მთავარი > წერილები სულიერ შვილებს > სულის ცხონების და სამოთხის შესახებ
სულის ცხონების და სამოთხის შესახებ30-01-2015, 00:01 |
ახლა, გაზაფხულზე, როცა ბუნება უმშვენიერესი სამოსით იმოსება, თუკი ამის შესაფერი სულიერი მდგომარეობა გვაქვს, გამოუთქმელი სიამოვნება გვეუფლება. ღმერთმა ჭეშმარიტად ყოველივე სიბრძნით შექმნა! სული ვერ ძღება ბუნების მშვენიერების ხილვით. თუ ადამიანი გონებას დედამიწიდან ზეციურ იერუსალიმში, სამოთხის გასაოცარ მშვენიერებამდე აამაღლებს, შეზღუდული მიწიერი გონება იქ მოქმე-დებას შეწყვეტს.
თუკი აქ, ექსორიაში,1 გოდებისა და წყევის ქვეყანაში, ღმერთმა ას-ეთი სილამაზით ტკბობის საშუალება მოგვცა, რაღა იქნება იქ, სადაც თავად ღმერთი მკვიდრობს? ჭეშმარიტად "ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა!"2 და ბედნიერებისა. ზეცაში შვილო, ადამიანის განღმრთობა ხდება. იქ უფალი ღმერთი ყოველგვარ ცრემლს, ურვას, ტკივილსა და სულთქმას მოგვაცილებს, რადგან ზეცა ანგელოზებრივი მოქალაქეობის საუფლოა, სადაც ძირი-თადი საქმე სულიერ ჰიმნთა გალობაა! იქ საუკუნო განსვენებაა! ჩვენს მამასთან - ღმერთთან - ერთად სიხ-არული გველის. ის ელოდება, როდის ვიქნებით მზად, რომ სამუდ-ამოდ თავისთან გვიხმოს! იქ ყველა ცხონებული სული უსაზღვრო სი-ყვარულით, სიტკბოებით, სიხარულითა და განცვიფრებით იცხოვრ-ებს!
*** მოვა დრო, დადგება დღე და წამი, როცა თვალები დაიხუჭება და სულის თვალი აგვეხილება. მაშინ ახალ დაუსრულებელ ცხოვრებას ვიხილავთ. მისი სახელია უკვდავება, ზეციური დიდი სამშობლო, უხრწნელი მარადიული ზეციური იერუსალიმი, პირმშოთა დედა; იქ დაემკვიდრებიან გადარჩენილთა სულები, რომელთაც მწიკვლი უცო-დველმა კრავმა თავისი სისხლით ჩამოჰბანა! ვინ შეძლებს იმ ნეტარ ცხონებულ სულთა სიხარულის, მხიარუ-ლების და ბედნიერების სიტყვით და კალმით გამოხატვას! ნეტარ არიან უფლის მიერ შესვენებულნი, რადგან მათ ღვთიურ სიკეთეთა სიმდიდრე ელით. ნეტარია, ვისაც ზეციურ დღესასწაულში მონაწი-ლეობა ხვდა წილად. ეს არის სიმდიდრე, რომელსაც ვერავინ წაარ-თმევს, დიდება, როგორც თავად ღმერთი ამბობს: "და ვთქვი ძენი მაღლისანი, შვილნი ღვთისანი, მკვიდრნი ღვთისანი, თანამკვიდრნი ქრისტესნი".3 უფალმა ვნების წინ ზეციურ მამას თავისი მოწაფეებისა და მომავალ მორწმუნეთათვის შესთხოვა: "მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაჲთა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა".4 საოცარია იესოს სიყვარული ჩვენდამი! ადამიანური ბუნება მიიღო, ჯვარს ეცვა, ამით თავისუფლება მოგვანიჭა, ჩვენი ვალი აღხოცა ზეც-იური მამის წინაშე და როგორც საყვარელმა ძმამ, ღვთის უსაზღვრო სიმდიდრის თანამკვიდრობის ღირსი გაგვხადა! როგორი სიყვარულია ჩვენდამი! ჰოი, ჩვენი გულგრილობა ღვთისა-დმი! ვაი, ჩემს უმადურობას ჩემი კეთილისმყოფელის მიმართ! ღმე-რთო ჩემო, ღმერთო ჩემო, შემიბრალე და ნუ განმსჯი საქმეთა ჩემთა-ებრ!
