მთავარი > შეიცანი ჟამი > მითი პროგრესზე

მითი პროგრესზე


22-02-2015, 00:01

მითი პროგრესზე

 

   სამყაროს შეცნობის მეცნიერულ და რელიგიურ ხედვებს შორის შეუ-თანხმებლობაა. ერთ მხარესაა მეცნიერული ხედვა სამყაროსი - თით-ქოს მეცნიერება სამყაროს შექმნისა და შემდგომი განვითარების ობი-ექტურ, რეალურ სურათს წარმოგვიდგენს. მეორე მხარეს - რელიგიუ-რი სწავლება, დავკონკრეტდებით, მართლმადიდებლური ხედვა სამ-ყაროსი, დაფუძნებული წმიდა წერილის განცხადებაზე. რელიგიური ხედვა ამტკიცებს, რომ სამყარო მხოლოდ ღვთის მეშვეობით შეიძლება შეიცნო, რომელმაც შექმნა ქვეყანა.

   ღვთისმეტყველება არ უარყოფს ტექნიკურ პროგრესში ადამიანის გა-ნვითარების შესაძლებლობებს, პირიქით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ადამიანი, როგორც გონიერი არსება, ღვთის შექმნილია. მას უდიდესი შესაძლებლობები გააჩნია. მაგრამ მეცნიერულ-ტექნი-კური პროგრესი მიიჩნევს, რომ ადამიანი ავტონომიური არსებაა, რო-მელსაც შეუძლია ღვთის გარეშე ცხოვრება, თავად შეიცნოს სამყარო, რომ თითქოს არაფერი დაუდგება წინ მის განზრახვას. ეს გახლავთ ერთგვარი გაღმერთება ადამიანისა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია.

  აქ ვხედავთ კონფლიქტს ორ ხედვას შორის. მიზეზი გახლავთ ის, რომ ეკლესია ამბობს: ადამიანი უსუსურია ღმერთის გარეშე. ამით გვასწა-ვლის თავმდაბლობას, რითაც შემდეგ განადიდებს ადამიანს. ესეც ვიკითხოთ: რამდენ წელიწადს ითვლის ეს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი? მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ის გაჩნდა XV საუკუნის ბო-ლოს, XVI-ს დასაწყისში. უნდა ვაცნობიერებდეთ: როდესაც ვსაუბ-რობთ მეცნიერებაზე როგორც ასეთზე, ხშირ შემთხვევაში გულისხ-მობენ ე.წ. „ახალ მეცნიერებას".

   საქმე ისაა, რომ ადამიანის შექმნის დღიდან არსებობს მეცნიერებაც, მაგრამ ფორმით ის აბსოლუტურად განსხვავებულია დღევანდელისა-გან, უფრო მეტიც, ეწინააღმდეგება კიდეც მას.

  უნდა ითქვას: ძველი მეცნიერება დღევანდელისაგან განსხვავდება შეცნობის მეთოდით.

   თანამედროვე მეცნიერება უსამართლო გახდა.

   მეცნიერული მსოფლმხედველობა აპრიორი მიიჩნევს, რომ მეცნიერ-ებამ იცის ჭეშმარიტება. ხშირად ტერმინი „მეცნიერება" და „ჭეშმარი-ტება" შემოთავაზებულია, ვით სინონიმები; ე.ი. იგულისხმება, რომ მეცნიერებას თავისთავად შეუძლია ყველაფერზე პასუხის გაცემა. რა-ტომღაც დღეს ფიქრობენ, რომ ჭეშმარიტი მეცნიერება უნდა იყოს ათ-ეისტური, მან უნდა უგულებელყოს სასწაულის არსებობა სამყაროში. სხვათაშორის, ეს თვისება საკმაოდ ძლიერად ახასიათებს თანამედ-როვე მეცნიერებას. გადახედეთ, სატელევიზიო ე.წ. მეცნიერულ გადა-ცემებს, დისქავერს, რამდენ აბსურდულ, ფანტასტიკურ ამბებს გვიყ-ვებიან, მეცნიერების სახელით.

