მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვაზე პასუხი

კითხვაზე პასუხი


12-01-2015, 20:52

   გიორგის შეკითხვა: მრავალ ქრისტეშობას! მამაო თუ შეიძლება მიც-ვალებულის მონათვლა, რომელიც სიცოცხლეში მართლმადიდებლუ-რი მსოფლმხედველობით ცხოვრებას ცდილობდა, ეკლესიაშიც დადი-ოდა და ანთებდა სანთელს. უბრალოდ გარკვეული მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა მისი სიცოცხლეშივე მონათვლა (ასეთი ფაქტები ქრისტიანობის ადრეულ წლებში ვიცით რომ ხდებოდა).

   პასუხი: სახარებაში პირდაპირ წერია: „ვინც არ მოინათლოს წყლისა-გან და სულისა ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღვთისასა." (ინ. 3.). თუ ადამიანი მართლმადიდებლურად ცხოვრობდა, მაშინ უნ-და მონათლულიყო კიდეც შესაბამისად. ვინ გითხრათ, რომ ქრის-ტიანობის ადრეულ წლებში მოუნათლავ მიცვალებულებს ნათლავ-დნენ? უბრალოდ, იყო შემთხვევები, როდესაც გვიან ინათლებოდნენ. (მაგ. წმ. კონსტანტინე დიდი).

   თანამედროვე მოდერნისტების ბოლო დროს გამოჩნდა მსგავსი სწავ-ლება, თითქოს ჯოჯოხეთში ხორციელდება მოუნათლავების ნათლო-ბა, და საბოლოო ჯამში ყველა ღმერთთან იქნება (ორიგენიზმი). მაგრამ ეს კრიტიკული სწავლება და მართლმადიდებლობასთან არაფერი სა-ერთო არ აქვს.


უკან დაბრუნება