მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > მეცნიერების გაკულტების საფუძვლები

მეცნიერების გაკულტების საფუძვლები


3-03-2015, 00:01

მეცნიერების გაკულტების საფუძვლები

 

   XVII საუკუნიდან დასავლეთის, მეტწილად პროტესტანტული მსო-ფლმხედველობის შედეგად ადამიანი ასეთი დილემის წინაშე დადგა: რა ადგილი უნდა ეჭიროს გონებას სულიერ ცხოვრებაში? საკითხი სხვადასხვაგვარად განიხილებოდა. საზოგადოების უმრავლესობა იხ-რებოდა იმ აზრისკენ, რომ სულიერი ცხოვრება რელიგიური რაციო-ნალიზმის ჭრილში უნდა განხილულიყო. ამას თავისი მისტიკური საფუძვლები გააჩნდა. საწყისი გველის მიერ ადამისა და ევას ცდუნე-ბასთანაა საძიებელი. მაგრამ რაციონალურ აზროვნების უარყოფით რელიგიური საზოგადოება მეორე უკიდურესობაში ვარდებოდა - სა-ერთოდ უარყოფდა ყოველგვარ გონივრულ საქმიანობას.

   ამ პროცესმა გარკვეულწილად ყველა მართლმადიდებელი ქვეყანა მოიცვა. ლათინურ-პროტესტანტულ-სქოლასტიკურმა სულმა თანდა-თანობით საზოგადოების ლამის ყველა სფეროში, თვით მართლმა-დიდებლურ საღვთისმეტყველო სასწავლებლებშიც შეაღწია. ამ პერიო-დისთვის დამახასიათებელი იყო ფრანგულ-გერმანული განათლება, რომელიც მთლიანად რაციონალისტური სულით იყო გაჯერებული. აქტიურად დაიწყო ლათინო-პროტესტანტული მეთოდიკის დამკვიდ-რება. არამართლმადიდებელი ავტორების სახელმძღვანელოებს თით-ქმის ყველა საგნის სწავლებაში იყენებდნენ.

   „მართლმადიდებელმა სკოლებმა უცხოური მეცნიერებებისაგან არა მხოლოდ ფაქტოლოგია, არამედ მეთოდოლოგიაც გადმოიღეს, - შენ-იშნავს არქიმანდრიტი რაფაელი, კრიტიციზმმა, როგორც პროფესო-რების, ასევე სტუდენტების ცნობიერება გამსჭვალა. თუ მართლმა-დიდებლობაში ეკლესიის გადმოცემის მეშვეობით დასტურდება მეც-ნიერება, ახლა ეკლესიის გადმოცემა ანალიტიკური აზროვნებით იცვ-ლება... სკეფსისის გახრწნილმა სულმა დაიკავა მისი ადგილი".1

   XVIII საუკუნიდან რაციონალიზმი მეცნიერების სახელით წარმოჩ-ნდა, რომლის ავტორიტეტი იმ პერიოდში განუსაზღვრელი იყო. ის-ეთი ფილოსოფოსებისა და მორალისტების გაკრიტიკება, როგორებიც იყვნენ დიდრო, ვოლტერი და სხვა, ცუდ ტონად და ჩამორჩენილობად მიიჩნეოდა.

   უკვე XIX საუკუნიდან გამოჩენილ ღვთისმეტყველებსა და იერარქებს (წმ. ფილარეტ (მოსკოველი), წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი), მღვდელმოწ. ილარიონ (ტროიცკი) და მრავალი სხვა) სასულიერო სემინარია-აკა-დემიის ხელმძღვანელობა მკაცრად აკრიტიკებდა.

  პროფესორი კ. ზნამენსკი ამბობდა: „იმისათვის, რომ ბავშვები არ მოხვდნენ ცრურწმენისა და ფანატიზმის ზეგავლენის ქვეშ, პედაგოგ - პატროლოგებს უნდა აეკრძალოთ სახარებისეულ სასწაულებზე, ძველ აღთქმის ღვთის რისხვებზე, საშინელ სამსჯავროსა, მარადიულ სატა-ნჯველზე და მსგავს რამეებზე საუბრები".2

   ამგვარმა პროტესტანტულმა განათლებამ თავისი შედეგი ნელ-ნელა გამოიღო. რაციონალიზაციამ ხელი შეუწყო, რომ გონება ეტაპობრივად კარგავდა კავშირს სულიერებასთან და ცხადდებოდა თვითკმარ ცნებად. შედეგად გაჩნდა ახალი სარწმუნოება, ახალი კერპი - ადამ-იანის გონება, რამაც ბუნებრივად გამოიწვია მეცნიერების გაკულტება; ყოველივეს საზომად არა ღმერთი, არა ეკლესია, არა სულიერი მსო-ფლხედვა, არამედ მეცნიერება გამოცხადდა.

