მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > კოსმიზმი
კოსმიზმი18-01-2015, 00:01 |
კიდევ ერთი იდეოლოგია, რომელშიც ნაწილ-ნაწილ იკვეთება ჩვენს მიერ განხილული ტერმინოლოგიური „იზმები", გახლავთ კოსმიზმი. კოსმიზმი, პირველყოვლისა, არის მსოფლხედველობა, რომელიც მო-იცავს ცხოვრების ყველა სფეროს: იდეოლოგიას, ისტორიას, სოცია-ლურ წყობას, ეკონომიკას, ტექნოპროგრესს და ა.შ. კოსმიტები გვთავა-ზობენ შერეულ მსოფლხედვას, სადაც სულიერი, მატერიალური თუ ოკულტური შერწყმულია ერთიან კოსმოსში, ვით წარმართული ღმე-რთები რელიგიურ პანთეონში. კოსმოსი, მათი ხედვით, გაიგივებუ-ლია ღმერთთან, შესაბამისად ის თავისი არსით თვითკმარი იდეო-ლოგია გახლავთ. მას, როგორც დარვინის მაიმუნს, როგორც ლენინის მატერიას, როგორ მარქსის საზოგადოებას, როგორც ნიცშეს ზეადა-მიანს, შეუძლია თვითგანვითარება და სრულყოფილების მიღწევა კოსმოსში. ადამიანი, ვით გვირგვინი ამ განვითარებისა, მათი აზრით, არ საჭიროებს ღმერთს და თვითგანვითარების შედეგად თავად ხდება ღმერთი. ნიშანდობლივია, რომ სოციალურ რევოლუციას, გლობალიზმსა და კოსმიზმს შორის გარკვეული საიდუმლო კავშირები არსებობს. ამდე-ნად, კოსმიზმის პირველი გამოვლინებები, საფუძვლები, სწორედ იდ-ეურ რევოლუციონერებში უნდა ვეძებოთ. რევოლუციონერებს სურ-დათ საფუძვლიანად გადაეწყოთ სამყარო. მაგრამ, ვიდრე ააშენებს ახალს, საჭიროა ძველის ნგრევა, რაც განახორციელეს კიდეც ნიჰილი-სტური პროგრამის მეშვეობით. მათი აზრით, ახალი სამყარო უნდა იყოს ყოვლისმომცველი, გლობალური, მან მთელი კოსმოსი უნდა მოიცვას. ამიტომ, პირველი რევოლუციონერები სულაც არ იყვნენ მხოლოდ სოციალისტები, სამყაროში მარტოოდენ სოციალურ ცვლი-ლებებსა და რეფორმებზე რომ ოცნებობდნენ. ისინი რადიკალი სო-ციალისტები და კოსმიტები იყვნენ, რომლებიც ახალი, კოსმიური მა-შტაბების სამყაროს შექმნაზე ოცნებობდნენ. ეს მოვლენა სერიოზულად გამოიკვლია ფილოსოფოსმა და მორა-ლისტმა გეიდარ ჯემალმა. მისი მოსაზრებების თანმიმდევრული ან-ალიზია მოცემული მღვდელ ვლ. სოკოლოვის წიგნში „Мистика или духовность".1 გეიდარ ჯემალი ლენინის პიროვნებაში არა მხოლოდ რევოლუცი-ონერს, არამედ გამორჩეულ რადიკალს ხედავს, რომელიც მეტაფი-ზიკურად განიხილავდა პრობლემას. მასთან შედარებით ტროცკისაც და სტალინსაც იგი ლიბერალებად მიიჩნევდა. ლიბერალი მეტწილად სოციალური საკითხებით ინტერესდებოდა: ცხოვრების დონის გაუმ-ჯობესებასა და მისთ. ლენინს არ ადარდებდა პროლეტარიატის „კარგი ცხოვრება". მას ეწადა რევოლუცია, სისხლისღვრა, რათა ასე გადაეჭრა მეტაფიზიკური (სულიერ-მატერიალური) პრობლემა. გ. ჯემალის აზრით, ლენინის ლოზუნგები, „მშვიდობა მსოფლიოს", „მიწა