   მაგრამ არ არის მეცნიერება? რა ფუნქციას ასრულებს ის ყოფით ცხო-ვრებაში? შეუძლია მას მოგვცეს ამომწურავი პასუხი სამყაროს შექმნის შესახებ? უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის (ეკლესიისთვის) ყოველთვის მიუღებელი იყო მეცნიერებისათვის იმ ფუნქციების მინიჭება, რასაც მას თანამედროვე სამყარო მიაწერს.

   წმიდა მამები (ბოლო დროის) ამბობდნენ: „ჩვენი დროის ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ამაყი ნახევრადმეცნიერება (ჭეშმარიტი მეც-ნიერება ყოველთვის თავმდაბალია) სხვის საქმეში ჩარევას ცდილობს. მას სურს ასწავლოს ადამიანს ცხოვრება".

  თანამედროვე მეცნიერებამ თითქოს ძველი მაცდურის მზაკვრულ რჩევას დაუჯერა: იყავით, როგორც ღმერთები, ყველაფრის მცოდნენი. ყოვლისმცოდნეობა - აი, რა სურს მეცნიერებას... სინამდვილეში კი მეცნიერებაში დაუსრულებელია კამათები წვრილმან საკითხებზეც კი. მით უმეტეს, იგი უძლურია და არამეცნიერულია ძირითადი, სასი-ცოცხლო საკითხების გადაწყვეტისას.

   გვახსოვდეს კომუნისტების ეპოქა. მთელი ანტირელიგიური პროპა-განდა მეცნიერების სახელით მიმდინარეობდა, რომელსაც საშინელი განაჩენი გამოჰქონდა ქრისტიანობისათვის.

   მამები ამბობენ: მეცნიერების საწყისი ძიებაა, რომელშიც ეჭვის ელე-მენტები დევს. იმის გამო, რომ მოვლენა არ შეიძლება იყოს ამოწუ-რული თავისი თვისებებითა და გარეგნული გამოვლინებებით. ამ-იტომ მეცნიერების ყოველი ახალი არგუმენტი დაუსრულებელი რჩება. მეცნიერების საბოლოო გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს უკანასკნელი, ვინაიდან ახალი ფაქტის გამოჩენით იცვლება და ნა-დგურდება წინა ჰიპოთეზები. ერთი ბრძენი ამბობს: მეცნიერების ისტორია - ჰიპოთეზების სამარეა. გაუთავებელი ექსპერიმენტები ყო-ველთვის ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ჯერ კიდევ ფრენცის ბეკონი ამბობდა, ექსპერიმენტი ბუნების სასტიკი დაკითხვააო.

   გვახსოვს, როგორც გვიჩიჩინებდნენ, ადამიანი მაიმუნისაგან წარმო-იშვაო, თითქოს იპოვეს გარდამავალი ტიპის ძვლები, წლების შემდეგ გაირკვა, რომ ეს გარეული ღორის ძვლები იყო.

   ადამიანს ხშირად აინტერესებს რეალურად რამდენი ხნისაა სამყარო? ვაი მეცნიერები დღედაღამ გვიჩიჩინებენ, რომ სამყარო მილიონობით წლების წინ თავისით ქაოსურად შეიქმნა. უნდა ვიცოდეთ, რომ წა-რსული პრინციპში მეცნიერებისთვის შეუცნობელია. მეცნიერებას არ შეუძლია ზუსტად აღწეროს წარსული. რატომ? იმიტომ რომ, ექსპე-რიმენტის მეთოდი იქ არ მოქმედებს. შესაბამისად, ვერანაირ უტყუარ ფაქტებზე ვერ ვისაუბრებთ. ეს რეალობაა. ანუ - მილიონობით წლების მოგონილია და არარეალურია. უკაცრავად, მაგრამ ქვას არ აწერია, რომ ის მილიონი წლისაა.

   ახლა ქრისტიანული კუთხით შევხედოთ საკითხს.

