ მდგომარეობაში დარჩენა ადამიანური ბუნებისთვის დამახასია-თებელი არ არის. სინანული ხელახლა შობს ადამიანს. იგი ნათლობის შემდეგ სულის საკურნებლად მოგვეცა. მის გარეშე ადამიანის ცხონება იშვიათია. სრულყოფილებიც შეიძლება შეცდნენ. ამიტომ სანამ ადა-მიანი სუნთქავს, სინანულის სათნოებას ბოლო არ უჩანს. შვილებო, როგორც კი ნახავთ, რომ გულისსიტყვა რაიმე ცოდვის გამო გამხელთ, მაშინვე მიიღეთ წამალი: მოინანიეთ, იტირეთ, თქვით აღსარება, რომ ამით უწინდელ და უკეთეს მდგომარეობას დაუბრუნდეთ.
*** მოღალატე იუდამ თავი უფალს მიუძღვნა, სხვა მოციქულებთან ერ-თად მადლის თანაზიარი გახდა, სასწაულებს აღასრულებდა. ბოლოს კი მისი გემი ჩაიძირა. უსჯულოების, ბოროტმოქმედების, უზნეობისა და სხვა საქმეთა ჩამ-დენმა ავაზაკმა ღაღად-ყო, შეწყალება ითხოვა და საუკუნო ნეტარების წყნარ ნავთსაყუდელში სამუდამოდ განისვენა. ებრაელი ერი, რომელსაც ღვთისგან აღთქმები ჰქონდა მიღებული და უფლისგან რჩეულად და წმინდად იწოდებოდა, დაბრმავდა და ღმე-რთი სამუდამოდ დაკარგა. ბარბაროსმა ერებმა კი, რომლებიც მეძავს ჰგავდნენ, ქადაგება მიიღეს და დაიმკვიდრეს ღმერთი, რომელიც ისრაელმა უარყო. ამიტომ, შორს იმედის გაცრუება და სასოწარკვეთილება! როგორი ცოდვილებიც უნდა ვიყოთ, ჩვენი ვალია გონების თვალი მარად ღმერთს მივაპყროთ. როგორც მონები უყურებენ თავის უფალს ხე-ლებში, ჩვენც უფალს მივაპყროთ მზერა და მარად მის წყალობას ვე-ლოდოთ, სანამ შეგვიწყალებს.
*** სინანული უსასრულოა. ღვთის მადლით ადამიანს შეუძლია ყველა სათნოების სრულყოფას მიაღწიოს. სინანული დაუსრულებელი, განუ-წყვეტელი უნდა იყოს. ის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გვჭირდება, რადგან ყოველწამიერად ვცდებით. შესაბამისად, სინანული უსასრუ-ლოა. როგორი სახიერია ღმერთი! ჩემნაირი ცოდვილები კი, რომლებმაც ზეციური მამის უსაზღვრო მოწყალება უგულებელყვეს, სამართლი-ანად წარწყმდებიან. ადამიანები ვართ და ვცდებით, მაგრამ ვაყოვნებთ ვთქვათ: „შევცოდე!" აბა, როგორ ვიტყვით ამას, ჩვენ, და პირველ რი-გში მე, რომელთაც გულმავიწყობა, მცონარობა და მათი შემწე ამპა-რტავნება ჩვევად გვიქცევია. ეს კი სიმდაბლის გზაზე დიდ დაბრკო-ლებად გვექცევა! ეს გზა ქრისტემ თავისი ჯვრით გვამცნო, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, თავს საკუთარი ნებით ვიყრუებთ. დრო გადის, წლები მიქრიან და მარადისობას სულ უფრო ვუახ-ლოვდებით. ვხედავთ ამას, მაგრამ გონებრივი უმოქმედობა გვბოჭავს, სანამ ჯოჯოხეთში არ აღმოვჩნდებით, პირველ რიგში მე!
