მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > თანამედროვე „ღმერთკაცები“

თანამედროვე „ღმერთკაცები“


10-01-2015, 00:01

თანამედროვე „ღმერთკაცები“

 

   ჩვენ ზოგადად მივუთითეთ, რომ თანამედროვე მასმედია, კინოი-ნდუსტრია, კულტურა და ა.შ. ხელს უწყობს ზეადამიანის ფენომენის ჩამოყალიბებას. მოდით, კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, თუ რამდენად მოიცვა მან თანამედროვე ადამიანის აზროვნება?

   დაკვირვებული თვალი შეატყობს, რომ „სუპერმენის" ფენომენის და-მკვიდრება ჯერ კიდევ მცირეწლოვან ბავშვებში იწყება. თითქოსდა უწყინარი მულტიპლიკაციური ფილმები ბავშვებს უნერგავენ აზრს, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალების მქონე ადამიანები - „სუპე-რმენები", „მხსნელები" და ისინი გადაარჩენენ კაცობრიობას ბოროტი ძალებისაგან. ბავშვებისთვის უკვე საყვარელი გმირები („ბეტმენი", „სპაიდერმენი", „ოპტიმუს - პრაიმი") იოლად ამარცხებენ ასევე ზებუ-ნებრივი ნიჭის მქონე „ბოროტ" ძალებს. ჩვენ ბავშვობაში მულტფი-ლმების გმირები იყვნენ უწყინარი ცხოველები. თვით უსასტიკესი გარეული ცხოველებიც კი დადებით, კეთილ პერსონაჟებს წარმოად-გენდნენ. დღეს კი შესაძლოა ზრდასრულ ადამიანსაც შიშის ზარი დასცეს თანამედროვე „გმირების" იერსახემ. ბავშვის ფსიქიკა სისტე-მატიურად ურჩხულების, უსახური რობოტების, ობობების და სხვა მრავალი საშინელების ხილვით იტვირთება. ხშირად „მხსნელები" კოსმოსიდან გვევლინებიან, ფანტასტიკური სანახაობა, ბრძოლები, როგორც წესი, ჰაერში ხდება. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, „კეთილი სუპერმენი" იმარჯვებს.

   ამით, ჩვენ იმის თქმა გვსურს, რომ ადამიანის გაღმერთების იდეა ინერგება ბავშვების ფსიქიკაში. რა მიზანს ისახავს ეს - მოგახსენებთ.

   მანამდე კი ვთქვათ, რომ იმავე პათოსი, „სუპერმენების" თემა, მხა-ტვრულ ფილმებშიც გრძელდება. ჰოლივუდი ამ კუთხით არაჩვეუ-ლებრივ სანახაობებს გვთავაზობს. ფაქტიურად ყველა ფილმში დომ-ინირებს იდეა - ერთ, ან რამდენიმე „სუპერმენს" შეუძლია მთელი ჯარის, ან მკაცრად გასაიდუმლოებული ორგანიზაციის სრული გა-ნადგურება. თან არ დაგვავიწყდეს, „ჩვენი მხსნელები" არც თუ ისე უწყინარნი არიან. ხშირად ისინი მკვლელები და ჯადოქრები, მაგრამ „კეთილები", განსაკუთრებულად ქარიზმატულნი და საოცრად იზიდ-ავენ მაყურებელს.

   უნდა აღვნიშნოთ ერთიც: მსახიობები რეალურ ცხოვრებაშიც აგრ-ძელებენ „ვარსკვლავომანიას". ყველა მსახიობისათვის სანატრელი და სასურველია ჰოლივუდურ წითელ ხალიჩაზე გავლა, ოსკარის დაჯი-ლდოების ცერემონია. ეს ყოველივე ხომ აშკარად ადამიანის გაღმერთების მცდელობა გახლავთ! დააკვირდით - ვინმე იკმაყოფილებს ასე ძლიერად ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის ვნებას, როგორც ისინი?

