მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვებზე პასუხი

კითხვებზე პასუხი


1-02-2015, 00:01

   ნანას შეკითხვა: ცხონება ადამიანის მონდომებაზეა დამოკიდებუ-ლი, თუ უფლის ნებაზე? სინანულის, სიყვარულის და ყველანაირი მა-დლი ხომ ღვთისგან გვეძლევა?

   პასუხი:ცხონება ორივე ფაქტორზეა დამოკიდებული - უფლის ნება-ზეც და ადამიანის მონდომებაზეც. თუმცა, ადამიანის სურვილის გა-რეშე ცხონება შეუძლებელია.

   წმ. წერილი ბრძანებს; რომ „სასუფეველი ღვთისა იიძულების", ანუ რომელი ადამიანიც იმუშაკებს საკუთარ თავთან, მას შეეწევა ღმერთი და აცხონებს. საამისოდ ადამიანს თავისუფალი არჩევანი დაუტოვა ღმერთმა. ნებისმიერი სათნოების საწყისები არსებობს პოტენციურად ადამიანში. საქმე მხოლოდ იმაშია, როგორ გამოიყენებს ის მას.

  

   დიმიტრის შკითხვა: რას ნიშნავს სახარების ეს სიტყვები: "ესე უწყ-ით, რამეთუ ცოდვილისაჲ არა ისმინოს ღმერთმან, არამედ უკეთუ ვინმე არნ ღმრთისმსახურ და ნებასა ღმრთისასა ჰყოფნ, ამისი ისმინის ღმერთმან". (იოანე 9; 31).

   პასუხი: სახარების ეს სიტყვები განკურნებულ ბრმას ეკუთვნის. ის შობითგან ბრმა იშვა, ხოლო უფალმა განკურნა ის. ამ სიტყვებში ჩანს უშიშარი აღმსარებლობა ამ ადამიანისა ფარისევლების წინაშე, რისთ-ვისაც გააძევეს საკრებულოდან.

  

   ეკატერინეს შეკითხვა: იოანეს სახარებაში: "რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო?" (იოანე 2; 4), რატომ მიმართავს უფალი დედას, როგორც დედაკაცს?

   პასუხი: „დედაკაცო" - ძველ ქართულში მიმართვის ფორმა გახლდ-ათ. ამ პერიოდისთვის მაცხოვარს ჯერ არ ჰქონდა დაწყებული თავისი მისიონერული მოღვაწეობა. სწორედ დედის თხოვნით აღასრულა უფ-ალმა პირველი სასწაული კანას გალილეაში.

  

   ალექსანდრეს შეკითხვა: როცა იგივე ცოდვაში ვვარდებით, ეს ნიშ-ნავს რომ საკმარისი სინანული არ გვაქვს და უფალმა არ მოგვიტევა?

   პასუხი: წმიდა მამები ამბობენ, რომ თუ ადამიანი გულწრფელად ნა-ნობს, ის აღარ დაუბრუნდება ცოდვას. მაგრამ ჩვენ ასეთი სინანული არ გაგვაჩნია, ამიტომაც მუდამ ვვარდებით ერთი და იმავე ცოდვაში.

 

ღმერთმა დაგლოცოთ!


უკან დაბრუნება