   მეცნიერების კულტი, როგორც უკვე მოგახსენეთ, პროტესტანტული რეფორმაციის შედეგად წარმოიშვა. ის სულიერების დაკნინებისა და რაციონალისტური აზროვნების აყვავების ხანაში ჩამოყალიბდა. შე-დეგად, იგი გამოეყო საღვთო გამოცხადებას და ერეტიკული, არაქ-რისტიანული და ანტიქრისტიანული თეორიებისა და ფილოსოფიის განკარგულებაში აღმოჩნდა. პროტესტანტიზმის განხილვამ დაგვანახა, რომ თანამედროვე მეცნიერება ხშირად უპირისპირდება გამოცხა-დებას, რადგან იმ სფეროში იჭრება, რომელიც მხოლოდ ღვთისმეტ-ყველებისთვის არის ხელმისაწვდომი.

   მართლმადიდებელი ქრისტიანი არ არის „მეცნიერების მოწინააღმ-დეგე", მაგრამ ის მეცნიერებისაგან ჭეშმარიტ შემეცნებას ელის და არა გაუთავებელ ექსპერიმენტებსა და ცალმხრივ განვითარებას, ამას ევ-როპა წარმართობის აღორძინებისა და ათეიზმამდე მიჰყავს.

   ბოლო დროის წმიდა მამებისა და თანამედროვე ღვთისმეტყველების თხზულებებში საფუძვლიანადაა მხილებული თანამედროვე მეცნიე-რები. მოვისმინოთ ზოგიერთი მათგანის მოსაზრება.

  წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი, თავად იყო ღრმად განსწავლული სხვადასხვა მეცნიერებებში, წერს: „სასურველია ვინმე მართლმადი-დებელმა ქრისტიანმა, მას შემდეგ, რაც შეისწავლა დადებითი მეცნიერებანი, საფუძვლიანად შეისწავლოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწეობა და კაცობრიობის ჭეშმარიტი ფილოსოფია მიუძღვნას, რომელიც ზუსტ ცოდნაზე იქნება დაფუძნებული და არა თვითნებურ ჰიპოთეზებზე."

   სხვა წერილში წმინდანი ეკითხება მეცნიერებს: „რას აძლევთ ადა-მიანს საკუთრებად? ადამიანი მარადიულია და მისი საკუთრებაც მარადიული უნდა იყოს. მიჩვენეთ ეს მარადიული საკუთრება, ეს ერთგული სიმდიდრე, რომელიც შემიძლია წავიღო სამარის მიღმა!... - მეცნიერები დუმდნენ".3

   სად ვეძებო ამ საკითხის გასაღები? შეუძლია კი მეცნიერებას რე-ლიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება? აღსანიშნავია ერთი რამ: მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს იზიარებდა მეცნიერე-ბისათვის იმ ფუნქციების მინიჭებას, რომლებსაც დასავლური რელი-გიები ანიჭებდა მას. ღრმად გვწამს, რომ გარეგნული მეთოდებით (რაციონალიზმით, სკეპტიციზმით, სქოლასტიკით) წმიდა წერილს სიღრმისეულად ვერ ჩაწვდები, ვერ განსაზღვრავ, ვერ დაამტკიცებ. მხოლოდ მას ძალუძს წმიდა წერილის სულის გაგება, ვინც ცხოვრობს ეკლესიით.

   დღეს კი მეცნიერებას გაუჩნდა თვით რელიგიური საკითხების გან-მარტების პრეტენზია. ზოგიერთი მეცნიერები ფაქტობრივად ღვთის-მეტყველების როლში გამოდიან. ისინი მიიჩნევენ, რომ „ცოდნა" ყო-ველივეს აღემატება, რომ მათ შეუძლიათ ყველა სფეროში საკუთარი ამბიციის გამოვლინება, საკუთარი პოზიციის „უტყუარობის" დაფიქ-სირება. შედეგად, სულიერებას მოკლებული მეცნიერება ნელ-ნელ უპირისპირდება საღმრთო გამოვხადებას, წმიდა წერილს და ყოვე-ლივე სულიერს მატერიალურ ჭრილში განიხილავს.

   მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) შენიშნავს: „თანამედროვე მე-ცნიერება დიდი ხანია აცდენილია (ჭეშმარიტ) გზას, მისი ცოდნა დამახინჯებულია იმიტომ, რომ ქრისტიანული საფუძველის გარეშეა; მეცნიერება იმედოვნებდა, რომ საფუძვლებს საკუთარ თავში იპოვიდა, მაგრამ საკუთარ გაუცნობიერებელ ვარაუდებზე დაბრკოლდა და უაზროდ მიიღო „საკუთარი დროის სულის" ცრურწმენა. დღევან-დელი მეცნიერება „მეცნიერული უმეცრების" მდგომარეობაშია, ესაა უამრავი წვრილმანის გროვა დიდი სისულელის კონტექსტში. თანა-მედროვე მეცნიერება არსებობს ფილოსოფიური ბარბაროსობის ფონ-ზე, ცოდნის დაისის პირობებში.4

