მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვაზე პასუხი
კითხვაზე პასუხი7-01-2015, 14:54 |
გოგას შეკითხვა: გამარჯობა. ვცხოვრობ ემირატებში, დუბაიში, დავ-დივარ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ჩემი უკრაინელი მეგობრებიც დადიოდნენ ამ ეკლესიაში. იმ ომებიდან გამომდინარე, რაც ეხლა ხდება უკარინაში, ჩემმა მეგობრებმა შეწყვიტეს იქ სიარული, მართალი გითხრათ არც მიმიწევს გული იქით. ჩემი შეკითხვა: ნუთუ პრობლემა ის არის, რომ ეხლა აქ გაიხსნა უკ-რაინულ ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია, ჩამოვიდა უკრაინელი მო-ძღვარი და ყველას ეპატიჟება თავის ეკლესიაში ლოცვაზე. მინდა გა-ვიგო, რა განსხვავებებია ჩვენს ეკლესიებს შორის და როგორ შევაჩერო ეს ხალხი, რომ არ წავიდნენ იქ სალოცავად თუ რა თქმა უნდა ეს ცო-დვად ითვლება? პატივისცემით!
პასუხი: პირველ რიგში, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან პოლ-იტიკა და რელიგია. თქვენი უკრაინელი მეგობრები პატრიოტულ სუ-ლისკვეთებას ამჯობინებენ ჭეშმარიტებას. საქმე ისაა, რომ ჩვენი ტერიტორიების ანექსიაც მოახდინა რუსეთის სახელმწიფომ, მაგრამ მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების ურთიერთობები სულ სხვა რამაა. ჩვენ რუსულ, ბერძნულ, სერბულ თუ სხვა მართლ-მადიდებლურ ეკლესიებთან სულიერ, ევქარისტიულ (ვეზიარებით ერთმანეთთან, ერთმანეთისთვის ვლოცულობთ) კავშირში ვიმყოფე-ბით. ეს ფაქტობრივად ერთი რელიგიაა, ერთი ქრისტეს სხეულია, რომლებშიც მხოლოდ ენობრივ-კულტურული განსხვავება არსებობს, ხოლო სარწმუნოებრივ საკითხებში ერთი და იგივე სწავლებითა და სარწმუნოებით ვცხოვრობთ. თქვენ ახსენეთ უკრაინულ-ბერძნული კათ-ოლიკური ეკლესია... კა-თოლიციზმი - ერესია, მწვალებლობაა, ცოდვაა, მათთან ლოცვითი ურთიერთობა მართლმადიდებლისთვის არ შეიძლება რჯულის კანო-ნით. უკრაინელი მოძღვარი, შესაძლოა ფარული კათოლიკე (უნიატი) იყოს, უკეთეს შემთხვევაში ეკუმენისტი, რაც ორივე შემთხვევაში უხ-ეში დარღვევაა მართლმადიდებლური სარწმუნოების სწავლებისა სხვადასხვა დოზით. განსხვავება ჩვენს ეკლესიებს შორის ძალიან დიდია. კათოლიკებმა, იგივე პაპისტებმა მრავალი ცრუ სწავლება შემოიღეს და დაამკვიდრეს თავის რელიგიაში. ამ წერილის ფორმატი არ გვაძლევს მათი სწავ-ლების გადმოცემის საშუალებას, თუმცა ჩვენს საიტზე არა ერთი წე-რილი თუ ქადაგება გვაქვს ამ თემატიკაზე გაშუქებული. თქვენი მეგობრების შეჩერება მხოლოდ ჭეშმარიტების ერთგულებასა და სიყვარულს შეუძლია, რისი ძალა და მადლი მიჰმადლოს მათ ღმერთმა. ღმერთმა დაგლოცოთ! უკან დაბრუნება |