მთავარი > მემთვრალეობა, მთავარი გვედის ფოტო > მემთვრალეობა

მემთვრალეობა


13-08-2015, 00:01

მემთვრალეობა

 

   მორიგი ვნება, რომელსაც აკერპებს ადამიანი, მემთვრალეობა გახ-ლავთ. ის მჭიდროდაა დაკავშირებული ნაყროვანების ცოდვასთან. ამიტომ წმიდა მამები ხშირად გვერდიგვერდ ახსენებენ ადამიანის სტომაქის ამ კუმირებს.

   მემთვრალეობა სულიერი თვალსაზრისით უდავოდ კერპთაყვანის-ცემაა, ვინაიდან ლოთს არაფერი და არავინ ადარდებს - მთავარია მოიპოვოს თავისი ვნების დაკმაყოფილების საშუალება. ამიტომ, მე-ორე მხრივ, მემთვრალეობა ავადმყოფობაა. სმის პერიოდში ადამიანის ორგანიზმი თანდათან ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ ექცევა. თუ თავიდან ის მხოლოდ ახალისებს ადამიანს, შემდეგ ეტაპზე ადამიანის ღვიძლში ღრმა და სერიოზული გარდაქმნები იწყება, გროვდება ალ-კოჰოლური ფერმენტების ზედმეტი რაოდენობა.

   აღსანიშნავია მედიკოსების განმარტებაც. საქმე ისაა, რომ ჯანმრთე-ლი ადამიანის ღვიძლში ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს საკუთარ „შინაგან" ალკოჰოლს, რომელიც ცირკულირდება სისხლში და „ალკო-ჰოლურ" რეცეპტორებზე მოქმედებს, რაც ადამიანს ნორმალურ განწ-ყობილებაზე აყენებს. როდესაც ადამიანი სისტემატურად სვამს, მაშინ „შინაგანი" ალკოჰოლის გამომუშავება მცირდება. ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადასვლის შემთხვევაში, ადამიანი ამჩნევს, რომ „მოწყენილია", „ცხოვრება არ ახალისებს", ხან დეპრესიაც ვითარდება. სწორედ ეს გარემოება იწვევს ალკოჰოლის მიღების გამართლებას.

   ყველა ფაქტორი, რომელიც სპირტიანი სასმელების ხშირ მიღებას იწ-ვევს, შეგვიძლია, სპეციფიკური პირობებით ავხსნათ - სტუმარია, დღეობაა, და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში ესაა სერიოზული ვნება, რომელიც ყურადღების მთავარი ობიექტი ხდება - მისით ანაცვლებენ თვით ღმერთს.

   მემთვრალეს, საკუთარი თავის გარდა, მრავალი ადამიანისთვის მო-აქვს დიდი ზიანი. ეს საკითხი საფუძვლიან ანალიზს მოითხოვს. ამ-ჯერად ჩვენ წმიდა დიმიტრი როსტოველის შესანიშნავ წერილს მო-ვიშველიებთ.

   „უძღებ არს ღვინო და შესაგინებელ სიმთვრალე" (იგავ.) და ამ სიმ-თვრალისაგან მოტანილი ვნება იმდენად დიდია, რომ ამაზე ლაპარაკი ზედმეტია - ყოველივე ისედაც ცხადზე უცხადესია.

   ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი ანაქარსისი ამბობდა, ვაზი სამ მტე-ვანს ისხამსო: პირველი ტკბობისაა, მეორე - თრობისა და მესამე - მწუხარებისაო. ამ გამონათქვამს თვითონ ასე ხსნიდა: ცოტა ღვინო კაცისთვის სასარგებლოა, რადგან წყურვილს უკლავს და ატკბობს, კუჭსაც უხდება და გულსაც ახარებს. მაგრამ უზომო ღვინის სმა თრობას, შუღლსა და ცილობას იწვევს, მრისხანებას აღაგზნებს და ხელჩართულ ბრძოლამდეც კი მიჰყავს ადამიანები, ამას კი სულისა-თვის მწუხარება მოაქვს.

