მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ოკულტიზმის საფრთხე თანამედროვე კულტურაში
ოკულტიზმის საფრთხე თანამედროვე კულტურაში9-02-2015, 00:01 |
ვისაუბრეთ, როგორ ახორციელებენ ნეოლიბერალური ძალები ტრა-დიციისა და კულტურისსახეცვლილებას ქართულ მწერლობაში. ამჯე-რად, ოდნავ სხვა კუთხით გვსურს განვიხილოთ ტრადიციაზე ზეწო-ლის საკითხი. საქმე ისაა, რომ თანამედროვე ხელოვნებასა თუ კულტურაში გაი-სმის ქრისტიანული ზნეობისა და ტრადიციის არა მხოლოდ აშკარად შეურაცხმყოფელი გამონათქვამები თუ სიმღერები; შეფარული და დახვეწილი ფორმის მზაკვრობა და მკრეხელობაც ფაქტია. კერძოდ: დღეს პოსტმოდერნისტული ტრადიციის ეპოქაში სულ უფრო დახვე-წილი მზაკვრობით ხორციელდება პროექტი: ერთმანეთში შერწყან, შეათავსონ ქრისტიანული იდეალისა და აბსოლუტურად საპირის-პირო მორალის - ოკულტიზმის, ჯადოქრობის, გარყვნილების, ღვთის გმობის, მკრეხელობის ელემენტები, დაამკვიდრონ საზოგადოებაში სულ სხვაგვარი ხედვა ქრისტიანობისა, სამყაროსი, არა ისეთი, როგო-რიც მართლმადიდებლობაა თავისი ღრმა სულიერი, დოგმატური ში-ნაარსით, მკაცრი ზნეობრივი კანონებით, არამედ გვთავაზობენ ქრისტიანობის პაროდიას, ვით რეალობას, მის სრულიად ახლებურ ხედვას. ერთი შეხედვით, ადამიანები შემობრუნდნენ რელიგიისკენ, მაგრამ გახდნენ კი ისინი ნამდვილად რელიგიურნი, ჯერ კიდევ საკითხავია. ქრისტიანობის მოთხოვნები და ამა სოფლის სული სულ უფრო მეტად უპირისპირდება ერთმანეთს... პარადოქსია: თანამედროვე საზოგადო-ების მნიშვნელოვანი ნაწილის რელიგიური გრძნობა, რომელიც მას სინამდვილეში ღმერთთან უნდა აახლოებდეს, ქრისტიანობის მთელ სილამაზესა და დიდებულებას უჩვენებდეს, რეალურად ცრუ მისტი-ციზმითაა ქცეული. როგორც ჩანს, წარმართულ სამყაროს ოკულტური მისტიციზმის, უფრო სწორად სატანიზმის სახით სურს რევანშის აღე-ბა. ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან როგორც სიკეთის, ასევე ბო-როტების მიმართ. ისინი ხარბად ითვისებენ გარე შთაბეჭდილებებს, ამიტომ განსაკუთრებულად საშიშია მათი ცნობიერებით მანიპული-რება, სატელევიზიო (მულტფილმების), კინო-ფილმების, კონცერტე-ბის გადაცემები იქნება ეს თუ ლიტერატურა. ხრწნა მიმდინარეობს ორი მიმართულებით: ბავშვებში ხელოვნურად აღვივებენ სექსუალურ გრძნობას, რომელიც მათ სულს უმახინჯებს. შემდეგ კი აწვდიან ოკულტიზმის შხამს. თუმცა რელიგიას (მართლმა-დიდებლობას) ხელაღებით არ უარყოფენ, მაგრამ ცდილობენ შერყვნან და თავდაყირა დააყენონ იგი. კეთილი სულების სახეს აძლევენ რაღაც უცნობ, უხილავ არსებებს, რომლებიც ანაცვლებენ ანგელოზთა სამყა-როს და ა.შ. ბავშვებს სიცრუით ახვევენ დემონებთან ურთიერთობის ქსელში. წმ. მამები გვასწავლიან, რომ ღმერთთან ურთიერთობისათვის საჭიროა ცოდვასთან ბრძოლა, გულის განწმენდა, შეუწყვეტელი ლო-ცვა. დემონებთან კავშირისათვის კი სურვილის გარდა არაფერია სა-ჭირო. რატომ გახდა ესოდენ პოპულარული რამდენიმე ტომად გაწელილი, და შემდეგ კინოფილმად წარმოდგენილი „ჰარი პოტერი"? ნუთუ თა-ვისი სიტყვის ძალით? არა მგონია! საქმე ისაა, რომ წიგნის ავტორმა ზუსტად შეიგრძნო თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნა - დაიკმა-ყოფილოს მისტიკური გრძნობა არა ქრისტიანული იდეალით, არამედ მომხიბვლელად წარმოდგენილი დემონიზმით, რომელიც შესაბამი-სობაშია ადამიანთა უმრავლესობის სხვა ყოფით იდეალთან - კომ-ფორტულობასთან. ჰარი პოტერი სწორედ იმგვარადაა დაწერილი და მოწოდებული, რომ ბავშვის მიერ სინამდვილედ აღიქმება. მისი მეშვეობით ყრმა ემო-ციური სისტემით ერთვება დემონურ სამყაროში, რომელიც ლუცი-ფერის მიერ სამართლიანობისა და სიკეთის სამყაროდაა წარმოდგე-ნილი. მასში დაცემული ანგელოზები და მათი მედიუმები - ჯადო-ქრები და მაგები, - „ეხმარებიან" ადამიანებს, „იცავენ" ხიფათისა და ძალადობისაგან. ერთი სიტყვით, ამ წიგნებში ნეგატივის მსგავსად ყველაფერი შებრუნებულია: ბნელ სამყაროს ნათლის სახე მიუღია, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად ნათელი სამყარო მასში წყვდიადის საუფლოდ იქნება გარდასახული, თუმცა კი ეს პირდაპირ არაა წიგნში ნათქვამი. უნდა აღინიშნოს, რომ მწერლობასა და კულტურაში ოკულტური ში-ნაარსის დადებითად წარმოჩენას უფრო ღრმა ფესვები გააჩნია. თავის დროზე ს. ბულგაკოვმა თავის წიგნში „ოსტატი და მარგარიტა" გაცი-ლებით უფრო კლასიკური სახით წარმოაჩინა ეს მოვლენა. ბულგაკ-ოვთან ლამაზად არის აღწერილი ბოროტ ძალთა სამყარო. ისინი, ეშ-მაკები კი არა, ჯენლტმენები არიან, მეტიც - ღირსეული რაინდები, როგორც დასასრულში ირკვევა. თუმცა, ადამიანთა სამყაროში, თავი-ანთი ოხუნჯობითა და ქცევით კლასიკური ეშმაკის თვისებებს განა-სახიერებენ. ყველაფერი, რაც სატანის თავგადასავლებს ეხება, აღწერილია შესა-ნიშნავი იუმორით. მკითხველში სწრაფად ისადგურებს რწმება იმისა, რომ არსებობს ბოროტი და კეთილი ძალა, მაგრამ მთელი სიმპათია აშკარად ბოროტ ძალთა მხარესაა. მწერალი აღწერს გმირების ცხოვრებას ბოროტ ძალებთან შეხვედ-რამდე - ეს იყო ერთობ მოსაწყენი, მიწიერი ჩვეულებრივი; როგორც კი ადამიანი დათანხმდა სატანის წინადადებას, უმალვე მიიღო - ოქრო ჭურჭელში მოთავსებული ჯადოსნური მალამო, რომელიც აცილებს ყოველგვარ ნაოჭს, აქცევს მზეთუნახავად, საზოგადოებაში გავლენიან ადამიანად, იწყებს საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობას. რომანის წამკითხველი ნებისმიერი ადამიანი რწმუნდება, რომ ეშ-მაკთან კავშირი გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე „ნათელი" გმირ-ები. უპირველესად ეს არის იეშუა, რომელშიც მკითხველმა იესო ქრის-ტე უნდა იცნოს. ის წარმოჩენილია ტანჯულ, საწყალ არსებად. იეშუა კი უდანაშაულოა, იტანჯება ჭეშმარიტების გამო, მაგრამ იგი რომანში უსუსტესი და უსიამოვნოა. მარგარიტა კი ჯადოქარია, იგი ეშმაკთანაა შეკრული, მაგრამ რა მშვენიერია! ახლა, მოდით, თანამედროვეობას დავუბრუნდეთ. ბულგაკოვის მარგარიტას თანამედროვე სახეს მრავალი ადამიანი შე-ესაბამება, მაგრამ განსაკუთრებულად „მადონას" ფსევდონიმით ცნო-ბილი ლუიზე ვერონიკე ჩიკონე პერსონაჟი ესადაგება. თავისი მკრეხელური ფსევდონიმით „მადონა", რომელიც კათოლიკ-ური ხედვით ღვთისმშობელს ნიშნავს, მადონამ დაიწყო პოპულა-რობის მოხვეჭა. უნდა ითქვას, რომ ის