*** როგორც შეგვკრა ღმერთმა ურღვევი სულიერი კავშირით, ნეტავ ასევე ყველანი ერთად ცათა სასუფეველში მასთან ყოფნის ღირსი გაგვხადოს; საღვთო სიკეთით დამტკბარნი და ზეციურ მამასთან - დაუშრეტელ ღვთაებრივ მდინარეთა სათავესთან - შეერთებულნი მის სულიერ ტრაპეზს შემოვუსხდეთ. რა დიდი მოწოდებაა! წარმავალ მწუხარებათა რა დიდი ნაყოფია! ღვთის შვილები ზეციური სამოსით შეიმოსებიან, სახე ღვთიური ნიშნით გაუბრწყინდებათ და მამობრივ სამკვიდრებელში საუკუნო განსვენებისთვის შევლენ! ისინი ზეციურ სავანეებს მოივლიან და იქაური უსაზღვრო სიმდი-დრის ხილვით აღტაცებულნი საუკუნეების დინებას ვერ იგრძნობენ! რა დიდი მოწოდებაა ადამიანისთვის! მაგრამ ამ კეთილ ჭვრეტას5 სამწუხარო სურათი ჩრდილავს. პირვე-ლი ის, რომ მე ვერ ვიქნები ამ დიდებული ბედნიერების მონაწილე, რომელიც ახლა თეორიაა, შემდეგ კი ხორცს შეისხამს, ანუ განხორ-ციელდება. მეორე კი ის, რომ ადამიანები ცხოვრების გზას ისე მიუყ-ვებიან, რომ ამ დიდი მოწოდების შესახებ არ იციან. აქედან გამომ-დინარე, ეს უმეცრება ღმერთს გვაშორებს და სულიერ სიკვდილს შობს. ადამიანის სამოთხისეული ბედნიერების თავდაპირველი გამანად-გურებელი ცოდვა იყო და ის თავის დამღუპველ მოქმედებას ისევ განაგრძობს. ვაი, რომ ჯოჯოხეთი დაგვმწყემსავს. ღმერთო ჩემო, უფალო საბაოთ, ჩვენი გულების წყვდიადი განა-ნათლე, რომ გიხილოთ შენ, ჭეშმარიტი ნათელი, ნეტარი ნათელი, რომელიც განანათლებს და ახარებს მათ გულებს, ვინც შეგიყვარა. განგვანათლე შენი მიმდევრები საუკუნო განსვენებამდე. ამინ.
*** ყველაფერი განქარდება და არარაობად იქცევა, ხოლო ღვთის გამო აღსრულებული საქმეები აღმასრულებლის სულთან დარჩება, ამ სა-ქმეთა მეშვეობით საუკუნო ცხოვრებას რომ ეზიაროს. ნეტარ არიან ღვთივსულიერი ფილოსოფოსები, რომლებიც წარმა-ვალს გასცემენ და მარადიულს აგროვებენ, რათა ამ ქვეყნიდან გასვ-ლისას განძი ღვთის საუნჯეში გამრავლებული დახვდეთ. ნეტარია, ვინც თავის გულს ცოდვის ღვარძლისგან წმენდა და კეთილ თესლს ამრავლებს, რადგან თავის დროზე მარადიული ცხოვრების თავთავს მოიმკის! ნეტარია, ვინც ცრემლებს სულიერ მარხვასთან ერთად თე-სავს, ანუ ვისაც მარად სურს კეთილი საქმეები და ესწრაფვის მათ, რადგან მარადიულ სიხარულს მოიმუშაკებს!
