მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ვარსკვლავომანია და ჭეშმარიტი ტალანტი

ვარსკვლავომანია და ჭეშმარიტი ტალანტი


13-02-2015, 00:05

ვარსკვლავომანია და ჭეშმარიტი ტალანტი

 

   დღეს ყოველი მხრიდან: პოპულარული გაზეთ-ჟურნალების გვერ-დებიდან, რადიოსა და ტელევიზიის ეთერიდან, შოუებიდან გაისმის: „ჩვენ ვეძებთ ვარსკვლავს", „ცეკვავენ ვარსკვლავები". აჯიბრებენ „ვარ-სკვლავებს" რიგით მოქალაქეებთან, იწვევენ „ვარსკვლავებს" სტუდი-ებში, ისინი ყურადღების ცენტრში არიან. ყველას აინტერესებს მათი ყოფითი ცხოვრების რიტმი, ჩაცმის სტილი, პირადი ცხოვრება, კარგად ყოფნა თუ ავად ყოფნა. მათი ცხოვრება დაწვრილებითაა შესწავლილი მრავალი მოქალაქის მიერ... ერთი სიტყვით, ნამდვილი „ვარსკვლავო-მანიაა". შეიძლება ითქვას, „ტალანტის" ბუმია საზოგადოებაში. მომა-ვალ „ვარსკვლავებს" დღეს ყველგან ეძებენ, სწორედ მათ უწოდებენ ტალანტებს, ნიჭიერებს.

   „ვარსკვლავომანიის" პიკი, - რა თქმა უნდა, ჰოლივუდია, „ოსკარი", „წითელი ხალიჩა" - ეს ნამდვილი საკუთარი „მე"-ს, საკუთარი პირო-ვნების უმაღლესი თაყვანისცემაა.

   მნიშვნელოვანია გავერკვეთ, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი ტალანტი, რა არის ის თავისი არსით?

   ვიდრე ტალანტის ძებნას, მით უფრო მის რეალიზებას შეუდგებო-დეთ, იქნებ მანამდე გამოგვეკვლია ეს საკითხი.

   ერთი შეხედვით, ვინ უნდა იცოდეს ტალანტის არსის შესახებ „ვარ-სკვლავზე" უკეთესად? ის ალბათ კვალიფიციურად მოგვითხრობს ამის შესახებ. მაგრამ, თუ ჰკითხავთ, რა და ვინ არის ტალანტიო, ხშირ შემთხვევაში ვერ მოისმენთ მის განმატრებას; - ის თავის ნიჭიერებაზე იწყებს საუბარს. ზოგადი მონახაზი მისი შეხედულებისა შემდეგში მდგომარეობს: ტალანტი ერთგვარი ნიჭია მიიქციო ყურადღება, უნარი - დააჰიპნოზო მაყურებელი, მსმენელი. ასეთ პასუხში თვითკმაყოფი-ლება უფრო ჩანს, ვიდრე მოვლენის ჭეშმარიტი არსი. ერთი სიტყვით, „ვარსკვლავთა" ამოცანაა მოხიბლოს მაყურებელი. ეს კი იმაზე მეტ-ყველებს, რომ ამგვარი „შემოქმედების" საფუძველში ამპარტავნობა და თავმოყვარეობა დევს.

   ლექსიკონის თანახმად, ტალანტი არის უმაღლესი ბუნებრივი ნიჭი, რომელიმე სფეროში მოღვაწეობისთვის მონიჭებული.

  სახარება ტალანტზე იგავის სახით საუბრობს. ერთ შემთხვევაში „ხუთ ქანქარზეა" საუბარი (მათ. 25.15), მეორე შემთხვევაში „ათ მნეზე" (ლუკა. 19.14) - ეს ფულის ერთეულებია, რომლებიც მკითხველმა სა-თნოებები უნდა იგულისხმოს.

