მთავარი > სხვადასხვა > ჭეშმარიტი თავისუფლებისა და მონობის არსი

ჭეშმარიტი თავისუფლებისა და მონობის არსი


24-01-2015, 00:01
 

ჭეშმარიტი თავისუფლებისა და მონობის არსი

 

 

   დაცემის შემდგომ ღმერთმა არ მიატოვა ცოდვილი ადამიანი. უფალმა არ წაართვა მას არც ხატება ღვთისა, ცხოველებისაგან განმასხვავებელი, არც თავისუფალი ნება. მაგრამ აკრძალული ნაყოფის ჭამამ უმალვე გამოიწვია ადამიანის ზნეობრივი და ფიზიკური დაცემა, მისგან გამომდინარე სავა-ლალო შედეგებიც. უკვე შეუძლებელი გახდა ადამიანის თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება. მეტიც, უფრო მიიდრიკა ცოდვისაკენ ადამი-ანი.  მისი ბუნება საფუძვლიანად დაზიანდა. ცოდვამ სწრაფად დაიწყო მასში ფესვების გადგმა და დამკვიდრება. შედეგად ადამიანში გაბატონდა ცოდვისადმი მიდრეკილებანი, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, ადა-მიანი „ცოდვის მონად" იქცა, (რომ. 6.6). მისი თავისუფალი ნება ხშირად უფრო ბოროტებისაკენ იხრებოდა, მასში ხორციელმა გულისთქმამ და სი-ამაყემ იმძლავრა.

   წმიდა მამათა სწავლების თანახმად, ხორციელი გულისთქმის დროს ად-ამიანი ემონება მდაბალ, ავხორცულ სურვილებს, უსუსტდება სულის გა-ვლენა სხეულზე. ანუ იგი კარგავს ჭეშმარიტ თავისუფლებას და ცოდვას ემორჩილება.

   ჩვენი მოკრძალებული მცდელობა სწორედ ამ ერთადერთ მიზანს ემსა-ხურება: გავარკვიოთ როდის არის ადამიანი თავისუფალი და როდის მონა. მოდით, წმიდა მამებს მოვუსმინოთ: „მაცხოვარი ბრძანებს წმინდა წერილში: უკეთუ თქვენ დაადგრეთ სიტყვათა ჩემთა... და სცნათ ჭეშმა-რიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ (ინ. 8.31-32). სამი თემა შეინიშნება მაცხოვრის ამ სიტყვებში: მისი სიტყვის შესრულება, ჭე-შმარიტების შეცნობა და განთავისუფლება ჭეშნარიტების მეშვეობით, და არა თვითნებობით. აი, თავისუფლება. მონა სადღაა? ამ სიტყვების შემდეგ მაცხოვარი ამბობს: „ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვაი, მონაი არს იგი ცოდვისა". (იოან. 8.34). აი, ვინაა მონა, ნამდვილი მონა, რომელსაც არ ძა-ლუძს საკუთარი თავის მართვა. ოდნავ ქვემოთ მაცხოვარი კიდევ ამბობს: „უკეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ". (იოან. 8.36).

   ვინაიდან ღმერთი ჭეშმარიტებაა და მისთვის უცხოა სიცრუე, ვინ დაი-წყებს მტკიცებას, რომ ცოდვის მონა საკუთარი თავის უფალია. ეს თვით მაცხოვართმა გვაუწყა; ხოლო პავლე მოციქული მთელი მსოფლიოს გა-საგონად ამბობს: „უბადრუკი მე ესე კაცი! ვინმე მიხსნეს ხორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?" (რომ. 7.24). მაგრამ როდესაც ღმერთი ათავისუ-ფლებს ადამიანს, თავისთავად ცხადია, ათავისუფლებს მონობისაგან. ამიტომ, იგივე მოციქული ამბობს სხვა ეპისტოლეში: „მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავსიდებთ (გალ. 5.1), რითაც გვიჩვენებს, რომ ამ სათნოების (ღვთის ერთგულების, სიმტკიცის - ავტ.) მიმღები გათავისუფლებულია მონობისაგან.