კოლექტივს", „ქარხნები მუშებს", ფარული შინაარსის იყო. ეს ლოზუნგები ძველი წესრიგის ნგრევას და ახალი სამყაროს აშენებას გულისხმობდა. ეს იყო ჯანყი არა მხოლოდ ყოფილი კლასის, მონა-რქიის, არამედ ღმერთის წინააღმდეგ. ლენინი დარწმუნებული იყო, რომ მატერია გონიერია. თითქოს გო-ნება განფენილია, თავისებურად შერწყმული მატერიაში, რომელიც ფუნდამენტური კანონზომიერი არსებაა. სწორედ გონებრივი მონაცე-მების გამო მატერია „ევოლუციური" გზით ვითარდება. სოციალური ფაქტორების მეშვეობით კი გონება გარდაიქმნება ძლიერ ძალად და მართავს იმ კანონებს, რომლითაც მოძრაობს მატერია. ლენინი მასებს მატერიის ანალოგად მიიჩნევდა, რომლის შინაგანი ვირტუალური გონი არსებობდა. მის მიერ შექმნილი კოლექტივი, კოლექტიური გონება იყო ის დემიურგი, რომელსაც აბსოლუტურად ახალი, სახეცვლილი სამყარო და ისტორია უნდა ჩამოეყალიბებინა. კლასიკოსი კოსმიტები: ბერნადსკი, ციოლკოვსკი, ზელინსკი და სხვები, დადებითად აფასებდნენ ბოლშევიზმს. მათ იზიდავდათ ლენინის მისტიკა. ისინი ცხადად ხედავდნენ, რომ რევოლუციური მოძრაობა ერთგვარი „თეურგი" იყო, რომელიც საბოლოო ჯამში „ნეო-სფერომდე" რომ მიგვიყვანდა. გ. ჯემალის დასკვნით, ლენინიზმი, თავისი დროის უდავოდ რელ-იგიური ძალა იყო. თუმცა რელიგიურობაც, ისე როგორც კოსმიზმი, სხვადასხვაგვარი არსებობს. ნიშანდობლივია, რომ პრაქტიკულად იმავე პერიოდში, ევროპაში, პა-რალელურ რეჟიმში თავისი კოსმიზმი მწიფდებოდა. პირველყოვლისა, ეს იყო კათოლიკური, ტეირ დე შარდენის კოსმიზმი. ტეირ დე შარდენი მეცნიერიც იყო და „მისტიკოსიც". მღვდელმო-ნაზონ სერაფიმეს (როუზი) აზრით „საკვირველი ის იყო, რომ მას ერთნაირად მიაგებენ პატივს როგორც კათოლიკი ღვთისმეტყველები, ისე მეცნიერები. თავისი ევოლუციური იდეოლოგიის განვითარებაში ის სამ სტადიას ხედავს". უპირველესად, ესაა კოსმოგენიზმი - არასულიერი ბუნების ევოლუ-ცია; მეორეა ბიიგენეზი - ბიოლოგიური ევოლუცია და მესამეც - ნოოგენეზი - ადამიანის აზროვნების განვითარება. ტეირი საუბრობს, აგრეთვე, „სფეროთა" შესახებ: „ბიოსფერო" - სიცო-ცხლის სფერო; და „ნოოსფერო" - აზროვნების სფერო. ის საუბრობს იმის შესახებაც, რომ მთელი დედამიწა ამჟამად გარემოცულია აზრო-ვნების ქსელით, (შეად. ლენინის კოსმიზმთან) რომელსაც იგი „ნოო-სფეროს" უწოდებს... ევოლუციის დროს, ტეირის აზრით, ხდება ერთგვარი უნივერსა-ლური გამოცხადება კაცობრიობისთვის. ამ გამოცხადებას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღიარებს, მიუხედავად იმისა, ქრისტიანები არიან ისინი, ათეისტები თუ სხვა. ყველაფერი, მათ შორის რელიგიაც, ევოლუციურად უნდა იქნეს გაგებული. ტეირის შეხედულებები აერთიანებს ღმერთსა და ქვეყანას, სული-ერსა და