*** ჩემო საყვარელო შვილებო, მივიღე თქვენი წერილი. თქვენი სიყ-ვარული ძალიან დიდია, მე კი სრულიად უღირსი და საწყალობელი ვარ. ჩემი უღირსობის მიუხედავად ვლოცულობ, - ღვთის მადლმა და-გიფაროთ და სულიწმინდამ კეთილ საქმეში გიწინამძღვროთ, რომ ჩვენს სახიერ ღმერთს სათნოეყოთ და თქვენი ოჯახით ღვთის სამ-ყოფელში, საიქიო ცხოვრებაში დამკვიდრების ღირსი გახდეთ, სადაც მიუწვდომელ ღვთაებრივ ნათელში მდგომი ანგელოზები დაუცხრომ-ლად ადიდებენ წმინდა სამებას. ყველა დიდი წმინდანი ესწრაფოდა, იღვწოდა ამ ზეციური დიდე-ბისთვის და მიაღწიეს კიდეც. აქ, ქვემოთ, ზეციურთან შედარებით ყველაფერი წყვდიადია. ყოველივე სააქაო ამაო, წარმავალი, ხანმოკლე, ცვალებადი და არარაობაა, ხოლო ზეციური - საუკუნო, მარადიული, უცვლელი, დიდებული, ნათლითშემოსილი, ღვთაებრივი მადლის სურნელის მქონე. ამიტომ, ვინც ამქვეყნიურ ამაო საგნებს უგულებელყოფს, ანუ ვნე-ბიანად არ ისურვებს მას, საუკუნო სიკეთეთა თანაზიარი გახდება!
*** მონაზვნის ცხოვრება ყოველდღიური ჯვარია. იესო ქრისტე მოგვი-წოდებს, ვისაც ის გვიყვარს, მასთან ერთად ვეცვათ ჯვარს. ამას სულის აღდგომა, სულიერი მხიარულება მოჰყვება. მკაცრია ზამთარი, ტკივი-ლიანია ყინვა, მაგრამ ტკბილია სამოთხე.6 აღაპყარით თვალები და იხილეთ ზეციური იერუსალიმი. იქ ბედნიერება, სიხარული და ნე-ტარებაა უკუნითი უკუნისამდე! რა სიხარული და მხიარულებაა ად-ამიანისთვის ღვთის ახლოს მარადიული ცხოვრება! დიახ, შვილებო, შევიყვაროთ ერთმანეთი, რადგან სასუფეველში სრული სიყვარულია და ვისაც სიყვარული არ გააჩნია, იქ ვერ შევა.
*** ჩემო კურთხეულო შვილო, ვერავითარი შრომა, ჯაფა და განსაც-დელი იქაურ ნეტარ ცხოვრებას ვერ შეედრება. ათასი სიცოცხლე რომ გვქონოდა და ყველა მსხვერპლად გაგვეღო, მნიშვნელოვანს მაინც ვერაფერს გავაკეთებდით მავალ დიდებასთან შედარებით, სადაც მე-უფე ქრისტეს ჩვენი დამკვიდრება თავისი პატიოსანი და მაცოც-ხლებელი სისხლის მეშვეობით სურს! პავლე მოციქული ამბობს: "ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ".7 კიდევ იფიქრე, რომ ადამიანი ყვავილივით ჭკნება და სიზმარივით ქრება. იმაზეც, რომ საყვირის ხმაზე ყველა მკვდარი, როგორც მაშინ, როცა მიწა იძრა, აღდგება ქრისტეს შესახვედრად.8 როცა მომავალი საუკუნის კარი გაიხსნება და ახლანდელი ქვეყანა განადგურდება, ჩვენი ადამიანური ბუნება პირვანდელ მდგომარეობაში აღდგება. უფალმა "გარდაცვალნეს ხორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რა თა იყვნენ იგინი თანახატ ხორცთა მათ დიდებისა მისისათა".9 ჩვენი ბუნება, რომელიც ჩვენთან ერთად ოხრავს და იტანჯება, მხურვალე სურვილით ელის ღვთის შვილთა დიდებულ გამოჩენას. 