   ამრიგად, მხოლოდ ჩვენს სურვილშია დაცული ჩვენი თვითმყოფადობა. ჯერ უნდა ვისურვოთ მონობისაგან გათავისუფლება, შემდეგ ვიპოვოთ ჩვენი განმათავისუფლებელი - ქრისტე, ხოლო როდესაც ვიპოვით მას, მოვიყაროთ მუხლი მის წინაშე და გამოვთხოვოთ თავისუფლება, ვინა-იდან არავინაა თავისუფალი ქრისტეს მიერ გათავისუფლებულთა გარდა. ქრისტე გვწყალობს ჩვენ და გვიხსნის მონობისაგან, გვინათებს გონებას და გვანიჭებს ძალას, რომ განვეშოროთ უსარგებლოს და ვქმნათ კეთილი; გავიზიაროთ, რა არის მართებული და რა არის ჩვენს ხელთ. როგორც ნივთიერის დანახვისთვის გვჭირდება მზის შუქი, ასევე სულიერის სახ-ილველად გვესაჭიროება ქრისტეს ნათელი; ის გვიხსნის მონობისაგან, აძლევს სულს შესაძლებლობას შეიცნოს ჭეშმარიტება, სათნოება, შემდეგ აღავსებს ძალით, რომელიც გვათავისუფლებს ვნებებისაგან და გვანიჭებს თავისუფლებას, რათა მართებულად მივყვეთ მის წმიდა ნებას. ასეთია თავისუფლება ქრისტეში".[1]

   წმ. იოანე ოქროპირი დასძენს, რომ ადამიანი სამოქალაქო მონობაშიც შეიძლება იყოს თავისუფალი: „ჭეშმარიტი თავისუფლება ქრისტიანული თავისუფლებაა - შინაგანი თავისუფლება და არა გარეგნული; ზნეობრივი და სულიერი, და არა - ხორციელი; მუდამ კეთილის მყოფელი და არას-ოდეს მტანჯველი; მას შეუძლია ქოხშიც ისევე მოხერხებულად იცხოვროს, როგორც დიდებულთა ან მეფეთა სასახლეში, სადაც მსახური მსახურად რჩება, მაგრამ მბრძანებლის დარად, ყოველგვარი სიკეთით სარგებლობს. ეს ის თავისუფლებაა, რომელსაც ვერც ბორკილები ზღუდავს და ვერც საპყრობილე და რომლის დანახვაც შეგვიძლია ქრისტეს მარტვილთა ცხოვრებაში...

   ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანად არ ქცეულა, იმას კი არ აკ-ეთებს, რაც სურს, არამედ იმას, რაც არ სურს - იგი საკუთარი ვნებების მონობაშია.

   ასეთია ქრისტიანობა: იგი მონობაშიც მოგვიპოვებს თავისუფლებას".[2]

   იმავე აზრს ნეტარი ავგუსტინეს თხზულებებშიც ვპოულობთ:

   „შეიძლება მონობაშიც არ იყოს მონა და მონა იყოს თავისუფლებაში. შე-იძლება შებორკილიც კი სულიერად თავისუფალი იყო და, ამავე დროს, ტახტის მპყრობელი ვნებებს იყო დამონებული...

   კეთილი, თუნდაც მსახურებდეს, თავისუფალია. ბოროტი, თუნდაც მეფ-ობდეს, მონაა და ამასთან ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენ კერპს ემონება, რამდენი ნაკლოვანებაც აქვს".[3]

   წმ. ტიხონ ზადონელი ცოდვებისაგან განთავისუფლებას ჭეშმარიტ ბედ-ნიერებას უწოდებს:

   „ცოდვებისაგან განთავისუფლება ქრისტიანისთვის ჭეშმარიტი ბედნიე-რებაა. თავად განსაჯე, რა სარგებელია - იყო გარეგნულად თავისუფალი, ხოლო სულით ცოდვას ემსახურებოდე? სულის აღმატებულება იმაში მდგომარეობს, რომ წინ აღვუდგეთ ყოველგვარ ცოდვებს და არ მივსცეთ მას საშუალება დაეუფლოს ჩვენს სულს.