   მართლაც, სოდომ-გომორის ყურძენს ჰგავს ლოთობა, მტევნებად შა-ვი ნაღველი და მწუხარება ასხია, გველისა და ასპიტის შხამითაა გაჟღენთილი ეს მტევნები და მრისხანებას შობს - როგორიც ხეა, ნა-ყოფიც ისეთივეა.

   პირველი მტევანი ამ ვაზისა არის გონების დაბნელება და მეხსიე-რების დაკარგვა. ღვინო მუცლიდან თავისკენ ადის და გონებას უმღვრევს კაცს. ამიტომაა, რომ ბევრს საკუთარი ვინაობა ავიწყდება, არ იცის, რას ამბობს ან რას აკეთებს, შეშლილს ემსგავსება, დილით კი არ ახსოვს, ღამე რა გადახდა.

   მეორე მტევანი ურცხვობაა: მთვრალს არავისი ერიდება, ბილწ, უხ-ამს, უაზრო, ღვთისმგმობ სიტყვებს გაიძახის, ბაგე ჩირქით სავსე ფარეხს ემსგავსება, ენა კი ნიჩაბს, რომელსაც ეს ჩირქი გარეთ გამოაქვს. ასეთი კაცის გული სხვა არაფერია, თუ არა მრავალი ბოროტების საცავი, საიდანაც მხოლოდ ბოროტი შეიძლება იშვას; როგორც სა-ხარებაშია ნათქვამი: „ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გუ-ლისა თვისისა გამოიღოს ბოროტი, რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა იტყვინ პირი მისი" (ლუკ. 6.45).

   მესამე მტევანი საიდუმლოს შენახვის უნარის დაკარგვაა. ყველაფ-ერს, რასაც ფხიზელი ღრმად, გულში ინახავს, მისი საიდუმლოა ეს თუ სხვა ადამიანის, მთვრალი ყველას უამბობს; გარდა ამისა, დიდი ხნის წინ მომხდარსა და უკვე დავიწყებულ ამბავსაც იხსენებს და თავიდან აცოცხლებს... ასე ემართება მთვრალს - საიდუმლოს ღვინის ძალა ერეკება შიგნიდან გარეთ და როგორც ნარწყავი გადმოხეთქავს ხოლმე გალეშილი კაცის სტომაქიდან, იგივე მოსდის მის გულში შენახულ საიდუმლოსაც.

   მეოთხე მტევანი სოდომ-გომორის ყურძნისა არის ხორციელ გულის-თქმათა განხურვება და აღრევის წყურვილი. ამიტომ გვასწავლის მოციქული: „და ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე" (ეფეს. 5,18), ხოლო წმ. ბასილი დიდი ამბობს: „უეჭველია, რომ ღვინო არის საწყისი თავაშვებული გულისთქმისა, რომელიც სიშმაგესაც კი სჭარბობს, რადგან პირუტყვი ბუნებრივ კანონს არ გადადის, მემთ-ვრალე კი კაცში ქალს ეძებს და ქალში - კაცს".

   მეხუთე მტევანი შხამიანი ხისა არის მრისხანება, მტრობა, შფოთი და სისხლისღვრა.

  ოსე წინასწარმეტყველი ამბობს: „იწყეს მთავართა გულისწყრომად ღვინისაგან" (ოსე 7.5). ზირაქიც შეგვაგონებს: „ღვინოსა ნუ განმხნდები, რამეთუ მრავალი წარწყმიდნა ღვინომან. სახმილი გამოსცდის რკინას ფოლადსა შინა, ეგრეთ გულსაც ღვინო ლალვასა შორის ამპარტა-ვანთასა." (ზირ. 31.29).

   მეექვსე მტევანი მემთვრალეობის ხისა არის ჯანმრთელობის დაკა-რგვა, ხორციელი უძლურება, ხელის კანკალი, თავის ტკივილი, თვა-ლების ამღვრევა, მუცლის გვემა, კვნესა-ვაება, სნეულებები, ნაადრევი სიბერე, სიცოცხლის დღეთა შემოკლება და უდროო სიკვდილი.