10 შეუდარებელია იმ ადამიანის დიდებულება, რომელსაც ღმერთი ასეთ სიმაღლესა და დიდებაში აამაღლებს! ჩვენ კი, ცოდვილები და ვნებიანები, უგულებელვყოფთ და გულგრილად ვეკიდებით ასეთ დიდ სიმდიდრეს, რადგან სრულიად მიწიერი აზროვნება გვაქვს. ეს სხეული, რომელიც მიწა და სიმყრალეა, ღვთის დიდების სწორი, ანგელოზებრივი ყოფის ღირსი გახდება! ახლა ადამიანები ანგელოზ-ებთან - წმინდა სულიერ არსებებთან - შედარებით ნივთიერნი არიან. ანგელოზებს კი ღმერთთან შედარებით რაღაც "ნივთიერი" გააჩნიათ. ისინი არ არიან წმინდა სულიერი არსებები, როგორც ღმერთი, რომე-ლიც შეუხებელი ნათელია. მაშინ ადამიანებიც ასე ანგელოზებრივნი გახდებიან. მაშინ ეკლესიურ მორწმუნეთა სიმრავლე ქრისტეს შეუერ-თდება. რა გულთბილად და მამობრივად ამბობს ამაზე უფალი: "მა-მაო, - მიმართავს თავის მამას, - რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რა-ჲთა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაჲთა ჰხედვიდენ დი-დებასა ჩემსა, რომელი მომეც მე".11 განა უფლის ამ სიტყვებს ამქვეყნიური სიმდიდრე შეედრება? სადაც ჩვენი უფალია, ჩვენც იქ ვიქნებით! იქ, სადაც ანგელოზები ძრწიან და ვერ ბედავენ მასთან მიახლოებას! აი, ღვთის დაფარული სიბრძნე და უსაზღვრო სიმდიდრე!
*** შვილო, მიზანს ნუ დაივიწყებ. შეხედე ცას - როგორი მშვენიერება გველის. განა ყოველივე ამჟამინდელი ნაცარი, მტვერი და სიზმარი არ არის? განა ვერ ვხედავთ, რომ ყველაფერი ხრწნადია? მაშინ, როცა ზეციური მარადიულია. ღვთის სასუფეველი უსასრულოა. ნეტარია ის, ვინც მასში დაემკვიდრება, რადგან ღვთის სახის მშვენიერებას იხ-ილავს. ნუ დაგავიწყდება, რომ ამსოფლად დროებით ვართ. ჩვენი ცხოვრება ბეწვზე კიდია და ყველა ამქვეყნიური სიკეთე ამაოა. ამრიგად, როცა ვიცით ეს ჭეშმარიტება, ბუნებრივია, სულიერ თვალს გამუდმებით, ყოველწამიერად საუკუნო ცხოვრებას, ზეციურ იერუსა-ლიმს მივაპყრობთ, იქ, სადაც ანგელოზთა გუნდები ჩვენთვის მიუწვ-დომელ ტკბილ და ბრძნულ ღვთის სადიდებლებს გალობენ. ჩემო შვილებო, როგორი დიდება მიენიჭებათ თქვენს სულებს, როცა სიკ-ვდილის შემდეგ ზეცაში ამაღლებულნი ზეციურ ანგელოზთა რიცხვს შეემატებიან!
*** დაე, ვადიდოთ აღმდგარი უფალი, რომელმაც ღირსი გაგვხადა მისი წმინდა აღდგომა გვედღესასწაულა და ვილოცოთ, მომავალშიც ღირს-გვყოს, ზეციურ ახალ იერუსალიმში, მარადიულ სიხარულში საუკუნო განსვენება ვიზეიმოთ.12 ასეა, შვილო, მიწიერ სიხარულს კვლავ მწუ-ხარება ენაცვლება და მისი გაბათილება შეუძლია, მარადიულ სიხა-რულს კი ვერაფერი წაშლის. ის უშრეტი და ცხოველსმყოფელი წყა-როდან უწყვეტად მოედინება. მოდით, თავი ვაიძულოთ ქრისტიანული მოვალეობების შესასრულ-ებლად, რომ ჩვენი იესოს ახლოს საუკუნო პასექი ვიდღესასწაულოთ და პირისპირ მისი ნეტარი ჭვრეტით დავტკბეთ, რომელსაც განსა-ცდელი და უსასოობა ვეღარ შეწყვეტს.
*** ერთი წერილი გამოგიგზავნეთ, სადაც ორიოდე სიტყვას გწერდით სამოთხის შესახებ. მჯერა, გაგიხარდათ. ეჰ, თვალი მაინც რომ მოგეკ-რათ სამოთხისთვის და მოგესმინათ რაიმე იქიდან, რასაც ტკბილი ანგელოზები გალობენ! ისინი ზეციური ნათლით არიან გაბრწყინე-ბულნი და სამოთხისეულ სურნელებას აფრქვევენ. რა სილამაზეა, რა მშვენიერებაა! სამწუხაროდ, ამ ყველაფერზე წარმოდგენაც არა გვაქვს. უზომო ბედნიერებისგან იქ ყველაფერი ბრწყინავს. და რას გვეუბნება უფლის საყდარი! ქრისტე საყდარზეა დაბრძანებული და მისი წმინდა და უტკბესი სახის დანახვა თვალშეუდგამი ნათლის გამო არავის შე-უძლია. ჰოი, რა სიტკბოება, რა სილამაზეა! რა არის ამაზე მშვენიერი?! ნამდვილი სამოთხეა ჩვენი იესოს სახის ჭვრეტა! დიდება, უფალო, ჯვარსა და აღდგომასა შენსა. ჰოი, ღვთაებრივი სიბრძნის სიღრმე! ჰოი, სამმზე ღვთაების საიდუ-მლოება! ნეტარია, ვინც ბავშვივით დაიმდაბლებს თავს და ღვთის სიყვარულის გამო ყველა ბრძანებას სულის უმანკოებით დაემორჩი-ლება. და ვაი მას, ვინც თავის ეგოიზმს შეინარჩუნებს, როგორც მე, - რა ღვთის წყალობას მოაკლდება! იჩქარეთ, შვილებო, სიმდაბლით მიეახლოთ ჩვენთვის დამდაბლე-ბულ უფალს, უტკბეს, საყვარელ და ძვირფას ქრისტეს, ჩვენი ღატაკი სულების ნათელს. ხედავთ, რა სილამაზე გველის?! ნეტავ დაგანახათ, რა მშვენიერია! ყველაფერზე უარს იტყოდით, მტვრად იქცეოდით, ოღონდაც არ მოკ-ლებოდით იმას, რაც იესოს ტკბილმა სიყვარულმა ჩვენთვის გაამზადა! ასე გვეუბნებოდა ჩემი მოძღვარი და მის ნათქვამს გადმოგცემთ, რომ სიტკბო იგემოთ. ვამთავრებ, შემინდეთ!