   უმჯობესია ემსახურო ადამიანს, ვიდრე ცოდვას, ხოლო ცოდვით - ეშ-მაკს. „უკეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვ-ნეთ" - ამბობს მაცხოვარი, ჩვენი განმათავისუფლებელი" (იოან. 8.36).[4]

   წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) კი თავისუფლების მსურველს სა-კუთარ თავში ცოდვებთან ბრძოლასა და მშვიდობის მოპოვებას ურჩევს:

   „ამბობენ, რომ თავისუფლება გვსურს? მაშინ უნდა დავდგეთ ღვთის გვე-რდით საკუთარი თავისა და ამა სოფლის წინააღმდეგ. თავდაპირველად საკუთარი თავის წინააღმდეგ, იმიტომ რომ შენს არსებაშია მთავარი ბრძოლის ველი. თუ შენ მოიპოვებ მშვიდობას საკუთარ თავში, ბრძოლის მთავარ ველზე, შენ მას ყველა სხვა მიმართულებითაც მოიპოვებ, ხოლო თუ დაამარცხებ ყველგან, მაგრამ ვერ დაამარცხებ საკუთარ თავში, ის დაუმარცხებელი დარჩება თავის მთავარ ციხე-სიმაგრეში.

   თუ, ძალისხმევის მიუხედავად ვერ ძლევ საკუთარ თავს, მიაღწევ მხო-ლოდ იმას, რომ გადაინაცვლებ საპყრობილიდან საპყრობილეში, ერთი დილეგიდან მეორეში. საზოგადოებრივი, ნაციონალური, სახელმწიფოებ-რივი და ინტერნაციონალური თავისუფლება საკუთარი თავისაგან გათა-ვისუფლების გარეშე - მხოლოდ სხვადასხვა საპყრობილეების მომხიბვ-ლელი და ცრუ სახელწოდებებია.

   გათავისუფლდი საკუთარი თავისაგან და ყველანაირი საპყრობილისაგ-ან გათავისუფლდები".[5]

   წმიდა მამათა ამონარიდებიდან ნათლად ჩანს, როდის არის ადამიანი ჭეშმარიტად თავისუფალი და როდის მონა. ცოდვილი სინანულის მეშვე-ობით თავისუფლდება ცოდვებისაგან და ღვთის მონა ხდება. თანამედ-როვე ღვთისმეტყველი არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) მიიჩნევს, რომ სიტყვებში „მონა ღვთისა" თავისუფლების საწყისი დევს:

   „როდესაც ვამბობთ, რომ გვსურს ვიყოთ მონანი ღვთისა, ნიშნავს კეთილ მონობაში ვიმყოფებოდეთ - ღმერთის მონობაში, რომელიც სინამდვილეში უმაღლეს თავისუფლებას გვანიჭებს. ღმერთის მონობაში ყოფნა ადამიანს არ ამცირებს, პირიქით, თავისუფლების სულ უფრო მეტ ხარისხში აჰყავს იგი. ღმერთის მონობა ღმერთთან ადამიანის ჰარმონიული კავშირის პირ-ობაა, ესაა თავისუფლება ვნებებისა და საკუთარი ეგოიზმის, სხვათა აზ-რისა და გარემოს დიქტატის მართლაც რომ დამამცირებელი მონობისაგან. ღმერთის მონობა ათავისუფლებს ადამიანს ამ მონობისაგან და სულს ჭეშმარიტ თავისუფლებას ანიჭებს. ღმერთის მონობა სიკეთის ნებაყოფ-ლობით მორჩილებას ნიშნავს. მაგრამ აქ მონობა შვილებასთანაცაა დაკავ-შირებული: მონობა შვილებაში გადადის. ასე გვასწავლიან წმიდა მამები. მაგრამ თუ ჩვენ არ ვაღიარებთ ღმერთს, როგორც ჩვენს უფალსა და მე-უფეს, თუ მის ყოვლადწმიდა ნებას ჩვენთვის აუცილებლად არ მივიჩ-ნევთ, მაშინ ვერ ვუწოდებთ ღმერთს მამას, რადგან შორს ვიქნებით მისგან, უამრავ ვნებასა და ცოდვას დამონებულნი. თუ ღმერთის მონობას არ გამოვცდით, სიტყვა „მამა" სრულიად ყალბი და არაბუნებრივი იქნება ჩვე-ნთვის".[6]

 

 

 



[1]იქვე ტ.7. გვ. 605-606.

[2]„სულიერი მდელო". გვ. 842.           

[3]იქვე. გვ. 843.

[4]Настольная книго Священнослужителя. ტ.7. გვ. 606.

[5]Избранное. Св. Николай (Велимирович) გვ. 371.

[6]არქ. რაფაელი (კარელინი) „ღმერთთან მიახლების საიდუმლო". გვ. 112.

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ  

 

უკან დაბრუნება