საკმაოდ ანტიპათიურ პირო-ვნებად არის ცნობილი პრესაში. მთელი თავისი პოპულარობა „მად-ონამ" გონივრულად გათვლილი მკრეხელური სისტემების მეშვეობით მოიპოვა. ოკულტური შინაარსის გარეშე, ცხადია, მისი რეიტინგი გაცილებით დაბალი იქნებოდა. როგორც ჩანს, მადონასთვის არა მხოლოდ ქრისტიანული სიმბოლი-კის, არა მხოლოდ ქრისტიანული ნორმებისა და შეზღუდვების შეუ-რაცხყოფაა მთავარი; ეს რეალურად ასეა მის „შემოქმედებაში" - მკრე-ხელური, ღვთისგმობური ტექსტები, გარყვნილი იერი, ჯვრის შეურა-ცხყოფის სცენები და მისთ. ეს ყველაფერი ოსტატურადაა შერწყმული საზოგადოებასა და მასმედიაში წარმოჩენილ მის მოჩვენებით სათნო-ებებთან - მოსიყვარულე მეუღლისა და დედის, დიდი ქველმოქმედის იმიჯთან - ერთი მეორეს გარეშე უინტერესოა, არ ზემოქმედებს, არ მუშაობს: ის, ვინც შეურაცხყოფს ჯვარს, მკრეხელობს და მაიმუნობს, ამავდ-როულად შეიძლება იყოს სათნო ადამიანი სწორედ რომ ქრისტი-ანული თვალთახედვით - აი ეს არის მთავარი აზრი ამ პროექტისა. კულარებს მიღმა მყოფ ადამიანებს ეს „სიმართლე" უნდა შეასისხლ-ხორცებინონ. ეს მეძავი, რომელიც სიყმაწვილის ასაკში კათოლიკური პანსიონიდან გაიქცა და კარიერა სტრიპტიზბარში დაიწყო, თავის კონცერტებზე ჯვარზე ეკვრება. ამბობს, რომ ის სიმბოლურად გამოხატავს ქრისტეს, რომელიც ეხმარებოდა გლახაკებს. „იესო გაამართლებდაო ჩემს მოქ-მედებას, ვინაიდან მეც თანაჯვარსვეცვი შიდსით დაავადებული აფრიკელი ბავშვებისთვის" - ამბობს მადონა და სწირავს 3 მლნ. დო-ლარს კონცერტის მოგებიდან. აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა რეალურია თუ არა მისი ქველმოქმედება თუ მისი ოჯახური ცხოვრება (უკანასკნელში ნამდვილად გვეპარება ეჭვი). აქ მნიშვნელოვანი სხვა რამ გახლავთ: თანხები სნეულთათვის შემო-დის მკრეხელური კონცერტების მეშვეობით. მას იხდის ის ხალხი, რომლებსაც მადონას კონცერტები, შესაბამისად მკრეხელობებიც, მოს-წონს. ცნობილი „მადონა", კაბალისტი თავის მსოფლხედვით ანუ პირდა-პირ საპირისპირო სულიერი პრაქტიკის მქონეა. მსგავსი პათოსი იგრძნობა ბრაუნის წიგნში „დავინჩის კოდი" და სხვა მრავალ წიგნსა, კინო-ფილმსა თუ სიმღერაში. უნდა ვიცოდეთ: ბოროტება არასოდეს გაუწევს სამსახურს სიკეთეს! იგი მოჩვენებით სიკეთეს მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანების სა-ტყუარად იყენებს. გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტია ეკლესიის სწავლება, რომელიც ამბ-ობს, რომ ჯოჯოხეთში არავითარი „სიმშვიდე" არ არის, როგორც წა-რმოგვიდგენენ ხოლმე ჩვენ, არამედ მარადიული სატანჯველია. და იქნება საშინელი სამსჯავრო, სადაც ადამიანები პასუხს აგებენ იმის გამო, რომ უფრო მეტი სიამოვნებით კითხულობენ ბულგაკოვს, ჰარი პოტერს, უსმენენ „მადონას" და მათ მსგავსებს, ვიდრე კითხულობენ სახარებას. დემონი არ არის „ღმერთი", იგი ცრუა, რამეთუ კაცისმკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, „რამეთუ ჭეშმარიტება არა არს მის თანა, რამეთუ მტყუარ არს და რამეთუ მამაიცა მისი მტყუარ არს" (ინ. 8.44).
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ უკან დაბრუნება |