   წმიდა წერილი, ბიბლია, საკრალური წიგნია, რომელიც თავად ღმე-რთმა განგვიცხადა. არსებობს აგრეთვე განმარტება ამ ტექსტებისა. მართებული კითხვაა: სწორად როგორ განვმარტოთ წმიდა წერილის ტექსტი? ანუ: საჭიროა შეთანხმებული, იდენტური, ერთგვარი განმარ-ტება წმიდა წერილის ამა თუ იმ ტექსტისა. თუ ასეთი იდენტურობა ფაქტია, მაშინ ეს ზუსტი განმარტების დასტურია. ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა პერიოდის (ეპოქის) წმიდა მამები, აბსოლუტურად ერთი-დაიგივე მსოფლხედვისანი იყვნენ ძირეულ საკითხებში.

   წმიდა მამების განმარტებით სამყარო ქრისტეს შობამდე 5508 წლის წინ შეიქმნა. სხვათაშორის შეგვიძლია იოლად გამოვთვალოთ, რამდე-ნი წლისაა სამყარო. 5508 + 2014 = 7522 წ.

   წმ. დიმიტრი როსტოველმა, ძველი დროის მამების სწავლების საფ-უძველზე აგვიწერა ეს ციფრები.

   ამბობენ მილიონობით წლებს, მაგრამ ვერავინ ვერ დაადგენს რა სის-წრაფით შეიძლება დაიშალოს ესა თუ ის ნივთიერება. ვინ იტყვის რომ ის უცვლელი იყო მთელი ისტორიის მანძილზე და ა.შ.

   რას გვთავაზობს მეცნიერება, რასაც სამართლიანად შეიძლება ეწო-დოს ადამიანის საკუთრებად? ადამიანი მარადიულია და მისი სა-კუთრებაც მარადიული უნდა იყოს. რას წავიღებთ ჩვენ სამარის მიღმა? წმ. ეგნატე ეკითხება მეცნიერებას: მომეცით რაიმე დადებითი, ის, რაც წაურთმეველი და უკვდავია? ის კი დუმს.

  ახლა ზნეობრივი კუთხით განვიხილოთ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ზეგავლენა თანამედროვე საზოგადოებაზე.

  ვხედავთ, რომ მრავალი ადამიანი ბედნიერებას ტექნიკურ პროგ-რესში ხედავს და ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნები მიწი-ერი სამოთხე ჰგონია. თითქოსდა კომპიუტერებისა და მანქანა-დანა-დგარების სიუხვე მათ უკვდავებს გახდის, ერთი პლანეტიდან მეორე-ზე გადაიყვანს საცხოვრებლად და ა.შ. სინამდვილეში კი საზოგადო-ების ტექნიკური პროგრესი ადამიანის სულიერ დეგრადაციას და ცალმხრივ განვითარებას იწვევს. ტექნიკური ცივილიზაცია, თუ კა-რგად დავაკვირდებით, არა მხოლოდ წყვეტს კავშირს ერის სულიერ კულტურასთან, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც მას. მხოლოდ როგ-ორც ბუტაფორიაც, გარეგნულ სახედ, პოზად, იყენებენ მას. მორალი-სტები შენიშნავენ, ცივილიზაცია განაშორებს ადამიანს ბუნებისაგან, ცოცხალი არსებისაგან. ის, რაც შორიდან ლამაზი და ზღაპრული ჩანს, შინაგანად კეთილმოწყობილ ციხეს შეიძლება შევადაროთ.

   ტექნიკური პროგრესი განაშორებს ადამიანებს ერთმანეთისაგან. - ამ-ბობს არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი). სწორედ ამიტომ დიდი ქალაქები, ნამდვილი უდაბნოა ადამიანის სულისათვის. ადამიანი გან-ეშორება მეორე ადამიანს არა ტერიტორიული მიზეზით, არამედ ში-ნაგანად, სულიერად. თითქოს მას არ სჭირდება ცოცხალი ადამიანები. მისთვის უფრო მოხერხებული და იოლია ურთიერთობა მანქანასთან. შენიშნულია, რომ მანქანა რეალურად აწვდის ადამიანს თავის თვისე-ბებს, ნერგავს მასში საკუთარ კომპიუტერულ სისტემას. ტექნიკური ცივილიზაციის ადამიანი დაპროგრამებულია, როგორც მანქანა. ის ბიოლოგიურ აპარატად იქცა, რომელიც მკაცრ სტანდარტულ რეჟიმს არის დამორჩილებული. ყოველივე ეს იწვევს: პათოლოგიას ხელოვნე-ბაში, პათოლოგიას პირადი ცხოვრების ყველა სფეროში.