   მეშვიდე მტევანია ქონების გაფლანგვა და სიმდიდრის დაკარგვა. რამდენი დაცემულა დიდი სიმდიდრიდან უკიდურეს სიღატაკემდე! მაგალითად ძე შეცთომილიც კმარა.

   მერვე შხამიანი მტევანია ცხონების დაკარგვა, რადგან ლოთობა, ნი-ვთიერის გარდა, სულიერ სიმდიდრესაც სპობს. სიმთვრალეში კაცი გაბედულად სჩადის ყველა იმ ცოდვას, რისიც სიფხიზლეში შერც-ხვებოდა, შეეშინდებოდა ან იუკადრისებდა. წმ. იოანე ოქროპირი ამ-ბობს: „უბიწოებას, კრძალულებას, გონიერებას, სიმყუდროვეს, სიმდა-ბლეს - ყველა ამ სათნოებას მემთვრალეობა უსჯულოების უფსკრ-ულში მარხავს! ჭეშმარიტად იტყვის მოციქული: „...არცა მემთვრა-ლეთა... სასუფეველი ღმრთისა არა დაიმკვიდრონ" (1კორ. 6.10).

   მეცხრე მტევანი ამ ვაზისა ღმრთის რისხვაა, რომელსაც ლოთი თა-ვისი ცოდვებისთვის დაიტეხს თავს. ამიტომაც ღაღადებს ესაია წინა-სწარმეტყველი: „ვაი, რომელნი აღდგებიან განთიად და თაფლუჭსა სდევენ, დაადგრებიან მწუხრამდე, რამეთუ ღვინომან შეწუნეს იგინი, რამეთუ ქნარისა თანა და საფსალმუნისა და ავლთა ღვინოსა სუმენ, ხოლო საქმეთა უფლისათა არა ხედვენ" (ესაია. 5, 11-12).

   მეათე და ყველაზე მწარე მტევანი სულის უეჭველი წარწყმედაა, რა-დგან ცოდვილს შეუძლია სიკვდილის წინ შეინანოს თავისი ცოდვები, მთვრალმა კი როგორ შეინანოს, როცა აღარც თავი ახსოვს და ვერც აღსასრულის მოახლოებას გრძნობს? შეუნანებელ ცოდვილს კი უთუ-ოდ გეენია მოელის.

  ასეთია სოდომ-გომორის ვენახის ანუ ლოთობის ნაყოფი, თავიდან ტკბილი, მაგრამ ბოლოს - სამსალად ქცეული.

   ყოველივე ამით ღვინის გინება არ გვიფიქრია - მხოლოდ ლოთობის წინააღმდეგ გვინდოდა გვეთქვა ორიოდე სიტყვა, რადგანაც ღმერთმა ღვინო კაცთა გასახარად და მათთვის სარგებლობის მოსატანად შექმნა და არა საზიანოდ. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „ღვინო იმისთვის მოგვეცა, რომ ვიხაროთ და არა იმისთვის, რომ უმსგავსოდ მოვიქცეთ. იმისთვის, რომ ვიცინოთ, და არა იმისთვის, რომ ჩვენ დაგვცინონ, ჯანმრთელობის განსამტკიცებლად და არა სნეულებათა შესაძენად, სხეულის გასამაგრებლად და არა სულის მოსაუძლურებლად".1

   ამრიგად, მემთვრალეობა ღვინის კი არა, უზომო სმის ბრალია. ლო-თი თვითნებურად ემონება ამ ცოდვას. ფიქრობს, ამით გაექცეს რე-ალობას, პრობლემებს, ოჯახს, თვით უფალს; ლამობს მის მიერ გა-მოგონილ, ყალბ, ბილწ სამყაროში ყოფნას, მაგრამ ვერ ხვდება, რომ ყოველივეს საკუთარი თავის დასაღუპავად იქმს.

 

 

 

 


1წმ. დიმიტრი როსტოველი. Кепейные Записи. ციტ. არქ. ლაზარე (აბ-აშიძე). აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის. გვ. 99-92.

 

 

"Xareba.net"-ის რედაქცია 


უკან დაბრუნება