  მათეს სახარების იგავში ერთი ქანქარის მიმღები არ იქცევა ისე, როგორც პირველნი. ის აყვედრის უფალს სხვადასხვა სიტყვებით და შემდეგ ეუბნება: „წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქუეყანასა." (მათ. 25.25), რისთვისაც მიიღებს ჯეროვან პასუხს.

   განმმარტებლები „ქუეყანაში, მიწაში" - ამქვეყნიურ სიამტკბილობას, ამა სოფლის საზრუნავებს გულისხმობენ. ეს ადამიანი არ ფიქრობდა სულიერზე, არ ჰქონდა არც ღვთის, არც მოყვასის სიყვარული, ამი-ტომაც მას წაერთვა ღვთისაგან ეს მადლი.

   მეორე იგავი თითქმის იმავე შინაარსისაა (ლუკ. 19. 12-27). ვინმე აზ-ნაური წარვიდა შორს სოფელსა და დაუტოვა „ათთა მონათა ათი მნა და ჰრქუა მათ: ვაჭრობდით ამას, ვიდრემდე მოვიდე" (ლუკ. 19.13). აქაც განმმარტებლები ვაჭრობაში სათნოებების  გამრავლებას გულისხ-მობენ.

   სათნოების გამრავლება მრავალ შრომასა და ღვაწლს მოითხოვს ად-ამიანისაგან. რიცხვი ათი წმიდა წერილში სრულყოფილების სიმბო-ლოა. ის, ვინც მოიტანა ათჯერ მეტი მნა, უნდა ვივარაუდოთ, მან ყველაზე მაღალი სათნოებები აღასრულა; ავრცელებდა სარწმუნოებას დედამიწაზე, კაცობრიობისათვის განუწყვეტელი ლოცვით სულიერ-ად ასაზრდოებდა ადამიანებს. ეს ყველაზე რთული მსახურებაა, ეს განუწყვეტელი მოწამეობრივი ღვაწლია, ეს მოციქულებრივი მოღვა-წეობაა.

   მესამე როდესაც მოვიდა, თქვა: „უფალო, აჰა ვერცხლი შენი, რომელი მაქუნდა დაკრძალული სუდარასა" (ლუკ. 19.20).

  რას ნიშნავს სუდარა, ანუ სამოსი? ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელსაც გარეგნულად წესიერად მოაქვს თავი, თითქოს არა აქვს არანაირი ცოდვა, ნაკლი, შეიძლება სულიერად ცივი აღმოჩნდეს. მი-სთვის „სხვისი ჭირი - ღობის ჩხირია". ეს საშინელი სენია, განსაკუ-თრებით დამახასიათებელი თანამედროვე ადამიანისათვის.

   როგორც სახარება გაუწყებს, ტალანტი არის არა ბუნებრივი, არამედ ადამიანისათვის მიმადლებული ღვთის ნიჭი.

   თუ რითი განსხვავდება ბუნებრივი ნიჭი ღვთივბოძებული ნიჭი-საგან, ამის შესახებ საინტერესო მოსაზრებას მღვდელ ვლადიმერ სოკოლოვის წიგნში „მისტიკა თუ სულიერება" ვკითხულობთ: „ბუნე-ბრივი ნიჭი ადამიანში არსობრივად ნაკლებად დამოკიდებულია ადამიანზე, ის (ადამიანი) მხოლოდ მისი მფლობელია. ტალანტი კი ნიშნავს უნარს განავითარო მონიჭებული ნიჭი; მისცე საზოგადოებას რაღაც ახალი, ღვთაებრივი. მაგრამ ამის მოცემა ბუნებას არ შეუძლია. ის თავადაა ქმნილება და ემორჩილება მკაცრ კანონებს. რასაც უნდა ქმნიდეს, ის მაინც ვერ გასცილდება ბუნებრივ კანონებს".1

   თუ ტალანტი ბუნებრივი ნიჭია, მაშინ ადამიანი არ არის ვალდე-ბული დააბრუნოს იგი, ეს ხომ მისი თვისებაა. ხოლო თუ ტალანტი ზებუნებრივი ნიჭია (როგორც ამას სახარება გვაუწყებს), მაშინ ადა-მიანი ვალდებულია დაუბრუნოს სხვას და განავითაროს ეს ნიჭი.