   ტექნიკა სულიერად და შემდგომ ფიზიკურად ანადგურებს ადამიანს.

  ტექნიკურად ცივილიზებულ ქვეყნებში ოჯახის ფენომენი ნელ-ნელა ქვეითდება. თანამედროვე ადამიანის ეს ემოციური გულგრილობა უპ-ირველესყოვლისა მის ოჯახურ ყოფიერებაში მჟღავნდება. მეუღლეები თანამშრომლები ხდებიან, თანამშრომელზე უარის თქმა კი იოლად შეიძლება. დიდ ქალაქებში სისტემატური სტრესული გარემოა, რომ-ლისაგან თავდაცვის ძალა ადამიანს არ გააჩნია (გერმანია). ამგვარი ცხოვრების ტემპი სისტემატურად აუძლურებს და ანადგურებს ადამი-ანის ფსიქიკურ და ნერვულ სისტემას. აღარაფერს ვამბობთ ქალაქის ატმოსფეროზე, რომელიც ვნებებით არის აღსავსე. ჩვენ რეალურად შევიგრძნობთ ამ ზეწოლას, განსაკუთრებით ქალაქში შესვლისა და გამოსვლის დროს.

   ტექნოლოგიურმა ცივლიზაციამ ადამიანს ბუნება წაართვა. ბოტანი-კურ პარკებში შეყრილი ბუნებრივი ქმნილებები თანამედროვე ადამი-ანისათვის მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატებად იქცა. ადამიანი შინა-განად გრძნობს ორგანულ კავშირს მიწასთან, მცენარესთან, საუკუნო-ვან ხეებთან, ცოცხალ არსებებთან, მაგრამ მაინც გაუცხოებულია მი-სგან.

   ტექნიკური ცივილიზაციის საუკუნე, რომელსაც „განთავისუფლებ-ის" საუკუნეს უწოდებენ, სინამდვილეში ზნეობრივი პრინციპების, მო-რალური ნორმებისა და საკუთარი სინდისისაგან ათავისუფლებს ად-ამიანს. ბედნიერება შინაგან სულიერ სამყაროზეა დამოკიდებული, თანამედროვე ადამიანს კი ეს სამყარო შევიწროებული და გამოფიტუ-ლი აქვს თითქმის ბოლომდე. ეს კარგად ჩანს ტექნოლოგიურ ქვეყნებში, სადაც ადამიანები ჰგვანან ერთმანეთს. ისინი თითქოსდა დაპროგრამებულნი და დაკომპლექსებულნი არიან უხილავი ჰიპნოზ-ით. ადამიანები იღებენ უზარმაზარ ინფორმაციას, მაგრამ ერთგვარო-ვანსა და პრიმიტიულს, მათი ცხოვრება ერთიდაიგივე სცენარის გან-მეორებას ჰგავს. ერთიდაიგივე ჩაცმულობა, სიმღერები, კინო-ფილმე-ბი, ეს გლობალური სული შთანთქავს ერის ეროვნულ-კულტურულ-რელიგიურ ფასეულობებს, ადამიანებს ერთ უსახო მასად აყალიბებს. ყოველივე მეცნიერებისა და პროგრესის სახელით ხორციელდება.

   ალტერნატივა ჩვენს ხელთაა. ის ქრისტიანული, სულიერი, ზნეობ-რივი ცხოვრების წესშია, როგორც ამას ახერხებდნენ ჩვენი წინაპრები.1

 

 

 

 

 

1Арх. Рафаил (Карелин). რისთვის გვითმენს უფალი.

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ  


უკან დაბრუნება