   იმავე პათოსი შეინიშნება არქიმანდრიტი რაფაელის (კარელინი) წერ-ილშიც: „მეცნიერების საწყისი - ძიებაა, რომელშიც ეჭვის ელემენტები დევს... იმის გამო, რომ მოვლენა არ შეიძლება იყოს ამოწურული მისი თვისებებითა და გარეგნული გამოვლინებებით, ამიტომ მეცნიერების ყოველი ახალი მცდელობა დაუსრულებელი რჩება. მეცნიერების სა-ბოლოო გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს უკანასკნელი, ვინაიდან ახალი ფაქტების გამოჩენით იცვლება და ნადგურდება წინა ჰიპოთე-ზები. მეცნიერების ისტორია - ჰიპოთეზების სამარეა.5

   როგორც ხედავთ, მეცნიერება თავისი ცვალებადი შეხედულებების გამო, არ შეიძლება იყოს საყრდენი საღვთისმეტყველო საკითხებში, მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ის ანადგურებს რელიგიურ შეხედუ-ლებებს ადამიანში.

   ეკლესიის სწავლების თანახმად, პიროვნებას, რომელიც სარწმუნო-ებრივ საკითხებში თავის მოსაზრებებსა და შეხედულებებს ანიჭებს უპირატესობას (როგორც ამას აკეთებს მეცნიერება), თავისი გონების სწამს და არა ღმერთის. არსობრივად მასში აღარც არის რწმენა, ჩვენს წინაშეა ადამიანის გაკერპებული ინტელექტი.

   სერიოზული ჭეშმარიტი მეცნიერი თავის სამეცნიერულ ცოდნას რწმენას უთავსებს. იგი გვიხსნის კიდეც რა არის ორი შეხედულების უთანხმოების მიზეზი. რაც უფრო კომპეტენტურია მეცნიერი, რაც უფრო დიდი აქვს ცოდნა, მით უფრო დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ მას სწამს ღმერთი.

   გამოჩენილი მეცნიერები: კოპერნიკი, გალილეი, ნიუტონი, ლომონოსოვი, ამპერი, ტომსონი, ციოლკოვსკი, პავლოვი, ეინშტეინი და მრავალი სხვა, ღრმად მორწმუნე ადამიანები იყვნენ. ჯერ კიდევ ფრენსის ბეკონი ამბობდა: „მცირე ცოდნას მიჰყავს ღვთისაგან, ხოლო დიდ ცოდნას მოჰყავს მისკენ."

   საერთოდ, მორწმუნე მეცნიერი გრძნობს თავის უსუსურობას მეც-ნიერებაში, ის ქედს იხრის ღვთის უდიდესი სიბრძნის წინაშე და სთხოვს შემოქმედს შეწევნას თავის გამოკვლევევბში. ხშირად უფალი, დაჟინებული თხოვნის შემდეგ, აჯილდოებს ასეთ ადამიანებს, მეცნი-ერება კი კიდევ ერთ მონაპოვარს იძენს.

   ასე ეყრება საფუძველი კაცობრიობის კულტურას მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში.

   ამის დასამტკიცებლად მოგვყავს ცნობილი მეცნიერების გამონათ-ქვამები:

   ისააკ ნიუტონი თავის წიგნში „საწყისი" წერს: „უმშვენიერესი ფორ-მებითა და მრავალგვარი მოქმედებით გამორჩეული სამყარო შეუძლე-ბელია შექმნილიყო ღვთის ნების გარეშე."

   ცნობილი ფიზიკოსი მილიქენი წერს: „წამყვან მეცნიერთა უმრავლე-სობა ახლო ურთიერთობაშია რელიგიურ ორგანიზაციებთან, ეს ფაქტი თავისთავად გამორიცხავს კონფლიქტს მეცნიერებასა და რელიგიას შორის."

   ბ. პასკალს ყოველთვის სწამდა ღმერთი. ის ამბობდა: „სულის უკვ-დავება იმდენად მნიშვნელოვანი და ღრმა საკითხია ჩვენთვის, რომ მისდამი გულგრილობა საღი აზრის დაკარგვის ტოლფასია".6

   ერთი კიცხადია: მეტად სახიფათოა მეცნიერების საბაბით ანტირე-ლიგიური პროპაგანდა. მით უფრო სახიფათოა მსგავსი იდეოლოგიით სულიერი საკითხების განხილვა, მისი სახეცვლილება, ღვთაებრივის ადამიანურით ჩანაცვლება.

 

 

 

 

 

 

1Арх. Рафаил (Карелин). Векторы Духовности. გვ. 171.

2ციტ. წიგნიდან. Мистика или духовность. Св. Вл. Соколов. გვ. 217.

3Аскетические опыты. Св. Игнатий (Брианчанинов). Плач мой.

4წიგნი შესაქმისა. სერაფიმე (როუზი). თბ. 2008. გვ. 232.

5Векторы Духовности. Арх. Рафаил (Карелин). გვ. 176.

6რელიგია და მეცნიერება. ციტ. გაზ. ხარება. 2000. №6.

 

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 


უკან დაბრუნება