   იგივე შეიძლება ითქვას გამოჩენილ მომღერლებზე, სპორტსმენებზე თუ საზოგადოების სხვა ცნობილ წარმომადგენლებზე. „ვარსკვლა-ვომანია" დღეს საყოველთაო სენი გახდა!

   ამ ჭრილში შეიძლება განვიხილოთ ბოლოდროინდელი ქართული ისტორიის ერთი ეპიზოდი.

   რამდენიმე წლის წინ ერთი ე.წ. პრესტიჟული ტელევიზიით კარგა ხანს გადიოდა რეალითი - შოუ „ჯეობარი". მისი მონაწილეები, არაფერს ვამბობთ ე.წ. „საბოლოო გამარჯვებულზე", პოპულარულნი იყვნენ მოზარდებშიც, ახალგაზდრებშიც და ასაკოვანთა ნაწილშიც კი. შინ თუ გარეთ, სამეზობლოსა თუ სამსახურში მსჯელობდნენ მა-ყურებლები, კამათობდნენ, თუ რომელი მონაწილე ჯობდა რომელს და რითი, ვინ ვის რატომ გულშემატკივრობდა და ა.შ. მეტიც: ინტერნეტის საშუალებით, თურმე, ოცდაოთხი საათი შეიძლებოდა ეცქირათ ერთ დახურულ სივრცეში მყოფი გოგო-ბიჭების თითოეული და ყველანაირი ქცევისა თუ მდგომარეობისათვის. მოსწავლეები გაკვეთილებს, სტუდენტები კი ლექციებს აცდენდნენ და მიდიოდნენ „ჯეობარის" სასადილოში იმ დღეს, როცა იქ მათი „კუმირი" ბარ-მენობდა. ყველას თავმოსაწონად ჰქონდა „ჯეობარიდან" ნაცნობ-მეგ-ობრობა თუ სიახლოვე. დამთავრდა ამ სანახაობათა სერიალი. ე.წ. „თავისუფალი ქცევის" სადემონსტრაციოდ გათვალისწინებული (იქნ-ებ გამოყენებულიც?! - სამწუხაროდ. - ავტ.) ახალგაზრდები შინ დაბრუნდნენ. და იცით რა მოხდა? ერთმა, საზოგადოებისათვის არც ისე უცნობმა ქალბატონმა, შვილის ქორწილში მთლად გამარჯვებ-ულის ვერა, მაგრამ „ჯეობარის" ფინალში გასულის დაპატიჟება მაინც მოახერხა (რა თქმა უნდა, მისთვის აქამდე უცნობი პიროვნების). ვაითუ დღემდე ფიქრობს ის დედა, რომ საამაყო საქმე ჩაიდინა - შვილის ქორწილს „ცნობადი სახე" აწვია...

   რატომ იქცევიან ასე სხვადასხვა ასაკისა და სოციალური ფენის ად-ამიანები? რატომ არ ენანებათ მათ თავიანთი დრო, ენერგია, პიროვ-ნული უნარი და თუნდაც სახსარი მსგავს „შოუმენთა" საცქერლად? მათი ვითომ „გამარჯვების" (ნეტავ რაში? - ავტ.) უზრუნველსაყოფად? რა ამოძრავებთ მსგავს სახეობათა ორგანიზატორებს?

   „ვარსკვლავომანიით" დასნეულებულთა კატეგორიას შეიძლება მი-ვაკუთვნოთ ტექნიკური პროგრესის გამღმერთებელი ადამიანებიც. ბოლო ორი საუკუნეა მათ „ახალი ბაბილონის გოდოლის შენება" დაიწყეს, ისინი აღმერთებენ თავის ინტელექტს და სურთ თავიანთი ცათამბჯენებით, ტექნიკით, კოსმოსში გაფრენით დაიკმაყოფილონ ამპარტავნობა. ამრიგად, გაღმერთება ხდება ყველასი და ყველაფრის, ვინც საზოგადოების ყურადღებას იქცევს. ნიჭიერი და პოპულარული ადამიანები ხშირად იმდენად ამპარტავნდებიან, რომ პირდაპირ აცხადებენ, ღმერთზე მეტად პოპულარული ვართო.