*** მორჩილება, ნების მოკვეთა, თავის დადანაშაულება, ზოგადად მო-თმინება არის სულის საძირკველი, ხოლო ცრემლი სულს მხურვა-ლებას და მოშურნეობას უნარჩუნებს. თუ გსურს, სიცოცხლის ბოლო-მდე მოშურნე იყო, ეცადე მუდამ იტირო. და თუ ასეთი ცრემლი გაქვს, ნუ გეშინია, ცხონების მხურვალე წადილი შენთან დარჩება. წყალი, ჩვეულებრივ, ცეცხლს აქრობს. თუმცა ღვთაებრივი წყალი, რომელიც მონანულის თვალებიდან მოედინება, არა ნივთიერ, არამედ ღვთაებრივ ცეცხლს აღაგზნებს და მტრის ღვარძლს შთანთქავს!
*** დაე, გულწრფელად მოვინანიოთ. დაე, გულახდილად და დაწვრი-ლებით ვაღიაროთ ცოდვები. დაე, გონება მუდმივად ღვთის სამს-ჯავროსა და მისი განაჩენის შესახებ ფიქრით იყოს დაკავებული. ვიმეორებდეთ: „ნეტავ ვცხონდები თუ ჯოჯოხეთის სატანჯველში და-ვინთქმები?" ახლა, უფრო სწორად, მუდმივად, საჭიროა სინანულის ცრემლს ვღვრიდეთ. რარიგ გვმართებს იმაზე წუხილი, თუ რამდენად სპეტაკი და სუფთა იქნება ჩვენი სულის სამოსელი! უნდა განვასპე-ტაკოთ იგი, რადგან სხვაგვარად, ისეთები, როგორებიც ვართ, ქრისტეს წინაშე ვერ წარვდგებით. ჩვენი მონაზვნური ცხოვრების განმავლობაში სიკვდილზე ფიქრი საერთოდ არ უნდა გაგვისხლტეს.
*** ცოდვა, როგორც ტკბობით შენიღბული ანკესი, შეფარვით მოდის ენ-ასთან, წარმოუდგება მას, როგორც ტკბილი და საუცხოო, რომ იერიში სულზე მიიტანოს. ის კი, ვინც ხანმოკლე სიამოვნებითა და ტკბობით ცდუნდება, საწამლავზე უმწარესად და გადამდებ ავადმყოფობაზე უფრო გამანადგურებლად შეიგრძნობს ცოდვას თავის სულში.
*** საყვარელო ძმაო... დაე, ჩვენი სიმდაბლის მომხილველმა ღმერთმა ჭეშმარიტი სინანული მოგვანიჭოს, რომლის გამოც ღვთის სამსჯავრო მოწყალე იქნება ჩვენ მიმართ. გულწრფელ სინანულს ჩადენილ ცოდვათა გამო წუხილი, გლოვა და ცოდვის ციხე-სიმაგრეთა დამარღვეველი მდუღარე ცრემლი, გულახ-დილი და სუფთა აღსარება გამოხატავს. სინანული განუკურნებელს არავის ტოვებს. მის გარეშე ვერავინ გა-მართლდებოდა. ადამიანები დიდებას და გამარჯვებას სინანულის იარაღით აღწევენ. დიდება ყოვლადბრძენ ღმერთს, ვინც ადამიანებს ეს ქმედითი წამალი მისცა, რომელიც მართებულად მიღების შემთხვევაში ყოველგვარ სნე-ულებას კურნავს. ძმაო, დაე, ვიბრძოლოთ; ბავშვებივით წრფელნი და გულახდილნი ვიყოთ, როგორც თქვა მაცხოვარმა: „უკუეთუ... არა იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა".2 სიწრფოებითა და სარწმუნოებით უბოროტესი გონებაგაფანტულო-ბისგან ვთავისუფლდებით, რომელიც სულიწმინდის კეთილი თეს-ლის განმხრწნელია. ყველაფერი ჩვენი რწმენის შესაბამისად ხდება; რასაც ვთესავთ, იმასვე ვიმკით. სინანული და გლოვა ვითხოვოთ და ღმერთი მოგვცემს. ამას მაცო-ცხლებელი ცრემლთა დენა მოჰყვება და გული სულიწმინდის ნაყოფს გამოიღებს, ამინ.
1 იხ. დაბ. 8, 21. 2 მათ. 18, 3.
ბერი ეფრემ ფილოთეველი უკან დაბრუნება |