მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > სნეულებათა შესახებ

სნეულებათა შესახებ


4-02-2015, 00:01
 

სნეულებათა შესახებ

 

 

   შვილო, შენი სნეულება უმეტესწილად ურჩობისგანაა, თუმცა შენ-დამი ღვთის სიყვარულიც ჩანს. ღმერთს ძალიან უყვარხარ, ამიტომაც გწვრთნის. განსაცდელებით ღმერთი შენს ძვირფას ხსნას აღასრულებს; მას სურს, ტვირთი შეგიმსუბუქოს და სულის ჭურჭელი იმ დიდი იმ-ედის ძღვენით აგივსოს, რაც ზეცის დამკვიდრება და შენგან მხურ-ვალედ შეყვარებული ქრისტეს მახლობლად საუკუნო ყოფნაა!

   ასე რომ, რა დაგრჩენია? სრული მოთმინება, სიმხნევე განსაცდელში და უსაზღვრო მადლიერება ჩვენი სულების საუკეთესო განმგებლის მიმართ, რასაც მადლიანი სიმდაბლეც უნდა ახლდეს თან.

  შვილო, წმინდა გოლგოთის აღმართზე კეთილისმყოფელი უფლის მიერ მოცემული ჯვრით იარე. უფალს უყვარხარ და გწვრთნის, რომ მის სიწმინდეს ეზიარო.

  მწუხარება და სნეულება უსაზღვრო საუკუნო დიდებას უმზადებს მათ, ვინც ითმენს და მადლობს ღმერთს.

 

***

   გისურვებ, შვილო, მოთმინებისა და ნუგეშინისცემის ღმერთმა გაგ-აძლიეროს სნეულებისას, რომელიც ღვთის ნებით მოგეცა.

   გავიგე, მძიმედ გამხდარხარ ავად. ძალიან მეტკინა გული და ღვთი-სმშობელ დედას ვევედრე გამოგაჯანმრთელოს ჯერ სულიერად და მერე ხორციელად.

   იფიქრე, შვილო, წმინდა მოწამეებზე. რა აღარ დაითმინეს ქრისტეს სიყვარულისთვის! შენც თქვი: "მდაბალო სულო, სნეულების სატან-ჯველი მოითმინე, რომ ჯოჯოხეთის საუკუნო ტკივილი აიცილო!"

   მოწამეებმა მოწამეობის ტანჯვა ნებაყოფლობით იტვირთეს, შენ კი შენი ნების საწინააღმდეგოდ გტკივა. ესეც კარგია, საკმაო სარგებელს მოგიტანს. ოღონდ ღვთის სწავლება სიხარულითა და მადლობით და-ითმინე. ეს და სხვა მრავალი იმეორე, რომ განიმტკიცო თავი და სი-მხნევე და ნუგეში მოგეცეს.

 

***

   ჯანმრთელობა ღმერთს მიანდე. თუკი სნეულება გაიძულებს ან ექ-იმი რაიმეს მოგთხოვს, ღვთისადმი სასოებით მიიღე, ამით ღმერთი მისთვის სასურველს აღასრულებს. ცხადია, თავის უარყოფამ თვითმკ-ვლელობამდე არ უნდა მიგვიყვანოს, ზრუნვამ კი - თავისმოყვა-რებამდე. საშუალო გზით უნდა ვიაროთ, ანუ ექიმის დანიშნულება სარწმუნოებით შევასრულოთ, რათა უმოქმედობა თვითმკვლელობად არ ჩაგვეთვალოს. ხოლო გამოვჯანმრთელდები თუ არა ჩემ მიერ გა-მოყენებული საშუალებით, ეს ღვთისთვის მიმინდია.

  შვილო, შენს ყველა განსაჭირში მოთმინება გქონდეს. სნეულებას, როცა მას ვითმენთ, სულისთვის დიდი სარგებელი მოაქვს. ამ დროს საკუთარი თავის დადანაშაულება საკმარისია, რადგან ძირითადად ჩვენი ცოდვების, უმეტესწილად კი ჩვენი გულის ამპარტავნების გამო ვიტანჯებით.

 

***

  საბოლოო გამოჯანმრთელებას გისურვებ... რას ვიზამთ?! უფალი გვწვრთნის, რათა საუკუნო სასყიდელი გვქონდეს. რაკი მოღვაწეობას არ ვეწევით, ღვაწლის სანაცვლოდ უფალი სნეულებებსა და ჭირს გვი-გზავნის, რომ სამსჯავროზე მცირედი ნუგეში მივიღოთ.

   რას ვიზამთ, შვილო. ჩვენს უფალს ასე სურს: ვიტანჯოთ, რომ მომა-ვალ სოფელში განსვენება ვპოვოთ. აქ ყველაფერი დროებითია, იქ - საუკუნო. მკაცრია ზამთარი, მაგრამ ტკბილია სამოთხე1. დაე, აქ გაგვე-ყინოს ფეხები, რათა იქ მარადიულ ფერხულში ჩავებათ! დიდება შენ-და, ღმერთო.

 

***

   ჩემო კურთხეულო შვილო... სიყვარულის ღმერთი იყოს შენი ცხოვ-რების მეგზური. ამინ.

   შვილო, გისურვებ, ჩვენმა იესომ მოთმინება მოგცეს, რადგან მოთმი-ნებით გამოუთქმელ სიკეთეს, განძს მოიხვეჭ, რომელსაც ზეცაში არა-ვინ მოიპარავს. მთელი ძალისხმევით იღვაწე. ტკივილის დასათმენად მთელი ძალა მოიკრიბე, რადგან ტკივილი განმწმენდი წამალია, რო-მელიც ადამიანის სულს კურნავს და სიწმინდემდე აღამაღლებს.

   წარმავალია ტკივილი, საუკუნოა დიდება; მკაცრია განსაცდელების ზამთარი, ტკბილია სასუფევლის შვება. მრავალი გასაჭირით შევალთ სამოთხის, ზეციური სამყარის თვალისმომჭრელ ნათელში. ხოლო ჩვენს იესოს ჩვენდამი მოწყალეს ვნახავთ მაშინ, როცა განსაცდელს მოვითმენთ, რომელსაც ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის გამო გვი-გზავნის.

 

***

   მოითმინე, შვილო, შენი ჯვარი. ის საუკუნო აღდგომამდე მიგიყვანს!

   გულისსიტყვა იმით გაფანტე, რასაც შენთვის სიხარულისა და მცირ-ეოდენი ნუგეშის მოტანა შეუძლია. სნეულებისას იმედიანი იყავი, ყველა ხერხს მიმართე, რომ მოთმინებაში განმტკიცდე და ყოველთვის სარგებელს ნახავ.

   ილოცე, აიძულე თავი. იფიქრე, რომ ყველაფერი განქარდება - სასი-ხარულო თუ სამწუხარო. და აქედან გამომდინარე ზეციურზე, როგ-ორც მყარსა და მარადიულზე, ისე იფიქრე.

 

 

 

 

 

 


 

 

1იხ. ორმოცი სებასტიელი მოწამის საკითხავი. მარხვანი, "ღაღად-ვყა-ვის" დასდებელი, ხმა მე-2. ხს. 9 (22) მარტს.

 

 

 ბერი ეფრემ ფილოთეველი  



უკან დაბრუნება