   მეტიც: მრავალი „ვარსკვლავი" პირდაპირ აცხადებს, რომ ბოროტი ძალების ზეგავლენით ქმნის მუსიკას და არ ფარავს სატანისადმი მსახურებას. მაგალითისთვის რამდენიმე ჯგუფს ჩამოვთვლით: „ბით-ლზი" თავისი ნაწარმოებით - „ეშმაკის თეთრი ალბომით"; ელის კუპერი, რომელმაც საქვეყნოდ განაცხადა, რომ დემონთან დადო ხელშეკრულება და ამ ამბავმა მას დიდი აღიარება მოუტანა; მიკ ჯაგერი („როლინგ სთოუნის" წევრი) სატანას კულტის მსახური იყო და შავი მაგიის ყველა საიდუმლო კარგად იცოდა; ჯონ ლენონმა „ეშმაკის თეთრი ალბომის" საჯარო შესრულებისას თქვა: „ქრისტი-ანობა გადაშენდება - იგი დაპატარავდება და მერე გაქრება. მე მართალი ვარ და ჩემი სიმართლე დადასტურდება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო ქრისტე და მე არ ვიცი ვინ წავა პირველი - როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა." მავანი იკითხავს: მან ხომ ბოდიში მოიხადა ამის გამო? მაგრამ ჩვენ თავად ფაქტზე ვსაუბრობთ, რომელიც ცხადყოფს - ისინი საკუთარი თავის გაღმერთების ეშმაკური სულისკვეთებით იყვნენ გამსჭვალულნი.

   დავუბრუნდეთ მთავარ სათქმელს. რა მიზანს ემსახურება „სუპერ-ადამიანის" ფენომენის დამკვიდრება?

   მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, ქრისტეს მეორედ მო-სვლის წინ კაცობრიობაში ისტერიული მოლოდინი „მესიისა" (ანუ ანტიქრისტესი - ავტ.) ყველგან ამ თემაზე ისაუბრებენ. ეს პროცესი მეოცე საუკუნის ბოლოს დაიწყო.

   მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი ამის შესახებ წერდა: „საინტ-ერესოა, რომ ამერიკაში ბოლო რამდენიმე წელიწადია უცნაურად წამოსწიეს წინა პლანზე „იესოს" ფიგურა. თეატრსა და კინოში გაუქმდა დიდი ხნის მანძილზე მოქმედი აკრძალვა ეჩვენებინათ, აესახათ ქრისტეს პიროვნება. სენსაციური წარმატება ხვდათ წილად იმ მი-უზიკლებს, სადაც ქრისტეს ცხოვრების მკრეხელური პაროდიებია გადმოცემული. ქარიზმატული ორიენტაციის „იესოს მოძრაობა" სა-ოცარი სისწრაფით გავრცელდა მოზარდებსა და ახალგაზრდებში. მასობრივ „იესო - როკფესტივალებზე" ამერიკული პოპ-მუსიკის ყველაზე უხეში სახესხვაობა „ქრისტიანიზებული" ხდება. პირველად ჩვენ საუკუნეში „ქრისტიანული" მოტივები განსაკუთრებით ვრცელ-დება. ამ მკრეხელური რელიგიურობისა და გამიწიერების უცნაურ კონგლომერატს საფუძვლად იმედი და მოლოდინი უდევს, რომელიც, ვგონებ, მთელ საზოგადოებას დაეუფლება და რომელიც ერთი ფრა-ზითაც შეიძლება გადმოსცეს: „იესო მალე მოვა".1

   ცნობილია, რომ ქალაქ ლოს-ანჯელესში ექვსასამდე სხვადასხვა კუ-ლტის წარმომადგენელი თავს „მესიად" აცხადებდა. იოლი წარმოსა-დგენია, რამდენად მეტია მათი რიცხვი მთელ მსოფლიოში.