   ჭეშმარიტმა მეცნიერებამ დაამტკიცა დარვინის თეორიის უსაფუძ-ვლობა. გენეტიკოსებმა დაასაბუთეს ერთი სახეობის მეორეში გადას-ვლის შეუძლებლობა. მათ აღიარეს, რომ ცხოვრება დედამიწაზე არა უჯრედ-უჯრედ, არამედ ერთდროულად ყოველ ცოცხალ არსებაში დაიწყო.

   ამრიგად, ბუნებრივი ნიჭის მართვაც ბუნების მიღმა მდებარეობს. ქრისტიანისთვის ეს კარგად არის ცნობილი.

   საქმე ისაა, რომ ვინც როგორი საზომითაც ზომავს, ის მიიჩნია ტა-ლანტად. თანამედროვე ადამიანისთვის ყველაფერი ნიჭია: კაცი შუშას ჭამს - ნიჭიერია, კბილებით ტონობით ტვირთს ძრავს - ნიჭიერია, თავით მრავალ აგურს ამტვრევს, ასევე ნიჭიერია. ხშირად ასეთი მიღ-წევები დაკავშირებულია ზნეობრივი კანონების რღვევასთან. პრინ-ციპი ყველგან ერთია - შესანიშნავი მიღწევაა, ის რეკორდსმენია, ცნობილი პიროვნებაა, „ვარსკვლავია"! მაგრამ ასეთ მიღწევას ტალანტი რომ ვუწოდოთ, რაღაც არ გვიბრუნდება ენა. დღეს ნებისმიერი „მი-ღწევა", როგორი შინაარსისაც არ უნდა იყოს ის, თვითმიზანი გახდა. ესაა აბსურდული შეჯიბრი, ამპარტავნობითა და პატივმოყვარეობით ნაკვები.

   თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში გაქრა ცოდვის ცნება. სწორედ ეს გახლავთ იმის მიზეზი, რომ ნიჭიერის კვალიფიკაცია ნებისმიერს მიესადაგება. დანაშაულის ჩამდენსაც კი დღეს „კრიმინალური ნიჭის" პატრონად აღიარებენ. სხვათაშორის ქართველებში ეს „ნიჭი" მოჭარბე-ბულად ჩანს.

   ტალანტი მაშინ იქცა ზოგად ცნებად, როდესაც მას ბუნებრივი და არა ღვთაებრივი ნიჭი უწოდეს. არ შეიძლება ღვთის ნიჭი იყოს ის, რაც მის მცნებებს ეწინააღმდეგება.

   თანამედროვე ადამიანი ცხოვრების არსს არა ცოდვისაგან განთავი-სუფლებაში, არამედ თვითრეალიზაციაში ხედავს. თვითრეალიზაცია ის ზედაპირია, რომელზეც არ აღმოჩნდა ადგილი ღვთისათვის. ადა-მიანს მიაჩნია, რომ ის თავისით ქმნის „შედევრს", თავისით აღწევს სიმაღლეებს, თავისით იწყობს კარიერას, და ბოლოს, ხდება „ვარსკ-ვლავი" - თვითკმაყოფილი „ღმერთკაცუნა".

   კრიტიკა არ იქნება შედეგიანი და სამართლიანი, თუ ჩვენ არ ვიცით, რითი ჩავანაცვლოთ დამახინჯებული აზროვნების სტერეოტიპი. შეგ-ვიძლია ვთქვათ, რომ ტალანტი - მარადიული ცნებაა, რომელიც მიჰმადლა ღმერთმა ადამიანს; ეს არის უნარი რეალურად შეერწყა მარადიულობას ღმერთში.

   თავდაპირველად ტალანტში იგულისხმებოდა სასწორი, საზომი. ანუ ტალანტი არის ერთგვარი საზომი უმაღლესი უნარებისა და არა ნე-ბისმიერი უნარისა, როგორც მიაჩნიათ ეს დღეს.