*** კვლავ ვფიქრობ: მე არ ვარ სამოთხისთვის. ჩემი საქმეები წინასწარ მაუწყებენ, რომ მხოლოდ ჯოჯოხეთს ვიმსახურებ. პავლე მოციქული სამოთხის შესახებ ჩინებულად მოგვითხრობს. იგი მესამე ცამდე იქნა აღტაცებული13, ცათა სასუფევლის მშვენიერება იხ-ილა და განკვირვებულს აღმოხდა: "რა ლამაზი და მშვენიერია ღვთის სასუფეველი! მიწიერი მშვენიერება მას ვერ შეედრება!" სამოთხეში ისეთი სილამაზეა, რომლის მსგავსი ადამიანის თვალს არ უნახავს. არც კაცის ყურს სმენია ოდესმე ის უტკბესი, იადონის გალ-ობაზე ბრვრად კეთილხმოვანი ჰიმნები, რომლებსაც ანგელოზთა გუნ-დები სამოთხეში გალობენ. პავლე მოციქული შემდეგ ამბობს, რომ ადამიანი გონებით ვერასო-დეს მიხვდება, თუ რა აქვს გამზადებული ღმერთს ცაში თავისი შვილებისთვის. ჭეშმარიტებაა, სამოთხის სულიერ სიამოვნებათა შესა-ხებ რომ ვიცოდეთ, ყველაფერს მოვითმენდით მათ მოსაპოვებლად. ახლა კი ჩვენი უმეცრების გამო საწინააღმდეგოს ჩავდივართ და ასე ვშორდებით მას! ნეტავ ვიცოდეთ, რა არის სამოთხე! მისი მშვენიერების აღქმა ადა-მიანის გონებას არ შეუძლია! იქ ანგელოზთა და წმინდანთა გუნდები დაუსრულებლად გალობენ. იქ მარადიული, უსასრულო პასექია! სასუფეველში სულები ერთმანეთს მხიარულად ელაპარაკებიან. სა-უბრობენ, თუ როგორ განვლეს ამაო ცხოვრება, როგორ დააღწიეს ღვთის შეწევნით თავი ჯოჯოხეთს და განსასვენებლად უფლის ამ ნეტარ სამყოფელში მოხვდნენ. ისინი ღვთისადმი დაუსრულებელ მადლობას აღავლენენ ამ უდი-დესი წყალობისთვის - სამოთხის დამკვიდრებისთვის! რა არის სამოთხე? ეს უჭკნობი ყვავილებითა და ღვთაებრივი სურ-ნელებით აღსავსე ადგილია, ანგელოზებრივი განცხრომა, მარადიული პასექი, ღვთის სიყვარული, უფლის დაუდუმებელი დიდებისმეტ-ყველება და საუკუნო ცხოვრება! ასე რომ, ამისთვის ღირს ბრძოლა. და რა უმნიშვნელოა ჩვენი ბრ-ძოლა ამ ენით გამოუთქმელთან შედარებით, რომელსაც სამოთხე ჰქვია?! ჰოი, სამოთხეო, რა ლამაზი ხარ! შენი მშვენიერება მხიბლავს, სხვა ადამიანადა მაქცევს, მაგრამ რატომ არ ვცდილობ ბრძოლით მოგი-პოვო? ღმერთო ჩემო, უფალო ჩვენო, ყველაზე უარესი ვნებისგან - ამპარტავნებისგან გვიხსენი, რომ წმინდა სიმდაბლის მეგზურობით უტკბესი სამოთხე დავიმკვიდროთ! ამინ იყავნ.
1ექსორია (ბერძნ.) - გადასახლება. 2რომ. 8, 18. 3იხ. რომ. 8, 16-17. 4იოან. 17, 24. 5ჭვრეტა (ბერძნ.) - წმინდა მამები ამ სიტყვის სამ მნიშვნელობას გა-ნასხვავებენ: ა) უბრალოდ "ხედვა", ფიზიკურად დანახვა, ბ) გონებით აღქმა, შეგრძნება, რაც არის გონებით "მიმოხილვა", "განსჯა", "ფილო-სოფიური ჭვრეტა", გ) "გონიერი" ჭვრეტა, რაც არის ლოცვის უმაღლესი საფეხური. 6იხ. ორმოცი სებასტიელი მოწამის საკითხავი. მარხვანი, "ღაღად-ვყა-ვის" დასდებელი, ხმა მე-2. ხს. 9 (22) მარტს. 7რომ. 8, 18. 8იხ. 1 თეს. 4, 16. 9ფილიპ. 3, 21. 10რომ. 8, 19. 11იოან. 17, 24. 12იოან. 16, 22. 13იხ. 2 კორ. 12, 2.
ბერი ეფრემ ფილოთეველი უკან დაბრუნება |