მიწიერს, ერთიან ჰარმონიულ და ყოვლისმომცველ პროცე-სში... მას სწამდა, რომ „ცხოვრება აღარ უნდა ვეძიოთ „ამა ქვეყნის განშორებაში", არამედ მისი აღშენების აქტიურ „მონაწილეობაში". მისი აზრით, თანამდროვე სამყარო - ეს არის ევოლუციის სამყარო... ამი-ტომ, მსგავსად ახალი ფიზიკისა, უნდა გამოჩნდეს ახალი ქრისტია-ნობა... გავიდა ის დრო, როდესაც ღმერთს შეეძლო ჩვენთვის თავს მოეხვია თავისი ძალაუფლება, - ამბობს ტეირი, - ამიერიდან ქვეყანა ქედს მოიხრის მხოლოდ თავისი ევოლუციის ორგანული ცენტრის წინაშე. ევოლუციის ამ პროცესში „ქრისტეს სხეული" იძენს ფორმას სამყარ-ოში - ეს არ არის მართლმადიდებლობის ქრისტე, არამედ „უნივერ-სიუმის ქრისტე" ან „ზექრისტე"; ტეირი განსაზღვრავს მას, როგორც ქრისტესა დავსამყაროს სინთეზს". ეს ევოლუციონირებადი ქრისტე გამოაცხადებს ყველა რელიგიათა ერთიანობას. მაშინ, როდესაც სამყარო „ევოლუციონირებს" „ქრისტეს სხეული-სკენ", თვით ადამიანი აღწევს თავისი ადამიანური განვითარების უმაღლეს წერტილს „ზეკაცობაში". ტეირი წერს: „გამოცდილება ავალ-დებულებს ჩვენს ცნობიერებას დაუშვას რაღაც უფრო დიადის არ-სებობა, ვიდრე ის, რასაც დღეს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც დედამიწაზე მომწიფების პროცესშია". კოსმიზმის ტეირისეული რელიგიური ხედვა ნაირფეროვანია. ის ამ-ბობს: ადამიანის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ააშენოს და მართოს მთელი დედამიწა... ერთადერთი, ჭეშმარიტად ბუნებრივი და მართლაც ადამიანური ერთიანობა - ეს არის დედამიწის სული... დედამიწის სული დაიწყებს გაღმერთების მზარდი სასიცოცხლო აუცილებლობის განცდას. სამყაროს ევოლუციის წიაღიდან ჩვენს ცნობიერებაში აღიმართება უფრო დიადი და უფრო აუცილებელი ღმერთი, ისეთი, როგორიც მანამდე არ არსებულა".2 ამრიგად, ტეირ დე შარდენი ევოლუციური ცვლილებებით ახალი რელიგიის ჩამოყალიბებაზე საუბრობს, რომელიც კოსმოსთან, დედა-მიწის სულთან აქვს გაიგივებული. ანუ მისი აზრით, ღმერთი გაი-გივებულია მატერიასთან, დედამიწის სულთან, შედეგად, ეკლესიაც გაიგივებული აქვს მთელ სამყაროსთან, კოსმოსთან. მსგავსი აზრებით დეკანოზი სერგი ბულგაკოვიც იყო დაავადებული. ის ამბობდა: „კოსმოსი - ეს ლიტურგიის მოქმედი ორგანიზმია", რაც ნიშნავს, რომ კოსმოსი ეკლესიაა. არქმინადრიტი რაფაელი სამარ-თლიანად შენიშნავს, რომ კოსმოსს ეკუთვნიან წარმართებიც, რომ-ლებიც მსხვერპლს სწირავენ მოლოქსა და ბაალს; კოსმოსს ეკუთვნიან ათეისტები - ვინც წვავენ ეკლესიებს და არიანელთა მსგავსი მწვა-ლებლები. კოსმოსი თავის თავში შეიცავს ქვესკნელის სულებს... ყრმათა მსხვერპლშეწირვა კერპებისთვის, საკურთხეველთა დანგრევა და შებილწვა, შავი მესა ჯოჯოხეთში - ნუთუ ყოველივე ეს მხოლოდ მოზაიკაა კოსმიურ ლიტურგიაში?"3 ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს, რომ კაცობრიობა ოცნებობს დედ-ამიწის მიღმა გადაწყვიტოს პრობლემები. თანამედროვე ადამიანი ფიქრობს, რომ ის არის ბუნების მეფე, რომ მისთვის ყველაფერი ნებადართულია. იგი გარდაქმნისთვის იყენებდა, როგორც ახალ თეოლოგიას, ასევე ახალ ტექნოლოგიებს. თანამედროვე კოსმიტები დარწმუნებულნი არიან, რომ ტექნოლოგიების მეშვეობით ადამიანი შეცვლის და უსაზღვროდ გაზრდის მისი მოქმედების არ-ეალს (მაგ. კლონირებული ადამიანის შექმნით). უკვე განიხილება გეგმები და ხორციელდება ექსპერიმენტები ადა-მიანის სათადარიგი ორგანოების შექმნისათვის; ხელოვნური სხეულის შექმნაზეც ალაპარაკდნენ. მასში გადაინერგება ინფორმაციული მატ-რიცა შინაგანი სამყაროსი. აკადემიკოსი ვ. ვეინიკი წერს: „კიბერნე-ტიკისა და კიმპიუტერის შეაძლებლობები ჭეშმარიტად უასზღვ-როა...4 2020 წლისთვის ადამიანი შეძლებს გადასცეს კომპიუტერს „თავისი ცნობიერება, რითაც პრაქტიკულად უკვდავი ხდება". ადა-მიანი შეიგრძნობს, რომ ის არის ადამიანი, ამავე დროს, რომ ის არის მანქანა... ცნობიერების გაორება მოხდება". ხოლო პროფესორი ა. ბი-ლინკინი ამბობს, რომ XX ს.-ში „ადამიანური ცივილიზაციის დასას-რული დაიწყება. მის ადგილს ელექტრონული ცივილიზაცია დაი-კავებს. ელექტრონული ცივილიზაციის განვითარებისას შეიქმნება უმაღლესი გონი, და ეს უზენაესი გონი იქნება ის ღმერთი, რომელიც რეალურად მართავს არა ცალკეულ პლანეტებს, არამედ მთელ სამ-ყაროს".5 მხოლოდ ეკლესია ახსენებს ადამიანს თავისი დანიშნულების შესა-ხებ. დედაეკლესიისთვის უცხო არ არის კოსმოსის თემა. ის ხშირად გამოიხატება ხატებზე (მაგ. სულთმოფენობის ხატი) ქრისტეს წინაშე წარმდგარი ხუცესის სახით. ამდენად ქრისტიანობას თავისი კოსმიზმი გააჩნია, რომელიც გარდაცვალებამდე მიუწვდომელია ადამიანისათ-ვის. ეკლესიის მადლს ძალუძს ადამიანის ჭეშმარიტი ფერისცვალება, განღმრთობა მადლით და მარადიული, ნეტარი ცხოვრების დამკვი-დრება. სულ სხვაგვარად ფიქრობენ ისინი, ვინც „გაღმერთებას" ღვთის გა-რეშე აპირებენ. ამრიგად, კაცობრიობის ისტორიას კოსმიური ტრაგედიის ექო უახ-ლოვდება. ბოლო აკორდები გაისმის, რომლებიც გაკერპებულ კაცო-ბრიობას ბაბილონის გოდოლის მსგავს განადგურებას უქადის.
1Св. Вл. Соколов. Мистика или духовность. М. 2014. 2მღვდელ. მონ. სერაფიმე (როუზი). წიგნი შესაქმისა. თბ. 2008. გვ. 338-340. 3არქ. რაფაელი (კარელინი). მართლმადიდებლობა და ამა სოფლის ცდომილებანი. თბ. 2009. 4В. Вейник. Почему я верю в Бога. Минск. 2000. გვ. 297. 5იქვე. გვ. 298.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ
უკან დაბრუნება |