   სახარებისეული იგავებიც ხომ ამ საზომზე, იდეალზე გვესაუბრება. ტალანტი - სათნოება ეხმარება ადამიანს ცხონების გზაზე და ამავე დროს, სხვასაც ეხმარება ღვთის გზის ძიებაში. ტალანტი - ნიშნავს ეძიო ღვთის დიდება და არავითარ შემთხვევაში საკუთარი თავის დიდება.

   ამრიგად, ტალანტი არის ღვთისაგან მიმადლებული სულიერი ნიჭი. პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ზოგს ღვთის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს - ცოდნის, ზოგს - რწმენის; ზოგს განკურნებათა ნიჭი მიეცა, ზოგს სასწაულთმოქმედების, ზოგს წინასწარმეტყველების, ზოგს სხვადასხვა ენებზე საუბრის, ზოგს - განმარტების. ბოლოს მო-ციქული ბრძანებს, რომ „ყოველივე ამას აკეთებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, როგორც ნებავს" (1 კორ. 12. 8-10).

   ამიტომ, ჭეშმარიტად ნიჭიერი ადამიანი, იაზრებს ყოველივე ამას, ცდილობს განთავისუფლდეს თავისი „მე"-ს თაყვანისვემისაგან.

  წმიდა მამები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი ნიჭია თავდადება ღვთისა და მოყვასისათვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესაა უნარი მოა-კვდინო შენში ყოველი ცოდვისმიერი აზრი და მოიპოვო ჭეშმარიტი განღმრთოება. ამგვარი თავგანწირული მსახურების შედეგად პიროვ-ნება ჭეშმარიტი ადამიანი ხდება.

  მაგრამ ღმერთს მხოლოდ განსაზღვრული უნარებით უნდა ვემსა-ხუროთ. ანუ: ღმერთს ვერ ემსახურები ხანგრძლივი ცურვით, ან სხვაზე მეტი ხინკლის ჭამით და ლუდის სმით. ე.ი. ტალანტი არ არის ყოველგვარი უნარჩვევა, არამედ ის არის უნარი, რომლითაც ვემსა-ხურებით ღმერთს. ტალანტი ღვთის ნიჭია, ამიტომ ის უნდა დაუბ-რუნდეს პატრონს.

  შემოქმედება ხომ სიყვარულით მსახურებას ნიშნავს. ის ადამიანე-ბისადმია მიმართული, ამდენად ტალანტიც, პირველყოვლისა, სიყვა-რულის, თანაგრძნობის, მოწყალების უნარს ნიშნავს.

   როცა ნიჭიერი ადამიანი გაიაზრებს თავის დანიშნულებას, მისთვის გაიხსნება სულიერი სამყარო და მასში სულიერი ფერისცვალება ხდება.

   ამრიგად, ტალანტი არ არის რაღაც პირადული, პირადი კეთილდ-ღეობისათვის მოცემული, არამედ ნიჭია საზოგადოებისთვის გადასა-ნაწილებელი.

   თანამედროვე ადამიანი, მართალია, ეძებს ნიჭიერს, ტალანტს, „ვარ-სკვლავს", მაგრამ, სამწუხაროდ, არ იცის სად და როგორ უნდა ეძიოს ის.

   ტალანტის თანამედროვე გაგება მხოლოდ სპეკულაციაა, იმიტომ რომ არ არის დაფუძნებული აღნიშნულ ფასეულობაზე.

   იქ, სადაც პოულობენ ჭეშმარიტ ტალანტებს, საზოგადოებრივი ცხო-ვრება წესრიგდება, ხოლო სადაც ეძებენ „ვარსკვლავებს", რომლებიც თავის განდიდებას, გაღმერთებას ემსახურებიან, იქ კარგი არაფერია მოსალოდნელი.

 

 

 

 

 

1Мистика или духовность. Св. Вл. Соколов. М. 2014. გვ. 173.

 

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 


უკან დაბრუნება