   „თუ სერიოზულად მივადევნებთ თვალს ჩვენი დროის რელიგიურ ცხოვრებას, - განაგრძობს მამა სერაფიმე, - აუცილებლად შევნიშნავთ ქილიაზმისებური (რელიგიური მოძღვრება, რომლის თანახმადაც ქვეყნის დასასრულის წინ დედამიწაზე იქნება ათასწლიანი „ღვთის სუფევა") მოლოდინის გამძაფრებას. ეს არა მარტო „ქარიზმატული" წრეებს, არამედ თვით ტრადიციონალისტებსაც და ფუნდამენტა-ლისტებსაც ეხება. მაგალითად: პროტესტანტ ევანგელისტის ბოლო გრემისნაირები მიწაზე „ქრისტეს" ათასწლოვან გამეფებას მოელიან. ამას აპოკალიფსის არასწორი განმარტებით უმაგრებენ ისინი საფუ-ძველს. ისრაელში სხვა ევანგელისტები მიიჩნევენ, რომ „ათასწ-ლეულისა" და „მესიის" მათეული განმარტება სწორედ ის არის, რაც საჭიროა მესიის მოსვლისას იუდეველთა მოსამზადებლად. არქიფუ-ნდამენტალისტი კარლ მაკ-ინტაირი კი აპირებს ფლორიდის შტატში ააშენოს იერუსალიმის ტაძრის ასლი - მას სჯერა, რომ უკვე დადგა დრო, იუდეველებმა ააგონ ტაძარი, „სადაც თვით უფალი დაბრუნ-დება, როგორც მან აღგვითქვა".2

    რატომ გაჩნდა ესოდენ ძლიერი მოლოდინი „მესიისა" თანამედროვე ადამიანებში? ასე იოლად რატომ იღებს ადამიანი ცრუ მესიის, „მხსნელის" ფენომენს, ხან ადამიანის, ხან უცხოპლანეტელების სახით რომ წარმოუდგება? ხომ არ არის ეს ზემოაღნიშნული სულისკვეთების შედეგი? კაცი ივიწყებს ღმერთს და მის ნაცვლად საკუთარ თავს აღმერთებს.

   ადამიანის გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი გაღმერთება ჩვენი დროის შენიღბული საცდურია. ამ ნიშნით დღეს პროგრესის, განათლების, ცივილიზაციის და კულტურის ფალსიფიცირება ხდება. ახალი კრიტერიუმების ბოლო ჟამი დადგა. ადამიანი კი არაა ყვე-ლაფრის საზომი, არამედ ღმერთკაცი. ამიტომ, ქრისტე ერთადერთი სწორი და უცდომელი გამოცდაა ჩვენი დროის საცდურისა. ადამიანით ცხოვრობს, ადამიანით ქედმაღლობს ჩვენი დროება. ადამიანით და არა ღმერთით, ამაშია ჩვენი ტრაგიკულობის საფუძველი.

   სამწუხარო და სავალალო ის გახლავთ, რომ ცრუმესია რეალურად გამოჩნდება დედამიწაზე, ქრისტეს მთავარი მოწინააღმდეგე - ანტი-ქრისტე იქნება ყველაზე ზეაღმატებული, ზებუნებრივი „სუპერმენი" კაცობრიობის ისტორიაში. რა ბედი ელით აღნიშნული სულისკ-ვეთებით გამსჭვალულ ადამიანებს, თუ მაცხოვრის სიტყვისამებრ ანტიქრისტე რჩეულების ცდუნებასაც შეეცდება?! (მათ. 24.24).

 

 

1მღვდ. მონაზ. სერაფიმე (როუზი). „მართლმადიდებლობა და მომავ-ლის რელიგია". გვ. 235.

2მღვდ. მონაზ. სერაფიმე (როუზი). „მართლმადიდებლობა და მომავ-ლის რელიგია". გვ. 237.

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ  


უკან დაბრუნება